გია მურღულია - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გია მურღულია
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 21:04 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვავილის ცრემლი მინდორში წეღან ყვავილი რომ მოვწყვიტე შენთვის,
მაშინვე მივხვდი, რომ მე უკვე აღარ მიყვარხარ.
სევდა მომგვარა მოწყვეტილი ყვავილის ცრემლმა...
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 21:04 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამორიგება აი, ეს კაცი! - ყოველ საღამოს
რომ გამოდის და ჭკუას გვირიგებს...
დიახ, ძალიან ხელგაშლილია -
სულ არაფერი არ რჩება თავად.
გავიცინებდი, მაგრამ სიცილი
სულ ახლობლებში ჩამოვარიგე.
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 21:05 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათასი წლის წინ ამ ღამეს სახლში ჩემს საწოლში ნებიერად მყოფს
რად მეხილვება უცხო სურათი -
ათასი წლის წინ როგორ აცილებს მოხუცი მამა
ომის გზაზე მდგომ უმცროს ვაჟიშვილს?
მამამ არა და, მე უკვე ვიცი,
რომ ამ ბავშვურად ბედნიერ ღიმილს
ამიერიდან ვერასდროს ნახავს.
ვეძახი, მინდა შევაჩერო, მაგრამ არ ესმის,
ანდა იქნება აღარც უნდა, რამე გაიგოს...
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 21:05 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კენჭი
ჭაში ჩააგდო ჩემმა ბიჭმა პატარა კენჭი -
ვინღა იხილავს?
ალბათ, ასევე გაქრებიან ჩვენი დღეები.
ორი-სამი წრე წყლის ზედაპირზე -
მერე ის კენჭი ჩემს ბიჭს აღარც გაახსენდება...
 
nukriaДата: ხუთ, 31.07.2014, 21:06 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა მოდის ჩემთან სად მიდის ეს გზა?
თვალს გავაყოლებ და ჩემი მზერა
ჩემსავე კეფას დაეჯახება.
წინ სიარული ასე რატომ ჰგავს
ადგილზე დგომას?
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 04:04 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("დავითის სურა") „მოდი, მსმენელო, ისმინე, დაჩუმდი,
ვიტყვი, სუ, რასა - უკვდავებისა წყაროთი
მოგართმევ სავსეს სურასა“
(დავით გურამიშვილი) დავითმა ასე ისურვა,
ქართველს კი მხარი ერია,
რა სავსე იყო ის სურა
და ეს რა ცარიელია!
 
nukriaДата: პარ, 01.08.2014, 04:07 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამოს ლექსი
("სალამური") მინდორში გდია სალამური...
არც ცხვრის ფარა ჩანს, არც ძაღლები და აღარც მწყემსი.
რა სევდიანი მელოდიაა, თუმცა ვინ უსმენს?
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 00:36 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("პორტრეტი") შენ ამბობ, აღარ მეყვარები არასდროს, რადგან
სულ აღარ ჰგავხარ ოცი წლის წინ დახატულ პორტრეტს?
ცდები, ძვირფასო ის პორტრეტი ყოველდღე ნატრობს
შენ დაგემსგავსოს -
ასე იაროს, მელაპარაკოს, იღიმებოდეს და მიყურებდეს.
ოცი წელია მეჩურჩულება, რაც შენ პირველად ახლა მითხარი...
 
nukriaДата: შაბ, 02.08.2014, 21:58 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ეკლესიასტეს წიგნთან") რომ დავიბადე, იმ პირველი ამოსუნთქვიდან
მე ის ვიყავი, ვისაც ახლა მიყურებს ღამე,
ჩემ წასაყვანად შავად მორთული -
პირველი ხომ ბოლო წამის ტყუპისცალია.
ღამეც თეთრია - სევდისაგან შავდება ხოლმე...
 
nukriaДата: კვ, 03.08.2014, 16:20 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("დილის სიტყვები") აი, გათენდა და ძილის შემდეგ
თვალნათლივ ვხედავ ძველისძველ ამბავს -
იქაც დილაა და დედაჩემი
ფაქიზად მაცმევს სასკოლო ფორმას.
მერე მიღიმის და მეფერება
ისე, როგორაც მხოლოდ მან იცის.
რას მეუბნება, ახლა ვერ ვარჩევ,
დრომ დაუკარგა სიტყვებს ხმაური,
მაგრამ მე ვიცი, ნამდვილად ვიცი,
ღმერთმა რაც მითხრა დედის ღიმილით:
„ისევ შეავსო სინათლემ ღამე
და მე შენთან ვარ - დილა მშვიდობის“.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость