კანდიდაშვილი ზადიგი
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:26 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -რაა ნეტა სილამაზე, რაა ნეტა ნეტა, -ერთხელ მაინც ქვეყანაზე, მისთვის შემახედა, -რაა, რაა ან სადაა, ან ვისია, ვისი, -ალბათ სადმე აფრადაა, ქარის შესატყვისი. -ან ფსკერზეა გარინდული, ბნელეთის ხნულებში, -როგორც გული გაყინული, ეჭვთა ჯურღმულებში. -ვერსად, ვერსად ვერა ვპოვე, მთების იქით მთაში, -არც ოცნება დავიტოვე, არც მხურვალე ტაში. -აღარც რამე გასახდელი, შემრჩა ცივ გრიგალში, -აღარც სახე დამაქვს მთელი, კლდეში ხეტიალში. -მივსდევ მხოლოდ ხმათა ექოს, ღვინით სავსე თასში, -ვეძებ! სულებს უშედეგოდ, მთაზე სალოცავში. -დღე სხივებით ვღებავ ბაქანს, ღამე ვახვევ შავში, -უდრტვინველად ვშლი იალქანს, მდუმარე საფლავში. -გეძებ, გეძებ, ხელით ყველგან, სიბნელით თუ სხივით, -ვამსხვრევ ტყეებს, ვაცლი მერქანს, ვაქცევ მირონივით. -მაგრამ ვერსად ვერ გპოულობ მიწაში, თუ ცაში -და არც შველას არ ვთხოულობ, დაკარგული გზაში. -მხოლოდ ერთხელ მინდა ვნახო, გაშეშებულ ლენტად, -სიყმაწვილის ნორჩი წლები, შენ რომ დაგებედა. -სიყმაწვილის ნორჩი სახე, ელვარე ღიმილით, -თუ სიბერე და ცრემლები, აღსავსე სიკვდილით.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:29 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -საოცრებაა შენი სახება, -შენი მანდილი და კანის ფერი, -თეთრ ანგელოზად გარდასახება, -როგორც ბულბულის გადანამღერი.
-ფანტასტიკაა შენი ხატება, -ცაზე ელვარე ვარსკვალვთა კრთომა, -როგორც მტრედების აფარფატება -და დილის ცვარში სხივების კვდომა.
-სატანჯველია გრძნეული ოხვრა, -აორტის კალთის მძლავრი ძგერება, -როგორც ზვირთებში ყვავილთ მიმოყრა, -მერე შელოცვა და შეჩერება.
-სანატრელია ჩაქრეს ლამპარი, -გათავდეს მალე, გათავდეს ძილი, -უცნობ ტოტებით გადანაფარი, -ჩვენს შორის გაქრეს ვრცელი მანძილი.
-რომ დავესვენო მკერდით მთვარეზე, -ცაში ოცნებით დაღლილი მგზავრი, -როგორც ტაძარი სილამაზეზე, -მწვერვალებზეა მშვიდად მომდგარი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:29 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -დედაბერს მთაში ნისლებს, რომ ართავს, -ლოცვებს უკითხავს ლოთი სალოსი -და გრეხილებით სანამ გამართავს, -სიმებს მსუბუქი სატრფიალოსი.
-უსმენს მწუხარე ხმების ღაღადისს, -უსმენს, ვით მთვარე ღრუბლების რონინს, -აქსოვს ჩონგურში ეჭვებს მარადისს -და ასე აქრობს ის ჩვენს მოლოდინს.
-მაგრამ ნუ გინდა, რომ არ მჯეროდეს, -ფერთა სიუხვის ხშირი მხედრება, -მინდა, რომ ლაღად მოიმღეროდეს, -ყოველი მხრიდან მშვენიერება.
-ხომ გადაცურეს, სადღაც გემებმა -სწრაფი ზვირთები და იქვე ნელი, -ხომ იყო შეხლა და მიგებება, -ვნებათა ღელვა თვალუწვდენელი.
-ჰოდა მაცადე მეც იქვე ტკბობა, -სადაც მუმიას სხივი ხლებია -და მოდებია, როგორც ობობა, -შეფარვია და შეუღლებია.
-სადაც მარგალიტთ ძვირფასი თვლები -და ბრწყინვალება თეთრი ღეროსი, -ღელავენ ყვითლად, ვით გვირილები, -ვით გვირგვინები მწვანე მდელოსი. z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -სულს ვით საზღვარი -და ცივი წყალი, -ჭადრების ფარდა -გადაეფარა, -ვით ნიაღვარი, -ცას შავი ქარი -გადაეყარა -და მიეხარა.
-სადღაც ცვიოდა -ცრემლები მშრალი, -სველი სანთელი -თვისას ჩიოდა, -ცეცხლში იწვოდა, -ვით ნეკერჩხალი, -სახით შემკრთალი -მიმოდიოდა.
-მციოდა რარიგ -რარიგ მციოდა, -ოჰ, იყო ძნელი -ამის ყურება, -ცეცხლი თანრიგით -გადადიოდა -და მკლავდა მწველი -შემოხურება.
-თითქოს მე უკვე -ჩამქრალი დარდით, -ვიყავი მთვარე -რბილი ღიმილით -და სანუკვარო -შენსკენ ავჩქარდი, -მზის შემხედვარე -ჟვილხივილით.
z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ოჰ, ბედკრულო ბედისწერავ, მარტოობავ ჩემო, -ეს ჰანგები შენს გარეშე როგორ დავიჩემო? -სულო, როგორ მივყვე ნიავს და ცრემლიან მდელოს, -თუ არ მჯერა, რომ მელიან ხმები სასიმღერო.
-გადასულო საუკუნის სათნოობავ ხეთა, -დღეს ჭანგები მხიბლავს შენი შტოთა მდუმარეთა. -წყნარი ღელვით ნიაღვარი გვირილების შფოთავს, -მიაქვს ნიავს გვირგვინები უკვდავ სამეფოთა.
-კვლავ ჩნდებიან ის ტყეები, რაც ძველ დროში ჩანდა, -სადღაც ტოტი სიბნელეში ნაზად გადაქანდა. -გადაექცა იმ გვირგვინებს ამაყად, რომ თრთოდა, -გადაყოლილ ძლიერებას მდიდარ სამთავროთა.
-იტრიალე სულო ყველგან, რომ ჰპოვო ნუგეში, -აკლდამაში, თუ ზეცაში ცივ საუკუნეში. -იგრიალე, იგრიალე ორთავ სამყაროში, -ყველას მძაფრად გააგონე ხმა უსახლკაროსი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:30 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -მწვერვალიდან, ვით ფოთოლი მივეყუდე ქარებს, -ლაჟვარდიდან ლაჟვარდამდე ფერებს მონარნარეს.
-და მივყევი და მივენდე ნეკერჩხლების წყებას, -ვით შიშველი შემოდგომის ტყე თავდავიწყებას.
-წინ ნელი სვლით ჩამიარა უნაზესმა მთვარემ, -ანგელოსმა სხვისი ცოდვით მუდამ მომშფოთვარემ.
-იქვე მძვინვარ ოკეანეს ქარიშხლები მწარე, -გლეჯდნენ ზვირთებს და ართმევდნენ ლურჯად მოწრიალე.
-როგორც დედას ცხრა თვის შემდეგ უკვე ასგზის ვნებულს, -სველ ძუძუდან ბავშვს სიზმარი სტაცებს მიძინებულს.
-ვით გრიგალი ღია პირით თავს ეცემა ჭადარს, -მიაქანებს ბნელ ხევებში სუსტს და მიუსაფარს.
-იმდაგვარმა მეც შემიპყრო გრძნეულებით ბგერამ, -საამურმა, როგორც წყაროს ცქრიალა სიმღერამ.
-მივეც გული და მუსიკა შევისუნთქე ტკბილი, -ვით ვარდებმა თვისი სუნი ქებით შემკობილი.
-გადავეშვი ნეტარებით, გადავყევი ნატვრას, -როგორ ფუნჯი სულმილეულ ტილოების მხატვარს.
-ვით მოხუცი მწველ სიყვარულს, საოცნებო ვნებას, -აღმოჩენილ უკანასკნელ ფერთა საოცრებას.
-გადავყევი და ვეშვები მოელვარე მზეში, -როგორც სხივი გზნებით მოსილ მკვეთრ დღის სინათლეში.
z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -სხივი თეთრად დაფარული საუკუნო ღიმით, -ლამპარივით გულუბრყვილო ელვით და ციმციმით. -აშრობს ბნელ შრეს მოფრქვეული, მოტიტინე შუქით, -აქრობს მძიმე კლდის შავ მეწყერს ფერთა სიმსუბუქით. -ტევრი ძვლებით ავსებული, როგორც სული ღამით, -ხევში ნებით გაყინული ვარსკვლავთ მოსასხამით. -აჩენს ჩონჩხებს მიყოლებით, თითქოს გვირაბს აგებს, -აფენს მწყობრად და აშენებს მაღალ ლიანდაგებს.
-ოჰ, ღიმილით მოფრქვეულო საოცნებო ბედო, -სიმძიმილით სავსე ტბისკენ, როგორ მოგახედო? -ტბის ფსკერზეა მოფენილი სხეული და გული, -ყრმის ოცნება ფერმიხდილი, მკრთალი, მილეული. -მითხარ როგორ, როგორ შევსვა თასი სავსე შუქით, -ისხარს როგორ გადაურჩე დაცლილ სიჭაბუკით. -თავად როგორ მოვიშორო ლეშთან მდგარი სვავი -და კივილი ამღვრეული სულთა შემზარავი.
-მითხარ! სული, რომ ავივსო შუქით ჩემი ცვილით, -მითხარ! მეც, რომ ვინავარდო სავსემ სიყმაწვილით. -მოვიარო კიდეები მარადიულ ხეთა, -მსხმოიარე სივრცეები შორეულ სივრცეთა. -გადავთელო ყველაფერი უფერო და მყარი, -მდელო მწვანე, რომ ვიხილო ჩემი წილნაყარი. -მითხარ! ბაღი, რომ ავავსო შუქით ჩემი წილით, -რომ ფაქიზად ვეთაყვანო ცრემლით და ტირილით.
z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -სამშობლოო მტევნებია შენი, -დღენი ჩემი მშრალი საბოლოო, -დროო ლურჯად ცაზე გადარბენის, -გშვენის ღელვა, ოჰ რა რიგად გშვენის.
-წლები მიჰქრის, მთაში მიჰყავს არწივს, -არწევს მტევანს ატოკებს და ძირს ყრის, -ცრის და ქარი სავსე მარცვალს არჩევს, -არწივს მიაქვს, ჩონჩხი მიაქვს არწევს.
-წლები მიდის მე ვბრუნდები ისევ, -ვისევ ხმაურს პეპლების და ჩიტის, -მშვიდი ძილით გადასული წლისებრ, -ვივსებ დღეებს უსაზღროოდ ვივსებ.
-ვუბრუნდები ქარიშხლებით მიწას, -ვირთავ ვაზებს და სუროში ვბნდები, -ვჩნდები მიწას ხშირ ქარვაში ვიწნავ, -მიცან ფერში შემოდგომით მიცან.
-არწივის ვარ, ხანაც ლომი მთელავს, -მცელავს ბედი არა მტოვებს მისხალს, -ისხარს ვეტრფი შეშლილსა და მღელვარს, -მთვლემარ მხრიდან, რომ მაბრუნებს მძევალს.
-სამშობლოო შენი ლურჯი ცანი, -მიმოხვრანი ნაზი სამწყობროო, -სამშობლოო შენი მკვეთრი ხმანი, -ვცანი გვიან, გვიან ხელთათმანი.
-სამშობლოო მტევანის ვარ ცური, -ჩასაწური და ცრემლით საგლოო, -დროო გელი კვდომით ზეციურით, -ბოლო თოვლი, რომ გადამათოო.
z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:31 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -სამშობლოო მტევნებია შენი, -დღენი ჩემი მშრალი საბოლოო, -დროო ლურჯად ცაზე გადარბენის, -გშვენის ღელვა, ოჰ რა რიგად გშვენის.
-წლები მიჰქრის, მთაში მიჰყავს არწივს, -არწევს მტევანს ატოკებს და ძირს ყრის, -ცრის და ქარი სავსე მარცვალს არჩევს, -არწივს მიაქვს, ჩონჩხი მიაქვს არწევს.
-წლები მიდის მე ვბრუნდები ისევ, -ვისევ ხმაურს პეპლების და ჩიტის, -მშვიდი ძილით გადასული წლისებრ, -ვივსებ დღეებს უსაზღროოდ ვივსებ.
-ვუბრუნდები ქარიშხლებით მიწას, -ვირთავ ვაზებს და სუროში ვბნდები, -ვჩნდები მიწას ხშირ ქარვაში ვიწნავ, -მიცან ფერში შემოდგომით მიცან.
-არწივის ვარ, ხანაც ლომი მთელავს, -მცელავს ბედი არა მტოვებს მისხალს, -ისხარს ვეტრფი შეშლილსა და მღელვარს, -მთვლემარ მხრიდან, რომ მაბრუნებს მძევალს.
-სამშობლოო შენი ლურჯი ცანი, -მიმოხვრანი ნაზი სამწყობროო, -სამშობლოო შენი მკვეთრი ხმანი, -ვცანი გვიან, გვიან ხელთათმანი.
-სამშობლოო მტევანის ვარ ცური, -ჩასაწური და ცრემლით საგლოო, -დროო გელი კვდომით ზეციურით, -ბოლო თოვლი, რომ გადამათოო.
z.k
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 23.11.2013, 16:32 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როს ვარსკვლავი ციდან წყდება, -მავიწყდება კედრების ტყე, -გული მტკივა, გული მწყდება, -კვდება ლურჯად, ვით სამოთხე. -შავ ბურუსში იკარგება, -იქარგება შავი ძაფით, -ბნელი ფარდით იზაფრება, -იფარება მღვრიე ქაფით. -თან მიჰყვება მნათობის ბედს, -ბედს გედისას ცრემლმორეულს, -მიაღელვებს ფრთებით იმედს, -ხიდს იდუმალს და შორეულს. -მტოვებს ზამთრის პირველ თვეში, -სიცივეში თოვლით ვნებულს, -ვეჭიდები ზვირთებს ზღვებში, -ზვრებში მტევნებს გაფითრებულს. -ვუერთდები ხშირ ზღვაურში, -ხმაურს წრეზე ქარით ვლებულს, -და ჩემს წერას, ვით საზღაურს, -უსაზღვროოდ შემოკლებულს. -ვხდები ჩუმი ფიქრი ვხვდები, -ვხვდები ფსკერთან, ვხდები ლეში, -ოკეანეს უერთდები, -ვკვდები უძრავ სიბნელეში.
z.k
|
|
|
|