კანდიდაშვილი ზადიგი
|
|
nukria | Дата: ხუთ, 06.02.2014, 16:36 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ერთადერთი საიდუმლო, -რასაც ვერსად ვხედავ, -ეს მიწაა და სამარე, -ქცევა ჯოჯოხეთად. -და რადგანაც ამ ედემში, -არსად აღარა ხარ, -არსად სჩანხარ მაგრამ ყველას, -მაინც სადღაც სწამხარ. -და რადგანაც ვერსად გპოვე, -მე მოვდივარ მკვდრეთით, -დემონების გარემოცვას, -მოვდევ ჯოჯოხეთით. -ვუერთდები შენს საძებრად, -ცერბერების კრებულს, -სიობლეში გაზრდილ გულის, -ნატვრას მოწყურებულს. -ჩემს ბავშვობას მე სილაღეს, -ვერ ვუწოდებ, ვერა, -რადგან მაკლდა მოფერება, -სითბო, ბედისწერა. -მაკლდა ობოლს მშობლის ნანა, -საამო ნუგეში, -ბავშვობაში და მის მერეც, -ჩემს სიჭაბუკეში. -მოვდივარ და მინდა გნახო, -საკუთარი თვალით, -მეყო, რაც დრო განვიცადე, -მთელი სივალალით. -რადგან ვერსად, ვერ მოგაგენ, -აწ გარდასულ დღეთა, -შენს საძებრად მე ვიქეცი, -შეშლილ ჯოჯოხეთად.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 08.02.2014, 16:29 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -შენმა ნაზმა ღიმილმა, -წუხელ არ მაღიარა, -წუხელ შენმა თვალებმა -ელვით გადამიარა. -წამსვე ცეცხლი მომედო -და მისი ხმოვანება, -ვით ქარიშხლის ეშვების, -ტკბილი აღფრთოვანება. -აირია მორევი, -შეუმცდარი ვნებებით, -ვით ნასხლეტი მეწყერი -კლდეზე შეყოვნენებით. -ჰყვირის, ჰყვირის თეთნულდი, -მქუხარებს და ღრიალობს, -ვწყდები, შენსკენ ვეშვები -მოვქრი და მოვქრიალობ. -შენ კი ისევ ღიმილით, -თმაზე მტევნის ენებით, -მხვდები გადაღუპული -ღამის შემოთენებით. -მთვარე, მთვარე ვარსკვლავო, -იციცინე, იალე, -ისევ, ჩემო საწუთროვ -ღამე ააცქრიალე. -მე კი უცნობ ხევებში, -კვლავაც გადავეშვები, -როგორც ლურჯა იაბო, -ომში გადავეშებით. -რადგან მაშინ ვერ შეგწვდი, -როცა მთის წვერს ვთელავდი, -მაშინ უგზოდ ვიწვოდი, -ცეცხლში მიმოვღელავდი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 17:32 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, -უსმენ? რამდენია ამ ტიკტიკში, -რაც ჩვენშიაც ირეკლება, -ღამე დღეში, დღე ღამეში, -ხედავ, როგორ იფერფლება?
-რაკ-რაკ, რაკ-რაკ, რაკ-რაკ, რაკ-რაკ, -უსმენ წყაროს ციმციმ-რაკრაკს, -ნეტავი რას ნატრობს ისიც, -მოლეული ვნების პარმაღს, -რომ ჟღურტულებს სიფაქიზით?
-ან შეხედე დროზე, დროზე, -ხედავ ჯიხვებს ცივ წყაროზე? -ხომ დარწყულდნენ წეღან უკვე, -ნეტავ რაღას უცდის ჯოგი, -ანაც მათი სიჩაუქე?
-ცები, ცები, ცები, უნდათ, -და გაფრენა თეთრ დიდ გუნდათ, -მათაცა და ჩვენაც ყველას, -ყველას, ყველას, ყველას, ყველას, -წვეროსანს და პირტიტველას.
-ცები, ცები, ცები, გვინდა, -როგორც მაღალ, შორი კლდიდან, -მზირალ არწივთ ყელთეთრ მართვეთ, -გადმოხტომა იმ ბუდიდან, -სადაც კვნესით დავიბადეთ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 13.02.2014, 17:31 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ო, ნეტა იმ დროს, როცა ორივეს -გვქონდა ოცნება ერთი მთლიანი, -როგორც საერთო აქვთ თეთრ თოლიებს, -მშვიდი ნაპირი და ოკეანე.
-ო ნეტა იმ დროს როცა მთიანებს, -გადავირბედით გულის კანკალით -და სადაც ღელე ჩქერს აფრთიანებს, -ვეგებობოდით ვნებისგან მთვრალი.
-როცა შენს ბაგეს, წითელი, მკვრივი, -მოედებოდა სავსე ხურვება, -როგორც ნაღვერდალს მსუბუქი ღვივი -და მერე ცეცხლის შემოხურება.
-მე კვლავ მაღელვებს ღამე და ფიქრი, -ჩამოშვებული ფარდების ცქერა, -შენთან მდუმარე, მუნჯი თათბირი -და ბარათების ნელა დაწერა.
-ვერ დავივიწყე, ისევ მაღელვებს, -თქეში, ბურუსი, ჯანღი, ბორიო, -რხევით, სისავსით, რომ ააგელვებ -და რომ გინდა, რომ ამიყოლიო.
-მე კვლავაც ვდგები იმ სანთლის გვერდით, -ვინაც ნათელი ყოველს მოჰფინა, -სულს ხენდროსფერი რბილი ხავერდით, -შემოეკრა და ააფოფინა.
-მაგრამ შენ არ ხარ ხატებთან ახლოს, -ვედრებით ვანგრევ ღამეს, პორტმანებს, -გეძებ ხელებთან, რომ მოგეახლო, -გეძებ და სანთლებს მოვატორტმანებ.
-ღამე! ოცნება და სინამდვილე, -არის წარსული და მომავალი, -მამალო ნუღარ, ნუღარ იყივლებ, -ღალატი რჩება ქვეყნად მრავალი.
-ო, როგორ ფეთქავს წყეული მაჯა, -როგორ მიჰყვება ამ ძგერას გული, -გული, რომელიც კვლავ დაისაჯა, -სილამაზეზე შეყვარებული.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.02.2014, 18:00 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -მერე რა, რომ ზეციდან ყველა წარღვნას მოელის, -სხვა ცხოვრება ვიცი და სხვა გზა გამიგონია, -ვამბობ! კენტი მემკვიდრე მზეთა მიდამოელის, -იქ შავ ლითონს რა უნდა, სადაც საფირონია.
-წუხელ ღრუბელს მძივები მხიარულად ეკიდა, -ირწეოდა ქულები ვნების ნაცნობ წიაღში, -თითქოს გოგოს ჭაბუკი ბრდღვინვით გადაეიკიდა -და გამოკრთა ცრემლები ქალის დიახ-დიახში.
-მე კი ველზე ვიწექი, ჩემს წინ იწვა ტრამალი, -ჩურჩულებდა ლოდინით გადაღლილი კორდები, -ბალახს ფიქრი წამოსცდა ფესვში გადანამალი, -თურმე უნდა ამწვანდე სანამ გადაფორდები.
-და თუ ჩვენი ცხოვრება ველური უდაბნოა, -ერთნაირი გორებით, ერთნაირი ფერებით, -ღაღადისით შემჭკნარი, მშრალი, უთაყვანოა, -და აღსავსე იმედის განაყოფიერებით.
-და თუ ჩვენი ცხოვრება ჩრდილების ლაშქარია, -მწვანე ტყეში შეხიზნულ სიბნელესთან რკინებით, -უსინათლო, უმზეო, გაუვალი მხარეა, -ოცნებებად ქცეული ხეთა წვეროკინებით.
-მაშინ, რაღა გვაშინებს იყოს წარღვნა ულევი, -დავამთავროთ გოდება, დავამთავროთ ლიქნები -და თუ გადავშენდებით იცოდეთ, რომ ღრუბლებში, -ანაც სადმე იქავე უსათუოდ ვიქნებით.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 24.02.2014, 21:26 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ვით არ არსებობს მწვანეს გარეშე, -ფოთოლი მზეზე ღიმით ფენილი, -ისე გონება სინარნარეში, -ვერ იარსებებს დარდით შთენილი.
-გულის გარეშე იგი მუდმივად, -იქნება ცრემლი ღვარად დენილი, -ულურჯეს ცამდე იგი ვერ მივა, -ვერ მივა მარტო და მოწყენილი.
-როგორც გრიგალი დროშის გარეშე, -არის მტირალი და ფრთებდაჭრილი, -ისე ეს სული ყოველ მხარეში, -იქნება ცრემლით სავსე არილი.
-თუ ის სხეულმა გულით არ იძმო, -არ მიიკიდელა, როგორც ნაწილი, -როგორც ერთობა და კატეხიზმო, -მკრთალ თეთრ ნათებებს გადანაცილი.
-როგორც ზღვაურში ხელით გრძეული, -კლდე მიიწევს და წყევლით იხრება, -ისე სჭირდება სულსაც სხეული, -სანამ ეთერში გადაიღვრება.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 25.02.2014, 17:27 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ქარს მოჰქონდა საოცრების კალთა, -საოცრების, საოცრების ბუდე, -ნისლი მტევნებს სქლად გადაეხლართა, -და ვიცანი შენი სისათუთე.
-შენი ფეხი სანთელივით ქნილი, -ეშვებოდა მოტორტმანე ზღვაში, -როგორც მთვარე ცისკრით მოხდენილი, -ქარვით ცების ლურჯად მონუსხვაში.
-და მე გული, ცივი და ბედკრული, -ვით წყვდიადი, ეს ბნელეთის ფარდა, -რაღაც ხშირი, მძაფრი და მხედრული, -უძლეველი ძგერით ამიჩქარდა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 28.02.2014, 18:05 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -შენ იფერებ მთელს სისავსეს, -ცისარტყელის მკლავის, -ამიტომაც ხარ უკვდავი, -სურო მომხიბლავი. -ვგონებ ვყვარობ შენს ათინათს, -ათასფერად კრებულს -და ვაცდუნებ ზღვიდან ზღვამდე, -სულზე შემოვლებულს. -აგერ სივრცეს მოაქვს ზლაზვნით, -გვირილების დაფა, -როგორც რბილი და მსუბუქი, -რძის ქაფი ქაფქაფა. -ვამჩნევ ყვავილს გამოუჩნდა, -ყველა კბილი, ყველა, -ზღვიდან ზღვამდე ვართ ჩვენ სამნი, -ჩვენ და ცისარტყელა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 09.03.2014, 11:41 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ქრება ცხოვრება, ქრება სანთელი, -ვით დილანდელი ფიფქი ხელებში, -ფრთხილად ეღვრება სულს წინანდელი, -ცრემლი სივრცეთა მისამღერებში. -თითქოს ვცოცხლდები და გვიან ვხვდები, -როგორც ბაღები იავარდ ქმნილი, -რომ სანამ საზღვარს გადავახტები, -ვარ ოცნებებში გადავარდნილი. -სადაც მთები დგას სულთა ვექილი, -სიალალით და სითეთრით სავსე, -სად შენი მკერდი მსუბუქ ნიავზე, -მოსჩანს მთებივით გადაზნექილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.03.2014, 21:26 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -თითქოს სითივთაკეში, -თეთრი, თეთრი ფიფქების, -მოფარფატე სარკეში, -მხიარული ნიმფების. -შენ, გაბმულხარ სოსანი, -შემოსილი ღამეთი, -როგორც პორფიროსანი, -მთვარე სისადავეთი. -თითქოს უკვე მზადაა, -შენი ხელის მტევანი, -თითქოს აღარსადაა, -ცივი ღამის თევანი. -დაგრჩა მხოლოდ ღიმილი, -ბრწყინვალების კრებული -და ოცნება სირბილით, -ცაზე გაცისკრებული. -დგეხარ სითივთაკეში, -თითქოს მორჩი წამებას, -ჰფანტავ ფიფქებს სარკეში, -ვით თეთრ შემოღამებას.
|
|
|
|