კობა ჭუმბურუძე
|
|
nukria | Дата: კვ, 20.07.2014, 01:40 | Сообщение # 241 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰაინრიხ ჰაინე *** სულში შემოპარულა ჰანგი, ნაპერწკლიანი, გაზაფხულის სიმღერავ, შორით გაიწკრიალე, ყვავილებში ჩაძირულ იმ სახლს მიაკითხავდე, ვარდი თუკი შენიშნო, ჩემგან მოიკითხავდე. *** Leise zieht durch mein Gemüt Liebliches Geläute. Klinge, kleines Frühlingslied, Kling hinaus ins Weite. Kling hinaus, bis an das Haus, Wo die Blumen sprießen. Wenn du eine Rose schaust, Sag, ich lass sie grüßen.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.07.2014, 20:52 | Сообщение # 242 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰაინრიხ ჰაინე *** როს პირველად მიჯნურდები, თუნდ უიღბლოდ, ცასა სწვდები, მაგრამ, ეს თუ მეორდება, უმალ რეგვენს ემსგავსები. მეც ამგვარი რეგვენი ვარ, კვლავ უიღბლოდ ვიდაგები, მზე და მთვარე ხარხარებენ, მეც ვიცინი, და თან... ვკვდები. *** Wer zum ersten Male liebt, Sei’s auch glücklos, ist ein Gott; Aber wer zum zweiten Male Glücklos liebt, der ist ein Narr. Ich, ein solcher Narr, ich liebe Wieder ohne Gegenliebe; Sonne, Mond und Sterne lachen, Und ich lache mit – und sterbe.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.07.2014, 21:57 | Сообщение # 243 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰაინრიხ ჰაინე ისინი ერთმანეთს ეტრფოდნენ ისინი ერთმანეთს ეტრფოდნენ, თუმცა არ ამხელდნენ ამას, ხანდახან ავ მზერას გაცვლიდნენ, სიცოცხლე არ სურდათ თანაც. ბოლოს კი მათი გზა გაიყო, იკმარეს ზმანებით ტკბობა, ორივემ იმქვეყნად წაიღო ის გაუმხელელი გრძნობა. Sie liebten sich beide, doch keiner Sie liebten sich beide, doch keiner Wollt’ es dem andern gestehn; Sie sahen sich an so feindlich, Und wollten vor Liebe vergehn. Sie trennten sich endlich und sahn sich Nur noch zuweilen im Traum; Sie waren längst gestorben, Und wussten es selber kaum.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.07.2014, 23:05 | Сообщение # 244 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაბინდრანატ თაგორი *** როცა სიზმარში ვეღარ გპოულობ, ფეხქვეშ გამოცლა თითქოს ინება, მიწა სადღაც ქვე მიედინება, სულშეხუთული შველას ვთხოულობ და ცარიელ ცას ვეპოტინები... წამოვიჭრები და დავინახავ წინ გადახრილი ძაფს როგორ ძახავ, ჩემს სასთუმალთან უჩუმრად მჯდარი, მაღლით ნაკურთხი სიმშვიდის დარი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.07.2014, 23:06 | Сообщение # 245 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა შორსა ხარ (ნინოს, თედიაშვილს) დამპატიჟე, დამპატიჟე, ვიცი, ახლოს ალპებია... ეჰ, ტყუილად რად მაგიჟებ, ერთი ეგღა დამკლებია... რა ტკბილია შენი ნატვრა, თუმცა დამწყდა ოდნავ გული... რა შორსა ხარ, რა შორსა ხარ, იქნებ ქართულს მონატრული... კაცმა რომ თქვას, ისე, მართლაც, ყველაფერი ზღაპრებია... ხუთ შვილს უზრდი ჩემ ქვეყანას, თუ მანდ, მთებში დაგყვებიან?.. თოვლი იდო, თოვლი იდო, ჩვენთან, კავკასიის მთებზე... გნახავ, გული რომ გაგითბო, შენ ხომ ყველგან სითბოს ეძებ...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 22.07.2014, 23:21 | Сообщение # 246 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ემანუილ გაიბელი მუსიკისა აი, ჩამუქდნენ ჩრდილები ვარსკვლავი ვარსკვლავს ანთებს, რა სევდა მოედინება, გრძნეული ღამის დამდეგს. სიზმართა ზღვაში შესული ტალღებს მოაპობს მედგრად, მოემართება ეს სული შენს სულთან შესახვედრად. ის ხომ მთლიანად მოგენდო შენც მიიბარე სრული, რადგანაც, ამიერიდან, მე არ მეკუთვნის სული. Für Musik Nun die Schatten dunkeln, Stern an Stern erwacht: Welch ein Hauch der Sehnsucht Flutet in der Nacht! Durch das Meer der Träume Steuert ohne Ruh, Steuert meine Seele Deiner Seele zu. Die sich dir ergeben, Nimm sie ganz dahin! Ach, du weißt, dass nimmer Ich mein eigen bin.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 25.07.2014, 00:50 | Сообщение # 247 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯანი როდარი ხარახურა! მეძველმანევ, რა გაქვს მაგ ტომარაში? „მაქვს უწაღო გამაში, ერთიც კაბა, ძველისძველი, დაჩვრეტილი, როგორც ყველი, უფინჯანო ლამბაქი. დოლი, პირგახვრეტილი, უღილებო პიჯაკი, და უშარვლო ბრეტელი, ხოლო ფსკერზე, ცხვირით ძირს, ომის მომხრე მინისტრი". Stracci! Stracci! O cenciaiolo,che hai nel sacco? “Una scarpa senza tacco, un vecchio abito da sera con più buchi del groviera, un tamburo senza pancia, un piattino senza mancia, una giacca senza bottoni, una bretella senza calzoni, e in fondo in fondo, col naso per terra, un ministro della guerra”.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.07.2014, 13:15 | Сообщение # 248 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯაკომო ლეოპარდი მთვარისადმი მთვარევ, სხივმოელვარევ, მე ისევ ცრემლი ვღვარე, თუმცა მეტია წელზე, მას შემდეგ, რაც ამ სერზე, შევდექ ამყოლი სევდის, რათა მეცქირა შენთვის. შენ კი, კორომის თავზე, ეკიდე შუქით სავსე იყო ის შუქი წყნარი, ამღამინდელის დარი, შემოგყურებდი კრძალვით, სადარდებელის მალვით, უბედობაზე მწყრალი, ცრემლით ამევსო თვალი, და მის ბურუსში ვნახე შენი გრძნეული სახე, მე ასე ვცხოვრობ დღემდის, არა შეცვლილა ჩემთვის, ო, მთვარევ, შუქმთოვარევ. დავითვლი სევდანარევ დღეებს და მოგონებებს, ტკივილით ხლებულ ვნებებს და ვხარობ, ვებრძვი დარდებს, მადლიერება მმართებს იმ სიყმაწვილის დროთა, ხანგრძლივი იყო როცა იმედი, ხოლო ნავსი იყო ხანმოკლე ასე, ჰოდა, მახსოვდეს მინდა, გინდაც ქცეული ბინდად, ის ჭაბუკურად წმინდა, რისი გამოვლაც ღირდა. Alla luna O graziosa luna, io mi rammento Che, or volge l’anno, sovra questo colle Io venia pien d’angoscia a rimirarti: E tu pendevi allor su quella selva Siccome or fai, che tutta la rischiari. Ma nebuloso e tremulo dal pianto Che mi sorgea sul ciglio, alle mie luci Il tuo volto apparia, che travagliosa Era mia vita: ed e, ne cangia stile, O mia diletta luna. E pur mi giova La ricordanza, e il noverar l’etate Del mio dolore. Oh come grato occorre Nel tempo giovanil, quando ancor lungo La speme e breve ha la memoria il corso, Il rimembrar delle passate cose, Ancor che triste, e che l’affanno duri!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.07.2014, 13:00 | Сообщение # 249 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯაკომო ლეოპარდი უსასრულობა მუდამ ვეტრფოდი ამ უშენ გორას, ბარდებს, რომელიც უღობავს მზერას ციბოლოს ნაწილს და მირამორას, მაგრამ როს ვზივარ და თვალი ზვერავს უსაზღვრო სივრცეს და განაბული მივაყურადებ ამ მდუმარებას, ფიქრი წამიღებს და, დაძაბული, შეკრთება გული. და თუკი სმენას მოსწვდება ქარის გაგულისება, ამ მდუმარებას ვადარებ მე მას, აი, რასა ჰგავს მარადისობა, წარსულს, გაყურსულს, რომ ეტმასნება აწმყო მბორგავი და უდიერი, უსაზღვრობაში ინთქმება ცნება და ამ დანთქმისას ვარ ბედნიერი. L'infinito Sempre caro mi fu quest'ermo colle E questa siepe che da tanta parte De'll ultimo orrizonte il guarde esclude. Ma sedendo e mirando interminati Spazi di là da quella, e sovrumani Silenzi, e profondissima quiete, Io nel pensier mi fingo, ove per poco Il cor non si spaura. E come il vento Odo stormir tra queste piante, io quello Infinito silenzio a questa voce Vo comparando; e mi sovvien l'eterno, E le morte stagioni, e la presente E viva, e'l suon di lei. Così tra questa Immensità s'annega il pensier mio: E'l naufragar m'è dolce in questo mare.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.07.2014, 03:27 | Сообщение # 250 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დანტე ალიგიერი *** რარიგ სათნო არის და რაოდენ ქველი ჩემი დონა, ოდეს უცხოს სალმით ხვდება, ყველა კაცი თრთის და ენა ებორკება და ვერავინ ბედავს გაუსწოროს თვალი. ის აგრძელებს გზას და კვალად ესმის ქება, მოწყალებითა და მოკრძალებით მოსილს, ასე გეგონება, მაღლით გარდამოსულს სურს რომ მოგევლინოს, როგორც საოცრება. მის მაცქერალს მისი გამოჩენა ათბობს, გამოხედვა ატკბობს და გულამდე აღწევს, თუმც უწაფი გრძნობა ამას ვერ მიხვდება. გეჩვენება, თითქოს ბაგე ეთაფლება და მოსწყდება ვნება სიყვარულით სავსეს, და სულს ეუბნება - მიენდეო სატრფოს. * * * Tanto gentile e tanto onesta pare la donna mia quand’ella altrui saluta, ch’ogne lingua devèn tremando muta, e li occhi no l’ardiscon di guardare. Ella si va, sentendosi laudare, benignamente d’umiltà vestuta; e par che sia una cosa venuta da cielo in terra a miracol mostrare. Mostrasi sì piacente a chi la mira, che dà per li occhi una dolcezza al core che ‘ntender no la può chi no la prova: e par che de la sua labbia si mova un spirito soave pien d’amore, che va dicendo a l’anima: Sospira.
|
|
|
|