კობა ჭუმბურუძე - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 02:11 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაინერ მარია რილკე – სიზმარდარქმული

დღეჟამს ქარქარა ქრიზანთემათა,
მონუსხულს მათი უცხო კამკამით,
მესტუმრე სულის წარსატყვევნადა,
უკუნი ღამით.
აღსავსე იყო სიზმარი დრამით,
ბორგვა ალერსით როს დამიამე,
მომეპარე და შეტოკდა ღამე
გრძნეული ჩქამით.

Traumgekrönt

Das war der Tag der weißen Chrysanthemem,
Mir bangte fast vor seiner Pracht…
Und dann, dann kamst du mir die Seele nehmen
Tief in der Nacht.
Mir war so bang, und du kamst lieb und leise,
Ich hatte grad im Traum an dich gedacht.
Du kamst, und leis’ wie eine Märchenweise
Erklang die Nacht.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 02:11 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხარი ალექსიუ – სავსემთვარობა

მარიამობის კარკაცი მთვარე,
და სახლი, ბავშვის სიცილით სავსე,
თუკი ცხოვრებას რაიმე ვთხოვე,
მისი საწყაო სულით აღვავსე.
ოდესმე ამ შფოთს სიბერე წაშლის,
ახლა კი მთვარე ვერცხლის თასია,
და მარტოობის მდუმარებაში
ისეთი უცხო და ლამაზია,
რომ გადიყარა გულმა დარდები
ჩამოვაფარე ტკივილებს ფარდა,
მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება
ერთის დანახვით რომ შეგიყვარდა,
ის ფორიაქით აღსავსე დღენი,
ტრფიალის ხანძარს რომ მიმატებდა
და მიამიტი ტყუილი შენი,
ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.
მე სიმარტოვის მკლავს სიმძიმილი,
ყველა სხვა ტკივილს თავად ავიტან,
შენი მხარი და შენი ღიმილი
ჩემად ვიგულო ოღონდ თავიდან.
ახლა კი მთვარე ისეთ შუქს პენტავს,
და სულს იმგვარი სინათლით მივსებს,
რომ ვიცი, ვეღარ დამძალავს სევდა
და მოვერევი სადარდელს ისევ,
მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება
ვისი დანახვაც ასე განთებდა,
და მიამიტი ტყუილი შენი,
ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 02:12 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტ
რაც ჩვენს ცხოვრებას ავსებდა აზრით

რაც ჩვენს ცხოვრებას ავსებდა აზრით
და გვეგულვოდა სულთ საყუდარად,
ზამთარჟამს იგიც დაცხრა და დაზრა
სამარადისო მოსავს სუდარა.

არც ბრძოლის ჟინი, არცა იმედი ,
მხოლოდ ხანდისხან, მონანატრები,
ვით სიქადულნი გარდასულ დღეთა,
აზვავდებიან ძველი დარდები

ВСЁ, ЧТО ВОЛШЕБНО ТАК МАНИЛО,
ИЗ-ЗА ЧЕГО ВЕСЬ ВЕК ЖИЛОСЬ,
СО ДНЯМИ ЗИМНИМИ ОСТЫЛО
И НЕПРОБУДНО УЛЕГЛОСЬ.

НЕТ НИ НАДЕЖД, НИ СИЛ ДЛЯ БИТВЫ -
ЛИШЬ, ПОСРЕДИ НИЧТОЖНЫХ СМУТ,
КАК ГОРДОСТЬ ДУМ, КАК ХРАМ МОЛИТВЫ,
СТРАДАНЬЯ В ПРОШЛОМ ВОССТАЮТ.
 
nukriaДата: სამ, 16.10.2012, 23:26 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი კერიის გუშაგებს

ვაგლახ, ოდითგან ჩვენი ქვეყანა
თითო კაცების იყო იმედად,
სამშობლოს სახელს ვინც ეთაყვანა
და თავი სრულად გამოიმეტა.
მამულისათვის გამუშაკების
ვისაც ერგუნა ბედნიერება.
გონიერება ჰმართებს საქები,
შემართება და მეცნიერება,
წინ ელის ბევრი კადნიერება,
კვანტი, ქილიკი და შეშურება,
უნიჭო კაცის გაძლიერება
არის ამ ქვეყნის უგუნურება.
ვისაც სამშობლო არ ედარდება
და წინაპრის ხმა არ ეყურება,
რატომღაც ლუკმა არ უმწარდება
და არც ლეჩაქი არ ეხურება.
ძალზე ძნელია ფლიდის მოსმენა,
Dდა სათავეში რეგვნის ყურება,
ახლა გვჭირდება ცოტას მოთმენა,
მათი დროც მალე მიიწურება.
ყველა მოღვაწეს მივეფერები,
ყველა მეცნიერს, ხელოვანს, მწერალს,
ვინც ტიტულებით არ იბერება,
ჩუმად დარაჯობს მამულის კერას,
შრომობს, ფუსფუსებს, რამეთუ სჯერა,
რომ ერი ფესვებს დაუბრუნდება,
არც ის დრო არის ძალიან შორი,
ეს კერა კვლავ რომ აგუგუნდება.
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 23:14 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სატრფიალო

- კიდევ გვყოფნის სიჩურჩუტე, ვდავობთ, როგორც ბავშვები,
ბუტე-ბუტე-გაგებუტე, აღარ გეთამაშები,
- გეყოს ქალო სიჯიუტე, დაუკვირდი, რას შვები,
ხუტე-ხუტე-ჩაგეხუტე, აღარა ვარ გამშვები.
- ვნახოთ, ჩემი ოცნებისავ, აღდგომა და ხვალეო.
ჩამიკარ და არ გამიშვა, შენ კი გეხვანხვალეო...
 
nukriaДата: ხუთ, 18.10.2012, 21:35 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარწერა პორტრეტზე

ამ სხივოსანი თვალების მიღმა დაგუბებულა საოცარ ძალის სევდა, რომელიც ვერ შეინიღბა თავბრუდამხვევი ღიმილით ქალის.
ფერია სიზმრებს ნახულობს ფერადს და ხშირად დაფრენს მეშვიდე ცაზე, ასე გაურბის სამზეოს ვერაგს და სულს დაღალულს ასვენებს ასე,
მთვარე კი, ვერცხლის კამკამა თასი, თითქოს ისრუტავს მის სიალალეს, ღამის ნიავი, ცელქი და ნაზი, აუბულულებს გაშლილ დალალებს.
ის კი მოელის მას, ვინც განუფენს არმურს და ალმურს. თქეშს და ლემადეს, ვარსკვლავებს, მიწყივ უძრავად მსუფევს და ღრუბლებს, მარად განახლებადებს, რათა ერთმანეთს გაუფერადონ ეს დათალხული წუთისოფელი...
გამრიგევ, ყველას მიაყურადე
და აპოვნინე ყველას სწორფერი.
 
nukriaДата: ორ, 22.10.2012, 15:05 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი - ქროდა ნოტია

ქროდა ნოტია, რტო და კორდები
ხვატს მისტიროდა, სულ ახლახანდელს,
ეჭირხლებოდათ თოთო კოკრები
გულგასაშლელად შეღერილ ვარდებს.
პირქუშ ბაღს, ჩრდილთა ამარა შთენილს,
აღარც ახსოვდა გნიასი ჭრელი,
ოდენ ბულბულებს, ხრიწინა სტვენით,
შემოეკრიბათ ბარტყები ტრელი.
გასრულდა ჟამნი ტრფიალისანი
აღარ ძგერს გული უწინდელ გზნებით,
მაგრამ, უეცრად, ერთი მგოსანი
ასტვინდა ისე თავდავიწყებით,
რომ მღერა მისი, გულამოსკვნილი
სიმებს შეეხო ჩემი სულისას
და მე ეს ჰანგი, უკანასკნელი,
მირჩევნის ჰანგებს გაზაფხულისას.

Дул север. Плакала трава

Дул север. Плакала трава
И ветви о недавнем зное,
И роз, проснувшихся едва,
Сжималось сердце молодое.
Стоял угрюм тенистый сад,
Забыв о пеньи голосистом;
Лишь соловьихи робких чад
Хрипливым подзывали свистом.
Прошла пора влюбленных грез,
Зачем еще томиться тщетно?
Но вдруг один любовник роз
Запел так ярко, беззаветно.
Прощай, соловушко! - И я
Готов на миг воскреснуть тоже,
И песнь последняя твоя
Всех вешних песен мне дороже.
 
nukriaДата: ოთხ, 24.10.2012, 23:57 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი - ქროდა ნოტია

ქროდა ნოტია, რტო და კორდები
ხვატს მისტიროდა, სულ ახლახანდელს,
ეჭირხლებოდათ თოთო კოკრები
გულგასაშლელად შეღერილ ვარდებს.
პირქუშ ბაღს, ჩრდილთა ამარა შთენილს,
აღარც ახსოვდა გნიასი ჭრელი,
ოდენ ბულბულებს, ხრიწინა სტვენით,
შემოეკრიბათ ბარტყები ტრელი.
გასრულდა ჟამნი ტრფიალისანი
აღარ ძგერს გული უწინდელ გზნებით,
მაგრამ, უეცრად, ერთი მგოსანი
ასტვინდა ისე თავდავიწყებით,
რომ მღერა მისი, გულამოსკვნილი
სიმებს შეეხო ჩემი სულისას
და მე ეს ჰანგი, უკანასკნელი,
მირჩევნის ჰანგებს გაზაფხულისას.

Дул север. Плакала трава

Дул север. Плакала трава
И ветви о недавнем зное,
И роз, проснувшихся едва,
Сжималось сердце молодое.
Стоял угрюм тенистый сад,
Забыв о пеньи голосистом;
Лишь соловьихи робких чад
Хрипливым подзывали свистом.
Прошла пора влюбленных грез,
Зачем еще томиться тщетно?
Но вдруг один любовник роз
Запел так ярко, беззаветно.
Прощай, соловушко! - И я
Готов на миг воскреснуть тоже,
И песнь последняя твоя
Всех вешних песен мне дороже.
 
nukriaДата: შაბ, 27.10.2012, 01:37 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ათანას ფეტი - ვარ მონუსხული

ვარ მონუსხული, ჩემს ირგვლივ როცა
გუგუნებს ტყე და გრუხუნებს ზეცა,
სულგანაბული ავცქერ ცის სფეროს
ზაფრით შევყურებ ელვათა ტოტებს,
ოკეანე კი აბლანდავს კბოდეს
შენს შესამოსელს, მოვერცხლისფეროს.

განწმენდილი და გარინდებული,
ზეგარდმო ძალით გულანთებული,
ამჟამად აქ კი არ ვიდგე თითქოს,
არამედ იმ დროს, ოდეს ცხადსმიღმა
ჩურჩულით მამცნობს ანგელოსის ხმა
კაცთაგან ჯერარგაგონილ სიტყვას.

ავენთები და ალად ვლიფლიფებ,
ავეგზნები და თითქოს ვლივლივებ,
ამ ძალისხმევით ქანცმილეული,
და ვგრძნობ საცაა გამომეზრდება
და გაიშლება ძალუმი ფრთები,
რომ აღიტაცოს ჩემი სხეული.

Я потрясен, когда кругом
Гудят леса, грохочет гром
И в блеск огней гляжу я снизу,
Когда, испугом обуян,
На скалы мечет океан
Твою серебряную ризу.

Но просветленный и немой,
Овеян властью неземной
Стою не в этот миг тяжелый,
А в час, когда, как бы во сне,
Твой светлый ангел шепчет мне
Неизреченные глаголы.

Я загораюсь и горю,
Я порываюсь и парю
В томленьях крайнего усилья
И верю сердцем, что растут
И тотчас в небо унесут
Меня раскинутые крылья.
 
nukriaДата: ორ, 05.11.2012, 15:19 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სტეფან მალარმე - სონეტი გედი

უბიწოს, სპეტაკს, მშვენს, თუ ძალუძს ნეტავ ეს,
არგუნოს სულებს შვება, შემოჰკრას მთვრალი ფრთები,
დასთმოს ყინულთა წყებით დავიწყებული ტბები,
სრბოლაშებორკილ ჩქერს რომ აქარგავენ მწკერს.

დიდებულების წლებს იგონებს გედი ძველს,
გარნა სიმღერის ვნება იფერფლება და ქრება,
რამეთუ მისი გზნება იმ მიწას ვერა სწყდება,
სად ბერწი თოვლი თვლემს, იფერებს სევდის ფერს.

თეთრი თრთოლება სდევს მის მოღერებულ ყელს,
უგლიმი სივრცის ტყვეს, რასაც უცხოობს დღეს
იმ მიწის დანანებით, სად შეიმოსა ფრთებით.

და მისი ლანდი ხედს სძენს ელვარებას მეტს,
შესუდრულს დავიწყებით გათოშილ ზმანებებით,
მინდობილს გულქვა ბედს, მიუძინია გედს

Sonnet le Cygne

Le vierge, le vivace et le bel aujourd'hui
Va-t-il nous déchirer avec un coup d'aile ivre
Ce lac dur oublié que hante sous le givre
Le transparent glacier des vols qui n'ont pas fui!

Un cygne d'autrefois se souvient que c'est lui
Magnifique mais qui sans espoir se délivre
Pour n'avoir pas chanté la région où vivre
Quand du stérile hiver a resplendi l'ennui.

Tout son col secouera cette blanche agonie
Par l'espace infligée à l'oiseau qui le nie,
Mais non l'horreur du sol où le plumage est pris.

Fantôme qu'à ce lieu son pur éclat assigne,
Il s'immobilise au songe froid de mépris
Que vêt parmi l'exil inutile le Cygne.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость