კობა ჭუმბურუძე - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ხუთ, 08.11.2012, 17:31 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ილიას



დღე რა უცბად გამეპარა სამზადში და მარანშია,
ვახშმის დროა ჩემო ყველავ, ადე, ნუთუ არა გშია?
ზურგიელი, სუკი, ყველი, იქაც მსუყე ბოზბაშია,
არც ვინ არი შენი დარი ჯამში პურის მოსმაშია.
ვიყოჩაღე, ჩემი ვაცი რაზედ უნდა დამემშია?
გენაცვალოს დარეჯანი მაგ ნამგალა წარბებშია…
- სიყვარულით მაძღარი ვარ! არც მწყურია, არცა მშია!
ლუარსაბი გეხუტუნოს მაგ ბუთქუჩა ღაბაბშია!
ღმერთის გარდა ვინ მამცემდა ქალსა მე შენსნაირასა,
კვანწი ჰქენი დარეჯანო, მე შამოვკრავ დაირასა,
პაწპაწინა ნიგვზის ტოტო, ნუ დამლიე ყოყმანითა,
მოდი, გული გამიხარე მაგ ნარნარი გოგმანითა,
მემრე აქვე კოტრიელა, მე კი გეტყვი ნანასაო,
ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასაო.
 
nukriaДата: პარ, 09.11.2012, 14:10 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოეთე

შუაღამის მგზავრული


მთათა თოვლა ქიმებზე
მდუმარება თვლემს,
ხეთა წვეროკინებზე
ნაზი ქიზი ფრენს,
აშურშულებს ფრთებს,
არსით ჩიტის სუნგალი,
მოითმინე, სულ მალე
დაისვენებ შენც.

Wanderers Nachtlied

Über allen Gipfeln
Ist Ruh,
In allen Wipfeln
Spürst du
Kaum einen Hauch;
Die Vögelein schweigen im Walde.
Warte nur, balde
Ruhest du auch.
 
nukriaДата: შაბ, 01.12.2012, 15:14 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღრუბლებო, ჰაი ღრუბლებო

ქარვად შეხუნდა ბუნება.
ნუ იუცხოვებ, ნიავო, განა რა გაემტყუნება, ზამთარი მოსდგომიაო.
თვალს ისე ესალბუნება იმისი ოქროფერები, ლექსები მომაგუნება მისაფერ-მისამღერები.
წამით იყუჩე ქალაქო, დანატრული ვარ ამისა, წკრიალი მინდა გავიგო წკირს შეყინული ნამისა.
ქუჩისპირ ბალახ-ბულახი, რუხი ქალაქის გერები, პირტუქსით მონაკარჩხალი მცივანა ფოთოლ-ღერები, ხვაშიადს აღარ ამხელენ რთვილის მარმარა ლოგინში, განაბულ-მოცახცახენი ხუშხუშა თოვლის ლოდინში.
ცას რო ციაგი უქრება, მალიმალ რო იქუფრება, ღრუბლებო, თქვე საჩხუბრებო, ვინ მოგცათ ამის უფლება.
მე ამ მონიო თავალას უმეგზუროდაც გავიგნებ, იქნებ წავიგდო სავალი, ვიდრე დაბრილავს, ან იქნებ დარები ტირისდენისა ზეცის საჩუქრად ჩავთვალო, ყინვასთან ერთად მინებზე მოვქარგო ზღაპრის სამყარო,
ქარშეთმაც შემოაგელვოს ღრუბლის მანჯიკი სამთვარო.…
შენც ასე მშვიდად ჩაგევლოს ჩემი ცხოვრების ზამთარო.
 
nukriaДата: ხუთ, 13.12.2012, 15:29 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარი ხარ თუ არა

მწუხრის ჩამოჰკრეს ზარი, ქალაქი თვალებს ხუჭავს და წაიშალა ზღვარი ცხადსა და სიზმარს შორის, ქარვის ფოთოლთა ჯარი ჩაიქრიალებს ქუჩას, ისეთი პირი უჩანს, დრო ახლოვდება თქორის.
მოსალოდნელი არი ნაკადულივით ჩქარი სულ რამდენიმე ბწკარი, ღამე, წვიმა და ქარი.
ცვარი დაეშვა ციდან, ციმციმად დაიღვარა,
ჩემი რომ იყო, მინდა...
მითხარი, ხარ თუ არა...
ასე ლამაზი რომ ხარ და უკარება ასე, ეულ ასპიროზს ჰგავხარ, მსუფევს აისის ცაზე, ბროლის კამკამა თასი, სოსანი ღვინით სავსე, არის მეგზური ხასი ამ გაუკვალავ გზაზე.
გავერიდები ჩუმად აუარება წვრილმანს და მივენდობი სრულად ღამეს, ქარსა და წვიმას.
იმედი ერთი ციდა თავდავიწყებად კმარა,
ჩემი რომ იყო, მინდა...
მითხარი, ხარ თუ არა...
დობილს ალის და დალის გრძნეული ღიმი გშვენის, ტყვე ვარ იდუმალ ძალის და არაფერი მშველის, ლამის მაქციო ბალღად, ლამის გამხადო ცეტი, შენა ხარ მეცხრე ტალღა და რაღაც უფრო მეტი.
ამასობაში ხდება გასაოცარი რამე - სიმღერად იკინძება ქარი, წვიმა და ღამე,
ძილი კი გამიფრინდა, კარგა ხნით გაიპარა.
ჩემი რომ იყო, მინდა...
მითხარი, ხარ თუ არა...
 
nukriaДата: კვ, 23.12.2012, 03:10 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომეფერე რა...

დიახ, ეს მე ვარ, არდანაშინი,
ვერ დამაშინებს ღამე, გერანი?
ერთ რამედ მიღირს ფარდიდან შენი
გამოცქერანი.
სხვა წასავალი რაკი წამართვი,
მაგ ხარატულა აივნის გარდა,
აგეტუზები, როგორც წარმართი
საკერპეს კართან.
გელტვი განწირულ ფარვანასავით,
შენ კი ახლოსაც არ მეკარები,
გარნა გულიდან ხომ ვეღარსაით
გამეპარები...
აშარ ქარაშოტს უკვე აღარ სურს
ქუჩაბანდებში მიმოლეწება,
ბებერ ხეებთან ჩხუბით დაქანცულს
ფრთა ეკეცება...
აიმზერ მაღლით და ღრუბლებიდან
შხაპუნას მაცნე ღვაფი გეცემა,
შენ კი ტუჩებით ეგებები და
თმა გეწეწება...
ქალაქი მალე ფერებს დაჰკარგავს
და ავდრიანი ღამე-ქიმერა
ბოლო ათინათს ვიდრე გათანგავს,
გამიღიმე რა...
ხომ იცი დრო რომ არვის დაინდობს
და დღემოკლეა რომ ეფემერა,
ამიტომ, ვიდრე გაიამინდებს,
მომეფერე რა...
 
nukriaДата: ხუთ, 27.12.2012, 21:16 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოუქარგია აპრილს ქუჩები

ქუფრი ქალაქის სადარდელს ნიღბავს
საგაზაფხულო აქუჩქუჩება,
მზეც, ცის ციცაგი პირბადის მიღმა
ისე მალიმალ არ იხუჭება,
მოათინათეს ყველა მინათი,
უნდა ხეების გახუჭუჭება,
ნუ ამუნათებ, თუ ჯერ ნიათი
არ ჰყოფნის, მირკანს მონაქუჩები
გოში ღრუბლიდან დასხლეტილ კროლას...
მოუქარგია აპრილს ქუჩები,
თოთო ფოთოლი დაიწყებს თრთოლას,
ნეტავ როდემდი გადაურჩება
ამ უცნაური ქარების ქროლას.
მოუმატებენ გულები ჩქროლას
აქამდე თითქო მინაყუჩები
შენაც მიენდე, რად ეურჩები
ცელქი ამურის ისართა სროლას.
ამაღიღინებს და გამაღიმებს
ეს მელოდია და ეს ტოტები,
მე გელოდები, არ ვკარგავ იმედს
და კიდევ დიდხანს დაგელოდები.
 
nukriaДата: ოთხ, 02.01.2013, 16:37 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იოჰან ვოლფგანგ გოეთე
დაკარგულს

რა ხდება, ნუთუ მართლა დაგკარგე?
ნუთუ დამტოვე? ო, არა მჯერა!
მაშ ძველებურად ყურში რადა რეკს
შენი ყოველი სიტყვა და ბგერა.
როგორც მოგზაურს, დილაადრიდან,
ცაზე ამაოდ დაურბის მზერა,
მისი უძირო სილაჟვარდიდან
როს ჩამოესმის ტოროლას მღერა,
მეც ასე გეძებ, თვალის ცეცებით,
მინდორში, ტყეში, ზემოთ და ქვემოთ
და ღავღავებენ ჩემი ლექსები:
დამიბრუნდიო, სიცოცხლევ ჩემო!

An die Entfernte

So hab ich wirklich dich verloren?
Bist du, o Schöne, mir entflohn?
Noch klingt in den gewohnten Ohren
Ein jedes Wort, ein jeder Ton.
So wie des Wandrers Blick am Morgen
Vergebens in die Lüfte dringt,
Wenn, in dem blauen Raum verborgen,
Hoch über ihm die Lerche singt:
So dringet ängstlich hin und wieder
Durch Feld und Busch und Wald mein Blick;
Dich rufen alle meine Lieder:
O komm, Geliebte, mir zurück!
 
nukriaДата: ოთხ, 30.01.2013, 03:44 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახლას...

ზამთარს დაუწუნია შემოდგომის იერი
და ბარდანი ღრუბელის გაუშლია მარაო,
ერთ ღამეში მოხატა თეთრი თვალსაწიერი,
არე-მარე მოამინანქარაო.
გარგაზია ვნებანი, ხშირად უმიზეზონი,
რარიგ გახუნებულან, ეგეც ჟამის სიავე,
მახლას, ჩემი ცხოვრების მთელი სამი სეზონი
როგორ გავანიავე...
ახლა, როცა დამაკვდა თმაზე ვერცხლის ფანტელი,
და ცხოვრება მაგუებს უხალისო აკორდებს,
ოცნებებიც მტოვებენ, პეპლად მოფარფატენი,
აშურებენ სხვა კორდებს.
 
nukriaДата: კვ, 03.02.2013, 16:27 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე და შენ

განმარტოებით, ციცქნა კუნძულზე,
პალმა, ნაპირი, თეთრი კარავი,
როგორც ალუბლის წყვილი კუნწულზე,
მხოლოდ მე და შენ, მეტი არავინ,
ბჟუტია ცეცხლის ათინათები,
თმები, ნიავით განაწეწები,
ტალღის შრიალის მიყურადება,
და ვარსკვლავეთში თვალის ცეცება.
ოცნება თვალის მოუხუჭველად,
და უეშმაკო ლექსის მაკრამე...
სულ ერთი კვირით, რადგან უჩვენოდ
მალე მოიწყენს ჩვენი ნაგრამი.
 
nukriaДата: პარ, 01.03.2013, 11:30 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საზეველა
რობი კუხიანიძეს

ზეფირონიც გამთბარააა,
სუსხი ვეღარ იღრინება,
ხეში წყალი ჩამდგარა,
სურწყუნუსი იღვრიმება,
ბუნებამ დაამთქნარა,
იღვიძებს და იზმორება,
დუბეები ანკარა
ნამბულებით იტბორება,
რა ჭრიახი ატყდება,
შაშვი ქე რო მოფრინდება,
ზამთარი გადატყდება,
ალბათ ვეღარ მობრუნდება,
საფურცლო თუ წამოწვიმს,
ცისარტყელით გვირგვინდება,
ჯერი დგება ხიოდის
და ცრიატის დიდი კრება
გაურეკავს ანც ქარებს,
ცის კამარა ლიგვირდება,
იმდენი რუ წანწკარებს,
მოდი, ნუ გაგიკვირდება,
ჩახრიალა დანდგარებს,
ტოტი ტოტზე იკვირტება,
საღიღინო დღე არი
ყველა ჩიტი ჩიხლიფირთობს,
ჩოხარჩელა ეარი
აკვრევინებს დიპლიპიტოს
ტოტებს, ქარით ანატოკარს,
ცერზე დგება და უცნაურ
რიტმში როკავს –
რამ-პი-ტა-ურ,
დიმ-პი-ტა-უ-რ,
დამ-პი-ტა-ურ…
 
ძებნა:

მოგესალმები Гость