კანდიდაშვილი ზადიგი
|
|
nukria | Дата: პარ, 21.03.2014, 01:38 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ეღვრება რტოებს ბურუსი მღვრიე, -ევსება ქარით მიმქრალი მკერდი -და მთვარისებრი გლუვი სიმკვრივე, -ღელავს სხივებზე, როგორც ხავერდი. -ტოკავს ნაპირი, ნაპირზე პალმა, -ჩქარი სიჩქარით ჩქერს შეერია, -ახალი კაბა შეიხსნა ალმა -და ააჟრჟოლა ორანჟერია. -ვეყრდნობი კალთას მშიერ კბოდეზე, -მზერას ვაპარებ მილალულ ალვებს. -ვხედავ დამსხვრეულ ლოდებს ლოდებზე -და ნეამორის იისფერ არვეს. -გაზაფხულია! შეგხარის ყველა, -ყველა ჩემს გარდა ყმა არის შენი, -ვინც ისახელა, იცისარტყელა, -შენს ტერფებზეა მტვრად შენაფშვენი. -მხოლოდ მე მარტო არ გემონები, -რადგან ტოლი ვარ შენი დიდების -და ნურასოდეს, ნუ გეგონები, -ველი დარცხვენილ წითელ ტიტების. z.k 20.03.2014 20:52
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.04.2014, 23:05 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცას გადაეკრა ტყვიისფრად ხიბლი, რბილი რძე ჟონავს ნამეხარ ქოქოსს, თურმე დღეს უნდა წერო ვერლიბრი, რომ მოადინო ცრემლი როკოკოს. თურმე რითმები წარსულს ჩაბარდა, დღეს ლექსთა წყობა არის უბრალო, ცაცხვი, მოცხარი ბარდამ აბარდა და ყველა სახლი ფიქრობს უკვამლოდ. ვიცი, რომ იცი, რომ ალით იწვი, რომ უთანაგრძნობ მიმოზებს, მასებს, ვიცი სიკვდილი მწედ შემოიცვი და მალე მასაც მოაალმასებ. მაგრამ მიამბე მე რა ვქნა ხვალე, როგორა ვძლიო ბელზებელს, როგორ? დაუშვათ შევძელ, არ დავიღალე, გადავურჩები კი მჟავე ლოგოსს?!
Сообщение отредактировал nukria - სამ, 15.04.2014, 00:18 |
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.04.2014, 18:42 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საიდუმლო ყველგან, ყველგან, თითქმის, თითქმის ყველაფერში, ტყვია მფეთქავ საფეთქელთან და ჭრიალი ჭერში... ჭერში. და მერე რა? საშველია? არ იფიქრო! არა, არა, გზა გრძელდება და გრძელია, იგივეა შუქიც, შარაც. იგივეა ყველაფერი, სანამ ვალი გარდაგხვდება, მწევარიც და სუსტი მწერიც, ისევ ცოცხლობს, ისევ კვდება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.04.2014, 14:21 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქრისტე აღსდგა გლოცავთ! გილოცავთ სვესა და ერთგულ ოცნებებსა და ციურ კილოკავს. დღეს ცას არწივი არ ფრენს მიხოხავს და მხრებს სისხლიანს ცხვირით ილოკავს... მაგრამ ყორნებიც არსად არიან, არსად ყივიან ცივ ხმებს, ქარიანს. და შენ მშვენებავ სამყაროისა, იცი? დემონი იგი მოისრა. გლოცავთ! გილოცავთ სვესა და ერთგულ ოცნებებსა და ციურ კილოკავს.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 23.04.2014, 22:39 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაპირს საღამო მხეცივით მწყრალად, მოსწყდა მრგვალი და ხარისთვალა, ცხელი სისხლივით ელვარე აფრა, დაიზაფრა და გაცაიშალა. თითქოს ოცნება, გზას გაეყარა, ცისკენ იცურა და მიეხარა, ზოლზე ალი და ნაპერწკალი, წალმის რტოებში გადაიღვარა. წიფლის ფურცლების ფარფატა ფრთებმა, ვით აორტებმა მოიფეთქა რა, თაფლის ფოთლებში მოიმძინარა, რაცა იშვა რა კვლავ იდინარა. და ღამე ველი, ბრძენი მრჩეველი, ნელი ზმორებით შემოიფარა, ცა ცების ცნება ნაცური ცვარად, ნაოცნებარად მობერ-მობარა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.05.2014, 01:12 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორც ელენამ მშვიდი ათენა, მოაღამა და თან მოათენა, ისე დანახვამ შენი დალალის, ჩემი მალული ვნება ალალი, როგორც კივილის ხმა როიალზე, თეთრ ფაიფურზე მოფენ-დაფენა. და სადღაც დაბლა ფეხებთან იქვე, აბრწყინდა მღვრიე სისხლისფრად ლაქი, მე დავემთხვიე ზვავივით პირქვე და სილამაზე შენი შევარქვი. გაჩერდა გზა და ძველი ქალაქი, ჩრდილავდა ჩორთით ბარაკს ბარაკი. z.k 30.02.2014 11:51
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.05.2014, 21:41 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უამესია შენი აგება, ქან ქანდაკებათ აქანდაკება, ზეფირის ფენით ცისფერ ნოტებში დაჭრილი ჩრდილის რბილ ნაფოტებში მოლანდებებში წვა და დაგება. ათასჯერ თქმულად, ასგზის ნაქებად, ვარდის ფურცლებად, იის ლაქებად, ხან ცხელ მზეებად და ცხელ ნათებად, ხან ღამეებად, კაკანათებად, უამესია შენი აგება. და თუ ეს წესი წესთა წესია, რაც უფერულად დაგითესია, ურთულესია შენი გაგება მერე მორთვა და მოფარდაგება, ურთულესია... ურთულესია. და თუ ცა მცირე მწყემსთა მწესია, ზეზი რამზესი ისევ მზესია, უამესია გულზე დაგება, გულს ეკალ-ნარის მიმოლაგება, უამესია... უამესია. z.k 08.05.2014 21:29
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 14.05.2014, 22:56 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბაღს უცნაური ნაღმი შევუქე, ლაღად ვარხიე და შევამუქე, როცა თვალებში დაღლილი ტალღა, მოგერღვია და თავისით გალღვა. მერე კი ისე როგორც არასდროს, წამოგყვა ფიქრი ფრთებითა და როს, მოგიახლოვდა ხელებზე ახლოს, გამიქრი ქარში და სამოსახლოს, ვუწოდებ მერე გოდების კედელს, ძვლებს მოვუწოდებ ცას მოუშრეტელს. მაგრამ არაფრით ბრუნდება ის დრო, ის სიხარული სავსე და მჭირდო. ჩემი ვედრება ცდილობს ადაროს, ცდილობს დროები დროს დაადაროს. მაგრამ არაფრით ბრუნდება ის ხე, დღე უცნაური და გამოვრიცხე, რომ კვლავ როდესმე შევძლებ გიხილო, ჩემო სინორჩით ურჩო ღიღილო. იქ სადაც მზეთა შეყრის სცენაა, და ყვავილების ყრა, მოცვენაა, სად აღმაფრენა მომგვარე შრენო, ჩემო ცაო და ცათ შორის შენო. z.k 14.05.2014 22:07
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 24.05.2014, 10:14 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საწყაო ცაო სადაო, ანაგებობა სათაო, ლამაზო ლამაზათაო, იღვრები აღარსადაო. იცვლები ცაო ცათაო, აუზო მიმოზათაო, სიცივეს ანაზდათაო, მიცრი და მოცლი მთა-მთაო. ნამქერში ქარმა სცადაო, ზვავებად შეგამზადაო, მე ქარავნი ცვართაო, მინდოდი და მეწადაო. ზეცაო, ცაო ცათაო, ნუ გამიხდები სადაო, ბზად მოდი ათასადაო, ველად ფერ ნამ-ხე-ცათაო. z.k 24.05.2014 01:43
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 29.05.2014, 23:52 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შვიდი, თუ რვა მდის იდეა, ცას ატოკებს და კანშია, მიდი-მოდის ვით მიდეა, კანშია, თუ კანკანშია. ხანს მოტეხავს და მოაძრობს, ის, რაც ქვაში და ქანშია. ქვაბს მოქაფავს, რომ მოასწროს, რაც ქაოსის ქაქანშია. მისი ნახვა, მისი ხარშვა, რაც მიწაში სანანშია, ალმის კვამლში ამომარშვა, სადაც მლაშე ლამანშია. z.k 29.05.2014 23:45
|
|
|
|