ოთარ შალამბერიძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:20 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მითხარ,ბედო, სად წაუხვალ სირცხვილს, სადა ჰქონდა გრიბოედოვს თეირანში დასაღვრელი სისხლი!
მითხარ, ბედო,გულდამწველო, რად გაგვხადე მწყრალი: სადა ჰყავდა საქართველოს ცრემლის ტბაში დასახრჩობი ქალი?
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:25 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მახსოვს ლურჯი ტბის ელეგია შენს ღრმა თვალებში გადაწერილი. არ ჰგავდი ტოლებს, ჩიტირეკიებს, იყავი წყნდარი და დარცხვენილი.
და ეხებოდა ღამის სიჩუმე შენს რბილ წამწამებს, შენს ლამაზ კისერს, როცა პირველად შენს წინ ვიცრუე, მიყვარხარ-მეთქი, ისევ და ისევ.
მერე - გაფრინდნენ გაზაფხულები... ახლა- ვნანობ და ნაღველი მიპყრობს, თურმე საკუთარ თავს ვატყუებდი, თურმე ნამდვილად მიყვარდი იმ დროს ...
.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:26 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სინანულის ლექსი
როდის დამცვივდა ფრთები შრიალა, შეფრთიანება მომნატრებია; წლები კი არა, წლები კი არა, ეს ნაოჭები მომმატებია!..
რაღაც ქურდული დანანებითა, სანთლებია თუ ღვთის ჩიტებია გადაბურული დარანებიდან ანათებენ და იჭყიტებიან...
როდის გადაჰქრა ჩემი ხატება, ჩემი ბავშვობა და შვინდობები?! მეგონა - ახლა შემიყვარდება, თურმე ჟამი დგას დამშვიდობების!..
მეგონა აჰა, მოვრჩი ოტება, დღეიდან მშვიდად მოვიხიზნები; თურმე, იმ ჩემმა კორჩიოტებბმა გზა დამინაღმეს ყრმობის სიზმრებით...
არ ვიცი, გულში როგორ დავატევ ამდენ ჟრუანტელს, მე რომ მედება: რა ახლოს არის ორმოცდაათი და რა ცოტაა შემოქმედება?!
ყველა ოცნება მაინც ეჭვია და ყველა კოშკი - კართაგენია; დრო მოწყალებას გადაეჩვია და თვლემს დაკეტილ კართან გენია!..
ადგილის დედა მომლანდებია მგონი თვითონაც წარსულს ვბარდები... მოგონებები მომნათებია, როგორც მშიერი ლეოპარდები!..
პირველქმნილივით მეუცხოვება ეს კორიდები და ბინდის ბლონდები; მეგონა- ახლა ვიწყებ ცხოვრებას, თურმე დასასრულს ვუახლოვდები!..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:26 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მღერის ოჯახი ჩიქოვანების
ეს ათრთოლება ტკბილხმოვანების, მჯერა ამოსკვნის მრავალ გულს ერთად, მღერის ოჯახი ჩიქოვანების და ყელში თეთრი აპრილი ფეთქავს დამდგარან მთები ფიქროვანები, გადავლებიათ სიმღერის ჩქერი, გალობს ოჯახი ჩიქოვანების, იადონებმა დაუთმეს ჯერი. ციცინათელების მიმთოვარებით, ბგერები რთავენ საყვარლის საფლავს, მღერის ოჯახი ჩიქოვანების და მზიან მინდვრებს ეღვრება თაფლად. სულიც მშვიდდება აქ მოვანებით, გააქვთ შრიალი ლაჟვარდის ფარჩებს, მღერის ოჯახი ჩიქოვანების და საქართველოს ტკივილებს არჩენს
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:27 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჭმუნვა ორბელიანისა
დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს, სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი... გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა, როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?! სიონში რა გინდა, წილი ნაყარია! ღვინო სვი, თუ სუსხი გაგიჯდა იანვრის; ვაგლახ! სიყვარული სულ სხვა ლახვარია, _ ვაჰთუ, გააწბილოს თვით ორბელიანიც!.. ნუ შეემსჭვალები ქალსა ბანოვანსა, გულის დამტყვევნელსა ნუ ეტყვი გულის ჭირს; გრიგოლ! ჩოქვით ისმენ დასთა გალობასა, გრიგოლ! არ გქონია ბედი სიძულვილშიც!.. როგორ დაგიჯერონ, თვალებს რომ გინამავს ცრემლი და... ჩუმჩუმად ილევი ვაჟკაცი, როცა დაღესტანში დაღესტნელ იმამებს დაღესტანს ავიწყებს შენი ხმლის კაშკაში!.. შენ ერთმან, მრავალგზის სიკვდილს ჩაუარე, თუმცაღა სიყვარულს ერთი გზა ჰქონია! აწი _ რას მოელი ამაზე უარესს?! აწი _ ბედისწერას დაუხვდი ღონივრად! დაჯექ და მიენდე გულის ხმას რიხიანს, ლექსებში ნურასდროს იქნები გულგრილი. რადგან სიყვარული ისეთი ბრიყვია, _ ფეხზე დაიკიდა ღენერლის მუნდირიც!.. ......... დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს, სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი... გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა, როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:27 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიზმარში მუხა მესიზმრა, მუმლი რომ არა ჰხვეოდა, თვალ-წამწამიან ყვავილებს მოერთოთ მთა და ხეობა, ქორი _ წიწილას, მგელი _ კრავს და-ძმურად გადაჰხვეოდა, ღმერთთან მიგზავნილ მწვერვალებს ნისლის ბრკე გადაჰხვეოდა... ერთმანეთს ქოჩორს უჩეჩდნენ ლეკვები ალგეთისანი, მათი ჰშვენოდა ბუნებას სინორჩე ბაგე-თმისანი; არც ერთი იყო იქითის, სულ იყვნენ აქეთისანი, ჰყვაოდა ირგვლივ ქვეყანა ღვთისმშობლის ნავეთისანი!.. არ ვიცი, მზე ამოვიდა, თუ ცის საყელო გაიხა, შეღერებული ხარივით მთაზე გამოჩნდა კაი ყმა. ირმებმა გრძნობამორევით დიდრონი თვალნი დალამეს, რა ნახეს თავისიანი, ბღავილით მიესალამეს... მზერა უჭრიდა უცხო მგზავრს, ვით ხანჯლის პირი ნალესი, მხარზე ეკიდა ხურჯინი, მზესთან წყუროდა ალერსი; ვაჟა-ფშაველას ვამსგავსე და უცებ მუხლზე დავეცი, თითქოს გაქვავდა ჰაერში ის წამი უნეტარესი!.. `ღმერთო, სამშობლო მიმყოფე მშვიდობითა და ზავითა~, _ ჩურჩული მისი მიდამოს ესმოდა გრგვინვასავითა... ვთქვი, თუ, გაგრძელდეს ნეტავი, რა ნეტარებაც მეღირსა, არ მეპატია სიხარბე და კიდეც გამომეღვიძა!..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:27 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოდა ქართულისა ვარ ამ ფიქრით გართული, ფიქრია თუ ღაღადისი: ყველაფერი ქართული! – საქარველოს საკადრისი! წლობით შორეთს დანთქმული თითქოს მიხმობს ტაოს სული... გამტანობა – ქართული! ანუ – ვეფხისტყაოსნური!.. ყდაზე ბულბულდასმული, ჟამთა სვლას რომ ედავება– მშვენიერი, ქართული, წმინდა წიგნი – დედაენა!.. გულისთქმაში ჩართული წყაროა თუ ფშაველური; მთები, მთებიც ქართული, ანუ – ვაჟაფშაველური!.. ოდოია, ნადური, მართალი და ძველებური! ცა-ფირუზიც – ქართული! ანუ – მაღალწერეთლური!.. ზარის რეკვა გაბმული, ქაშვეთური, სიონური... მთვარე? – მთვარეც ქართული, ანუ – გალაკტიონური!.. საზი – არა! ფანდური! ზურნის ჭიჭყინს ნუ კადრულობ! ყველაფერი – ქართული! არაფერი – უქართულო!.. არა თავის კანტური, ლიქნა გადაშენებული! კვლავ – ძლევა¡ ქართული! ანუ – აღმაშენებლური!.. სხვა დანარჩენს – არული! გვეყო მანჭვა პირფერული! მხოლოდ – იდეალური ფესვი, ფესვი იბერული!.. ოშკია თუ ბანაა, კახია თუ ჰერეთია, – ჩვენი ანაბანაა, ჩვენი სასურველეთია! მისი სულიც გამწარდეს, ყასაბთანაც ვაიგივოთ, – ვინც ქართლს, როგორც სამწვადე, ამოჰკვეთა საინგილო!... და მიუძღვნა ფეშქეშად იქვე, სამაჰმადიანოს. მაგნაირი ქვეშქვეშა შვილი ღმერთმა ატიალოს!.. ახლა ნატვრით ვათენებ, ან რა პირით გავჩუმდები?– დაუბრუნდეს ქართველებს წართმეული `საჩუქრები!..” დაბლა – შხამი გართხმული, მაღლა კიდევ – ყარყაშია... რასაც ჰქვია ქართული, სიძულვილის ალყაშია!.. ბილწი ხელი ფათურობს და თავს იჩენს გამგელება; კარგი რომ ხარ, ქართულო, მტერიც მიტომ არ გელევა!.. უნდა ვიყოთ თვალფხიზლად, როგორც ძველი მეთოფური; სათნოება დავიცვათ პირმზე თამარდედოფლური!..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:27 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სასწაულის მოლოდინში დუმდა ცა და ზღვა და გზა და დუმდა ტყე და ღრე და რუ და დუმდა მთა და მთვარის ბრა და დუმდა ღრუ და ბუდე, ბუ და ყოველგვარი ბურდო-ბურდა... სასწაულის მოლოდინში ღამე გადა-უდა-ბურდა..
სასწაული დილით მოხდა: ქვეყანაზე მზე აღმოხდა..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:30 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წადი, მარტინოვ! პოეტები ცუდად ისვრიან - მათი სამიზნე კალამი და მხოლოდ ლექსია...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 15.09.2012, 13:32 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე მახსოვს ლურჯი ტბის ელეგია შენს ღრმა თვალებში გადაწერილი. არ ჰგავდი ტოლებს, ჩიტირეკიებს, იყავი წყნდარი და დარცხვენილი.
და ეხებოდა ღამის სიჩუმე შენს რბილ წამწამებს, შენს ლამაზ კისერს, როცა პირველად შენს წინ ვიცრუე, მიყვარხარ-მეთქი, ისევ და ისევ.
მერე - გაფრინდნენ გაზაფხულები... ახლა- ვნანობ და ნაღველი მიპყრობს, თურმე საკუთარ თავს ვატყუებდი, თურმე ნამდვილად მიყვარდი იმ დროს ...
|
|
|
|