გია მურღულია - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გია მურღულია
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 19:53 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ მოგართვი თავი, ჭირო,
კი მომიხველ თეთრად თმაზე,
იქნებ თევზი დავიჭირო
ალალბედის ცისფერ ტბაზე.
სიბრძნის ნაპირს წამოვწვები
და სიგიჟის გეტყვი ზღაპრებს,
ცას მოვიყვან ძველი გზებით,
ღვინო ცხელ სისხლს გაანათლებს.
მერე სულაც დაგივიწყებ,
სევდაც დაიმალებისა
და უცნაურ ხიბლსაც ვიცხებ
იმ ტბისფერი თვალებისა!
 
nukriaДата: ორ, 02.06.2014, 21:51 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ რომ მომინდი, ამიტომაც გალურჯდა ზეცა
და მაშინ ქვამაც გაიწია მეორე ქვისკენ,
სული ითხოვდა სურნელებას ქალურს და მეცა
- თითქოს წინაპრის გაღვიძების სიმძაფრე ვიგრძენ.
გაიღვიძა და დაინახა უცბად ის ქალი,
შეყვარება რომ ვერ მოასწრო ადრე მოსულმა,
სხვისი შეგრძნების არ უნდოდა ერთი მისხალი
და მაინც ძველმა ახალი დრო დააორსულა.
ვცოცხლობთ და ისევ სიყვარულით შევიცვალებით,
მზე მტევნის ფსკერზე ვერ ჩააქრო ღამეთა რისხვამ,
ახლა გიყურებ და არ ვიცი, ჩემი თვალებით
მართლა მე გიმზერ, თუ ითხოვა ეს მზერა იმ სხვამ.
 
nukriaДата: ოთხ, 04.06.2014, 18:39 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წელს, ოქტომბერში, სამოცის ვხდები,
ღამეც ვნახე და დღეც მოციმციმე,
მეუბნებიან ღიმილის დები:
"შენს გზას, ძმობილო, დაესვა მძიმე".
მძიმეს რაც მოსდევს, მეც კარგად ვიცი
- ტყუილად მიხსნის ნაღველთა დაიც,
მორბის ბოლო დღის ჯიუტი კვიცი,
ოთხივე ფეხით მოათრევს დაისს.
არ თქვა ტყუილი დღეს მელაკუდამ
და ირონიაც თვალებს ვერ აქვის,
ბოლოს წერტილი ისმება მუდამ,
როგორც პირველი დარტყმა წერაქვის.
 
nukriaДата: შაბ, 07.06.2014, 15:38 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ხიდზე რას გადმომდგარა,
სიცოცხლეს ხომ არა ჰყიდის?
დამ რომ დილით უსახსოვრა,
გაუთავდა არაყი დის.
სევდაც მაგრად მოეძალა
ფიქრის ხიდის - და რა ხიდის!
ერთ ხეს ვაშლი რომ მოაკლო,
შეეცვალა სხვა რა ხით ის?!
სიყვარულის მდინარე კი
ძველებურად ცაში მიდის...
 
nukriaДата: ორ, 09.06.2014, 21:21 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ამ მზის გამკვირვებია
- რას დადის აქეთ-იქითა?!
ნაპირს გასცქერის ბებია
- სევდის მდინარე იყიდა.
მიწას მისტირის სხეული
გამოჩორკნილი თიხითა,
იმედის ხიდი ახსოვდა
- იმ ხიდმაც ვეღარ იხიდა...
მყვარმა წააგო სოფელი
ნირშეუცვლელი რიხითა,
ჭეშმარიტება ივსება
დაწუნებული იხვითა.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 13:10 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი ჭირს ღმერთის, ჭეშმარიტის,მიგნება,
ჩემი სახლიც, ვეჭვობ, მომომენასტროს,
ყველაფერი დავივიწყო, იქნება,
მაგრამ შენ ვერ დაგივიწყებ ვერასდროს.
სიკვდილებმა სიცოცხლენი ხომ ითხეს?
მაინც სულ ვერ შეაშინეს ლომი და
... გამახსენდა - აქ მოსვლამდე რომ მკითხეს,
დაბადება მხოლოდ შენთვის მომინდა!
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 00:50 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამბობენ, ჩვენი სიცოცხლე არისო ამაოება,
რამდენი აზრიც ვიპოვე, ზედ სისულელე მოება,
ახლა არ ვიცი - რაც ვქენი, ცის საამო კარს გამიღებს,
თუ უსაშველო მომელის მიწასთან განმარტოება.
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 01:08 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი თვალებს მივსებს,
- ღვთის აჩრდილით დანაფერი,
გზის ბოლოს კი ახალისებს
ამ ყველაფრის არაფერი.
ცის მონასტერს ვერ ვეღირსე,
რა ბერი ვარ მე... რა ბერი?!
მიმაცილებს იმ ქვეყნისკენ
ამ არაფრის ყველაფერი.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 00:09 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
("ძველი გიტარა")
ნეტავ იცოდე, ღამეთა ფუნჯი როგორ მიხატავს შენს ლამაზ სახეს,
მე და სამოთხის ყვავილი ლურჯი ჩემმა სიზმრებმა კვლავ ერთად ნახეს.
ისევ ამღერებს ამ ძველ გიტარას შენი გრძნეული თვალები შველის
და მათ სილურჯეს ურცხვად იპარავს ნაზი ყვავილი სამოთხის ველის.
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 17:56 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისიც არ მინდა, ცამ ხელი გახლოს,
ისე ახლოს ხარ, ამ სულზეც ახლოს.
ქალმა მოსტაცა ცეკვა ჯეირნებს,
მდინარე ჩემს ფიქრს მიასეირნებს.
მეც გავყვებოდი მდინარეს ნაღდად,
შენ რომ არ მყავდე იმ ფიქრის დარდად.
სიზმრის უვლიან ვენახს გლეხები,
ისე ახლოს ხარ, ხელით გეხები.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость