გია მურღულია - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გია მურღულია
nukriaДата: ოთხ, 16.04.2014, 23:35 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმის მზით გამახსენდა,
რომ ჩემს სიყვარულს არ ღლი,
გამომეკიდა სევდა,
როგორც სხვა ქუჩის ძაღლი.
სევდას ღიმილით მაცლი,
გზას მივუყვებით ვაშლის,
წვიმა კი - ზოგჯერ მკაცრი
- ჩვენს ნაფეხურებს არ შლის.
 
nukriaДата: ოთხ, 23.04.2014, 19:26 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფურცელზე ხატავს რაღაცას ბავშვი,
სრულიად ახალ სამყაროს რომ ქმნის,
არც ერთი სიტყვა არ მომდის თავში,
ღირსი რომ იყოს შენს ლექსში ყოფნის.
და სიყვარულის მაგი თუმც ელი
ამ ლექსს, რომელიც დარდია მწირის,
ცარიელია რაკი ფურცელი,
დაუხატავი სამყარო ტირის...
 
nukriaДата: ორ, 28.04.2014, 20:04 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახემ ეს დღე გამირინდა,
სხვა ბევრი და ის ერთია,

საჩემოდ რომ ქალი მინდა,
მომკალი და, ისეთია!
უამქალოდ წავალ? - ვისას?!
მზერა მიჭერს სადავითა
- ხიბლი მასთან შეხვედრისას
გზიდან მორცხვად გადავიდა.
ვერავინაც ვერ იყიდის,
ნეკნი ვნების ძვალად ძვალობს,
სილამაზე გზაზე მიდის,
სახელი რომ შეიცვალოს!
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 23:48 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პურს რას ვუმზერ მარწყვის კვირას,
სად დავტოვე ვარდი ანდა?
სიყვარული ამ წყლის პირას
რატომ გამიდარდიანდა?
ეს ცრემლები რა შორს წავლენ
... გავაყოლე ამ მდინარეს.
ალბათ მაშინ მოვიწამლე,
შენც რომ ჰგავდი ნამტირალევს.
ფიქრს შევუქო ავი მადა?
– უსახური რა მიქნია?
სიყვარული წავიდა და
ხელიც კი არ დამიქნია.
 
nukriaДата: ორ, 05.05.2014, 20:45 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ანგელოზს რაღა უნდა?
- სიმშვიდე აქვს ლამის ქვის.
ღრუბლის იქით ნეტარებს და
ეღიმება თავისთვის.
როცა გნახე, რა ვიცოდი,
გულის ფიქრს თუ დანებდი,
ღრუბელს იქით რომ მეკითხა,
როგორ შეგიყვარებდი?! შ
ენს სარკეში ვიღაც რომ ჩანს,
სახეს ვნახავ იქ იმის,
ღრუბლის ფარდა იხსნება და
ანგელოზი მიღიმის...
 
nukriaДата: ოთხ, 07.05.2014, 21:43 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვნების ბაღი აყვავილდა,
შევაფარე თავი ჩეროს,
მე რომ სატრფო აღარ მინდა,
ვიღამ უნდა დამიჯეროს?!
თავადვე ვარ ნების მახვში,
ცის ფანქარი წათლილია,
შენ თუ არ ხარ ვნების ბაღში,
იქ არც ჩემი ადგილია!
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 15:23 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ თავს რაც გინდა, უქენი,
სხვაფრივ მოგეცეს ბარაქა,
სულ სხვა ცის გაწვიმს ღრუბელი
შენ ჩემნაირი არა ხარ.
არ ხარ და, აღარც იქნები,
ნეკი არ არის ცერია,
ცხვრებს სულ არ ჰგვანან თიკნები,
რა გიყო - ჯვარიც გწერია!
არც მე ვარ სრულად უმწიკვლო,
მლოცველი დაუცხრომელი,
ღვთისგან დავრჩები უწიგნო
სულ პირველი ქვის მსროლელი.
თუნდ ცოდვის თავზე შედექი,
მაინც "მოყვასი" გიწოდე, აქ ასე იყოს,
მერე კი შენ და განგებამ იცოდეთ.
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 21:53 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს გაეყარა ნაწყენი გონი,
ფიქრების ძაღლებს გარე მისევდა,
მე დამემსგავსა სამყარო, მგონი,
ღამე სულია, მთვარე კი - სევდა.
ამ ქუჩის მწუხრი მაგონებს საწმისს,
აქ მკრთალი სევდის მიმოსევაა,
მოხუცი ქალი, იებს რომ მაწვდის,
ისე მიღიმის, თითქოს ევაა.
მოსაღამოვდნენ ევაც და ცოდვაც,
სამოთხის იაც ამოსულია
და ვიღაც მღერის იდუმალ ცოდნას
- მთვარე სევდა და ღამე სულია.
 
nukriaДата: პარ, 16.05.2014, 19:44 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე გზაზე ვდგავარ, მივდივარ დროში,
დასაწყისივით ბოლო არა ჩანს,
სადღაც დავკარგე სულ ბოლო გროში
- გამოხევია ჯიბე ფარაჯას.
მიწის ფიცარზე დავარდნა ისმის,
დრო მაინც დარჩა გაუთიხავი,
მე ახლა უკვე აღარ ვარ ის, ვინც
გუშინდელი დღის ბოლოს ვიყავი.
მომავალს მისდევს კუდში წარსული
- გაგება უნდა მასაც, ვისია
და უკვე ვხედავ, რომ დასასრული
სინამდვილეში დასაწყისია.
 
nukriaДата: შაბ, 17.05.2014, 12:43 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამაზი რომ ხარ,
ყველაზე უშნო ფოთოლსაც არ სწყინს,
ცის ტკბილ ნისლს ბადებს
სევდიანი სიზმარი მარწყვის...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость