ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ოთხ, 02.05.2012, 21:02 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

იცით, მომწონხართ… და რატომღაც მეუცხოებით,
არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია,
დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით,
უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია.
თქვენც დაიბენით.? მე შეგატყეთ – თმა გაისწორეთ.
მერე რა მოხდა თუ ეს გული თქვენი მგონია.
რა გაიფიქრეთ.? მეც მითხარით… ის არის სწორედ.
ჩემი ფიქრებიც, ახლა მივხვდი, თქვენი ტოლია.
არა, გაჩერდით. სად მიდიხართ.? ფეხებს დაიღლით.
აი, ხომ ხედავთ ეგენიც კი სხვისი გქონიათ
და ასე ნაწილ-ნაწილობით როდემდე ივლით.?
ჩემი სხეულით დააბიჯებთ… თქვენ რა გგონიათ.

ვეღარ გავიგე ეს სხეული თქვენ ხართ თუ მე ვარ,
ჩემი ჰაერით თქვენ სუნთქავთ თუ სწორედ მე გსუნთქავთ…
ჩემი ტუჩებიც დროდადრო მკოცნის… არა, ეს თქვენ ხართ.
რა დაგემართათ?! ასწიეთ თავი… ტყუილად სწუხართ…

გიორგი ბოგველი
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 15:01 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მზესუმზირებმა
ზე დახანძრეს,
გაიმზისფერეს
და მზეს ახარეს
მიწის მადლი
მზეწილნაყარი,
მზეს გაეკიდნენ....
მზე დალიეს
სავსე ყანწიდან,
შეიბარბაცეს....
მზეს გააყოლეს
ვნებამორევით
მთვრალი კაცის
მზერა ირიბი...
ჩაიღიმილეს...
ჩამავალ მზეს
თვალი ჩაჰკიდეს
და მიიძინეს
ხვალინდელი
დილის იმედით...........
მზია ნუსაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 18:57 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღობე

ეს რა მაღალ ღობეს ღობავ,
გული ისეც მეხურება...
გადაფრინდნენ, გადმოფრინდნენ,
ფრთა გაშალონ ბეღურებმა.
ჩიტიც
ცოლი არ გეგონოს,
ჩიტს სხვა მხარეც ეგულება,
მხარე, სადაც მის ნებაზე
ეყვარება, ეძულება...
... ... ...
ქმარი მაღალ ღობეს ღობავს,
ცოლი იღბალს ემდურება.

ნოდარ ადეიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 20:40 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რწმენა

კვლავ ენაცვლება წუთისოფელში
თვალსასეირო გულით სატირალს…
შენ გწამს, რაც შენთვის სასარგებლოა,
მე – რაც მოითხოვს თავის გაწირვას!

არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაიდგამს
და შუბლი ელავს სისხლის სიალით.

ნუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.

ამირან კალაძე
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 01:51 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...
დღეიდან ვისწავლი უგულოდ ცხოვრებას,
ცოტა მეტკინება, სულ ცოტა ძალიან,
უგულოდ ვიცხოვრებ, უგულო ვიქნები,
ადვილი იქნება, მარტივი ძალიან.
გული არ მექნება, აღარ მეტკინება,
არ გაუხეშდება სულიც ობოლი,
სული ეული, ჩემში რომ სახლობს,
რომელმაც ტკივილით დაღალა სხეული.
ვიცხოვრებ უგულოდ, ტკივილის გარეშე,
ცოტა მეტკინება იმ ცოტას ავიტან,
დღეიდან დავიწყებ უგულოდ ცხოვრებას,
ადვილი იქნება, მარტივი ძალიან...
...
ნესი რობაქიძე....
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 02:18 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სიმშვიდე–ოქროს ძაფით ნაკერი,
ნათელი–ბინდით ამოლამბული;
გაზაფხულების ლურჯი ნამქერი,
გულიდან გულზე სიმი გამბმული....

(თეიმურაზ აბულაძე)
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 14:47 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

წვიმდა. გვაწვიმდა. თვალის გახელა ჭირდა.
თმები დასველდა. ტანის სამოსი სულ დაგვიმძიმდა.
გავჩერდით. მივაყურადეთ წვიმას.
მე ჩავუკვირდი გრძნობებს, ოდნავ სიცივეს, სისველეს კანზე
და ხანაც რომ გაატანდა სხეულში წამით.
წვიმდა. გვაწვიმდა. თვალის გახელა ჭირდა.
"დავუმუღამე" წვიმას, ველოდებოდი ასე.
ვერ მაჩქარებდა ფიქრი, ვერ მითანხმებდა ძალათ.
ვერ გაჭრა თავის ქებამ, ვერ დამაშინა რამით...
ვიდექით თავდახრილი. ხანაც ვახელდით თვალებს.
ხანაც გავშლიდით ხელებს ან კი ავწევდით მაღლა.
შემდეგ დავიწყეთ ცეკვა, ხალისმა რომ იმძლავრა.
და მერე კვლავ გავჩერდით. და ჩვენ ვუსმენდით წვიმას.
კოკის პირულად წვიმდა. თვალის გახელა ჭირდა.

დათო მინდაძე
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 17:49 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამიმახსოვრეთ ქალბატონო

ჩამოვახიე დღეს კალენდარს მაისის ხუთი
როგორც ფურცელი სამუდამო ჩემს მონატრებას,
ხვალ დღევანდელი უმზეოდ და უხმოდ მოწყდება,
ხვალ დაგიბრუნებ ზაფხულს, როგორც რწმენას ნათხოვარს,
ფოთლებს, რომელიც ხეს დასცვივდა და მონატრებას.
დამიმახსოვრე! ხვალ ასეთი აღარ იქნები!
ხვალ თამამ რითმებს შენს თითებზე მოვდრიკავ ბეჭდად,
ხვალ უსათუოდ, უსათუოდ მეტყვი ჩურჩულით
ოხ, მეუფეო ფლიდ რითმების, მე თქვენ მიყვარხართ!
შობილი ნისლში ლაღ ღალატად ქარს მინებდები,
ხვალე მავალი ყველა გზა რომ ჩენსკენ წარმართა
და თუ ჩემს სადგომს ზიზღმორეულ რისხვით დანებდით,
დამიმახსოვრეთ, ქალბატონო, ოღონდ ლამაზად!!!

მამუკა ესაძე
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 17:54 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

კუნაპეტ ღამეს აამზევებს პრომეთეს ცეცხლი,
ცით გარდამოვა სპარაზენი შმაგი იორღით,
ძვირფას სამწდეში ჩაითლება კვლავაც ფიცვერცხლი,
და ძმადნაფიცებს წაგვიძღვება წმინდა გიორგი

ხოგაის მინდი
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 23:49 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

რატომ გგონია, რომ სიტყვები არ წითლდებიან
და ნებისმიერს უწვებიან თვალდახუჭული?
ათრობენ ყველას, განურჩევლად, უვნოს, ვნებიანს,
ხან დიონისურ მგზნებარებით, ხან კი ჩურჩულით...

იქნებ ასეა, ჩემო კარგო, ვერაფერს შევცვლი,
და შენ, მთებიც რომ გადაადნო, ვეღარ მიშველი...
ერთს გეტყვი: სხვებთან ჩემი სიტყვა წვება ჩაცმული,
და მხოლოდ შენში შემოდის ის ასე შიშველი.
ტარიალ დათიაშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები თბილისის ფორუმიდან » ჩვენი საყვარელი ლექსები (ჩვენი საყვარელი ლექსები)
ძებნა:

მოგესალმები Гость