გია მურღულია
|
|
nukria | Дата: ოთხ, 13.08.2014, 14:18 | Сообщение # 91 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ("ცის სურათი") მიმინო მისდევს ჩიტი-ჩიორას - ლამაზი, სწრაფი, სიკვდილით სავსე. რა მშვენიერი სიმახინჯეა!..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 16.08.2014, 18:30 | Сообщение # 92 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საღამოს ლექსი ("სადღაც") მე რაც ვიმღერე, ის სად წავიდა? რაც ლექსი მითქვამს, სად არის ახლა? ეს სიყვარულიც გასხლტა წამიდან, თითქოს სიზმარი ნახევრად ახდა. ისევ გრძელდება მოთხრობა სოფლის, ისინი შერჩნენ სულ პირველ აბზაცს, მე კი იმედად ის აზრი მყოფნის, რომ არსებობენ უჩემოდ სადღაც. სხვისი რად მინდა ფიქრის მიგნება, რაც ჩემგან იყო, ახლაც ხომ მერთვის? იმ სამთან ერთად - ასე იქნება! - მეც გავცოცხლდები სადღაც... ყოველთვის.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.09.2014, 14:36 | Сообщение # 93 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ამ დილის ფიქრი" ისე წავიდა ეს შემოდგომა, დაცარიელდა თითქოს სოფლები, ყველა აქ არის, მხოლოდ შენ არ ხარ, მაგრამ შენ მათზე მეაქყოფნები. ვისი ხმა მესმის? ვის მზერას ვხედავ? ან ვინ მიღიმის ასე მაცდურად? ჯერ სიყვარულის შხამი შემასვა, მერე ის შხამი ალადასტურა. ახლა ამ სევდის სახლიდან გავალ, ყვავილს მოგიტან ვნების მდელოდან და მასთან ერთად გულსაც მოგიტან, ამდენ ხანს მხოლოდ შენ რომ გელოდა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.10.2014, 22:35 | Сообщение # 94 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სწრაფვა გული უდარდობას ამხელს, სული ჩქარობს მესხეთისკენ, ცას შევცქერი, მერე - ამ ხეს, - როგორ იწევს ეს ხე ცისკენ! ლექსის ფესვი მიწაშია, ის ისწრაფვის მზისკენ ახლის, მე ისა ვარ, ვის ცა შია, ზედა ფოთოლი ვარ ამ ხის.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.01.2015, 19:58 | Сообщение # 95 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზარები რეკენ ეკლესიისა - შიგნით კი არა, გარეთ უხმობენ კაცებს, რომელთაც გაბმულ ლოცვაში დავიწყებიათ მოყვასის დარდი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.01.2015, 19:59 | Сообщение # 96 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სევდას მარცვლებად ვუფშვნი ამ დილას და ჩიტებს ვუყრი ნისლიან ბაღში - სიყვარულისას ვუყრიდი გუშინ და რა სულსწრაფად აუკენკიათ...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.01.2015, 22:06 | Сообщение # 97 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშვიდობით... მდელომ დაკარგა ფერი, შავ-თეთრი თვალს არ ესალბუნება, უცნობ პოეტზე გაბრაზდა მერი, სიყვარულს მარხავს დღესაც ბუნება. დრო გადამიჭრა მაკრატლით აწმყომ, მყოფადს ვერ სწვდება წარსული თითით, ის ფიქრი შეშლის ღიმილით კაცს ხომ, რომლის სირთულეც მე და შენ ვიცით. ახლა რასაც ვგრძნობ, უარყოფს გონი, სივრცე „არაა”, უსახო დრო - „კი“, ჩვენ კი მაკრატლით გადაგვჭრეს, მგონი, როგორც სხვებისთვის საჭირო თოკი..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 09.01.2015, 20:37 | Сообщение # 98 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წუთისოფლის ცხენზე ვზივარ, გზას მივყვები სიკვდილისკენ, სიყვარული მიმაქვს საგზლად, მზეს ვხედავ და მივქრი მისკენ. რაც კი აქეთ მიცხოვრია, ხურჯინს მიდევს, მიმაქვს ცისკენ, გზის ბოლოს კი, სახლის კართან, მელოდება ჩემი ქრისტე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 11.01.2015, 15:28 | Сообщение # 99 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დედამიწაში, ცისფერ ქოთანში, მთვარე დაურგავთ - ღამის ყვავილი, შეყვარებულთა ვარსკვლავები კი ლურჯი სხივების წვიმებით რწყავენ...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.01.2015, 11:16 | Сообщение # 100 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარს, რადგანაც იმის გარეშე არაფერს არ აქვს სულ მცირე აზრი და თან არც მიყვარს - ასეთი კარგი დიდ წამს რომ მიკლავს პატარა წუთში. თავად დაარქვა სახელი ამას: „მე მშვენიერი მტერი ვარ შენი“... ლექსი წვიმამდე მივანდე ამ ქვას, შენ რად იპოვე, თავად მიხვდები.
|
|
|
|