გია მურღულია - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გია მურღულია
nukriaДата: სამ, 11.03.2014, 03:41 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახემ გზა აღარ გახაზა შფოთის,
ეს დღე ჩემს ყოფნას ყალბ ფიქრებს აცლის,
რაღაცა მიდის, რაღაცა მოდის,
რაღაც კი სულაც არ იცვლის ადგილს.
ცამ როცა ლურჯი ფერი მაწვიმა,
მზერამ იპოვა ოცნება მთაში,
მე შემიყვარდი დიდი ხნის წინათ,
არც ერთი რომ არ ვიყავით, მაშინ
გამომერთმევა მერე ვალში რაც,
წელთა სიმრავლის ვნახავთ ფიქრებით
და მეყვარები ძლიერ მაშინაც,
როცა არც ერთი აღარ ვიქნებით.
 
nukriaДата: პარ, 14.03.2014, 09:38 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი...
და ფიქრი

საყვარლად ბნელი,
(აფსუს, ცდუნების მწარე აფთარო);
გარეთ კი ღამე,
ისეთი სქელი,
ჭიქაში დანით უნდა ჩათალო...

დილით -
ნაკლული „ნაფარეული“,
არა ბორდო და
სოდა და ვისკი,
გათენებამდე გაპარებული
მეზობლის ჭორი,
შური და...
რისკი...
 
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 18:18 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იდუმალ მეგობარს
მცნობელო ცრემლთა ქვისანო,

შეუცნობელთა მისანო,
სხვას მიწყივ იგრძნობ და მე კი
დღემდის როგორ ვერ მიცანო?!
ჯერ მიწით უნდა ვიცხარო,
მერე ცის ფიქრით ვიცვარო,
ბოლოს სარკეს თუ ჩახედავ,
იქ დამინახავ, ვინც ვარო!
 
nukriaДата: სამ, 25.03.2014, 23:10 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველად ნახვის ის ერთი დღე მთლად გამესოფლა,
ამ დღის ვიქეცი სიცოცხლედ და ახლა ვარ ასე,

აბა, რა ვიცი, რატომ მინდა მე შენთან ყოფნა,
- არც მზემ არ იცის, რატომ დადის სულ ამ ერთ გზაზე.
ახლა არცოდნას ჩემსას ჰქვია რაღაც ისეთი,
რაც ერთხელ ღმერთმა დაიწყო და არასდროს მიწყდა,
მან ჩამიხატა სულში ცეცხლის საგიზგიზეთი
და რა დაარქვეს, რომ არ ვიცი, სულ დამავიწყდა.
 
nukriaДата: ოთხ, 26.03.2014, 17:13 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაფრის მჯერა, რაც მძიმედ წამეს,
ამ ოთახს ახლა სამყარო ჰქვია,

სულ მალე გეტყვი შენ ისეთ რამეს,
რაც არასოდეს არ არის გვიან.
ვლაპარაკობდი შენთან და ცასთან,
- თქვენ, ალბათ, ერთი ჯიშისა თუ ხართ,
მკითხავ, რას გეტყვი? გპასუხობ:
რას და - ჩემს სიტყვებს შენი სიტყვები უყვართ.
 
nukriaДата: ოთხ, 02.04.2014, 00:12 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყაროსთან უცხო ქალს ვნახავ,
ვაი, რა ნათლის რამე ზის!

ჩემი სევდის მზედ დავსახავ,
სიზმარს გამაცლის ჰაფეზის
. ძალა მაკვირვებს რადა ღვთის,
კოცნას რად ვნატრობ ნელი-ნელს?
სიკვდილს სიპ ქვაზე გადაღვრის
, სიცოცხლეს დამალევინებს!
 
nukriaДата: პარ, 04.04.2014, 02:40 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუყურებ ამ ხეს, უფოთლოს, მარტოს,
თითქოს სუყველა ვნებისგან გაცრცვილს

და გაზაფხულმა მინდა დამართოს,
რაც ემართება ფრენისას არწივს.
მინდა, რომ იგრძნოს სულ ერთხელ ის, რაც
ბევრჯერ დავტყუე იმ გიჟმაჟ მაისს,
ღრმად ჩაისუნთქავ როდესაც ცისკარს,
როცა დგახარ და დაფრინავ მაინც.
სულ რომ ახსოვხარ, ის გულიც გეტყვის,
რომ არ დაეცა ჩვენი გოდოლი,
მე ვარ ის,ვინც დროს შენი დღით ერთვის,
შენა ხარ სულის მწვანე ფოთოლი.
 
nukriaДата: შაბ, 05.04.2014, 22:45 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტკბოს ართმევდა ფორთოხალს
მშვენიერი და ლამაზი,

ვკითხავდი, "ვისი გოგო ხარ?"
მიპასუხებდა: "მამასი!"
წლებმა ვერ დამანამუსა
- განცდადაც სალაღობოა,
ახლაც რომ კითხვას დავუსვამ,
ნინიკო მამას გოგოა!
 
nukriaДата: ორ, 07.04.2014, 21:47 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა, როდესაც ფერი დაკარგა,
ყველა შეხვედრამ, რაც კი გვიყვარდა,

ერთი შეხედვით, თითქოს აქ ვარ
და მაინც გამოდის, რომ მე იქ ვარ
...და, აბა, რა ვიცი, სად დაიკარგა
ის ფრაზა: "ცის ზღვარს დავედარებით",
ბოლოს ხომ მივხვდით, აღარც იქ არ ვართ,
ჩვენს ნაღველს რომ ვერ გავეპარებით.
შენი სიტყვები... ნეტავ, რა ხმაა,
ღიმილს რატომ მგვრის შიში, ლამაზო?
ეს ყველაფერი წარმოსახვაა
- ჩვენ განშორების სევდას ვთამაშობთ.
 
nukriaДата: კვ, 13.04.2014, 17:17 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა იმდენად ახლო ხარ ჩემთან,
თითქოს გვახურავს ერთი საბანი,
მჭირდები, როგორც ლოცვაში ბერთა
ხსნად ამოსული იასამანი.
ამ ლექსის სული სხვაზე არ ფიქრობს,
აქ ხარ, ვინც კი მან დღემდე ინატრა,
შენი სახება სხვის სახეს მიქრობს
და შენზე მღერის გულში სინატრა.
რაღაც ისეთი მამცნეს ვარდებმა,
რომ ღამის ვნება ბედმა წაიცხო
და არასოდეს არ დამთავრდება,
რაც შენი ხილვის წამმა დაიწყო.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость