გენრი დოლიძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 22.03.2012, 03:19 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ერთი ქალი შემიყვარდა
ერთი ქალი შემიყვარდა, ქალი, ხოხბისკისერა. როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი, მიპასუხა: - ისე, რა! გული წალკოტს დაემგვანა, ნარწყავსა და ნაბარავს. გულს ჩავძახე: - შემიყვარებს? ამომძახა: -აბა რა!. ერთი ქალის სიყვარულმა გული გადამისერა, მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: -ისე, რა!.. მთვარემ გული გამიტეხა, დავრჩი ბედის ამარა, ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: - აბა რა?! მე მიყვარდა, იმან კიდევ გული არ მომაბარა... მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ? ვუპასუხე: - ან გავწირავ, ან არა!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 18:50 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რადგან გავჩნდით სიყვარულის მხარეში - ეს ქვეყანა ღვთის წყალობით ჩვენია! საქართველო აფხაზეთის გარეშე სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
თუმც გრძელდება არაკაცთა თარეში, არ გამქრალა დაბრუნების იმედი, სევდას ვხედავ ჩემი მოძმის თვალებში, შეგვრჩენია სიყვარული მცირედი.
მჯერა: ღმერთი არ გაგვწირავს ქართველებს, ილორს თავზე დაადგება ნათელი, როცა დრო ჩვენს დაჭრილ გულს გაამრთელებს გაიხარებს აფხაზიც და ქართველიც.
რადგან გავჩნდით სულის ჩამდგმელ მხარეში - ეს ქვეყანა უფლის მადლით ჩვენია! საქართველო აფხაზების გარეშე სიზმარშიაც ვერ წარმომიდგენია!
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 19:04 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| - სთქვი, გირჩო თვალებპრიალავ, ქოცმა ხომ გაგვატიალა? - რავი, მე პლანზე ვფიქრობდი და არა გამიგია რა... - მეც სხვათა შორის ვიკითხე, სადისკუსიოდ კი არა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 19:05 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ ცხოვრებაში, როგორც ჭადრაკში ჩემს ყველა სვლაზე პასუხს მე ვაგებ და ვიდრე მხიბლავს ვარსკვლავთ კაშკაში, ცაში აფრენილს ვგავარ შევარდენს.
ამ ცხოვრებაში, როგორც ჭადრაკში შენს ყველა სვლაზე პასუხს შენ აგებ, თუნდაც ჩააგო ხმალი ქარქაშში, სიყვარულისთვის მაინც შეგაქებ.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 19:08 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დგება ზამთარი, ქარიშხალში მზე დაბრუნდება და ვიკეტები თავისთავში, როგორც ბუნება.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 23:39 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა დღეებს ვითვლი ისე, როგორც თევზი წყლის წვეთებს გახვრეტილ პარკში...
*
ღამე არის ძუნწი მეცენატი, მთვარე ძვირია, ღრუბელი იაფი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 23:53 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდიხარ, ივსება ქალაქი უწინ რომ უშენო იყო და შენობით ივსება ქალაქი, მოდიხარ სიტყვებით, რომელსაც თითქოს და სეტყვებად უშენენ წამები ჩასუნთქვას, ჩემს ჰაერს სუნთქავ და იფერებ, მე ვგრძნობ რომ სავსეა გრძნობები, დღეები, ქუჩები და სულ არ ეტყობა ზღვას ზეცის სარკეში სიბერე.
მერე კი მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, და ყველა ადრინდელს ერქმევა უზომოდ გვიანი, აქ ხარ და თან არ ხარ, მირაჟის ვარდისფერ რიკულებს მზე წველის, მზე მწველი, მზეს ველი, მზიელი მზერიდან და სანამ სარტყელი შეახო ზღვამ ზეცის ჰორიზონტს, ვუყურეთ, ტალღებით ტალღებზე ტალღებს და მე მინდა -
ივნისის ის ოცი, ოციდან გასული შვიდი დღე, რომ იდგა, მოხვედი ჩემთან და უბრალო წიგნაკი - წაიღე და მერე თბილისში ჩასვლამდე, იკითხე, ათასჯერ იკითხე, ან უფრო მეტჯერ, ან ნაკლებად მოხვედი, წახვედი და სავსე დატოვე ქალაქი, გრძნობებით, ჩემი და მორიგი ლექსების აკლებად.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.12.2016, 23:59 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამე... საათი... ისრები... ორი... მზერა... ზედმეტი... ფიქრები... ბევრი... რაღაც... გრძნეული... ქარები... თქორი... რაღაც... სიკვდილი... ირემი... ტევრი...
ბარდი... ბუჩქები... ხვეული... ხშირი... ბინდი... ბილიკი... ხეები... სავსე... სავსე... ხეები... ტოტები... ჩრდილი... ჩრდილი... ტოტები... საშიში... ასე...
კვირა...დღეები... წითელი... ხშირად... იქვე... კვადრატი... მარხვები... ალბათ... ისევ... ნათელი... დღეები... კვირა... მარხვა... კვადრატი... მრავალი... დაბლა...
სამი... თითები... მუცელი... შუბლი... მხარი... მარჯვენა... მარცხენა... სამი... ჯვარი... ბიბლია... ლოცვანი... უფლის... ღმერთი... წყალობა... სამოთხე... წამი...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 00:15 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაგ თმების ტევრში სუნთქვა გაიხა, კოცნას სურნელი მოაქვს გემოთა, შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ, ვინც მყოლია და მეყოლებოდა.
ქარი თებერვლის მოტივს დაიხვევს, გუბდება ფილტვში ჯარი სიტყვათა, შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ, ვისაც ვუყვარდი და ვინც მიყვარდა.
სივრცე გაშლილი არის არშინად, ზამთარს ფანჯრებთან უსამსალია, შენ ახლა ჩემთვის ყველა ქალში ხარ და შენში ახლა ყველა ქალია.
სუნთქვის აფრები მიაქვს იალქნებს, გრნობამ მაჯები უნდა შეღებოს, ჩემმა ლექსებმა როგორ მიგაგნეს, ყოველ სტრიქონში მიუგნებელო.
ამინდმა ციდან მთვარე გარიყა დედამიწა კი მუცელს იტკივებს, შენ ახლა ჩემი ყველა ქალი ხარ, ვინც მიტირა და... ვინც დამიტირებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 00:21 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარის ხმა ისმის ახლა გამებად, ჩემს ღამეს შენი მთვარე დანათის, სრულდება ეს თვე როგორც წამება, როგორც თოვლი და როგორც ბარათი. ღამეს კი ღამეს სავსე მთვარიანს, სახეს უფარავს ღრუბლის ნიღაბი, ამბობდნენ ჩვენზე - კარგად არიან, მაშინ როდესაც - ცუდად ვიყავით. ახლა კი ღმერთს ჰგავს შენი დანახვა, ქარი ხიდიდან ხიდზე გადადის, მოვკვდები ოღონდ იყო თანახმა, რომ დაგრჩეს - ჩემი წილი ჟანგბადი. ნინო, როგორ ჰგავს ცა და ოჯახი ერთმანეთს არა, უერთმანეთოდ ყურს ვუგდებთ ახლა ბევრის მოძახილს და ვხვდებით ბევრთან არ გვაქვს საერთო ენა, აზრი და გამონახვადიც არის წარსულში არარაიმე, მთვარე ჰკიდია როგორც ნახატი და გამთენია სუნთქავს აივნებს. ველოდი იმას რასაც ველოდი, შენ მზეს გააჩენ პირმშოს კიარა, ამ წელიწადის საქართველო კი - ცხრამმეტ იანვარს იმშობიარებს. ვიღაც იკითხავს სადღაც რა ხდება, შენ კი ამ კითხვის სხვაგვარ მტკიცებად, ნათლისღება და ლექსი დაგხვდება, როცა ხვალ დილით გაგეღვიძება...
|
|
|
|