ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:48 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გამამტყუნებენ...

გამამტყუნებენ,
მაგრამ არ მჯერა,
რომ ბედისწერა არსებობს ვითომ,
ცოდვის ჩადენა
თუ გვაწერია.
უფალი პასუხს რატომღა ითხოვს?!

სისულელეა,
ყველა მიზეზი,
მიზეზი,
თავის გასამართლებლად,
ან ბედისწერა
რა შუაშია,
როგორ მოიმკი თუ არ დათესავ?

გამამტყუნებენ
ყველაფრისათვის,
რაშიც საერთო აზრს არ ვემხრობი,
ზოგჯერ
ისინი ცდებიან და მეც,
დამნაშავე ვარ
ხშირად, მემგონი...

გამამტყუნებენ,
თუ ვერ ხედავენ
ჩემში,
ბრბოს სახის წმინდა ანარეკლს,..
ვერ გადარჩები,
თუ განუდგები
და განსხვავება თუ არ დამალე.

გამამტყუნებენ?
ეგ არაფერი,
ერთი გზა
მაინც მოვა ჩემამდე,
გამამტყუნებენ
თუმცა კი ვიცი,
მაინც ლექსებად დავწერ ყველაფერს.

ლიკა ოხანაშვილი
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 22:02 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა შენ დაიბადე
..............

ერთი მუჭა სახე გქონდა,
ცრემლიანი თვალი,
ერთი ნახვით შემიყვარდი,
პაწაწინა მარი.
მაშინ მივხვდი, რად მოვედი
მე ამქვეყნად ქალი,
შენი სურნელი რომ მეგრძნო,
თვალხატულა მარი.
იმის მერე შენით ვცოცხლობ,
შენით გადის წამი,
სანამ შევძლებ, გამოგწვდები,
სულსათუთა მარი.
მე ვიქნები დედაც, მამაც,
და-ძმაც, მეგობარიც,
ოღონდ შენ არ შემიშინდე,
დედისერთა მარი!

..............

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 00:12 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*****
ახლა ჩემს მაგივრად
მარტი გემარტება,
იცის, ჭირვეული
ქალი გენატრება.
ხან თავს მოგაბეზრებს,
ხან არ გეკარება,
ალბათ მე თუ არა,
მარტი გეკადრება.
თუმცა კარგად იცი,
ის, რაც გემართება,
მაინც ვერ გაიგე,
შენ რას გემართლება.
ჩემი ხასიათით
ისე გეპარება,
ბოლოს ჩემს მაგივრად
მარტი გეყვარება.

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:24 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვალი

ამ ქვეყანაზე გაჩენის დღიდან

დამდევს ათასი მევალე ერთად

უპირველესი მევალე გინდათ? -

დედაჩემია მშობელი დედა!


ამდენი ვალი მაინც რა მმაართებს

რომ არ მასვენებს ღამით და დღისით?

აი, ხომ ხედავთ იმ წმინდა სანთელს, –

დიდი ხანია ვალი მაქვს მისი

ჯერ გადუხდელი ვალი მაქვს მენდეთ

ამ ცის და მიწის, მთვარიან ღამის,

არ მიცოცხლია უვალოდ დღემდე,

არც ერთი წუთი, არც ერთი წამი!


დავალ ყელამდე ჩაფლული ვალში,

რა მოხდა მერე? გაიგოს ხალხმა!…

მე ვალი მმართებს იმ ციცქნა ბავშვის,

დედას რომ ბაღში მიჰყვება ახლა,

ვალი მაქვს შვილის,

მეგობრის ,

და-ძმის,

წინაპრის,

მამის,

მეზობლის, ხალხის…

ჯერ უპოვარი უთვალავ განძის,

ხიდის,

შარაგზის,

ქალაქის,

ქარხნის…

ჩემი მაღალი სამშობლოს დროშის,

კავკასიონის,

კრწანისის,

გრემის

სვეტიცხოველის,

ხახულის,

ოშკის…

ყველაფერს, რასაც ერქმევა ჩემი!

ნუმც დამკარგვია იმედი ხვალის,

შუქური მისი თანა მდევს მუდამ,

მე კარგად მახსოვს ჩემი მტრის ვალიც,

ოდესმე მასაც გადახდა უნდა!

მშობელო მიწავ, შენსკენ თუ ვილტვი

მსურს გიკოცნიდე ჯანიან ფესვებს,

მაგრამ ვალიც თუ გამომყვა ჩიტის,

სულს სატანჯველად ეყოფა ესეც,

მშობელო მიწავ, ნუ მეტყვი “მალეს!”

ისედაც ჩქარობს სიცოცხლის რაში,

როს გავისტუმრებ სუყველა ვალებს,

ვალგადახდილი გეწვევი მაშინ!

ჯანსუღ ნიქაბაძე
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:35 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხალხურ კილოზე

ერთ ქალად შენი ტანი ღირს,
შხვართი ჭოროხის პირზედა,
ორ ქალად შენი ზრდილობა
დამყნილი გვარის ძირზედა.
სამ ქალას შენი ზნეობა,
ჯაჭვი ნამუსის ღილზედა.
ეს ლექსიც მაგათ ბრალია
ასე რომ ამიმიზეზდა.
ჯერ არ შობილა პოეტი

ზ.გორგილაძე
არ მინდობოდეს იმედებს,
შენში ამდენი ქალია,
ერთს ალბათ გამოიმეტებ!
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 13:38 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩემი თბილისი...
მოგონებებში წავედი...
მიყვარს ჩემი თბილისი,
თავისი ტრადიციებით,
ადათ წესებით,
სითბოთი და სიყვარულით
გამორჩეული ხალხით.
გამთენიისას –
– მაწონიიიიი აწონიიიიიიი...
მერე თათრის ბაჯი დაიყვირებდა
–ზელენ, ზელეეეენ....
პატარაობისას მახსოვს,
ჩვენი ეზოს გვერდით
მეარღნე ცხოვრობდა,
ალექსა პაპა.
დილით არღანს დაუკრავდა,
ააწყობდა,
შემდეგ ზურგზე მოიკიდებდა
და მიდიოდა.
მერე მოხუცი ხოსრო გამოივლიდა
ზურგზე მოკიდებული სალესით...
–ტაჩიც ნაჟი–ნოჟნიციიიი... დანებს ლესავდა...
ჩუღურეთში ორ სართულიანი სახლი გვქონდა.
ჩემი ბანიდან მთელი თბილისი
ხელისგულივით ჩანდა.
მთაწმინდა, რიყე, ნარიყალა,
რუსთაველის გამზირი, ვერა–ვაკე...
შევხაროდი და გულში ვიხუტებდი,
ვეფერებოდი...
ბებიაჩემი მამადავითის ტაძარს გახედავდა
და ისე გვლოცავდა.
ბანს ეზოდან ამოყვანილი
ვაზის ტალავერი ამშვენებდა.
ამ დროს, გაზაფხულზე აყვავდებოდა
და ადესის სურნელით დაიბნიდებოდი...
ყველა რჯულის მეზობელი გვყავდა:
რუსი,ლიტველი სომეხი...
ერთმანეთს დიდ პატივს სცემდნენ,
ჭირსა და ლხინში.
ჩვენს ქუჩაზე სახლს არ კეტავდნენ.
ვორონცოვის ხიდით ტრამვაით
გადახვიდოდი „კალხოზნი“ ბაზარში
და 5 მანეთად მთელ „პრავეზიას“ მოიტანდი.
ქუჩის ბოლოში რომ დაინახავდნენ
მოთამაშე ბავშვები დატვირთული
ჩანთებით მეზობელს,
ერთმანეთს ასწრებდნენ მისახმარებლად.
- რომელი ერთი ჩამოვთვალო:
წინათ ასაკოვან ხალხს პატივს სცემდნენ,
ახალგაზრდებს უფროსების რიდი ჰქონდათ
და ერთმანეთის სიყვარული...
ჩხუბი დაუნდობელი არ იყო,
მეგობრობით მთავრდებოდა.
"ამ თბილისით მოვდივარ და იმ თბილისზე თვალი მრჩება",
- ამბობს გიზო ნიშნიანიძე,
მწერალი და ჟურნალისტი,
რომელსაც უსაზღვროდ უყვარს თბილისი...
თბილისელობა ფულით არა,
გულით იზომება.
აი ასეთი იყო ჩემი თბილისი,
თავისი უბნებით და ეზოებით.
რომელიც მიყვარს და მტკივა.
მტკივა მისი ყველა სატკივარით...
ეეეჰ, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“...
არადა მინდა ვხედავდე.
ნურავინ ნუ მიწყენს.
მე საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს.
მიყვარს სოფლის სუნი,
ყველა ბალახი და ფოთოლი მიყვარს.
სამწუხაროდ ჩვენ სოფელი არ გვქონია,
ძალიან კი მინდოდა მქონოდა.
ქალაქს რომ გავცდები ბავშვივით მიხარია
და ვიხუტებ ჩემს საქართველოს.
მანანა ფრუიძის ლექსით დავამთავრებ...

ახლა თბილისთან ცისარტყელას აქანებს სიო,
მეტეხის ძირში მორღვეული არღანი კვნესის,
იასამნების სუნი დაჰკრავს მაისის სიონს
და ხავსიან კლდეს ეომება ხვიარის ფესვი.

ორთაჭალაში ბერძნის ქალის უაზრო წიოკს,
წყნეთელ მემაწვნის ბარიტონი ალაოდ ერთვის
და სატივეზე მედუდუკის ჩახლეწილ იოგს
ზარების რეკვით ალამაზებს საუფლო ღმერთის.

მანანა ფრუიძე
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 04:18 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეგა კობახიძე

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით,
წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.
მერე რა მოხდა ამ ახირებით,
თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა.
მოვივლი ბავშვურ ოცნების მხარეს,
ავედევნები იისფერ სურვილს ,
მე დავბრუნდები, მე მოვალ მალე,
როცა გაფრენით მოვიკლავ წყურვილს.
მე დავბრუნდები,მაგრამ ფრენისგან,
ფრთები, ო, ფრთები მტკივა ძალიან,
ჩემთან გაფრენა შენც თუ გეღირსა,
ვიცი, რომ ესეც ჩემი ბრალია...
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 04:19 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ბაგით იწყება ფარისევლობა
იქ ჩასახულან ავი ზრახვები,
ადამიანო მუდამ გახსოვდეს,
რომ შენ ალერსით არ ისაზღვრები.

უკუნმა ღამემ არ დაიძინა,
მიწის საცქერად მთვარე გაკიდა,
მაშინ ჩამოწყდა ამბორს ნიღაბი
როცა იუდამ ქრისტე გაყიდა.

‎(დავით სულთანიშვილი)
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 13:39 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

რა საჭიროა ვინმე სხვა? –
მხოლოდ შენშია საშველი.
მით უფრო - ბავშვივითა ხარ
და არავინ გყავს დამშლელი.
გული გაქვს - დაშლი, ააწყობ
და სულ გულს ეთამაშები...
გარეთ მზიანი დღე არის
თბილი და ნაღვლის წამშლელი.
ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს
ისევ კენკავენ შაშვები.

თემურ ჩხეტიანი
 
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 15:20 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ველური გვირილა

ანი მოგიძღვნი ველურ გვირილებს თაყვანის ნიშნად.
ველურ გვირილებს, რადგან ისინი ძალიან მიყვარს,
მხოლოდ მათ მითხრეს ბედის მძებნელს ჭეშმარიტება,
გეყვარება და თანაგრძნობა არ გეღისრება.

არ ვიცი რა ვქნა, რით უშველო ამ სულს მშფოთვარეს,
როდესაც ჩემთვის გაღიმებაც ბევრ რამეს ნიშნავს,
რა ვუყოთ, ყველა ბედნიერი ხომ არ იქნება,
მაინც მოგიძღვნი ველურ გვირილებს თაყვანის ნიშნად.

რატი თაბაგარი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость