გია მურღულია
|
|
nukria | Дата: ორ, 15.07.2013, 15:39 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისრები აქ ვიღაცა ანცი ბიჭი რაღაც ისრებს სულ ისვრისა, გამიმძაფრდა ნატვრის ნიჭი ა, იმ მდედრის გულისთვისა! თითქოს ბიჭმა ეს ისრები სხვებისთვისაც ანაწილა, მაგრამ ტრფობის ემისრები ა რც ერთი არ ამაცილა. დაჭრილი ვარ ახლა ისე, მორჩენაა ცუდი ტონი, ქალო, რატომ ახალისე ეს უღმერთო კუპიდონი?!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.08.2013, 17:24 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უკვე ვიცი, ვინ ხარ შენ, წყალს დაუსხამს ხეს ევა, ისეთ ქვაბში ვიხარშე, ერთ დროში არ ეტევა. წუთისოფლის ქვაბია, მოყოლილი სამოთხის, რა ვაშლი და რა ბია - ამდენ კითხვას რა მოთხრის?! ხე მიწიდან ცას სწვდება, სულში არის მიწაც... ცაც, ყველა კლანჭი აცვდება, ამ ხის ვნება ვისაც სწადს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 19.08.2013, 15:53 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთი სტროფი შენთვის
თუ გამოარჩევ ერთადერთს ათში, სულ ვეღარ იგრძნობს ცხენი უნაგირს, შენ ხარ სიგრილე ზაფხულის ხვატში და შენ ხარ ზამთრის თბილი ბუნაგიც
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 11.11.2013, 03:46 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარსად ქუჩა. მანქანა. სიმღერა დარდად. ქალმა შემხედა ამოდ მარებმა და, ამ სიმღერის მოდარდის გარდა, ვის ედარდება გამოდარება? მოსაღამოვდა, ფიქრიც ბინდდება, სიტყვა დაფარა აქ ყოფნის ნისლმა, მე ახლა ალბათ გამიჭირდება, რომ კვლავ მივენდო მთლად უცნობ ყისმათს. არ დამაცადეს მღვრიე ქარებმა შენი სიმღერის აკვიატება, აქ ყველას სადღაც მიეჩქარება, მე კი აღარსად მაგვიანდება.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 02.12.2013, 20:08 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "სახე" მე ახლა ალბათ არ მინდა სხვა რამ, სიმშვიდისა და ლექსების გარდა, სიბნელე ისე აშფოთებს წკვარამს, თითქოს ეფაროს სინათლის ფარდა. "არ მინდა-მეთქი" - ამ ფიქრის რუდან ცის ანარეკლმა სივრცე დაღეჭა, - რომ ამ ლექსთა და სიმშვიდის უკან, ძვირფასო, შენი მკრთალი სახე ჩანს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.12.2013, 21:53 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცა სულ ლურჯად შეიღება ფიქრი ვნებას როდის ახლდა, გელოდები - მოდი სახლთან. საბრალოა კარიც, ოდეს შენ წინ გახსნა არ იცოდეს. სიყვარული მენაკრება, მთას ლაჟვარდი ენატრება, ცა სულ ლურჯად შეიღება, მოხვალ? - კარიც შეიღება!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.12.2013, 16:35 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ სევდას გამოვება? ... სიზმრისხელა თოლიები ფრენენ... მესაღამოვება, შენ რომ მელანქოლიები. ქალის ქებას მთვარის ნებით ახლა ჰყვება ლაღად ოდა და ნათელი ყვავილები ამოსულან საღამოდან. რამდენია! ვერ დავთვალე - ანათებენ ღამის მდელოს და მსურს, ახალბედა მთვარემ შენი დილა გამითენოს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.12.2013, 15:52 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხმამ ანგელოზს ურჩია მოერიდოს ანცის ფრთებს, ცა ისეთი ლურჯია, შენზე ფიქრსაც აცისფრებს. ფრთები არ გისველდება, ადიდდება ღელე რო, ერთს მაქვს ათის ვედრება, სევდის გამალხენელო!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.12.2013, 02:24 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთს გაეღვიძა, ტოტზე შეირხა არაფრის მცოდნე პატარა ჩიტი, მე ახლაც მესმის ხოლმე შენი ხმა, სადაც ოდესღაც ბავშვობას ვსჯიდი. ფურცლის ნაგლეჯზე ფიქრმა დაგქარგა, კითხვის ნიშანიც შეიპყრო იჭვმა - ღმერთს ეძინება, თუ შენ დაგკარგა არაფრის მქონე პატარა ბიჭმა?..
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.12.2013, 23:33 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოწყენილობისგან ავიშვები, სხვა გზა ვეღარ გაჭრის გულის დამას, შენთა თითთა თეთრი კლავიშები დამაკვრევინებენ სულის გამას. როცა ვეფერები, თითებიდან ძველი სითბო მოდის მუსიკისო, შემოდგომის ფერებს ისევ იტან, მზერას ჩავეხატე უსინდისოდ. ახლა ამ შავ ზღვასაც გადაცურავს ჩვენი მონავარდე ნავი შვების და ხმა გაგვიძღვება მამაცურად თეთრი სიყვარულის კლავიშების.
|
|
|
|