კობა ჭუმბურუძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 21:58 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წარწერა თინათინის ნახატზე
”ზედ გაწოლილან ძონძი ჭინკები, სიკვდილის ხმაზე რაღაც უხარიათ” - ელენ დომბრავ
ბირბილა ბუხართან ბუტბუტებს ბებია, მოგონებებია მისი მეგზურები. ამჯერად ნეტავი რა გახსენებია, თავისთავს ღიმილით რომ ეზუზუნება: … თუ გახსოვს, პირველად ქე რო გაგიცინა? მაგულის ქორწილში რო გამოგეცეკვა? შენ კოპლებიანი კაბა რო გეცვა და მას ლურჯი ხალათი რო შემოტკეცოდა. კინოში თვალი რო ვეღარ მოგაცილა? გიყურა, ბოლოს კი სიმორცხვემ უმტყუნა, გაბედა, სახლამდეც ქე გამოგაცილა და – გამომყვებიო? – რო ჩეიბურტყუნა… ხუთი თვე… მერე კი, ხრიწინა რადიომ გვაუწყა ომი და ბელადის მიმართვა… - წევედი აწი და ბოვშს მიმიხედეო… – მუცელზე გაკოცა და გადეიკარქა. ბიჭი გვყავს, რა ბიჭი, ანახვა ნეტავი, რაფერ დეიმგვანა, თხელი, ასხლეტილი, მასავით ფერვანი და შესახედავი, მასავით კვიმატი, ფიცხი და კეთილი. ჩამოვა საცაა, ქალაქში წამიყვანს, კაკოლის ვუტოვებ ბურვაკს და საქონელს, რას ვიზამ, არადა ქალაქი არ მიყვარს, აქ სუყოლიფერი ლეუშას მაგონებს. ბეჩა, წელს ძალიან ადრე ჩამოთოვა, თლა სუდარასავით წამოუხურია. აქნამდე კაი ხანს ვერავინ ამოვა, ახლა ხმის გამცემი მარტვა ბუხარია და ზედ გაწოლილი კუსკუსა ჭინკები, სიკვდილის ხმაზე რომ რაღაც უხარიათ… რა საწუხარია…
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:28 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მალე გაზაფხული მოვა
მიილია ჟამი ვერცხლის, მალე გაზაფხული მოვა და სუსხიან ფიფქებს შეცვლის თეთრი ყვავილების თოვა. საქორწილოდ მოსაჩითებს ბაღი კვირტებს ვეღარ იტევს, აუკლიათ ზეცა ჩიტებს, ჯარი მათი მაღლით გვიტევს. მოდი, გაზაფხულო, მოდი, გაისტუმრე ეს ბებერი, ტყემლის გააჭყიტე ტოტი, ცა გახლიჩე ტყვიაფერი, შენი სიგიჟმაჟე მინდა, შენი სურნელი და მწკერი, ამლათ მოვარდნილი მთიდან შვავი, თოში და ლანქერი, ცეტი ნაკადულის ჩქერი თოთო კორდებს მიაპკურე, ნალიაზე ბოლო ლოლო ცრემლად ჩამოაწურწურე, გნოლი გნოლთან აგურგურე, მიე სიყვარულის ნიჭი, მთას ირემი ააყვირე, გოგოს აადევნე ბიჭი, მოლამუნე ათინათით ალხვე ლიპი და კოპიჭი, რტოს ყვავილი უჭიატე, როგორც მოსაცვლელი კიჭი, ყოჩივარდას ფერი უქე, შაშვი აჭახჭახე ტყეში, ზამთარს ჭექით ეკამუკე, თავზე დაანთხიე თქეში. მელექსესაც დამაწვდინე ცახე შენეული შფოთი, შთამბერე და ამასტვინე, მოდი, გაზაფხულო, მოდი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:35 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გოჩა ლაღიძის სევადიანი ხმლისა
რკინის მარჯვენმა გამაწრთო, ვერცხლისამ მასევადაო, ოსტატმა შუფრა ამიწყო მტარვალთა მოსრევადაო, მამულის მოდარაჯე ვარ, მომხდურთა ზაფრა-მერეხი, ქარქაშ-აშურმით შემამკეთ, ჯვარიც დამწერეთ, მერე კი დავლურში გავედევნები ალგეთს დაზრდილსა მგლებსაო, დავენათები მტრებსაო, დავაკვნეტ ჯაჭვის თვლებსაო.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:41 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გოჩა ლაღიძის ჭოლაურისა
მე ვარ ხრმალი, ჭოლაური, მცველი იმერ-ამერისა, ძარღვი მომდევს ხალიბური რკინის, პირველნაკვერისა. მტერი კაფე, მალაპლაპე, ჯავრი ნუ გაქვს შამოკვრისა, მე რად მინდა სამარქაფე, ნაფერი ვარ ჯადოქრისა. ჯერ გამჭედი დამილოცე მოლიცლიცე ფიალითა, მემრე კვალში ჩამიდექი, გაგიძღვები წკრიალითა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:42 | Сообщение # 65 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბაგრატიონთა გორდა ხმლისა
ჩემი შუფრა და შაშარი, ნიღრი, ლალი და ვადაო, იბერიის ჭირისმსურველს ეზმანება ავადაო. მოდით სანახავადაო, რა გამკვერეს ამისთანა, რომ ძარღვებში აჩუხჩუხდეს ლეკური და განდაგანა გორდა ხმალი, ჩემი დარი, ცისქვეშეთში არის განა? კოხტაურად სატორღვები ღვთითკურთხეულ გვარისგანა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:59 | Сообщение # 66 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაცხოვრის კვართის
მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის, წმინდა გრაალის მადლით ფენილი, აღორძინდება მამული ქართის, ენა და რწმენაგადარჩენილი. ენთოს სამშობლოს საკურთხეველთან სიცოცხლე ჩვენი, როგორც სანთელი, ქართველს, მამულზე უფრო დალხენილს, არ შეიძლება ერქვას ქართველი. ციხე-გალავნად დავუდგეთ ივერს, ლექსად ჩამოქნილს, ტაძრად აგებულს, ლაჟვარდის ციაგს, მყინვართა ქიმებს, მიწას, ათასფრად აფარდაგებულს და მაღლით ფარად დაგვეფინება უკუმქცეველი მრავალი ჭირის, დავითის სიბრძნე და მოთმინება კავკასიონზე მიჯაჭვულ გმირის. მუმლს არ დაიხვევს მუხა ჭაღარა, ქარტეხილებში ეულად მდგარი, რომ ვაზის ჯვარი გვიძღოდეს მარად, რომ მარად რეკდეს სიონის ზარი. და ჩვენ კი, ძმანო, ვუმღეროთ ვაშა მამა-პაპათა აჩრდილებს ნეტარს და მერმისისკენ ჩავუდგეთ კვალში წმინდა გიორგის, სიმართლის მხედარს, დე იბერია იქნას მთლიანი სამართლიანი და დარიანი, და საუკუნოდ ეწეროს დროშას “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!”
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.10.2012, 00:45 | Сообщение # 67 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაბუნიობისა
ცხელა. დაემხო თიბათვის ალხი ლუნგი დარებით დახუთულ ქალაქს. აქა-იქ ძლივას დაღოღავს ხალხი და ეშურება მოგრილო ალაგს, ადევს ედემის ოდენა ფასი ნაბუნიობის გალეულ ჩეროს, გადაძახილით აკვნესებს ჩელოს ჭრიჭინობელთა გრძნეული დასი. თაკარა მზე კი, ბობრი ფაშატი, ზანტად მიიძოვს ფირუზ კამარას და შვების იმედს დაგისამარებს ხვატით, ველურად მოპარპაშეთი, თან, მოდარაჯე შვიდთავე თვალით, გაუფრთხილებელ საკბილოს ირჩევს, დაღირებია კანჭებს და ქინჩებს. დაუნდობელი, ბოტორო ალით, თითქო სიშიშვლის ცქერა მობეზრდა, გულმოდგინებით დევნის და რუჯავს, ბოლო არ უჩანს ხმელარობას და მოწყენის დაღი ატყვია ქუჩას. დახრუკულ ხეთა ქოჩორთა ზედა მოვალს ნანატრი შემოღამება, ხვალიდან ჰკარგავს სიმაღლეს მზე და იწყება ჩრდილთა გათამამება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.10.2012, 00:46 | Сообщение # 68 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გვანცას ლექსი
მარიობისთვის ხვატი, დიდი, ყვითელი ხვადი, დაუფლებია მთაბარს. ირგვლივ ყუყუჩი სუფევს, თითქოს სამყარო უსმენს ჭრიჭინობელას ზღაპარს, ეს მოკირკილე რუ კი, სხუმის ცეტი და ცმუკი, სულს საბრალობლად ღაფავს, ხოლო ხატულა ხვლიკის უზოზიობა მიკვირს, ლულისგან თვალს რო ნაბავს, თაკარა მზის ქვეშ იწვის ზურგი დაპატრულ მიწის, ფიორა ბრილი არ ჩანს, ჩახჩახებს არე-მარე, თვალსაწიერი მზვარე, იხდენს სხივების ფარჩას. ქულა ღუნღულა ღრუბლის, როგორც წყალობა უფლის, დამშვენდებოდა ამ ცას, მაგრამ პატარა ქალი ბარბალით არი მთვრალი, ზაფხული უყვარს გვანცას.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.10.2012, 14:19 | Сообщение # 69 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წაბლისთაფლისფერთვალავ
მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი, მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს, შეფეთებისას იწყებენ ციმციმს, მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს. მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე, ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა. და აღარ მახსოვს სხვა მისამართი, შენი სახლისკენ სავალის გარდა. ერთხელაც მოვალ და გაგენდობი, რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ, რომ გაბლანდულან სულში ბინდები და შენი შუქით უნდა უშველო. მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას, რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის… გაჩუქებ ვერცხლის წვიმას და ტბაზე ბილიკს მთვარის, ცისკრის ვარსკვლავის ციაგს, ციმციმს კამკამა ჩქერის, ნავარდით დაღლილ ნიავს, ათინათსა და ჩეროს და, უპირველეს ყოვლის, ვაშლის ყვავილის თოვლის ქარქარა ნამქერ–ნამქერ ბილიკებს გაგიკვალავ… ჩემი ოცნების ქალავ, წაბლისთაფლისფერთვალავ…
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.10.2012, 18:08 | Сообщение # 70 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მალე ცისკიდეც გაიდილბინდებს
როდესაც წერის აგიტანს წერა, მიაპყარ მზერა უძირო ზესკნელს, სული აუშვი ღრუბელთა ზერე და მიეფერე შენეულ ვარსკვლავს. ვარსკვლავი ესე არის მთიები, მესაიდუმლე ბევრი რამისა, დილის მაცნე და მონანიება კაკაჩისა და იაკამისა. მოგიხმობს ღამის ნაცნობი ხიბლი და, ეს ძახილი თუ გაიგონე, ალიონამდე ქუჩებში ივლი და აქამომდე უთქმელ სტრიქონებს აედევნები ჟინმორეული, ვით მორიალე ციცინათელებს, ამ ღამეს თეთრად შემოგათენებს მათი ციმციმი, სიზმარეული. დაფარფატებენ, როგორც ნოტები, ფოთლები, ქარის ნაალაფები. ცერბერებივით კრეჭენ გისოსებს მიმობრეცილი ალაყაფები, იცავენ ქალაქს, მის მყუდროებას, სახლებისაგან შინ შეტაცებულს და ფარდისმიღმა სამყაროებად გულმოდგინებით დაქუცმაცებულს. ხეებს, დახუნდულს ქვაფენილებით, მკაცრი ფარნების ახლავს ბადრაგი, ჩრდილები, კედლებს შეცრეცილები და შეხუნებულ ფერთა ფარდაგი. მერე კი ჯერი დგება დილბინდის, შეთვალებულის ძუნწი ძოწებით, ცა ოქროთეგილს დათმობს პირბადეს ფერისცვალებით, გასაოცებით. ცეტი პწკალებით შეაცოცდება დილა კამარას, ლილად ჩამოთლილს, გადააზავებს ცხადს და ოცნებას სოსანისფერი რიბირაბოთი, რათა მელექსემ მეტაფორებში იტორტმანოს და ღამე ათიოს… და თუ მკითხველმა ამ სტრიქონებში თავისი განცდა ვერ დაატიოს, დე მაპატიოს…
|
|
|
|