კობა ჭუმბურუძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 02:30 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბახტრიონისა

გულღრძო შაჰ აბასის ნაზაკვარი სულს გვიხაშმავს, როგორც გესლი გველის,
კახეთს მოსდებია თესლი ელის, ვითა ბიბლიური ბოცომკალი.
ლამის ღირსებაზე დაგვაბიჯეს, ლამის წასაბილწი არა დაშთა,
ჯავრი დაუგუბდათ ყოჩიბიჭებს ფოხანმოფარფალე ყიზილბაშთა.
ახლა ხალხმა თუ არ გვასახელა, დიდი დღე არ უჩანს საქართველოს.
ელმა ბაღ-ვენახი გადაბელა, აწ კი რჯულიც უნდა გადათელოს.
წახდა კახთა ნირი, ლამის უკვე ომიც დაივიწყონ, ქეიფიცა,
ჰოდა გაიხსენეს სიჩაუქე, მთელი მთა და ბარი შეიფიცა.
ჩვენი მამა-პაპის სალოცავის ვერვინ ეღირსება გათათრებას
და ვერც ალავერდის ბჭე და ქავი კახს ვერ შეაკავებს გათათნებულს.
ვინძლო ჩალმოსანმა ჯერ არ უწყის ფასი ამნაირი გახელების,
ციხეს შეასკდება სპაზე უწინ მსუყე შეკურთხება კახელების…
აქეთ საბურველქვეშ ღამის, მრუმის, ბჟუტავს ბახტრიონის გალავანი,
პირქუშ იმზირება, როგორც დუმის ქონით გაპოხილი ფალავანი.
მეტივ! გადაფრინდი ქონგურზედა, წუნკალ ყიზილბაშზე გაილაღე,
შენი თეთრონია ახლა ზეზვავ მთიელ მარბიელთა ბაირაღი,
გურგენ! ვაჟოკაცო გულფიცხელო, მტერი ტარაბუად აწრიალე,
მიჰყე ნადირაუ გველისპირულს, ჯავშან-მუზარადზე საწკრიალეს…
* * *
მარგვლის დრომ უწია სარეველებს, მათგან მოსათმენი რა ჭირთ კახებს,
ელი ფესვიანად გამოცელეს, სპარსი კახეთიდან აჭიტლაყეს.
დადგნენ, ნაომარით გაიხარეს, ლოცვა შეაგებეს დილასისხამს,
მიჯრით მოეფინა არე-მარეს ხმები დაირის და შაირისა:
– შაჰინშაჰო აბასაო, დიდყურავ და თავგასაო,
კურტუმა გაქ ბატისაო, ულვაშები კატისაო,
შენნაირი სახედარი სადმე სხვაც თუ დადისაო,
ღვინის გემო გაშინებს და სუნი ღორის მწვადისაო,
დაგვასიე ელებიო – დავათალეთ ყელებიო,
კახებს ნუ ეკვეხებიო, არ მაჰჭამო… ფეხებიო.
თუკი შაჰებმა და აბასებმა, აღა-მაჰმადებმა და ხანებმა,
სულთან-ხვანთქარებმა და ფაშებმა, ჯალალედდინებმა, ხაკანებმა,
ჯერაც ვერ გაგვიგეს მუღამი და ჩვენი ვერ ისწავლეს დაფასება,
იქნებ ბახტრიონმა შეახსენოთ – კახმა ფინთად იცის გაბრაზება.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:51 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატმის ყვავილი

როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას,
კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს,
და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი
და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი,
როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო
შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი,
ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან,
ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი
და ოცნებაში სულ თან დაგყვება
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:52 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასე მოგეფერე
კოტე კაკიტაძის ხსოვნისა

თუ გინდა, რომ ერთხელ მაინც სასწაული დაიჯერო,
დღეს აქედან ვერსით წახვალ მგზავრო, წუთით შენაჩერო…
ჭურითავზე თხილის ჩერო, სუფრა, მის ქვეშ განაწყობი,
თიხის თუნგი, შეცვარული, ნაქურჩალით დანაცობი,
ჭადი, კეცზე დანაცხობი,ნიგვზის ფოთლით შეტყეპილი,
ჭყინტი ყველი, ცოტა წნილი, პრასი, ახლად შეკრეფილი.
გაილაღე დაბანგულმა ოთხავ კუთხის ტრფიალითა,
კულათი და ჭინჭილითა, ალაგ – შროშულ ფიალითა,
სიყვარული დანთებულა მუშამბიან მაგიდაზე…
ამ სუფრასთან ვეღარასდროს დამიძახებს კაკიტაძე…
გამრიგეო, ნუ დამძრახავ, საყვედური თუკი დამცდა,
რა გემო აქვს ამ სიცოცხლეს, თუ ჯახირში შემომაცვდა,
ხოლო როცა მოდის განცდა ქვეყნად კაცად დავარგების,
სწორედ მაშინ გვიწევს ჟამი საწუთროდან აბარგების,
თუმც მაშინაც არ გასვენებს ის კვიმატი, სულში რო ზის…
ხოლო ვისაც დაბადებით მოსდევს სული ანგელოზის,
ვინძლო ძალი არა ჰყოფნის ამგვარ ჯოჯოხეთში ყოფნის,
ამიტომაც ეჩქარება მიტოვება წუთისოფლის.
წახველ, ლექსად დაგვიტოვე შენი სულის გასაღები და კაცური ჩუმი სევდა,
მხოლოდ ჩვენთვის გასაგები და გაფრინდი ზეციური საქართველოს ბინადრებთან,
ვისთანაც კი ჩემნაირი ჩამოჯდომას ინატრებდა
სიყვარულის დიდო ნიჭო, მოწკეპილო შავი ჩოხით…
ასე მოგეფერე ბიჭო, ლექსით, გულის მოსაოხით.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:53 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მინდა

ცამ ცრემლი გაიმეტა, ჩაკაწრა ყიამეთი და ბროლს გადაამეტა თქორმა სიკამკამეთი,
გაიფანტე ლემადევ, მთვარევ, მალე გამოდი, ნუ მლევ ამ საღამოთი ფიქრით, უსიამოთი.
ირგვლივ უკიდეგანო, პირქუში ავგავანი, ღამე უჩამიჩუმო, ლაღი ფიქრის სავანე,
და ბედის ბედაური, შავრა შაისევანი, მეგობარი ჩემი და კენტი ავანჩავანი.
ძიებანი, თევანი, რითმაუხვი მტევანი, ლექსად გასათქერია ურიცხვი უტევანი,
არსით ჩანს მოსარები, მხოლოდ ეს მერდევანი, გარნა მაინც იგია საჩემო არჩევანი,
ვილტვი თავისუფალი, ვითა ურა უბელო, ვიდრე ჰხვალო – მკითხოდი დაფუკულო ღრუბელო,
შარა-შუკას მიმღერდე შაშვო, შე მგალობელო, რუო, კვალში მომდიე, შე არდასაგუბელო.
მივალ მივეშურები, არ კი ვიცი საითა, რტოთა შარიშურებით ტევრი მემუსაიფა…
იმ დიდი სიჩუმიდან იმდენი დრო გავიდა, აღარც ვიცი თუ მინდა, ან, საერთოდ, რა მინდა…
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:54 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ, ვარსკვლავებთან ახლოს

პირგაზაფხულის წვიმა გამოჰპარვია ცას, ალერსით მოციმციმე უფოთლო ტოტებს რთავს,
სანაკადულე თოვლი დაგუბებია მთას, ქარი უწეწავს ტინებს ნისლის ჭაღარა თმას.
აქ, ამ ტატანი ცის ქვეშ, განმარტოების ჟამს, ფიქრი იხელთებს თითქოს ჭეშმარიტების ჩქამს და დგება წამი,
როცა გამოუტყდები თავს – წუთისოფელი ჩვენი თურმე რარიგად ჰგავს მთიდან დასხლეტილ ზვავს, გზად რომ ყველაფერს ნთქავს…
სულში სხვა განცდა სახლობს აქ, ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც გოროზი შხარა მწყემსავს ღრუბლების ფარას,
ამ მურყვამიდან უკვე ზეცას შეახებ ხელს, მზეს საგალობელს უკმევ, ქვეყნად ყველაზე ძველს, ხოლო მაჩუბის კართან ანგელოზი რომ დგას,
ნურვის დაუთმობ სხვას…
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:54 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს თაობას

წისქვილის ქვა დასცვეთია თავზე ჩემს თაობას, ჯოჯოხეთში ნაგვემს, თუმცა ზოგი, ჩემი ცოდვით სავსე, იმ დროს ნატრობს, მისტირის და აქებს.
ნუ იფარებთ დოგმებსა და წესებს, ეს დროება ვეღარაფერს გვავნებს მოწრიალეს პაწაწინა წრეზე ნაცრისფერი კარუსელის მგზავრებს.
უცნაური ბედისწერით დაღლილს სული მგლის გვაქვს, მიხვრა-მოხვრა ძაღლის. იქნებ დროა, ნაშიერი ჩვენი, უკეთესი ხედვა რომ აქვს ახლის, წინ გავიგდოთ და მივსდიოთ კვალში, სიცოცხლესთან რომ არ დავრჩეთ ვალში.
და ამგვარად ჩვენც გავტეხოთ ნავსი, ავიქლითოთ უძრაობის ხავსი,
ჯერ კი, ვაზის მონაჟურით სავსე, ეს ჯიხვის რქა შევიგრიხოთ მკლავზე…
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:55 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
clover
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:55 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულისა

მიწიერი ვნებანი უკვალოდ გაქრა,
ვისღა ახსოვს მაშინდელი თავსახალი,
ზღაპარ-ქალაქი აგრაც დაიჩაგრა, მაგრამ
ვით სიყვარულის ქვადქცეული სული მაღალი
დგას ტაჯ-მაჰალი.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:56 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეფემიას

სამწუხაროდ ვერ ვარ ვერდი, რომ დავწერო ოპერები, რომც შემეძლოს, არ დავწერდი, რადგან ეჭვი მეპარება, რომ ამ ქვეყნად ლექსზე მეტად გულს რაიმე ეკარება და რომ ფეფეს ოპერებით ურჩევნია მოფერება, რადგან ვიცი – პოეზია მისი სულის რეფრენია, რაიც იალკიალებად მეშვიდე ცას შეფრენია, ღირსად ვიცან ეფემია მაფშალიას გალობისად
და კისკისა ეს შაირიც მისავ კაიქალობისად!..
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 19:56 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი მთვარისქვეშეთი

თვალი გამიხელია, ფიქრი გამიფრენია, კვალად ერთი კვიმატი კითხვაც აღმომხდენია
– სადა ვარ?
ირგვლივ სკნელი უძირო, ავბედითად მდუმარი, სივრცე, მარადისობის შიშით მინაჩუმარი
და მე, ამ წუთისოფლის უნებლიე სტუმარი, მე, რომელსაც მებოძა არსთა ჭვრეტის უნარი.
გონისმიღმა შორეთი, გარესკნელის კიდეზე, ამ სამყაროს ქორედი, მრუმე ფიქრთა მიზეზი,
უთვალავი ზიმზიმა თვალი რომ ეკიჟება, თითქოს ნიშნის მოგებით თვისკენ მეპატიჟება, თუმცა, ჩემი გონება ვიდრე ამას გასწვდება, აზრიც გამეყინება, წარმოსახვაც გაცვდება…
ჰოდა, ჩემო გამრიგევ, რაკი ასე დამმართე და რამეთუ დამბადე ფიქრისთვის მონამართი, ან პასუხი მიბოძე, ან ეს კითხვა წამართვი – უსასრულო სივრცეში რად მინდა მისამართი,
თორემ ყოფნა–არყოფნის მეძალება დილემა, როცა ირგვლივ ყოველი ინთება და ილევა,
ვარსკვლავების მარულა, ხილული და ფარული,
შუქიანებს – ჰარირა,
კუდიანებს – არული.
***
ხოლო მზე, მოგიზგიზე, თითქო შიბი გაუბეს, აწეწილი გაურბის ბუდეს, განაპარტახებს, ილტვის ლოყაყირმიზა ნახტომისკენ ირმისა, ტოვებს გრავიტაციის მორევსა და არტახებს…
ნეტავ თუ აქვს მიზანი, ყრუ უფსკრულში განასროლს, ანდა ვინ გულთმისანი გამოუთვლის დასასრულს.
მზეო მზეო ბარბალავ, მზეო ალისდალალავ, ნეტავ საით მილალავ დობილებს, მონდობილებს, ვინძლო მთელი ამალა გინდა გადაუმალო სკნელთა ლაბირინთებში მოთარეშე ცდომილებს.
ყველა მომთაბარეა სივრცის, უნაპიროსი,
მთვარეა თუ არეა,
დია თუ ასპიროზი.
***
კოსმოსში ჩაკარგულო სულ ერთო ციდა სფერო, სამყაროს ნატვრისთვალო, პლანეტაო ცისფერო, სიცოცხლით შეხუნძლულო მარტოკინა კუნძულო, ჩემო საბოგინეთო, საოცარო ზღაპარო, ერთადერთო იმედო, მწევ და თავშესაფარო,
ვაგლახ, თუკი დღესნამდინ საიმედოდ გვფარავდი,
ჩვენ გაგეზარდენით და
შენ დაგვიპატარავდი.
***
სათავიდან ჩემამდე თვალუწვდენი წარსული წინაპართა მწკრივია მტკიცე ჯაჭვად ასხმული.
კაცი, თითოეული, ე მაგ რიგის რგოლია და ამ რგოლის გაწყვეტა მისი მოდგმის ბოლოა…
მთელი ჩვენი ცხოვრებაც ერთი ბეწვის ხიდია და წინაპრის ნაღვაწი მაგ ბეწვზედა ჰკიდია,
რადგან ყველა ცოცხალი თავის ჯაჭვის კიდეა
და გაწყვეტილ ჯაჭვების
რიცხვიც ბევრად დიდია.
***
ენავ ჩემო, ქართულო, უმტყუნარო ძმობილო, საომრად შემართულო ხმალო, ფხაგაწყობილო,
ზვარაკად შემიწირე მე, ამ ამბის მთხრობელი, შოთას სულის მოწილე, მისი ნიჭით მთრობელი,
ამ სამყაროს ნაკუწი და თან მისი მომცველი, წარსულს გატირებული, მომავლისთვის მლოცველი.
ჩემთან ერთად ვიდოდე ამ სავალის კიდემდე, ფარად მეგულებოდე, დარდი ამარიდოდე.
შენ გამიკარაბაკე გზები, დანაფერცხლები,
ლექსად მალაპარაკე,
ვიდრე გამოგეცლები.
***
წლები წინ მიმაქანებს, ფიქრი უკან მეწევა, რაც დრო წამომეწევა, უფრო ხშირად მეწვევა კითხვა გაუბედავი, გარნა გაუხუნარი – რა ხნითა ვარ ნეტავი წუთისოფლის სტუმარი.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость