ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:32 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
. . .
ღრუბლებს გამეტებით
ისევ ეწვიმებათ,
დროის ხანგრძლივობას
ვჩივი მორიდებით.
ვიცი, ერთ საღამოს
ცეცხლთან დავსხდებით და
ჩემზე სულ ყველაფერს
ჩუმად მოგიყვები.

ცხელი ორთქლი ასდის
ხელში ფინჯან ჩაის
და თრთის მოშორებით
მკრთალი ათინათი...
ჰოდა, ასე მყუდროდ
უნდა გაგიმხილო,
როგორ დამეფანტა
ძველი ხასიათი

და რა ტანჯვის ფერი
ედო ყველა ღიმილს,
მე რომ შენს ნახვამდე
სხვებზე ვარიგებდი...
როგორ გავიარე
სულის კარანტინი,
როგორ მჯეროდა, რომ
მაინც გამიგებდი...

დარინა
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:36 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდა მომრევია...

როგორ დაგვიშორდა გზები,
შუა ოკეანე ღელავს,
შენ რომ მანდ დამეძებ გზნებით
მე აქ სიმარტოვე მხელავს.
თითქოს ლექსიც ვეღარ მშველის,
სულსაც ღამის მწუხრი უტევს,
სევდა მომრევია მწველი,
ერთ დროს ძლიერსა და უტეხს.
ჩუმად შევტირივარ ფურცლებს,
ნაწერს ცრემლებიც თან ერთვის,
ჩემს გზას ერთფეროვანს, უცვლელს,
უკვე ვეღარაფრით შევცვლი.
გავცქერ ჩემს გასავლელ ბილიკს,
მგონი მივადექი კიდეს,
ზოგი... მომაყოლებს ქილიკს,
ზოგი... მომაშველებს კიბეს...

გიული ჩქარეული
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:53 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

***

ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი,
დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს,
თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი
გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს!

ასეა, როცა მოშივდება გრძნობებს წანწალით,
გონება როცა გადახლართავს აზრების თოკებს,
როცა სულ უცხო მოგადგება სევდის სახლ-კარით,
სულს ნუ დათრგუნავ უწმინდობით, უბრალოდ დრო ყეფს!

მერე რა მოხდა, თუ ცხოვრებას მოედო ხავსი,
დროდადრო მზემაც თუ დაატყო სიმშრალე ფორებს,
გთხოვ, გადაივლე ბედნიერი გრძნობების თასი
და გული იგრძნობს რომ უბრალოდ… უბრალოდ დრო ყეფს!

ავტორი: გიორგი ბოგველი
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 01:26 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტრაპიზონის იმპერია

თუ ერეკლეს ვერ ვეახლე ბრძოლად კრწანისს,
არხეინად სახლში არც მე მიმღერია,
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძველეს ტრაპიზონის იმპერიას.

მაგრამ, ახლა დრო გასული იმდენია
ჭოროხს ერთვის , რაც რომ ცრემლი მიდენია.
დღეს მეფენი ლაშქარს სხვაგნით მიდენიან
მე კი, მათთვის არასოდეს მიდევნია.

დგას ნაკურთხი ციხე აფსარს,მზით ნაჟური
და მომბღავის სივრცე გლოვა-სიმღერიან
ვით გავლილი წლები ყრმობის ,გიჟმაჟური
დევს წარსულში ტრაპიზონის იმპერია.

რაც განგებას ჩემთვის მიმოუჩენია
სხვის ტრამალებს ჩემი ადლი მირჩევნია.
აქ მღეროდნენ, მღერიან და იმღერებენ
დუღს ვულკანი- ტრაპიზონის იმპერია.

ჟამი ჟამობს ,ქარი ღრუბლებს მირეკავენ,
მოწმენდილი ცა ნიადაგ ცისფერია.
ისტორიის ქვა -ღორღსა და ნარ-ეკალში,
თვლემს ვულკანი-ტრაპიზონის იმპერია.

და ზარღვებში ცეცხლოვანი სისხლი კოლხის
კლდეს მოხეთქავს მოწოდებით იმფერია
მე ვარ სუნთქვა ჩემი ხალხის,
ხელთ მაქვს დიდი ტრაპიზონის იმპერია.

ეჰეი, თამარ! მაპატიე შეძახილი
დახავსებულ წელთა კლიტე მიმტრევია,
ერთხელ კიდევ გამაგონე ის ხმა ტკბილი
ჩვენიაო ტრაპიზონის იმპერია.

თუ ერეკლეს აღარ ვახლდი ლაშქრით კრწანისს,
არხეინად შინ არასდროს მიმღერია.
დავიწყება ვერას ავნებს თუნდაც წამის
ჩემს უძლეველ ტრაპიზონის იმპერიას.

იაშა თანდილავა
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 14:50 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

ლილე…
გაირინდა წამი,
გულზე ფრთხილად გიხსნი ღილებს.
გულის შეფეთქება, ჩქამი,
წყდება,
სუნთქვას გათმობინებს,
ლილე…
გაახილე თვალი,
თვალი გაახილე ლილე…
ნაწნავს ანგელოზი გიწნავს,
ჩვენ კი…
ჟამით შებორკილებს,
ლოცვვის გვეშინია მიძღვნა…
როგორ გვეშინია ლილე…
ლილე…
გაიძახის სევდა,
ლილეე,
ოცნენებიც ლილე,
ცოდვის საამურში მრევდა,
სეტყვა,
ქარი
გამაფრთხილებს,
ქარი
ლექსებს გადახევდა,
ქალი დაგვიფრთხობდა ძილებს,
ქალი,
ოცნება და სევდა,
სევდაამღვრეული..
ლილე
ახლა მეშინია წუთის,
ისრებს
ვებრძვი გადახრილებს.
ორი,
სამი,
ოთხი,
ხუთი,
წამი ეხეთქება თხრილებს,
დროის ხასიათის დენას,
არქმევს ბობოქრობის მორევს,
ალბათ, ჩაგვიყოლებს ჩვენაც,
ალბათ, უფრო დაგვაშორებს.
წამი…
ირინდება ფეთქვა
მეთქვა მინდოდა რომ ლილე…
ლილე…
გაახილე თვალი
ხელში არ ჩამაკვდე ლილე…
ლილე...
ექვსი,
ხუთი,
ოთხი,
ათვლას უსირცხვილოდ ილევს…
ლილე,
გაიცვითა ღამე…
ლილე,
მენატრები ლილე…

• • •
პაპუნა გიორგაძე
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 22:36 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
***

რას მეტყვის ის ერთი სანთელი?
ის ერთი ციმციმი დარდის...
მე მაშინ ღვინით არ დავთვერი,
მე მაშინ დავთვერი დარდით.
მე მაშინ შენს ტკივილს ვუვლიდი,
მე მაშინ ვეძებდი სევდას,
ვიპოვნე...
ვყოფილვარ სულდიდი
და მაინც მოღალატე მერქვა.
რატომ ჩამობარდნა ზაფხულში?
რატომ დაათოვა რტოებს?
რატომ?
ჩავჩურჩულებს ჩემს გულს,
მტოვებს,
მგონი მართლა მტოვებს...
არა!!!
ჩამოვურბენ ბალახებს.
მიშველეთ!!!
არ მინდა დარდი.
მიშველეთ!!!
ჩემს სულში ვიღაცა
შავი ხელებით დადის...

ქეთევან გურგენიძე
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 22:49 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ამნეზია - სრული, კონდიცია - ზერო"

ამნეზია - სრული, კონდიცია - ზერო,
არითმია ქარის, დაემართათ ფანჯრებს.
დრო გაჩერდა..
სადღაც შენზე ფიქრთან ახლოს.
უცნაურად გზოგავთ შენ და პიტაკ განჯას.
სიმპტომები - რთული, დიაგნოზი - უფრო,
ჰიპნოზური განცდა შეჩვეული ნერვებს.
ოცნება მაქვს ..
ცისკენ ურწმენოდ და უფრთოდ,
ავფრინდე და შენც იქ აგიყვანო მერე.
რეალობა - მძიმე, წერტილია ახლოს..
და ახლოა ის რაც უშენობას ირქმევს.
მოდი თუნდაც უხმოდ..
მომეფერე ცოტა..
მომეფერე, მეტად, შეგიყვარო იქნებ..
და თითებით - წელი და ტუჩებით - პულსი,
შევისწავლო ყელთან არტერიის სიგრძე.
დავიჭირო მზერა..
ანარეკლი მკერდის
და ვნებათა პლაზმა ერთიანად ვიგრძნოთ.
ძლიერია - ლტოლვა, შეგრძნებები - მეტად
და ტრანსიდან ზოგჯერ დაბრუნება გვიწევს,
ასე გადის ღამე..
და ვიღვიძებთ ერთად
შემდეგ ისევ ისე და ახლიდან ვიწყებთ..
ამნეზია - სრული, კონდიცია - ზერო,
არითმია ქარის, დაემართათ ფანჯრებს
დრო გაჩერდა..
სადღაც შენზე ფიქრთან ახლოს
უცნაურად გზოგავთ შენ და პიტაკ განჯას.
+ + +

ავტორი: ზურა დემეტრაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 26.04.2012, 03:31 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მელოდეთ

თქვენ იცით, მივდივარ, სიცოცხლის კარავში,
აღსრულდეს წერილი, ჩათავდეს არაკი.
მოვავლენ ქარებით,
წვიმებით, დარებით,
ჩემს მადლს და სიყვარულს,
ჩემს მაღალ ზვარაკებს.
კამკამა გულებით იმ წამებს ელოდეთ,
ღამე რომ შუაში მზით გაიბზარება,
დარეკენ ზარები, ზეიმით, წვალებით.
და მოვალ, მომელის მწყემსიც და ჰეროდეც...
კაშკაშა, ნეტარი სიტყვებით მოვდივარ,
იღონდაც მელნისფერ ღამეში იფხიზლეთ,
ოღონდაც ჩაუმქრალ კანდელით მელოდე.

მაია ჯალიაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 26.04.2012, 03:34 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განდობა ძნელია

ძნელია განდობა, მარიამ,
მორევა ცოდვათა რკალების,
ზმანებამ სოდომი გარია
ცეცხლის და ცრემლების ცვალებით.

სიცრუის უდაბნო მღვრიეა,
გულისთქმის მახინჯი ქარებით,
დღე ღამეს მისდევს, ღამე დღეს,
სულის მოქანცული წვალებით.

დამჭკნარი დაფნები მაღალი,
ლანდებად დაშლილი შორეთი,
სისხლშერეული ბალღამი,
გარდაცვლილ ფიქრთა მორევი.

მოვედი, განდობა ძნელია,
ფრესკათა უწმინდეს თოვაში,
სული ჰგავს ნოტიო ლელიანს,
მზის სხივთა ალერსის ნდომაში.

მოვედი, შენდობა მომმადლე,
ცხოვრება კვლავ ძერწავს ხაფანგებს.
მეც ძალა, ყოველი მიწისა,
მოვიხადო, ვით სახადი.

მაია ჯალიაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 26.04.2012, 03:37 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შემოდგომაზე გიხსენებ, როცა,
ჭადარს ყვითელი ფოთლები სცვივა,
ერთი ისეთი თილისმა მომცა,
არ შეგვახვედრა ქუჩაში ცივად.

ერთი ისეთი თილისმა მომცა,
რომ მივდიოდეთ გვერდიგვერდ გზაში,
კვლავ მოვისმინოთ ქაშუეთში ლოცვა,
შენი ამბორი მებნიოს თმაში.

ალერსში გაქრეს ჟამიც და დროცა,
ვერ მოვიჯეროთ გული ფერებით,
ერთი ისეთი თილისმა მომცა,
შემოგვნატროდნენ თბილისელები.

აღარ ჩამიდგეს თვალებში ნამი,
იმ ძველ სიყვარულს ვიხსენებ, როცა,
უკან დაბრუნდნენ ის წლები წამით,
ერთი ისეთი თილისმა მომცა...

მაია ჯალიაშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость