nukria | Дата: ორ, 23.06.2014, 03:34 | Сообщение # 116 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარულის სახარება22 июня 2014г. в 22:531.ღმერთის შექმნილი სამყაროდან განიდევნა მოდგმა ადამის,რადგან ღვთის სიტყვის უარყოფა არ ესმოდა მაშინ არავის.თუმც მოწყალებას ზეციერის არ ჰქონია ჩარჩო და ზღვარი,გამოხსნის აღქმა კვლავ დაუდო, და გაუხსნა იმედის კარი...იმ დროში ქალაქ ნაზარეთში უცხოვრია ქალწულ მარიამს, რწმენით აღვსილი ყოფილა და ღვთის მოშიში თურმე ძალიან.გამორჩეული, ღმერთის მადლით გულდამთბარი და სულით ტკბილი,იოაკიმ და ბერწი ანას ერთადერთი ნანატრი შვილი.დიახ, სწორედ ის მარიამი, ვისაც ღმერთი აკურთხებს შემდგომ,სადღაც შორეთში ციცქნა მხარე– იბერია, წილად რომ ერგო.და მოუვლინა რჩეულ ქალწულს გაბრიელი მახარობელი,რომ ეთქვა მისთვის: „ნუ გეშინის, იქნებიო ქრისტეს მშობელი“.გაბრიელ იყო ანგელოზი ღმერთის კარზე, შვენოდა ზენას,ამბობენ თურმე იგი ფლობდა ქალდეურ და სირიულ ენას.გამოეცხადა როს მარიამს მამის სიტყვით ნება დართულად,ვინ იცის იქნებ მიახარა ქალდეურად...იქნებ ქართულად...შემდგომ ამისა სულიწმიდა გადმოვიდა ქალწულსა ზედა, რომ ცხრა თვის შემდეგ ეშვა მხსნელი და რქმეოდა იესოს დედა.მიდგომილ ქალწულს კვართის ქსოვა დაუწყია ლოცვა–გალობით, კვართი, რომელიც წლების შემდგომ იბერიას ერგო წყალობით.კვართი, რომელზეც მუხმოყრილი ილოცვიდა სული ყოველი, კვართი, რომელზეც აშენდა და ამობრწყინდა სვეტიცხოველი.2.ვინ იცის მაშინ მარიამი მამა უფალს რა ენით ხმობდა,როს ქრისტეს პერანგს თვით იესოს მოსასვლელი ქვეყნისთვის ქსოვდა.მოდგმას ადამის მოლოდინის აღსრულების ჟამი ეღირსა, როცა სამყაროს ქალწულისგან მოევლინა მხსნელი_ ძე ღმრთისა.შობა ქრისტესი, წელთაღრიცხვის საწყისი და სათავე ახლის, აღსრულებული სასწაული და წყალობა იესოს ნახვის.მადლიც, იმედიც იშვა ერთად და სიცოცხლე იდგამდა ფესვებს,ეუწყათ როცა მოახლება უპირველეს მოგვებს და მწყემსებს.ბაგაში იშვა ჩვილი ქრისტე სულით დიდი და თავმდაბალი, სამყაროს ხელა მზის ნათების, ზეციური სხივის სადარი.როცა წარმართებს კერპების წინ თავს ეხვიათ ცოდვის წყვდიადი,ბეთლების ცაზე ციმციმებდა ვარსკვლავი და სხივი დიადი.ბრძენ–დიდებულებს არ ეუწყათ მოვლინება, შობაი მისი, მხოლოდ ღატაკნი, უპოვარნი, ამ წყალობის გახადა ღირსნი.იდგა იოსებ დამწინდველი ყრმის ბაგასთან გაოცებულიდა წმიდა ღამეს დაჰგალობდნენ ქერუბიმნი მირონცხებულნი.გამოხდა დღეი ორმოცი და აღასრულეს როგორც წესია,მოკრძალებული შესაწირით მიაბრძანეს ტაძარს მესია.მართალ სვიმეონს სიხარულის აღსრულების დაუდგა ჯერი, რათა ეხილა მოხუცებულს ტაძრად მისულს სამყაროს მხსნელი.სამას წელიწადს მოელოდა ღმერთისაგან ამა წყალობას, „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო“– მოჰყვა გალობას.დალოცა დედა მარიამი და იოსებ კაცი მართალი,და აღესრულა სიხარულით, ვით წერილში იყო ნათქვამი.3.ჰეროდე ისევ მრისხანებდა მოგვებისგან გაწბილებული,ბრძანა მოეკლათ ყველა ჩვილი ბეთლემს შინა დაბადებული.მართალ იოსებს კვლავ ეხილა ანგელოზი _ წადიო ახლა,ეგვიპტეს უნდა შეეფაროთ, რომ იესოს ვერ შესძლონ ნახვა.და ეგვიპტეში გაატარა ჩვილმა ქრისტემ წლები ყრმობისა,ვიდრე არ დადგა აღსასრული ჰეროდეს, და ჟამი ხმობისა.მაშინ დაბრუნდა იოსები მამის სიტყვა როცა ახარეს, დასახლდა იგი ნაზარეთში, გალილეის აღთქმულსა მხარეს.იზრდებოდა და მშვენდებოდა ძე უფალი მჩენი ნათლისა,და იყო ბავშვი, როგორც დიდი სიბრძნის მფრქვევი, სხივი სანთლისა.ქრისტესთან ერთად იზრდებოდა კვართი იგი ნაქსოვი ლოცვით,უდიდეს ნათელს მოხვეული და დამთბარი იესოს ხორცით.თორმეტი წლისა როცა გახდა მაცხოვარი იესო ჩვენი, წაუყვანიათ მშობლობს ტაძრად, როს პასექის დამდგარა დღენი.უკან წამოსულთ ძალზედ გვიან შეუნიშნავთ, არ ჩანდა ბავშვი,სამი დღის ძებნის შემდეგ იგი, უპოვიათ ისევ ტაძარში.მჯდარა იესო მოძღვრებს შორის, ყურს უგდებდა ყოველი სული,უთქვამს მარიამს „რა გვიყავო, გაგვიხეთქე შვილოო გული“მერედა რატომ დამეძებთო_ გაუკვირდა პატარა უფალს,იქ ყოფნა მმართებს, სად მამის არს ყოველიო, დინჯადვე უთქვამს.ოცდაათ წლამდე ის ცხოვრობდა მორჩილებით სახლში მშობელთა,შემდგომ კი შედგა ქადაგებად, მოსაქცევად სულთა ყოველთა.უპირველესად ის წავიდა ნაპირისკენ იორდანესა,რათა ხლებოდა თავმდაბლობით ნათლისმცემელ იოანესა.4.იღო ნათელი მდინარეში, იოანე ახარა ნახვით,გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა მტრედისა სახით.ორმოც დღე–ღამეს მარხულობდა უდაბნოში შემდგომ ამისა,მან დაამარცხა ეშმაკი და მანათობელ იქმნა ღამისა.შემოიკრიბა მოწაფენი, ქადაგებდა ტკბილ–მოუბარი,და აღავლენდა საქმეს საღმრთოს ქრისტე იგი ქვეყნის უფალი.ქორწილში მყოფმა აღასრულა სასწაული ქრისტემ პირველი,გადააქცია წყალი ღვინოდ, ჰქმნა საქმეი გასაკვირველი.უსაზღვრო იყო მისი რწმენა, სათნოება სითბო გულისა,დადიოდა და თან დაჰქონდა ძალა–მადლი სიყვარულისა.ჩინ–წართმეულებს კურნავდა და უბრუნებდა სინათლეს თვალთა,სახელით მამის აღელვებულ ზღვას აცხრობდა, ახშოდა ქართა.ხუთი ათასებს აპურებდა ხუთი თევზით და ორი პურით,ცოდვილ მიწაზე თვით მზე იდგა, ვებერთელა იესოს გულით.სულ ქადაგებდა, ბაგეთაგან ეღვრებოდა საღმრთო სონეტი, მოწაფეთაგან შეარჩია მოციქული ქრისტემ თორმეტი.მოძღვრავდა მუდამ, ვითარ შვილებს, ვითარ მშობლებს, ვითარცა და–ძმებს,ვერ ამარცხებდა მას სატანა სიყვარულით ბოროტის დამძლევს.ვიდრე ჯვარცმამდე დაგვიდგინა საიდუმლო ზიარებისა, სადიდებელად უფლისა და წამლად სულის იარებისა,ყველაზე დიდი სასწაულით, მოაქცია მრავალი ერი, როცა ლაზარეს აღდგინებით უკვდავებას დაუდო ჯერი.5.ლაზარე– ქრისტეს მეგობარი, რწმენითა და სულით მართალი, ტკბილი იესოს სიყვარულით ანთებული და გულ–დამთბარი.შემოუთვალეს როცა დებმა_ „ შენ ვინც გიყვარს არისო ავად“ დაგვეხმარეო იესოო, გვიშველეო, მოგიხმობთ ამად. ოთხი დღის მკვდარი აღადგინა, მიცვალებულს ჩაჰბერა სული, ცოდვილთ ახილა სასწაული, რომ ერწმუნათ იესოს სჯული. არვინ უწყოდა მაშინ იგი საიდუმლო გარდა ერთისა, ღვთისმშობლის წილხვედრ იბერიას, თუ რა მადლი ერგო ღმერთისა.მხარე, რომელსაც სამომავლოდ გამოუწრთო უფალმა რწმენა, უკვე უდიდეს მადლად ჰქონდა ბოძებული ლაზარეს ენა.ლაზარეს ენა, დღესამომდე აუხსნელად შემონახული,ენა, რომელშიც ისტორია და სიმართლე არს დამარხული.არავინ უწყის რადგან ნება მამისა და საყვარელ ძისა, რად აარჩია იბერია, ან ეს მხარე არის რა ხნისა...?!დიდება შენდა მადლო უფლის, ვის რას აძლევ და რაით შველი, დიდება შენდა ზეციერო, „საკვირველ არს საქმენი შენნი“!ურწმუნო ერმა ვერ გაგიგო, რა იცოდა ქალმა თუ კაცმა, რომ ცოდვილების დასახსნელად, მთლად უცოდველს ელოდა ჯვარცმა. ნეტარნი იყვნენ, ვინც მიიღო უფალი და გაუხსნა გული, ხოლო ვაი მათ, ვინც დაჰბრმავდა და იესოს შეჰბედა შური.სწორედ რომ შურმა ააბუნტა ბრბო ურწმუნო, განაწყო ავად, და განიზრახეს რომ მოეკლათ ქვეყნის მხსნელი, უფალი თავად.6.ჰოი, საბრალო კაცთა მოდგმას, უმეცრებს და ცოდვილიანებს,გონდაბნელებულთ, სიყვარულის შეცნობაში დანაგვიანებს.ასეთ სიცოცხლეს, რაღა ჰქვია, რწმენით მცირე არის ვინც არი, როდესაც გვერდით ქრისტე გიდგას, თავად ქრისტე და ვერ იცანი!ყველა სულიერს, ყველა გამვლელს აყოლებდა გულიან ლოცვას, შენ შეუნდეო, მამას სთოვდა, ლანძღავდნენ და სდევნიდნენ როცა.და ვიდრე იგი სასწაულით დაბნელებულთ ჰფენდა სინათლეს,მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი ახელებდნენ მმართველ პილატეს.რომ თითქოს ქრისტეს ჩვეულებრივ მოკვდავივით სძულდა და შურდა,ხალხს აბუნტებდა, რადგან თითქოს იუდეის მეფობა ჰსურდა.შიშით, ზიზღით და სიძულვილით ავი ძალა უფრო გახელდა, რადგან უფალი ფარისეველთ და ურწმუნოთ მუდამ ამხელდა.უთხრა იესომ მოწაფეებს, მოემზადეთ მივდივართ რათა,იერუსალემს აღსრულდება წერილიო, ეუწყოს ხალხთა.დიდებით შესულს გზად უფენდნენ ბზას, ზეთის ხილს და რტოებს პალმის,თუმც, ამ გზას ქრისტე სად მიჰყავდა, იქ მყოფთაგან ესმოდა არვის.თვით შეწირული, ხალხის ცოდვებს იგლოვდა და ცრემლი სდიოდა,ჩვილი ბავშვივით უმანკო და დარდიანი გული სტკიოდა.პასექზე იხმო მოწაფენი ზიარების მადლი არგუნა,წმიდა სისხლით და წმიდა ხორცით ყველას სულში დაისადგურა.იუდეაში ბევრი იყო ვინც ირწმუნა მისი სიმართლე,სწორედ ამ ფაქტმა აღაშფოთა მღვდელმთავარნი და თვით პილატე. 7.მოწაფეთაგან ერთს_იუდას ჩაუსახლდა სულში სატანა,ოცდაათ ვერცხლად ქრისტე გასცა, ყველა მადლი ქარს გაატანა.გზა გაუკვალა მწიგნობარებს რომ იესო ეპოვათ ღამით, და სიყვარულის მქადაგებელს განაჩენი დაუსვა ამით.გაყიდა იგი, მიწიერმა და ცოდვილზე ცოდვილმა კაცმა, მოსიარულე სიყვარული, სიძულვილის ამბორით გასცა.გადასცეს იგი სინედრიონს ვით მეფობის მსურველ–მდომელი, და ვინც მანამდე განადიდა გვერდით განდგა კაცი ყოველი.თუმცა პილატემ დამნაშავე ვერ იპოვა მასში და რადგან, ხალხისგან რისხვას მოერიდა, განიბანა ხელი და განდგა.გამოუტანეს განაჩენი და ბარაბა გასცვალეს მასში, ჯვარს გავაკრათო, როგორც წესი, ავაზაკებს ვით სჯიდნენ მაშინ.სცემეს, აფურთხეს, გაშოლტეს და ჯვარშედგმული ოხით ათრიეს.ცოდვიან გზაზე გოლგოთისა, მისი წმიდა სისხლი ანთხიეს.ამ სამსჯავროზე სინედრიონს მოეწვია ოთხივე კუთხით, მონაწილენი, ვინც იესოს აცილებდნენ წყევლით და ფურთხით.აკი ვახსენეთ იბერია, წოდებული ქართლის სახელით, შემდგომში ქრისტეს სჯულისათვის წამებული, ბევრის მნახველი.ქართლის მხრიდანაც მოწვეულთა შორის იყო ურია ორი, დაგვიანებით ჩამოსულნი, სამსჯავროსგან გამდგარან შორი.სწორედ ჯვარცმისას, როს დაცინვით უფლის კვართზე წილი იყარეს, მცხეთელებს ერგოთ ეს სიწმინდე ანუ ქართლის პატარა მხარეს.8.კვართი, რომელიც ღვთისმშობელმა ამოქარგა წმინდა ხელებით, საქართველოში სიდონია იხუტებდა მერე ცრემლებით.და რა გაიგო აღსრულდაო იესოო ჯვარზე გაკრული, გარდაიცვალა დარდისაგან მკერდზე ქრისტეს კვართით ჩაკრული.ვინ იტყვის ნეტავ, რომ შემთხვევით რამ მომხდარა, ან რამე ხდება, ღმერთის გარეშე ხე არ იძვრის, არც ფოთოლი ჩნდება და კვდება.ალბათ ეს მადლიც ქართველთათვის ოდითგანვე დაუშვა ღმერთმა, რათა რწმენაში მოქცეულებს, ღმერთთან მისი სათქმელი ეთქვა.კვართი, რომელიც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა გონ–ბნელ ჯალათებს, დრო მოვა როცა საქართველოს გაბრწყინებულს სანთლად აანთებს.იდო ამაში საიდუმლო უფლის ნებით ამოსახსნელი, მადლიც და ძალაც, უამრავჯერ რომ დაიხსნა პატარა ერი.და რატომ ღმერთო იბერია, რა მადლია აქ რომ დუღილობს, უთვალავ მტერთა შემოსევით სულ ჯვარცმაში კვნესა– წუხილობს.იქნებ და დედა ღვთისმშობელი როს კალთაში სჭვრეტდა მძინარეს,რამეს ქართულად უმღეროდა ღვთიურ პირმშოს პირმომცინარეს.იქნებ ჯვარცმული ძე ღმერთისა, უკანასკნელ წუთებში თმენით, მამის წინაშე ლოცულობდა დამარხული ლაზარეს ენით.იქნებ და დედა მარიამი წამებულ შვილს უმზერდა როცა, გულში ქართულად იგლოვდა და წილხვდიმილი ენით დალოცა.დაბნელებული მზე დაადგა მთელს სამყაროს და ცოდვის ჯავრი, იესოს სხეულს იკვეთავდა ცრემლის წვიმით ნაპოხი ჯვარი.ტიროდა მაღლა მამა ღმერთი, მიწაზე კი იესოს დედა, და მრისხანება ზეციერის საკურთხევლის კრეტსაბმელს ხევდა.9.მდუღარე მიწას, ანგელოზთა ცრემლებისგან ეკიდა ცეცხლი, გამცემ იუდას ხელისგულებს უსერავდა ბინძური ვერცხლი.იყო ჯვარცმული, ავაზაკთა შორის ასე ნაცემ–ვნებული, თავად იესო, ტკბილზე ტკბილი, სიყვარულით მირონცხებული.მამის სახელით ჰგადაგებდა, სიყვარულით ჰკურნა სნეულნი, თვითონ კი, ჯვარზე გააკრეს და შეატოვეს სიკვდილს ეული.რომ არა რწმენა ღვთისმშობლისა, მტკიცე რწმენა ღმერთთან ასული, ვინ მიწიერი გაუძლებდა შვილის ჯვარცმას, ანდა რა სული.ეწვოდა წმინდა სხეული და დალურსმნული წმინდა ნაყოფი, ეწვოდა მკერდი და მუცელი, ცხრა თვე ჩვილი ქრისტეს ნამყოფი.არ არის სიტყვა საფსალმუნე, რაც ღვთისმშობლის ტკივილს გადმოსცემს, ათას განსაცდელ– გამოვლილსაც გააკვირვებს და გააოცებს.იესოს, დედის დარდი ჰქონდა, თავად იყო როცა საშველი, თავის მოწაფეს ჩააბარა, მშვიდად უთხარა_ „ჰა დედა შენი“.უფალი მოჰკლეს, სიკვდილამდე წყალი რაა, არ ასვეს წვეთიგანკაცებული ქრისტე მოჰკლეს განარისხეს ზეცაში ღმერთი.დადგა წყვდიადი, მიწა იძრა, მზემ ძაძები ჩამოიფარა, სულები აღსდგა საფლავთაგან, შიშმა შესძრა მთელი ქვეყანა.აქ შეწყდა ქრისტეს მიწიერი ყოფის დღენი, ასე დასრულდა, ნაგვმემ–ნაცემი, სისხლდენილი, პარასკევ დღეს ჯვარზე აღსრულდა.აქვე დაედო დასაბამი სულის ნამდვილ გაუკვდავებას, და დასასრული, უღმრთოდ მყოფი და ცოდვილი კაცის ვაებას.10.ითხოვა ნება გარდამოხსნის იოსებმა მართალმა კაცმა, გამორჩეულმა საბჭოს წევრმა, ვისაც ბრალი უძღოდა არც რა.ვნებული ქრისტე გარდამოხსნეს და „ შეჰგრაგნეს იგი არდაგში“ ცრემლით, ვაებით გააცილეს დაეკრძალათ რათა სამარხში.უხუცესებმა გადაწყვიტეს , რომ საფლავზე ლოდი დაედოთ, მცველებიც დასვეს, მოციქულებს ცხედარი რომ არსად წაეღოთ.დადგა კვირა და ნელსაცხებლით მიეახლნენ დედები სამარხს, ვერ იჯერებდნენ შიშისაგან საკუთარი თვალებით ნანახს. დაუხვდათ ლოდი გაწეული, არსად იყო ცხედარი ძისა, გამოეცხადათ ანგელოზი სახარებლად ზეციდან ღვთისა.ხომ თავად გითხრათ ჯვარცმის შემდეგ აღვსდგებიო მესამე დღესო, „რად ეძიებთო ცოცხალს მკვდრებში“, ქრისტე აღსდგა, აღსდგა იესო!აჰა, იხილეთ სახვეველნი, იწამეთ და ეჭვი განაგდეთ, წადით მოჰფინეთ ცოდვილ სოფელს, აუწყენით და იქადაგეთ.შიშმა და ეჭვმა მოციქულთა გულებშიაც დაიდო ბინა, ვიდრე მოვიდა მაცხოვარი დახურული კარების შინა.„მშვიდობა თქვენდა“!_ იღიმოდა მზის–სადარი იესო–ღმერთი, რაისთვის შეცბით, ხომ გითხარით მესამე დღე აღვსდგები მეთქი,ეს მე ვარ თავად უვნებელი, ჯვარცმული და ცოცხალი მაინც, აკი გითხარით აღსრულდება მოსეს სჯულში სწერია რაიც.ჭეშმარიტ რწმენას შეუძლია გადარჩენა, ძლევა ღამისა, მომყევით მხოლოდ, ხსნად მოვსულვარ, შველად მოდგმის აბრაამისა.აბრაამისა, ვისზეც ღმერთმა მადლი იღო გადასარჩენად, გამოიყვანა ქალდევლთა ქვეყნიდან და ხსნის გზა აჩვენა,11.გზაი, რომლითაც მის ნაშიერს გამრავლების დაუდო წესი, და მამის ნებით დედამიწას გაუმრავლა მოდგმა და თესლი.და უთხრა ქრისტემ მოციქულებს, თქვენი ღვაწლი იქნება ოდეთ, ოთხივე კუთხით იქადაგეთ, სულიწმიდის წყალობა გქონდეთ.მე აქ ვარ ახლოს, ოღონდ მიხმეთ, გამიხსენით კარი გულისა, უღრმერთო ერებს მოაფინეთ ძალა– მადლი სიყვარულისა.მომყევით, უკან მოიტოვეთ სიმდიდრე და ყველა ქონება, ეს გზა ძნელია, მაგრამ ბოლოს გელოდებათ სულის ცხონება.სახელით მამის, ძის სახელით და სახელით სულიწმიდისა, თქვენ შეგეძლებათ აშენება ერთა შორის რწმენის ხიდისა.ორმოცი დღეი დაჰყო მათთან, ჯვარცმის შემდგომ აღმსდგარმა ქრისტემ,ეცხადებოდა მოციქულებს, და მათ ღვაწლზე მოძღვრავდა ისევ.ამაღლდა ზეცად, ამის შემდგომ „მჯდომარე არს მარჯვენით მამის“ და თორმეტივე მოწაფენი თვითმხილველნი გახადა ამის.ამაღლებამდე კვლავ აკურთხა, მტკიცე სიტყვით მისწვდა გულამდე, უკუნისამდე თქვენთან ვარო, „ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე“!აღუწერელი ძალი ერგოთ მოციქულებს სულით წმიდისა, დევნიდნენ, მაინც ქადაგებდნენ ყოველ კუთხით, კიდით კიდისა.მათ ჰყარეს წილი, მოსაქცევად ვის რომელი მხარე რგებოდა, ნელ–ნელა რწმენა მატულობდა, კერპთა მსხვრევის ჟამი დგებოდა.დედას ღვთისმშობელს ერგო წილად მოსაქცევად მხარე იბერის, ჰოი, ქართველნო, ჰოი ამ მადლს და სიხარულს ნეტა იმ ერის!12.ერგო ქვეყანას განუზომელ სიხარულად ეს მოწყალება, თავად ისესოს დამრწეველი წმინდა კალთის გადმოფარება.და როცა მცხეთას დააპირა წაბრძანება მშობელმან ღვთისა,გამოეცხადა მას უფალი და ისმინა სიტყვები ძისა.ჰოი, დედაო ერი იგი „საზეპურო“ შენ წილხვდომილი, ნურამც იქმნების ნურასოდეს გმობილი და უარყოფილი,არამედ მადლი მოაფინე მეოხება სჭირდება რათა, და შენს წილ ხატი მიავლინე დასახსნელად უკუნის ჟამთა.„უფროის ყოველ ნათესავთა, მეოხებით შენითა მათთვის“იქნება მხარე მოსასვლელად, მიწა იგი ადგილი აღთქმის.და გახდა დედა, შვილის კვართის შემნახველი მიწის მფარველი, რომ უსჯულოებს ვერ წაერთვათ ერთი გოჯი, ერთი მტკაველი.ფიცარსა ზედა გარდასახა თვისი სახე, უთხრა ანდრიას, წარიღე ესე ჩემი ხატი , მიავლინე მხარეს მადლიანს.პირველწოდებულ ანდრიას ხვდა მოქცევაი წილად ქართლისა, წარმართობის ჟამს, ვინაც შესძლო აქ შეტანა რწმენის ნათლისა.მოციქულთგან შემდგომ ამის კიდევ ხუთი აკურთხა ღმერთმა,რომ მოექციათ იბერია, ქადაგებით ღვთის სიტყვა ეთქვათ.ლაზარეს ენით, ქრისტეს კვართით და ელიას წმიდა ხალემით, მოაქციეთო საქართველო, მომხვდურთაგან დაიფარენით.ჰოი, უფალო გზაი ესე წამებითა განვლილ-ნანახი,რად მიიტანე ამ მიწაზე, აქ რად დაჰფალ და რად დამარხე?!შენად მეორედ მოსასვლელად რად არჩიე ქართველთა მხარე, და ამ წყალობით რად მონათლე ერი იგი, რატომ ახარე?!13.ან ესე ჯვარი რად მიეცი საქართველოს, მწარე და ტკბილი, თუ ამ ერშია კაცთა მოდგმის დასაწყისი, ყლორტი და ძირი.იქნებ და ტყუილად უწოდებენ საქართველოს პატარა კუთხეს, თუ კაცთა მოდგმა ქრისტიანთა, ამ ერიდან შვეს და აკურთხეს...უპირველესად მამა ღმერთმა თუ მოჰხედა ქართლის ალაგებს,ახლა რომ დედა მარიამი მფარველობს და მადლით განაგებს,იერუსალემად რად იხსენებ მცხეთის მიწას, ნეტავი რადა, ნუთუ, აქ უნდა გადაეხსნას საიდუმლოს დახშული ფარდა...რაშია იგი გასაღები, მომხვდურს მუდამ რომ აზანზარებს,რად აღადგენდი ამ ერს, ბევრჯერ დაცემულებს, როგორც ლაზარეს.ჰოი იესო, მამა ღმერთმა შენში ჩადო ღამე ნათელი,იქნებ უფალო თავად შენ ხარ დედით, ანდა გენით ქართველი...მუდამ სხვაგვარი რატომ სდევდა ამ მიწა–წყალს რწმენა და შიში, განკაცებული ღმერთი იქნებ, ქართველების ფესვიდან იშვი...გზა გოლგოთისა ნაწამები, სულ გვაგონებს ქრისტეს იარებს, დედაო, შენი მოწყალება ქართველებში რატომ ტრიალებს?!ასი ათასი, ზვარაკივით შეწირულა ქვეყნად არავინ,იბერიაში რად გაუგე ამდენ წმინდანს სულის კარავი?!დედისა ხატო, ივერისა, წმინდა მთიდან ჩამოსასვლელო, დაუხვდი კართან წმინდა ბერო, გაბრიელო, კაცო ქართველო!იქნებ და მამა გაბრიელიც ის სულია, დიდი და ძველი, გამოგაბრძანა ვინაც ზღვიდან... ან ხარება იტვირთა შენი...უხრწნელ წმინდანთა დასი გალობს, ნამდვილების სიტყვის ჯერია,ის მიწა სულის სამჭედლოა, დააბიჯებს სადაც ელია!..14აქ, ცოდვით სავსე მოკვდავებში წმიდანები ლოცვით დადიან,რადგან ბოროტიც აქ ბოროტობს, რწმენისათვის რას არ სჩადიან.მოციქულთაგან რამდენიმეს აქ ერგუნა სამარხი წმინდა,ჰოი, უფალო, აქ რამდენჯერ ციდან ცრემლი და სისხლი წვიმდა!..შენ გიცდის ერი განძარცვული, უსაწმისო, თითქმის გახრწნილი, ომობს და მღერის, კვდება _გალობს და არწივობს მაინც არწივი!ალბათ, რამდენჯერ აღგვილები იქნებოდნენ მიწისაგან სულაც პირისა, აქ დედას შვილებს უკლავენ და, დედა მაინც მტერზე სტირისა...ქართველის გულში თუ ქრისტეა, უკან რჩება განძი ყოველი, მშვიდობისა და კაცთა შორის სათნოების რჩება მთხოვნელი.აქ სალოსობენ, ლოცულობენ, აქ ანთია რწმენის ხანძარი, აქაა შენი წმიდა კვართით ყელაწვდილი ძველი ტაძარი.გიცდის „უდაბნოს ყვავილივით“, მხოლოდ შენი ესმის ძახილი,შენდა მეორედ მოსასვლელად, უღმერთოთა სულის მახვილი!..ჰოი უფალო, რა ტკბილი ხარ, რა ახლო და რარიგ შორი ხარ, ბევრჯერ შეგბედე, რომ მეკითხა, სულ ქართველი რატომ მგონიხარ?!...ნეტავი ეს გზა ეკლიანი, რაც გალიე ჯვარცმით ვნებისა,გამზრდელი დედის მხარეს არგე, საიდუმლო უკვდავებისა.საქართველოში მოგელიან, ცას ჰფარავენ მტრედთა ხუნდები, შემინდე ცოდვილს, თუ კი გკითხავ სამშობლოში როდის ბრუნდები?!ანგელოზებიც იქ არიან, სადაც ქართლის ცხელი გულია, დიდება შენდა ქვეყნის მხსენლო, ღმრთისა ძეო, ალილიუია!დიდება შენდა, მამისაგან მოვლენილო კეთილო მწყემსო, დიდება შენდა, ცოდვილ კაცთა გამომხსენლო ტკბილო იესო!
Сообщение отредактировал nukria - სამ, 24.06.2014, 00:25 |
|
|
|