გია მურღულია
|
|
nukria | Дата: ხუთ, 15.01.2015, 10:58 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სადაც ერთ-ერთი ჩვენგანი არის, გულის თვალებით არის იქ ორიც, მეექვსე დღეა არ წამიკითხავს გადაშლილ წიგნში ერთი სტრიქონიც. ა ხლა მე მხოლოდ ის მეფიქრება, რაც არასოდეს აღარ იქნება. მსურს წავიკითხო სტრიქონი, მაგრამ არც ერთი წიგნი არ მეკითხება. შეხედე იმას, ვისაც ეტრფოდი, მას შენი ხილვა სწორედ აქ უნდა, გრძნობ ნისლის ფარდას? იმას თუ ხედავ, დილის კაშკაშა მზე რომ გახუნდა?! სევდა ერევათ გაბმულ საათებს, მოკლავს შეგრძნება მათ ამ იარის, იქნებ გათენდეს ხუთი დღის ღამე, მეექვსე დღეა - ადამიანის!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 18.01.2015, 22:07 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნეტავ იცოდე, როგორ უნდათ ჩიტებს გალობა ან ამ მდინარეს როგორ ეტრფის სულ სხვა ნაპირი, შენ გახსენდება უღიმილო პატარძალობა და სიყვარული - მოპარული და პირდაპირი. მე და შენ ვსვამდით მაშინ ერთად უნაზეს პინოს და შენს თვალებში ლიცლიცებდა ტბის ზედაპირი, სულ არაფერი არ უნდოდა ჩვენგან იმ ღვინოს, ოღონდ სიცოცხლედ ქცეულიყო ცის შენაპირი. ჩვენ მივდიოდით ერთად გზაზე, მერე რა იყო? ახლაც ჩემს დღეზე ფიქრის ღამედ დამეხურები, ის გზა შეცდომით საუკუნოდ ორად გაიყო, მხოლოდ ტბის პირას დარჩა ჩვენი ნაფეხურები...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 19.01.2015, 16:06 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მეღიმება, რადგან ვიხსენებ ყველაფერს,ჩვენთვის რაც კარგი იყო. მე მეცინება ყველა იმ დღეზე, შენი ანცობით რომ ივსებოდა და მე ვხარხარებ ბოლო სიტყვებზე, სიყვარულს კარი რომ ჩაუკეტა. ერთი არ ვიცი - ახლა, ამწუთას, შენც ჩემზე ფიქრობ, თუ უკვე სხვაზე...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.02.2015, 23:27 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენზე ფიქრისას ვარ ფიქრზე მაღლა, ნეტავ, სიყვარულს ცის მიღმა რა ზრდის? ამ სიტყვას, ლექსში რომ გიწერ ახლა, შენი ღიმილის სურნელი ასდის. სანამ დავწერდი, მანამდე ითქვა, მერე და მერე ჟინმაც იმატა, დაბადებამდე იცოდა სიტყვამ, მაგ სურნელისთვის რომ დაიბადა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 04:48 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულით სულ მუდამ შენს სულს ვედები, ფიქრის ცხენები ცისკენ მიქრიან, მან დამიბრუნა წვიმის წვეთებით, რაც შენზე კარგი რამ მიფიქრია. ბედმა ეს ფიქრი დიდხანს ათრია, ახლა ის, ალბათ, სხვაგან ბინადრობს და აღარ ვიცი, რაც მინატრია, კიდევ ვინატრო თუ არ ვინატრო. მოდის წვიმა და მოაქვს ზამთარი, გაზაფხულების უარმყოფელი, სოფლის ბოლოს კი ყმუის აფთარი და პასუხს არ სცემს აფთარს სოფელი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 04:49 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ირგვლივ იმდენი ვუარე, სახეს მალავდა ვუალში... მოიხსენი–თქო! რომ ვთხოვე, მთხლიშა სასტიკი უარი. არადა,კოცნა მინდოდა, ალის ბაგეთა მხურვალე... მწყურვალი მზერით სხეულზე ავუარ–ჩამოვუარე... ქალი იყო და რა ქალი?! სხვას რას ნახავდი უამესს... ირგვლივ იმდენი ვუარე, სახეს მალავდა ვუალში... მოიხსენი–თქო! რომ ვთხოვე, მთხლიშა სასტიკი უარი.–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 22:04 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულით სულ მუდამ შენს სულს ვედები, ფიქრის ცხენები ცისკენ მიქრიან, მან დამიბრუნა წვიმის წვეთებით, რაც შენზე კარგი რამ მიფიქრია. ბედმა ეს ფიქრი დიდხანს ათრია, ახლა ის, ალბათ, სხვაგან ბინადრობს და აღარ ვიცი, რაც მინატრია, კიდევ ვინატრო თუ არ ვინატრო. მოდის წვიმა და მოაქვს ზამთარი, გაზაფხულების უარმყოფელი, სოფლის ბოლოს კი ყმუის აფთარი და პასუხს არ სცემს აფთარს სოფელი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.02.2015, 20:50 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა სიყვარულს გიჟმაჟი თუ ცდის, ხე ცას ეძახის, ცა მოდარდება, მე შენ გიცდი და ფოთოლიც უცდის, ამ ხიდან როდის ჩამოვარდება...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.02.2015, 02:14 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მზეს ვუყურებ, შენ - მთას თოვლიანს, თვალი ვერ გწვდება და ნაღვლობს თვალი, ამოუქროლებს მშვიდ მტკვარს თოლია ზერას გაჰყვება ჩემი მზით მთვრალი. აქ შეგრძნებათა მთელი ხომლია, მანდ ოდნავ ბჟუტავს სურვილი მკრთალი, მე მზეს ვუყურებ, მზე - მთას თოვლიანს და თოვლის ნათლით შენ გიმზერს თვალი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.02.2015, 15:42 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფურცელზე ხატავს რაღაცას ბავშვი - იცის, სულ ახალ სამყაროს რომ ქმნის, არც ერთი სიტყვა არ მომდის თავში, ღირსი რომ იყოს შენს ლექსში ყოფნის. და სიყვარულის მაგი თუმც ელი ამ ლექსს, რომელიც სევდაა მწირის, ცარიელია რაკი ფურცელი, დაუხატავი სამყარო ტირის...
|
|
|
|