ოთარ შალამბერიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ოთარ შალამბერიძე
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 13:39 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუხარი

სულ ჩაიფერფლა ბუხარი,
ბუხრის პირს თვლემა ტკბილია,
ბედს ქედი არ მოუხარე?
რა გზები გამოგივლია...

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო - ძლიერ უყვარდი,
იყო დრო - ძლიერ გიყვარდა!

გაყვითლებულან ფურცლები,
რა უნდა გითხრან ფურცლებმა,
განა მარტო ჩვენ ვხუცდებით,
თურმე ბუხარიც ხუცდება.

წლები კი ისევ მიჰქრიან,
წლები კი ისევ მოჰქრიან,
ბუხარში ფერფლი ხომ ყრია -
დაღლილი კაცის ფიქრია.

გარეთ თოვლია მუხლამდი,
ქარი ქვითინებს ტიხართან,
იყო დრო - ძლიერ უყვარდი,
იყო დრო - ძლიერ გიყვარდა!
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:31 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე დასტოვე შენი მირზაანი
ვერ დაეწივნენ შენს ჩრდილს ტოლები
სხვა გზა გელოდა და სხვა მიზანი
სხვა ფიქრით იყო ანათრთოლები!
თბილისში დახვდა დილის საარი.
კახეთში დაგრჩა ყრმობის სიმღერა.

დუქნებში და სარდაფებში’
შენ საქართველო ლაჟვარდი ხატე
სად ჰქროდი და სად დაეშვი,
ვით ალალ ბედზე ნასროლი ბადე.
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 22:14 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავანო მგზავრო, წარსულისგან გამოკვეთილო,
წინ მყობადია, გასაცნობი ბორგვა და ფეთქვა,
შენ საით წახვალ, ეგ არ ვიცი,ჩემო კეთილო –
მე, ჩემდაწილად, ცოტა რაღაც მინდოდა მეთქვა.
გიყვარდეს დარდიც – სიყვარულის ტყუპისცალია,
ღიმილს და ცრემლებს განსასჯელად ნუ გააბოძებ;
„ვეფხისტყაოსნის“ სამშობლოა, ჩემო ძამია,
აქ სიყვარულით ვერავისაც ვერ გააოცებ.
ეჭვის მარწუხმა თუ მოწურა გული ძალიან,
განრისხებული, ამბოხებას ნუ დააპირებ:
მეფე გიორგის სამშობლოა, ჩემო ძამია –
ეჭვიანობით აქ ვერავის ვერ გააკვირვებ.
ნუ დაიჩივლებ, მე – საბრალოს, არ მაქვსო ბედი,
ნურც იმას მოთქვამ, თუ რა სასჯელს ზეცა გპირდება:
ბარათაშვილის სამშობლოა, რა გითხრა მეტი –
აქ უბედობა არავის არ გაუკვირდება.
ცხოვრება ჩვენი არც ფარსია და არც წამია,
ერთს გეტყვი, ვიდრე დანისაკენ ხელს გააცოცებ,
გალაკტიონის სამშობლოა, ჩემო ძამია –
აქ თვითმკვლელობით ვერავისაც ვერ გააოცებ.
ჩვენი ვალია, რომ გვიყვარდეს სულზე ძალიან,
გავყვეთ ბილიკებს: ღვთით ნაბოძებს და დანალოცებს;
საქართველოა! სა–ქარ–თველო! ჩემო ძამია –
ჩვენ აქ:
ვერავის
ვეღარაფრით
ვერ გავაოცებთ...
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 22:16 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანტიბიოტიკი/გაგრძელება/
და "დანალოცებს''მე მაოცებს
"სულზე ძალიან"
ჩემო ძამია,
ლექსი შხამია!
და ზოგჯერ სიტყვა შესახამია.
სჭირდება დოზა აზრებს რითმებში
თუმცა მოკლეა ჭკუა გრძელ თმებში.
/ანუ იგივე ქალი-თმაგრძელი და

ჭკუამოკლე-ანუ აქ ალოგიკური/


Сообщение отредактировал nukria - სამ, 17.05.2016, 22:17
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 22:23 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბუხარს ისევ კვამლი დის,
ვერ გავიგე ამინდის.
მუზა არსად არ მიდის,
და ვწერ...
ჩემი რა მიდის?
ცეცხლს ფიჩხებით ვაკეთებ,
ვახურებ და გამიდის.
ხან არყით,ხან საკეთი
მღვრიე სისხლი დამიდის.
სულ მაქ ასი მანეთი,
ტანში -სული რაინდის.
ვცხოვრობ შავი ღამეთი,
დღე ბაგეებს მარიდებს.
კაცო, ისე დაფასდი
მკერდზე მედლებს ვერ იბნევ;
მე ცხოვრება მძავაბს და
პოეზიას- ვერლიბრი.
საოცარი კი არი:
(ქროლან (ქრიან) ქარები)
უმსგავსობის პიარი,
"მსგავსს" კი მიაფარებენ
მატარებლის (გაღებილ)
ჩამოწერილ ვაგონებს.
მოდი, აქეთ დადექი,
შენი ხმა გამაგონე,
თუ ძმა ხარ და თუ გინდა,
ლექსს გადაყვე ბოლომდე
და ამაყი სულიდან
უფრო გააბოროტო
ყველა შენი მტერი და
ყველა შენი მოქიშპე,
რაც გულში გაქვს, ენიდან
თქვი და ...
არ თქვა ბოდიში.
მე მთებშიგნით ვრჩები და
თქვენ მთებმიღმა მიკივით.
ვიღებ ნაღდ პოეზიას
ა ნ ტ ი ბ ი ო ტ ი კ ი ვ ი თ!
..........................................
ბუხარს ისევ კვამლი დის,
ვერ გავიგე ამინდის.
სისხლში ლექსი დამიდის,
ვახურებ და გამიდის!
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 08:47 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა ღმერთივით მარტო ვარ სახლში,
ქარი დამტოვებს როგორც განწირულს.

რაც მოგიყევი ყველაფერს წავშლი,
მაგრამ ვერ წავშლი გროძნობას ყმაწვილურს.

ვერ მოგთხოვ ისე გიყვარდე როგორც,
მზემ შეიყვარა სხივები მისი.

როგორც ლუკმაში გამომძღარ ობოლს,
ცისკრის ლოდინში მწუხრის ვარ ღირსი.

შენ ახლა სხვისი გახურავს წვიმა,
სხვა ფერი ადევს შენ სახლთან აპრილს.

მე მირიგებენ დეკემბრის წვრილმანს
და თმებს მკლავებზე სათუთად დაყრილს.

შენ ალბათ ზღვასთან მოუცდი ნავებს,
აფრებზე თეთრი თოლიის მსგავსად.

მე გრძნობებს ვითვლი მოუსყიდავებს
და არ გავუშვებ დეკემბერს არსად.

მე არ მიტირებს არავინ ისე,
როგორც თოლია იკივლებს ზღვაზე.

დღეს მინდა სული ოცნებას მივცე,
სიგიჟისა და სიწრფელის ზღვარზე.

ანტონ გაგუა
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 14:34 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ირემი ტყვიას უნდა გადაურჩეს
და მოესწროს აპრილსა და მყვირალობას,
არ დამიჭკნეთ, არ დამიჭკნეთ, არ დამიჭკნეთ,
აფხაზეთში დაკრეფილო გვირილებო.

შეკივლებამ გაიჟღერა მთათა მიღმა,
ქართლის დედა ისევ ძაძით იმოსება,
არ გამიხმეთ, არ გამიხმეთ, არ გამიხმეთ,
აფხაზეთში დაჩეხილო მიმოზებო...

ნაცარტუტით ავსებულა ცათა სიღრმე,
აკვნებისთვის სინათლეს არ იმეტებენ,
არ დამიდნეთ, არ დამიდნეთ, არ დამიდნეთ,
აფხაზეთში დარჩენილო იმედებო…

ჩვენი ყანა ისევ ჩვენი სისხლით ვირწყეთ,
ნატყვიარზე ყვავის ცეცხლის ზაფრანები,
არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ,
აფხაზეთში მომლოდინე საფლავებო...

დამცხრალია უკვე ფრთათა სიჩაუხე,
ვაი ლექსო იქნებ ხვალაც ვერ იკვერცხლო...
არ ჩამიქრე, არ ჩამიქრე, არ ჩამიქრე,
აფხაზეთში ძლივს მბჟუტავო კერის ცეცხლო...

ვახ, ხსოვნაში როგორ უნდა გავიბრწყინო,
თუ ვითმინე, სამარცხვინოდ ჩამუხლება,
არ მიწყინოთ, არ მიწყინოთ, არ მიწყინოთ,
აფხაზეთში დაცემულო ჭაბუკებო,

მოითმინეთ ეს დროებაც გავა ძნელი,
მერე ნახეთ მტერი თუ კვლავ ვათავხედო,
გაუძელი, გაუძელი. გაუძელი....
აფხაზეთში წამებულო აფხაზეთო...

მტრობის ღამე, ძმობის დილით გათენდება,
ურჯულოთა ბოდვით ვეღარ გადამთელონ...
აშენდები??? დიახ კვლავაც აშენდები
აფხაზეთში დანგრეულო საქართველო!!!
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 14:37 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა გამოვიარე გულისხედვით,
დგომა გზის საყარზე, ამბავია...
ჭაობში ვფართხალებ, ვერ ვიხრჩობი,
რა ვქნა, ჩემი წერა ამგვარია.

მავანნი ცდილობდნენ გაველახე
- მცემეთ! მე ტკივილებს ჩვეული ვარ!
მე თქვენ კარგად გხედავთ, სიძულვილნო,
მე ხომ სიყვარულის რჩეული ვარ.

ცხოვრება საბრძოლო ველად მექცა,
მართალი გითხრათ და დავიღალე...
არა, არასოდეს მშინებია,
ჩირგვშიც ვერასოდეს დავიმალე.

ზავიც არავისთან დამიდია,
მე ბოროტებას ვერ დავზავდები...
მშვიდი მარტოობა მომენატრა
თორემ, სიყვარულს არ დავზარდები.

შევძლებ არჩეულ გზას გადვუხვიო?
ჩემი არჩევანი ამგვარია!
მე ვერ დამაჩოქებს კაეშანი,
მე ხომ ეს სამყარო მაბარია!

ოი, ბოროტნო და ხარბნო სულნო,
მე ვერ შემაჩერებთ მორევებით,
თქვენი სიძულვილი ვერ დამახრჩობს,
მე თქვენ სიყვარულით მოგერევით.

რაც რომ ბოროტება აირჩიეთ,
მე თქვენს ნაფეხურებს მოვუყვები,
მალე გამჟღავნდება თქვენი ზრახვა,
ზღაპრებს ქვე - ყანას ვერ მოუყვებით.

სულ ცოტა დრო დაგრჩათ, აგვიანებთ!..
ჩემი ბრძოლის წესი ამგვარია:
მე თქვენ ვერაფერს ვერ გაპატიებთ,
რა ვქნა, ეს სამყარო მაბარია.

მალხაზ გველუკაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 15:09 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა გამოვიარე გულისხედვით,
დგომა გზის საყარზე, ამბავია...
ჭაობში ვფართხალებ, ვერ ვიხრჩობი,
რა ვქნა, ჩემი წერა ამგვარია.

მავანნი ცდილობდნენ გაველახე
- მცემეთ! მე ტკივილებს ჩვეული ვარ!
მე თქვენ კარგად გხედავთ, სიძულვილნო,
მე ხომ სიყვარულის რჩეული ვარ.

ცხოვრება საბრძოლო ველად მექცა,
მართალი გითხრათ და დავიღალე...
არა, არასოდეს მშინებია,
ჩირგვშიც ვერასოდეს დავიმალე.

ზავიც არავისთან დამიდია,
მე ბოროტებას ვერ დავზავდები...
მშვიდი მარტოობა მომენატრა
თორემ, სიყვარულს არ დავზარდები.

შევძლებ არჩეულ გზას გადვუხვიო?
ჩემი არჩევანი ამგვარია!
მე ვერ დამაჩოქებს კაეშანი,
მე ხომ ეს სამყარო მაბარია!

ოი, ბოროტნო და ხარბნო სულნო,
მე ვერ შემაჩერებთ მორევებით,
თქვენი სიძულვილი ვერ დამახრჩობს,
მე თქვენ სიყვარულით მოგერევით.

რაც რომ ბოროტება აირჩიეთ,
მე თქვენს ნაფეხურებს მოვუყვები,
მალე გამჟღავნდება თქვენი ზრახვა,
ზღაპრებს ქვე - ყანას ვერ მოუყვებით.

სულ ცოტა დრო დაგრჩათ, აგვიანებთ!..
ჩემი ბრძოლის წესი ამგვარია:
მე თქვენ ვერაფერს ვერ გაპატიებთ,
რა ვქნა, ეს სამყარო მაბარია.

მალხაზ გველუკაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 15:09 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს
და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, -
შენი მაღალი გრიგალი ვძლიე,
შენმა პატარა შრიალმა მომკლა.

მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის,
მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, -
გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი,
ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...

შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ
თუ არ დაგიგო ბალახად სული, -
მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს,
მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული.

მორის ფოცხიშვილი
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость