კობა ჭუმბურუძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.08.2013, 15:52 | Сообщение # 141 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბულატ ოკუჯავა ნიშანი
ცაში თუ ჩანს ყორანი, ჟამი მწიფს საომარი. თუ ვადროვეთ წრიალი, ომი გაგვჟლეტს, ტიალი.
ეს ომი რომ არ მოხდეს, ყორანს ტყვია ხამს მოხვდეს. ყორანს ტყვია რომ მოხვდეს, ტყვიით თოფი დამუხტეს.
თოფი როს იმუხტება, ყველას სროლა უნდება. სროლა რაკი ატყდება, ტყვიაც ხვრელში გატყვრება.
არვინ ედარდება მას, ოღონდ მოხვდეს ვიღაცას, გინდ უცხოს, გინდ მისიანს, სხვა რამ არც აკისრია.
ჰოდა ასე, ბაბაჩი, მორჩა ომის თამაში, ის ყორანი გადრჩა, მსროლელი კი არსად ჩანს.
Если ворон в вышине, дело, стало быть, к войне. если дать ему кружить, значит, всем на фронт иттить.
Чтобы не было войны, надо ворона убить. Чтобы ворона убить, надо ружья зарядить.
А как станем заряжать, всем захочется стрелять. Ну а как стрельба пойдет, пуля дырочку найдет.
Ей не жалко никого, ей попасть бы хоть в кого, хоть в чужого, хоть в свово.. Во, и боле ничего.
Во, и боле ничего. Во, и боле никого. Кроме ворона того: стрельнуть некому в него.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.08.2013, 15:53 | Сообщение # 142 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანდრეი ბელი შემოდგომა
ჩემი თითები ჩამოსხლტა შენს ხელებს, მიდიხარ, წარბი შეგიკრავს ცივად.
როგორ დაფანტეს არყებმა, შეხედე, დურცხი ფოთლები სისხლისფერ წვიმად.
შემოდგომაა, ცივი და ფერმკრთალი განფენილია მაღლით, ჩვენს თავზე.
ცისკიდურთაგან ბერწი ტრიამელი ღრუბლებს აორთქლავს კამკამა ცაზე.
Мои пальцы из рук твоих выпали. Ты уходишь - нахмурила брови.
Посмотри, как березки рассыпали Листья красные дождиком крови.
Осень бледная, осень холодная, Распростертая в высях над нами.
С горизонтов равнина бесплодная Дышит в ясную твердь облаками.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 02.09.2013, 02:24 | Сообщение # 143 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კონსტანტინ ბალმონტი მთვარის შუქი სონეტი
როცა მთვარე კუნაპეტში გაკვესავს თავის ნამგლით, მნათითა და ამოთი, ჩემი სული სხვა სამყაროს აკითხავს, მოხიბლული ყოვლით უსამანოთი.
ტყეებისკენ, თოვლიანი მთებისკენ ფიქრით მივქრი, ვითა სული, ვნებული, კაბადონზე ვბორგავ მღელვარებისგან, მთვარეს ვსუნთქავ, ცრემლებმოძალებული.
შევისრუტე ეს მიმქრალი ნათება, ელფის დარად ვწევარ სხივთა ბადეში, მდუმარებამ გათქვა გულისნადები.
მოძმის ტანჯვის აღარა მაქვს დარდები, გაუცხოვდა მიწა, ქიშპზე ნაგეში, ღრუბელი ვარ და სიოს დაბადება.
Когда луна сверкнет во мгле ночной Своим серпом, блистательным и нежным, Моя душа стремится в мир иной, Пленяясь всем далеким, всем безбрежным.
К лесам, к горам, к вершинам белоснежным Я мчусь в мечтах; как будто дух больной, Я бодрствую над миром безмятежным, И сладко плачу, и дышу - луной.
Впиваю это бледное сиянье, Как эльф, качаюсь в сетке из лучей, Я слушаю, как говорит молчанье.
Людей родных мне далеко страданье, Чужда мне вся земля с борьбой своей, Я - облачко, я - ветерка дыханье.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 02.09.2013, 16:38 | Сообщение # 144 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საშა ჩორნი სარკმელთან ვირინდები
სარკმელთან ვირინდები. ბინდები. მინა მერეხს მინებდა, ღამე ზრება, ჟივდება, დაძინება მინდება და სიზმრები, მშვიდები. სევდა კი ითენთება. ღამეული ქიმერა ოთახს ექამარება, დაირწევა, გაქრება და ახლები ენთება... სველი მინის მიღმიდან მიმზერს განამწყრალები უცხო ღმერთის თვალები. მათ უკან უკუნია შუბლი ხურს, ღამე ჩუმს, წვიმა მოლამუნეა, ახლა თუ გაგიმართლებს, ინათლებს. ლამპა, მკრთალსხივოსანი, დამუხტული მგოსანი, ხმანი სამყაროსანი.
Замираю у окна. Ночь черна. Ливень с плеском лижет стекла. Ночь продрогла и измокла. Время сна. Время тихих сновидений, Но тоска прильнула к лени, И глаза ночных видений Жадно в комнату впились. Закачались, унеслись. Тихо новые зажглись... Из-за мокрого стекла Смотрят холодно и строго, Как глаза чужого бога,— А за ними дождь и мгла. Лоб горит. Ночь молчит. Летний ливень льнёт и льётся. Если тело обернется,— Будет свет, Лампа, стол, пустые стены, Размышляющий поэт И глухой прибой вселенной.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.09.2013, 01:07 | Сообщение # 145 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ივან ბუნინი
ჯერაც ცივია და სველი თებერვალი, მაგრამ ბაღს მოკამკამე ცა დასცქერის და სინორჩის ჰმატებს აღს.
გაზაფხულის ლილოს დარი თოვლი გლოვობს გავლილ თოშს, გუბურები და ჯაგნარი მავზე ცვლიან ფერებს გოშს.
თვალს ვერ მოწყვეტ ცის ტატანზე ხეებს, გამჭოლ აჭრილებს, ელურსები აივანზე სტვენიების ნაჭრინებს.
განა ხედი მენაღვლება ან სიუხვე ფერების, მნუსხავს, მათგან რომ იღვრება ლხენა ყოფიერების.
Ещё и холоден и сыр Февральский воздух, но над садом Уж смотрит небо ясным взглядом, И молодеет Божий мир.
Прозрачно-бледный,как весной, Слезится снег недавней стужи, А с неба на кусты и лужи Ложится отблеск голубой.
Не налюбуюсь, как сквозят Деревья в лоне небосклона, И сладко слушать у балкона, Как снегири в кустах звенят.
Нет,не пейзаж влечёт меня, Не краски жадный взор подметит, А то, что в этих красках светит: Любовь и радость бытия.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.09.2013, 19:43 | Сообщение # 146 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვლადიმერ მაიაკოვსკი
როცა ავითვისებთ ცასა და ქვესკნელს, მიწას შეაჯამებს შედეგი თალხი - გახსოვდეთ: 1916 წელს გაქრა პეტროგრადში ლამაზი ხალხი.
Когда все расселятся в раю и в аду, земля итогами подведена будет - помните: в 1916 году из Петрограда исчезли красивые люди.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.09.2013, 19:44 | Сообщение # 147 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვლადიმერ მაიაკოვსკი ნავსადგური
წყალთა ზეწრები ფაშვების ქვეშე, ეშვებს ტალღებად მიმოეფლითა, ბღუოდა მილი და ღვრიდა თქეშად სიყვარულს რვალის საყვირებიდან. ნავები რკინის დედის ცურებზე იყვნენ გალურსვით საყურებელი და დაყრუებულ გემთა ყურებზე ბზინავდნენ ღუზის საყურეები.
ПОРТ
Простыни вод под брюхом были. Их рвал на волны белый зуб. Был вой трубы - как будто лили любовь и похоть медью труб. Прижались лодки в люльках входов к сосцам железных матерей. В ушах оглохших пароходов горели серьги якорей.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.09.2013, 19:45 | Сообщение # 148 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ილია ერენბურგი
იმგვარად ელოდო, რომ ხსოვნა იმსხვერპლო, რომ ეს დღე არასდროს გადიქცეს ხვალად, საყვარელ სახელთან ერთად მიიფერფლო, უცხო მოლანდებას ჩაუდგე კვალად, რომ სარკეს არ ანდო ეგ შენი ნაღველი, და თვით სასთუმალსაც რომ დაუმალო, რომ ამ ერთგულების და ტრფობის ნათელი ჩამარხო, ჩაჩუმქრო, ჩააჩუმალო, არ გაგცეს თითების ჭეხამ უნებურმა, რომ ამოსუნთქვაც კი მოთანგო ხელით, იმგვარად ელოდო, რომ მიცვალებულმა ლოყაზე შეიგრძნოს ეგ სუნთქვა ცხელი.
Так ждать, чтоб даже память вымерла, Чтоб стал непроходимым день, Чтоб умирать при милом имени И догонять чужую тень, Чтоб не довериться и зеркалу, Чтоб от подушки утаить, Чтоб свет своей любви и верности Зарыть, запрятать, затемнить, Чтоб пальцы невзначай не хрустнули, Чтоб вздох и тот зажать в руке. Так ждать, чтоб, мертвый, он почувствовал Горячий ветер на щеке
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.09.2013, 19:45 | Сообщение # 149 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვლადიმერ მაიაკოვსკი თქვენ კი შეძლებდით?
სადაგი გეგმა გადავალაღე, ვთქეფე ჭიქიდან ფერადი ფერი მსუყე ლაბაზე ხომ დაგანახეთ ოკეანეთა ყვრიმალნი ცერა. ვიცან თუნუქის თევზის ქერცლებით ახალ ბაგეთა მჭექი მიმართვა. თქვენ კი ნოქტიურნის დაკვრას შეძლებდით ფლეიტით მილთა, წყალსადინართა?
А ВЫ МОГЛИ БЫ?
Я сразу смазал карту будня, плеснувши краску из стакана; я показал на блюде студня косые скулы океана. На чешуе жестяной рыбы прочел я зовы новых губ. А вы ноктюрн сыграть могли бы на флейте водосточных труб?
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 15.09.2013, 19:08 | Сообщение # 150 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მამბერ
ვიდრე ცერზე ფიცხლივ დგომა უხარია და დიდოუ ნანა უსალბუნებს ყურს, უხსოვარი სისხლი მაჩუხჩუხარია, მკერდი, მოგუგუნე, მამულისთვის ხურს, შეუძახე იბერს, ვიდრე კიდევ მხნედ არს და საბედისწეროს უმკლავდება რულს, იქნებ დაგიჯეროს პირველი ცის მხედარს, რომ ხალიბი კვეროს, გაუფრთხილდეს რჯულს, დიდი გარჯა გველის და ფილტვების დამბერ სიმღერასაც ვეტყვით ამ დროებას, კრულს. იქნებ ერთი მგელიც მოგვაშველო მამბერ, თორემ ტურის ხროვა ღრენას ბედავს მტრულს.
|
|
|
|