ოთარ შალამბერიძე
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:15 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე, ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია. მე გათოშილი ბარტყი გავათბე და თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.
სევდით ნასეტყვი სათუთი სახე როგორც ყოველთვის, აქეთ ბევრია. მე პურის ნატეხს ჯვარი დავსახე და თქვენს ღრეობას ეს მირჩევნია.
ქუჩაში გაველ, არ მახსოვს, რაზე და ვხედავ ირგვლივ ყველგან რიგია. თქვენ რომ სასახლის კარი დარაზეთ, მე ჩემი ოდის გამომიღია.
დამმძიმებია თოფისგან ბეჭი, იქ, სადაც ვიყავ, ყველგან მთებია და თეთრი ცხენი ლაგამნაღეჭი მთების თეძოზე მიჭენებია.
ხმა გამიგია დაშრეტილ დოქის: იქ გზა კი არა, მწვანე ბორცვია. მდინარის პირას მუხლზე დაჩოქილს, კალმახის ცრემლი დამიკოცნია.
ქარი ჩადგება, ისევ გავა თვე. ახლა სიცოცხლე სულ სხვა ფერია. მე გათოშილი ბარტყი გავათბე და თქვენს ცხოვრებას ეს მირჩევნია.
ედუარდ უგულავა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:16 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, თორემ არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება. იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, როგორც მზე-შინა, თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩივნათ.
ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს, სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი. არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს.
ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება თუ ფეთქავს. სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.
ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, რადგან არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება... სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა.
დალილა ბედიანიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:21 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე შენ მიყვარხარ,ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. მე შენ მიყვარხარ! დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, მე შენ მიყვარხარ! ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
მე შენ მიყვარხარ! თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, მე შენ მიყვარხარ და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:23 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ ისე ცეკვავ ქართულ ცეკვებს ქალო ქართველო, თვალის მოწყვეტა არ მსურს შენი ტანის რხევისთვის! შენ ასახელე ფარგლებს გარეთ ეს საქართველო, ცხოვრობ და იღწვი ისევ მისი უკვდავებისთვის!
შენ ისე ცეკვავ, შენი ცეკვით დღემდე მაოცებ, სიხარულისგან მიჩქარდება გულის ცემა და... როს არ ვიქნები, მომაკითხე სასაფლაოზე, თუკი ფიქრობ რომ ვღირვარ შენს თუნდ ერთ წვეთ ცრემლადაც!
ოთარ რურუა Фото ოთარ რურუა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:30 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეც მიყვარს ქალი ლამაზი, გინდ ნინო ერქვას, გინდ ანა, ოღონდ მოყვასად მივაჩნდე, სხვა არაფერი მინდა რა.
მეც მიყვარს ქალი ლამაზი, გინდ ლელა, გინდაც თამარი, მოყვასად მთვლიდეს ოღონდაც, ჩემთვის ეს არის მთავარი.
ოთარ რურუა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:38 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი (წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) . მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან. ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა, ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.
და იყო ბაღი და თეთრი სკამი, მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები. და იყო წამი, ცისფერი წამი და იყო წამი სხვა გარინდების..
ტერენტი გრანელი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 15:48 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ო, ღმერთო! იქნება მაკმარო და მზეში მომფინო ბინდებად, რაც მინდა ვერ მომცემს სამყარო, ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება... ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს, ვირღვევი, სხეულში ბზარია!.. მაკმარე, მაკმარე, მაკმარე, მაკმარე, დედაო, მარიამ!..
თვალებში ამიშრე სისველე (შემინდე ამდენს რო ვბედავო), მიშველე!.. მიშველე!.. მიშველე, ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი, დათალხულ ფერებში რინდება... ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ მჭირდება, დედაო, მჭირდება...
გავშიშვლდი ნიღბები დავყარე, ვირღვევი სხეულში ბზარია, ო, როგორ ხარხარებს სამყარო, ო, როგორ შეშლილი ჟამია!!!..
ტარიელ ხარხელაური...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 22:27 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხომ არ მენახა, ხმაზე ვიცანი, ღმერთმა უშველოს, ცოდვილს, ვინც არი... შემინდეთ, დარდი თუ ვერ დავმალე... _ ჰო, ხდება, შვილო, გაგივლის მალე... ვნახავთ, ვის რა და როგორ გაუვლის, ჯერ დატკბით გლოვის დღესასწაულით! რა საბრალოა ცნობილი მკვდარი; ყველასია და არავის არი, თვალს ჭრის მარტოდენ მისი დიდება, რაც კარგი იყო, დახლზე იდება; დაფნის გვირგვინი, ორდენის ბაფთა, ნახატი, სადაც ლომსა და აფთარს ატყვევებს ჩანგით ორფეოსულით... `ქა, თვით ხელმწიფე იყო მოსული.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 22:29 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯალაბ-ჯულაბით, მთელი ამალით! შემრცხვა და ცრემლი მუჭში ჩავმალე. სიტყვები ითქვა?! – მეგონა სეტყვა; ჭირი პირში და ენის წაწყვეტა წამყვანს,-ვთხოვე და არ მათქმევინა. თუმც იმტოლ ხალხში, აბა, მე ვინა?! გო, სულ ეგეთიც ხომ არ ვყოფილვარ; ახლა რომ ყველა მიეფოფინა, სად იყვნენ, როცა შიოდა საწყალს, წისქვილის რომ ჰგავდა მაგათი ფაცხა. რა დამავიწყებს,-არდადეგებზე, შემდგარი იყო ბიჭი დეზებზე და ქალაქიდან მორბოდა სოფლად, ღირდა ამისთვის ამ ქვეყნად ყოფნა. მახსოვს, წიგნს ჰგავდა, ახალგადაშლილს, მახსოვს, `თამაში ჭვავის ყანაში~
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.01.2017, 22:31 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უყვარდა (კითხვა) თითქმის დილამდე, რომ ჩავიდოდა იმ ადგილამდე სად ბიჭმა გოგოს უნდა აკოცოს... `-სად დაიკარგე, ჰეი, ავხორცო,~_ აყეფდებოდა პაპა კიკოლა; ეჰ, ჩემზე ჯავრმა გადაიყოლა... ქელეხი ჰქონდათ?_ასი მაგიდა! სულო და გულო, ჭამე, რა გინდა, მაგრამ, იმდენი მოაწყდა ხალხი... არ უდგას ქალაქს დღეს კაი დახლი.
|
|
|
|