კანდიდაშვილი ზადიგი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
კანდიდაშვილი ზადიგი
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:32 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ლაჟვარდის ტყვეთა, უფერულ დღეთა,
-დაფლეთილ ტყეთა, ნელი შრიალით,
-მომესმის მცხეთას, ლიბანის ხეთა
-და მებაღეთა გლოვა გრიალით.

-ეშვება ფარდა მიუსაფართა,
-ჩამქრალ ლამპართა, ვარსკვლავთა რბილი,
-შავი ხევარდა, უხმო ზღაპართა,
-ჩემს წინაპართა გამოხმობილი.

-ეშვება ნელა, ხედვას აძნელებს
-და შენს თეთრ ხელებს აქრობს წყვდიადში,
-სუნთქვას აჩერებს, წყვდიადს აღელებს,
-შორ ხმებს ამღერებს, შორ განთიადში.

-სხივების ხმაზე, ლურჯი სინაზე,
-ვით სილამაზე ეშვება მუქი,
-და ჩემს ბინაში, შემშრალ მინაზე,
-ტაძრის მინაზე ეცემა შუქი.

-ეშვება მტრედი, ნათდება სვეტი,
-ედემზე მეტი, ცრემლით სოველი,
-წინაა ხედი, ვით ტბაში გედი,
-ლოცვად მოქმედი სვეტიცხოველის.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:32 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-გაცისკორვნებულს ვხედავ თეთრ თაღებს,
-მოვლილ გვირილებს, იქვე მებაღეს,
-ვხედავ ემდურის მწველ მზის სიფიცხეს,
-როცა მზე აჭკნობს გაშლილ სილაღეს,
-როცა მზე აშრობს ვარდს, ვით სველ რიცხვებს.

-გული მიაქვს და იმ ვერხვს მაგონებს,
-ვინც თვისი ჩრდილით ბალახს ამონებს,
-არ უშვებს სხივებს ტოტებით დაბლა,
-სრულად დღის ნათელს არ შთააგონებს,
-და არც ატყვია წამით გადაღლა.

-ატოტილია ცამდე თანაბრად,
-ანთებულია სივრცეში ლამპრად,
-და შავი ჩრდილი, აკლდამა ბნელი,
-ჩემთვის ოცნების გადასაზაფრად,
-მოედინება, როგორც ნამქერი.

-მიახლოვდება, გათავდა ხიდი,
-ჩემი იმედი და მეხამრიდი,
-დამთავრდა ბავშვის სირბილი მთაში,
-წრფელი ცრემლები და უცხოს რიდი,
-ჩუმი ქვითინი დედის კალთაში.

-მამაო ჩვენო, ცაო ძლიერო,
-სულო დაღლილო ხმაზე ხნიერო,
-დამთავრდა ბავშვის წრფელი თამაში,
-შენი თითები პირმშვენიერო,
-მიმაქანებენ ჩემს აკლდამაში.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:33 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-და თუ მაინც შენი სახე, ედემისფრად დავინახე,
-ვეთაყვანე ლოცვით ბაღებს, ცა ცის იქით გადავაღე.

-თუ ვარსკვლავი შუქთა მფენი, მოელვარე ფერი შენი,
-თეთრ მზეებით დანამშვენი, ჩუმი მზერით გადავხსენი.

-მივეყუდე თეთრ კამარებს, მორჩილებას, როგორც ფარა,
-სნეულების ანაბარა და ნათელმა გადამფარა.

-თვით დამეხშო სმენა გულის, წვეულების და ამურის,
-ოცნებებში დაქარგულის, თვით ჰოესი გადათქმულის.

-დამეხშო და წყენა გულში, წრფელ ვნებების საკვამურში,
-მიესვენა დამსხვრეულში, მარტოობის თეთრ სხეულში.

-მაშინ მითხარ რა ვიღონო, კრეტსაბმელო, თუ მირონო,
-გული, როგორ დავაღონო, ხმა როგორღა გაგაგონო?

-თუ წამართვი ხმა ხმოვანი, მთვარისა და მზის რომანი,
-ჩუმი ჟრჟოლა ფოროვანი, ვნება მაღალღეროვანი.

-თუ მარტო ვარ ნათელ ტყეში და სიცივის უძრავ დღეში,
-ცარიელი სივრცის თქეშში, მშრალ ცრემლებით დანატყვევში.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:33 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირევიან შენს თვალებზე უბან უბან ჭაბუკები,
-ვით ფარნები მდინარეზე კრთომით გადანაშუქები.
-ირწევიან ზღვები მწყობრად შენს ხელებში, ვით ხარები
-და მოდიან ხმლით საომრად ნისლთა იანიჩარები.

-შორით ღრუბელს ნელ ზმორებით შეჰპარვია ტკბილი ძილი,
-შენს თეთრ ტანზე, ვით მორევი ასვენია მიბნედილი.
-სწორ ტრამალზე არის მწირი, დაქცეული ალმასთ გროვა,
-ველოდები სანამ მცირე შუქი ჩემზეც გარდამოვა.

-გელოდები მოელვარე სული, სული ყოველ მხარეს,
-ცივი ცეცხლით დაფარული და მტრედივით მგრძნობიარე.
-გელოდები, რომ მოგვივით საბოლოდ მიმატოვო
-და მყინვარზე მშრალ თოვლივით უიმედოდ მიმაგროვო.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:33 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ღამეა! მზარავს უტყვი სეანსი,
-თელას ტოტები ნისლში უხმება,
-როცა მესაჭე ძველ დილიჟანსის,
-შავ ტბებს შეჰხარის და ეხუმრება.

-ვხედავ ჩრდილები, როგორ ჩნდებიან,
-უსახური და ოდნავ ზანტები,
-ნელი ნაბიჯით იზლაზნებიან,
-ტბის ზედაპირზე მბჟუტავ სანთლებით.

-და თითქოს მთების ადგილზე მშვიდად,
-ცამდე გაზრდილან ქვის საათები,
-მოჩვნებების გადასაზიდად,
-ხელებს იშვერენ გოლიათები.

-მთაზე აღარ დგას ძველი ტაძარი,
-სიჩუმეა და ისიც ბლანტეა,
-ფარდა, რომელიც მე გადავძალე,
-ამ საათების ფოლიანტია.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:34 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ო, ამ წყეულ ქარებს, ვერსად შევეფარე,
-აღარც ვეძებ კარებს, ვწევარ და ვხარხარებ,
-სიცივეა წყნარი, გადჩეხილ ღელეს
-და განწირულს მხარეს,მძაფრად მოღრიალეს,
-ცრემლებიან თვალებს, და მის ლურჯ სიმწარეს,
-ქლიავისფერ მთვარეს, მოჰგავს ეს ქვესკნელი.

-გელი, გელი, გელი ვფიცავ პირნათელი,
-ცივ ღამის მთეველი, ვით ნაზი სანთელი,
-ვით ღია სარკმელი, სულთა მხურვალ მარშით,
-როგორც მე მიმელის, ჯოჯოხეთი ბნელი,
-ლოცვა მოუღლელი, მძიმე სატანჯველი,
-კუპრშეუწყვეტელი, დაბლა აკლდამაში.

-გაშეშებულ წყალში, ვით ნაღვარცოფალში,
-უძრავ ქარიშხალში, ლოდების გრიალში,
-წვიმების წრიალში, ვერა ვპოვე ხიდი,
-მედგარი და მყარი, ცოდვით ნაცრემლარი,
-მერე გადამშრალი, ვით ყვავილზე ცვარი,
-სული ნამტირალი, მძინარე და მშვიდი.

-და მივყვები ხელებს, ევლარე ქვესკნელებს,
-ცრემლშეუშრობელებს, ვით წყარო სიმღერებს,
-მტრედებს მათრობელებს, დედამიწის გულში,
-მივყვები ცერბერებს და ცეცხლის ჩანჩქერებს,
-ვიჭერ და ვაშეშებ, ვით მინდორში პეპლებს,
-მხიარული მეხრე, იჭერს ნაკადულში.

-ხშირ ცეცხლის დუღილში, ხარხარს და წუხილში,
-ვარდები ღუმელში, ელვის მოქუხილში,
-ლოვცით მოხმობილში, დედამიწის გულში,
-ცოდვით სავსე თხრილში, გადამწვარ არილში,
-წარმართთა კივილში, მხეცების ყვირილში,,
-ვით მწარე ღვიძილში, მუდმივ სიბრალულში.

-ვწევარ მე შენ გულში, ცეცხლით დაფარულში,
-ვნებით ამღვრეულში, და გადამსხვრეულში,
-ლავით ავსებულში, ცეცხლმოდებულ ხევში,
-როგორც შენ ჩემს გულში, გადადუღებულში,
-სადღაც მიმალული, ღაწვებ შეფაკლული,
-წევხარ სინანულში, ვით რგოლები ხეში.

-და შუბლთან შევცქერი, როგორ რბილად ელის,
-ჩანჩქერზე ჩანჩქერი, ღიმით მშვენიერით,
-ერმანეთზე ჩქერით, შეერთებას თმების,
-როგორც ქალი ელის, ხელზე ვაჟის მძლავრ ხელს
-უცნაურ ჟუანტელს, უკანასკნელ საშველს,
-იმედს უკანასკნელს, ნაოცნებარ ფრთების.

z.k
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:34 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-გეტრფი, გეტრფი მთელი ძალით,
-როგორც ვიცი, შემიძლია
-და ვგრძნობ დღეებს სუსტ შრიალით,
-ჩემში, როგორ მიილია.
-ტალღებს მშვიდი, მშვიდი მტკვარის,
-რონინებით მიჰყავს ია,
-უკან მისდევს სანუკვარი
-შემოდგომის იდილია.
-და თან ჩუმი წყნარი მზერით,
-სად ერთმანეთს ჩქეფით ღლიან,
-იყურება სუსტ სიმღერით
-და გრძნობს მასაც მიელიან.
-ხვდება აღმა ვერ გასცურავს
-ახლა ისიც დაღლილია,
-ბედს მიჰყვება მხრებს იწურავს,
-ხვდება დრო, რომ ჩავლილია.
-ხვდება ნელა მხრებზე ლურჯად,
-ხვდება, ხვდება ალბათ გვიან,
-რომ რაც ქარებს გადაურჩა,
-ის ფოთლებიც ეცლებიან.
-და ძვირფასო კლდის ყინულში,
-სად არწივნი მძლავრ ფრთებს შლიან,
-ვუერთდები სინანულში,
-სადაფისფერს ფოთლებიანს.
-შემოდგომის მწუხარე ხმას,
-სადაც ფოთოლს ფიფქით ცვლიან
-და გადამხმარ ტყეს გადაღმა,
-ისევ უკან მიახრიან.
-დაზამთრდება სადაცაა,
-მწვერვალები ნისლებს ცრიან,
-ო რა ტბაა, ო რა ცაა
-უსმენ გედებს? გიმღერიან.
 
nukriaДата: შაბ, 23.11.2013, 16:34 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-როდის იქნება, იმ დღეს მოველი,
-რომ ავაფეთქო ეგ სახე ვრცელი,
-გადავარიო ირგვლივ ყოველი,
-ჩემი ლექსებით და ღრიანცელით.

-რომ დავეწაფო ბაგეებს, წყვდიადს
-და მაგ თვალების ცრემლები იქვე,
-მედგას კლდეებად ყოველ განთიადს
-და ვემხობოდე კლდეებში პირქვე.

-მედგას სვეტებად შემდგარი გულზე
-და მიჰყვებოდეს სართულს სართული,
-ჩემი ხელები შენს შემკრთალ შუბლზე,
-იყოს შავ თმებში გადახლართული.

-და შენი ნაზი სურნელის ჩრდილი,
-არ ელეოდეს ხელებს მარადი,
-ვით დიდ სიყვარულს გადაყოლილი,
-მტევნების მწკრივი და მასკარადი.
 
nukriaДата: კვ, 01.12.2013, 18:02 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ზღვა ღელავდა, თრთოდა,
-ტალღებს შლიდა მწვანედ,
-ქარებს ინატროდა,
-სატრფოს! სათაყვანედ.
-გრიგალს შენატროდა
-და ხელების გაშლას,
-სივრცეს უმანკოთა,
-ნაპირების გაცვლას.
-ზვირთებს შეჰხაროდა
-და ვნებების დაცლას,
-სატრფოს ხელს ელოდა,
-მის სხეულზე დაშლას.
-მაგრამ არსით სჩანდა,
-ქარი... ქარი... ქარი...
-სადღაც შეეფანტა,
-სხივი სანუკვარი.
-სჩანდა მხოლოდ წყნარი,
-მწვანე დიდი გუბე,
-მშვიდი, უწყინარი,
-ცრემლით სავსე უპე.
-როგორც ოკეანე,
-და თვალები სველი
-ლურჯი? არა მწვანე,
-მწვანე! უშფოთველი.

z.k 01.12.2013 13:07
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 19:20 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-დედამიწა წრეწირებს ხაზავს, დიდხანს უნდება,
-ყვავილები გრძელ რიგად წყალს მიჰყვება შორეთში,
-როცა მძაფრი სურნელი ნელა უძაბუნდებათ,
-სულებს ამაოების წყეულ მიეთმოეთში.

-მახსოვს წყნარი დღეების და უძრავი ანდების,
-ედემური ცხოვრება და მე ისევ მგონია,
-რომ ვიღაცა ზისა და ფერთა გადალანდებით,
-თითის დაკვრით კლავიშზე რეკავს ფისჰარმონიას.

-მაგრამ აქვე სიკვდილი და სიგიჟის ზღვარია,
-ხშირად ბნელი დღეები მეც შენსავით მინდება,
-მივქრი მხოლოდ იმ მხარეს, სადაც ქარიშხალია,
-სადაც გამარჯვებული ეკლით დაგვირგვინდება.

-სადაც ბრძოლის ყიჟინა, გამარჯვების ჟინია,
-მეც შემისხავს ეგ ფრთები, ეგ სურვილი მქონია,
-მთებზე ვერცხლის კლდეები ოფლით მომიშენია,
-რომ მიმეღო დიდების დიდი ჰეგემონია.

-რომ ჩემთვისაც ეფრქვიათ ცრემლი ცხელი ტრამალის
-და მეფობა იმ მხარეს, სადაც მეტი ღონეა,
-ყოფილიყო ჩემიდა არვისი ნატამალის,
-სადაც საკურთხეველი, ფიცი და ჰებრონია.

-სწრაფად! სწრაფად მივრბივარ ნიაღვარი ბრუნდება
-და გადამდის სისხლივით ჯერ ისევე მდუღარე,
-სანამ ბედის ბორბალი წაღმა გადაბრუნდება,
-ვარსკვლავს მისაბმელებთან ქიმი გადავუხარე.

-სადღაც იქვე აჩრდილმა სიბნელიდან იქროლა,
-მომანათა კივილით გადაშლილი თვალები,
-კლანჭის მწარე გამოკვრით ზიზღით გადამისროლა,
-შერჩა მხოლოდ კისერზე ჩემი ნატერფალები.

-ვეჯახები სიმძლავრით, რაღაც მძიმე საფარველს,
-ვცდილობ ხელი ჩავჭიდო ღრუბლის კიდეს წვალებით,
-მაგრამ სკდება, მყიფეა ცეცხლებს აფრქვევს და ნაღველს,
-განწირული ათას ხმის ერთი დაღრიალებით.

-ვიცი! მაგდებს ადგილზე, სადაც მხოლოდ გმობაა,
-ცეცხლის ალი დამწველი ფერითაც კი შავია,
-სადაც გამეფებული მხოლოდ უთანხმობაა,
-სადაც მშვენიერება ზიზღით სანახავია.

-არის იქვე იმედი, ვხედავ ჩემს წინ ეკრანზე,
-იფოთლება ტყეები, იკვირტება ბაღები,
-თეთრი ანლგელოზია შემომჯდარი მერანზე
-და ვარდების სურნელი არის ხელშესახები.

-მოსჩანს თითქოს ადგილი, სადაც წმინდა ძმობაა,
-სადაც არ იწონება სიყმაწვილე გრამებით,
-სადაც ტანჯვაგადავლილთ გულით თანაგრძნობაა,
-არვინ არ იგესლება მწარე ეპიგრამებით.

-ცაზე მე შენს ძიებას შევალიე ცხოვრება,
-იქითაც და აქეთაც ვერ გპოულობ ვეღარა
-დაბლა ვიღაც სიყვარულს გულით მემათხოვრება,
-დარდით მის მაგიერად მკერდი გადამეღარა.

-შენ კი არსად არა ხარ, მე კი გეძებ, მინდები,
-ცხელი ცრემლით მევსება ცა მოვილილი თვალები,
-ვატყობ მთელი სხეულით, როგორ ავქვითინდები,
-თუ არ გადამეყრები, თუ არ შეგებრალები.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость