ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ხუთ, 26.04.2012, 19:07 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯამბაზის ბედი

ფერთა კარნავალზე კვნესის ვიოლინოს სიმი,
ხემი ცრემლმორეულ ნოტებს აბალანსებს ქარში.
წვიმამ ჩამორეცხა ჯამბაზს მხიარული გრიმი,
ჰანგი მუსიკების ტკივილს დაედევნა კვალში.
სიცილს გადუფარავს წვიმით გაჟღენთილი ზეცა,
იცის, რარიგ უყვარს თვალებს აფარება გრიმის,
ტანზე ყველა ფერი სულ ერთ სამოსელად ეცვა,
ხალხი იცინის და ის კი, გრიმის შიგნით ტირის.
ალბათ სასჯელია, როცა სულზე გადგას ცრემლი,
როცა უნდა შესძლო, უნდა დააჯერო ყველა,
ვიღაც დარდიანსაც მისი მასხარობით შველის,
მას რომ ეტირება, ამის არავის არ სჯერა.
ფერთა კარნავალზე კვნესის ვიოლინო ძველი,
ხალხს კი სიცილისგან უკვე ჰანგების არ ესმის,
ქარმა ჩააყოლა ნოტებს გაცვეთილი ხემი,
ვიღაც იცინის და ვიღაც გრიმის შიგნით კვნესის.

ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 15:56 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი რეალი...

თუ სიკვდილამდე მოხვალ შენ ჩემთან
შენ თავს ვფიცავარ დღესვე მოვკვდები,
თეთრმა ჭაღარამ შემიმუსრა თმა
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები
მე გელოდები...
სანამ ეშმაკს წაუყვანივარ...
შენხარ რეალი
მე კი შენი გიჟი ფანივარ...

გიორგი გაგა მიქელაშვილი
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 16:52 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერი ბარნაბიშვილი

მე ხელს ყოველთვის მიშლიდა რაღაც,
რომ საკადრისი თაყვანი მეცა!
არ მივარგოდა არც ერთი კაბა,
არა ბრწყინავდა ხანდახან ზეცა.
ჰაერს არ ქონდა ზოგჯერ ის სუნი,
ადრეულ მარტს და აპრილს რომ ახლავს.
და ედებოდა ყველაფერს წუნი,
რადგან შენ იყავ ყველაზე მაღლა
და რადგან დღემდე ვერ ვნახე რამე,
რომ იყოს შენი ტოლი და სწორი,
მიხილე სიზმრად – მე მოვალ ღამე,
სალამს გკადრებ და გავდგები შორით.
 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 17:14 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნინო თარიშვილი

ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 23:32 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სწორედ ეს მინდოდა მეთქვა...

*********************
ალბათ არც იდარდე,
ანდა რაღა დაგრჩა
ამ ბოროტ მიწაზე,
ცა არის საუფლო...
მაგრამ დაგიძახებ,
თუნდაც სულ ბოლოჯერ,
მოდი, კიდევ ერთხელ
მინდა გესაუბრო...

გახსოვს, მეგობარო,
როცა ვთამაშობდით,
ჯოხით ამოვჩიჩქნეთ
მინდორში მიწა...
თუმცა ცივი არის,
მაინც ათბობს მკვდრებსო,
(სითბო რაღად უნდა
მიწისქვეშ ფიცარს?!)

მერე გავიხსენებ
წუთებს ბავშვობიდან,
ცრემლი შეიწოვა,
მიწამ გამალებით...
ახლა ისე მინდა,
ბედს რომ დავემდურო,
წარსულს გავეკიდო,
და დრო ახლანდელი -

დავთმო, მივატოვო
ცუდი სიზმარივით,
გავუყვე მოკლე გზას
რომ ადის საუფლოს,
ისე მომენატრე,
მაინც დაგიძახებ,
მოდი, კიდევ ერთხელ,
მინდა გესაუბრო...

ლიკა ოხანაშვილი
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:25 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

* * *
სულს ჩამესვეტა შენი ტრფობა,
ჩემო მამულო.
რა გარჩენს, ნეტა,
შვილთა შუღლით ცრემლდანამულო?
მტრობა, ქიშპობა, დაუდევრობა
მზითა თუ მთვარით.
მივიწყებული, მიგდებული ვენახები,
ჩანგი... გუთანი,
ქართული ჯიშით ნასათუთარი.
გაკაპასება...
ძმათა სისხლი, ფუჭად მდინარი.
შოთას კალამი,
შოთას სიბრძნე -
მსოფლიო გენი,
ცით დანაფენი,
ციდან მდინარი
და ჩვენის მტრობით,
დაუდევრობით და სიზარმაცით,
მსოფლიოში დანაჩრდილარი...
ვაჟას ჩუქურთმა -
სიმბოლური ამეტყველებით,
ვაჟას სულისთქმა -
უბრალო და სავსე ღელვებით,
მაძღარ ფერებით
და გახელებით...
ცოცხალ–ცოცხალი,
პოეზიის
მსოფლიო ალი –
( მსოფლიოსათვის ჯერ უჩინარი)...
რიტმათა ჯარი...
მუზების რისხვა...
მითოსთა მეფე...
მსოფლიო თასში
ქართული სისხლის აელვარება.
ველური გზნება...
სული: ხმელი,
მკვრივი და ცხელი.
სიტყვა – უდრეკი,
სიტყვა – შუბი,
სიტყვა – თაკარა,
ფარშევანგების მეჯლისი
და
ლომების ღრენა,
სულით ანკარა.
სიტყვა – მზის თესლი,
სიტყვა – ღვთის ფესვი,
გველდანაგესლი,
დენა : ქართული,
მხარგამართული,
ცეცხლი და ცეცხლი.
ჯიში დევური,
ხმალი ხევური,
შიში? – უშიში.
რის ვაი – ვიში,
ლხინსა თუ ჭირში
მხნე... მთქმელი პირში.
რიტმი : მზიანი,
ათასიანი,
მადიანი და ხალისიანი.
რიტმი : სვიანი,
სიტყვაფხიანი,
ადამის თრთოლვით სავსე ,
დღიანი.
ეს ყოველივე, ჰეი, ქართველნო,
(დღეს საქართველო კვდომის პირზეა)
ჩვენთვის უცნობი,
ჩვენთვის უნდობი,
გაგდებული და გადაგდებული
ქართველი:
გრიგოლ რობაქიძეა...
ასე აღელვებს მსოფლიო რიტმებს
ჩვენი ჯიში და ჩვენი გენია.
სხვები ჩვენზე თუ არ ჰქმნიან მითებს,
მერწმუნეთ,აქაც ჩვენი ბრალია.
ქართველის მტერი არის ქართველი,
გაუტანლობა ,
ღვარძლი ნაჩვევი,
ქართულ სულს თელავს რუსის ჩექმა და
სხვა დანარჩენი...
ჩვენ კი ბრძოლას ვართ გადანაჩვევი...
ჩვენ კი...
ერთმანეთს ვწიხლავთ, სისხლს ვადენთ
და გვირჩევნია შემონაჩვევი.
ჰეი , ქართველნო –
სირცხვილი ჩვენი...
ყველას გვეხება ეს განაჩენი.

ლექსო გელაშვილი
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 03:09 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასვენი ნიშნების მიღმა

შენ ამბობ - მიღმა სიტყვების და სხეულის (მძიმე)
არსებობს სული, როგორც ბნელში უცხო (წერტილი)
ვიწყებ აბზაცით ფრაზებს - მაინც ვერ გავიცინე
(ტირე) ამიტომ ალბათ მინდა, თუმცა ვერ ვტირი.

ეჭვმა წინ ე.წ. დამიწერა, ბრჭყალები გახსნა,
სამწერტილი ხომ მე აქამდე ღმერთი მეგონა?!
ვხურავ ფრჩხილებს და სარქველს გულის - ვჩუმდები ახლა
და მხრებში მოხრით კითხვით ნიშანს ვუსვამ მეგობარს.

ნიშანს ძახილის რა ამაოდ, დიდხანს მასმენდი,
როცა ყურებზე ვიფარებდი ხელებს (ფრჩხილებით),
ღმერთო, დამღალა სიტყვებმა და გავხდი სასვენი
ნიშანი, თუმცა მე დუმილსაც ვერ ვუფრთხილდები.

აღსარებისას თავს ვიმართლებ, რომ (ორწერტილი)
"მარტოა მადლი და ცოდვასთან დეფისით მიმყავს"
ნაცვლად მინუსის (მომიტევებს და) რომ წერს ტირეს,
იყო პირველად, არის ახლა, თუ მხოლოდ სიტყვა?!

ამბობ, რომ ცხადი სიმბოლოა - ვარ წერტილ-მძიმე......
მრავალწერტილებს შევეჩვიე, სიტყვა დაღლილი,
მე კი ბრჭყალებით ეჭვის, ახლა ფრჩხილებს ვიცილებ
და ღმერთთან ვდგები გაოგნება - კითხვა-ძახილი (?!)

მინდია ცეცხლაძე
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 15:20 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალების სევდა
.......

სევდისფერ თვალებს არ ელის შვება,
დარდები ათოვს დახრილ წამწამებს,
ჩამომხვრჩალ ფიქრთა ურიცხვი წყება
აკვდება სულის სარკეს ნაწამებს,

როცა მრისხანებს კაენის მოდგმა,
სიმართლე ვერსად ვერ აღებს კარებს,
მთელი სამყაროს შური და ბოღმა
როცა ეღვრება თაფლისფერ თვალებს...

და მათი ფერი სევდამ შენისლა,
ახლა რა არის? ეს თვალებია?!
სასაოფლაოა ოცნებების და
უწყლო, უძირო ცრემლის ტბებია.

აქ ყველა კარგავს საკუთარ სინდისს,
აქ მოხვედრილი ძმა ძმის მკვლელია,
ჩუმი ქირქილით ღირსებას იხდის
და სიყვარულის გამყიდველია.

ტყუილს გაუდგამს ფსკერამდე ფესვი
და ორგულობა კაცის ხიბლია,
აქ ყველა ხდება ეშმაკის კერძი,
აქ ყველა, ყველა ცოდვის შვილია!!!

............

სევდისფერ თვალებს არ ელის შვება
დარდები ათოვს დახრილ წამწამებს....

ნინო ალადაშვილი
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 17:08 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იასამანი

გული ამიმღერდა ცისფერ სავანეში,
ასეთ სილამაზეს მივესალმები.
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამნები!
მჯერა, ბევრი დამრჩა კიდევ სავალი,
გზებზე ყვავილებით სავსე კორდებია,
ქალივით ჩურჩულებს იასამანი,
თითქოს სიყვარულის ცეცხლი მოსდებია.
ნიავი, მაისი, ბაღში სავანეში...
ასეთ მაისებში გზაა სავალი!
ო, რა სევდიანი ჩავალ სამარეში,
თუ არ ჩამატანეთ იასამანი.

ანზორ სალუქვაძე
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:48 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაპატიეთ, ვერ გიყიდეთ გვირილები...

-გამარჯობათ, მე თქვენ გიცნობთ? - მგონი არა!
-კიბეს ავყვეთ, სადღაც ახლოს კარებია.
-ხედავთ როგორ უცნაურად გაგვიავდრდა?!
ცა ტილოა, გზა ფერმკრთალი აკვარელი.

-ლუდს ხომ დალევთ? - არა, მხოლოდ ჭიქა ჩაი.
-გული გტკივათ, თუ სიცივემ დაგიარათ?
-მე? ორივე, ხედავთ როგორ დავიჩაგრე?
-გადაგივლით, მომწონხართ და ვაღიარებ

ასე ითქმის, თავმდაბლურად, მაგრამ ახლა
თქვენს ბაგეებს გემრიელად მივირთმევდი.
-მაპატიეთ, შემოდგომის ხუთი დადგა...
-მე კი ლექსი გადავჭერი სამართებლით.

-ახლა, წავალ, გაგაწვალოთ იქნებ მუზამ,
ისე, ქუდი გიხდებათ ან თქვენ უხდებით...
-გამაწითლეთ, ასე ძლიერ ნუ შემზღუდავთ,
ერთსაც დავლევ. ლექსებადაც დავხურდავდი...

-რატომ გსურდათ ამ საღამოს ჩემი ნახვა?
საქართველოს მზე ნანაობს მაგ თვალებში?
მე ღარიბი პოეტი ვარ სხვების კართან,
რა ლამაზად ჩანს ქვეყანა სათვალიდან...

თქვენ კი ცდილობთ თავმდაბლური გაღიმებით
მაგრძნობინოთ , ახლა ფიქრი გვიანია!
და იცით კი, ლექსის ტაშით აღებული
ემოციით ვერ გიყიდეთ გვირილები...

-მივდივარ და ვერ მივდივარ, ჩაიჩოჩეთ.
სითბოს ვეძებ, იმედი მაქვს გაყინული.
კიდევ ერთხელ მომიტანეთ ჭიქა ჩაი,
ვატყობ ჩვენში სიყვარული დაყიალობს...

-მაპატიეთ , ვერ გიყიდეთ გვირილები,
და კოცნასაც პოეტურად ვაგვიანებ,
მაგრამ სულში სიყვარულის გვალვებია,
ავღელდი და...გარეთ წვიმა გვარიანი...

მია დადიანი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость