ნანა მეფარიშვილი - Page 45 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:28 | Сообщение # 441
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–აღარ მოგწონვართ?სულ აღარ მიმზერთ!

–მე უკვე აღარ მჭირდებით,Mister!

–თქვენ ადრე ჩემთან გიყვარდათ ცეკვა...

–მახსოვს,თუმც ახლა თქვენ სულ სხვა გნებავთ!

–მას მერე,რაც თქვენ მტყორცნეთ უარი...

–ვფიქრობ,რომ არ ვარ თქვენთან მტყუანი!

–გახსოვთ,ბოლოს რომ ვიცეკვეთ ვალსი?

–და შევამჩნიე ხელისგულს ფარსი...

–მაშინ გაბრაზდით და მომიძულეთ?

–უბრალოდ,ჩემად ვეღარ გიგულეთ...

–თავს ჩემთან ცეკვის უფლებას მისცემთ?

–მე უკვე აღარ მჭირდებით,Mister!
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:29 | Сообщение # 442
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სხეულთან გარითმული,

ჩემს სულს რატომ გაემიჯნე?

როკავ...

ცეკვავ...

მიმზერ,მაგრამ...

ვეღარა ვგრძნობ შენში მიჯნურს!

მიმიზიდე...

განმიზიდე....

ვნება...

ცეცხლი...

ვნება...

ცეცხლი....

ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...

თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....

დამამცირე...

დამაჩოქე....

ვერ მიმეტებ,ვერა,ვერა!

მერე ნაზად მეხები და...

გახრჩობს,გახრჩობს ნეტარება....

გაგახსენდა...

გაგახსენდა....

რომ ვარ სხვისი,არა შენი?

ზიზღი გიპყრობს,

მომისროლე?

თან არ მიშვებ ცალი ხელით?

მიმიზიდე...

განმიზიდე....

ვნება...

ცეცხლი...

ვნება...

ცეცხლი....

ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...

თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....

ისევ ვცეკვავთ სინქრონში და....

სხეულს სული ემიჯნება...

გრძნობა მიშვებს,

მაგრამ შენი ვნების ცეცხლი არ მეშვება!

ხელისგული სულს მითბობს და

ვერსად წავალ

ვერა–ვერა!

ვერც გამიშვებ,

სანამ ჩემს ცეცხლს შენი ვნება ეფიცხება!

მიმიზიდე...

განმიზიდე....

ვნება...

ცეცხლი...

ვნება...

ცეცხლი....

ახლოს თუ ვარ,მაკვდები და...

თუ შორსა ვარ,გიპყრობს ეჭვი....

მოეძალა სულს სინაზე

ახლოსა ვარ და ვარ შენი

მზერა გათბა,

წამიერად ,ზიზღს როგორღაც დაეხსენი....

კვლავ მიზიდავ,

მიკრავ,მიკრავ...

ასე ძლიერ?

არა,არა!!!!

ძვლები მტკივა,ახლოსაა,

დაგვტრიალებს თავს ფარვანა!
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:31 | Сообщение # 443
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბატროსი ვარ,

ტალღის ფრთებით

ცას ანატყორცნი,

ზეცას ვეხლები,

სურნელებას ვსუნთქავ

ლურჯ ზღვისას,

მათოვს თუ მაწვიმს,

ზეცა არის ჩემი საბანი,

ფრთებს გადავშლი და...

ლურჯი სივრცის ტრამალი

მიმაქვს...

მე წერილს ვგავარ,

მოფარფატეს ცას და

ზღვას შუა,

ოცნებას ვგავარ ზღვის

ტალღიდან ზეცად ანაქროლს,

მივყვები სურვილს,

ასე ძლიერ ფრთებს რომ

შეუჩნდა,

უკიდეგანო ლურჯ სივრცეთა

დაპყრობა მართობს...

ალბატროსი ვარ,

გულს ამწყდარი,

გულქანდი ზღვისა...

შორს გაფრენილს რომ

სიყვარულის ხმა ვეღარ მიწვდა...
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:32 | Сообщение # 444
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Мерзавцу я желаю, чтобы он
в награду за подлянку и коварство
однажды заработал миллион
и весь его потратил на лекарство.

Игорь Губерман
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:33 | Сообщение # 445
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
–აღარ გვინდა:
მინდა...
გინდა...
–გითხარი და გავირინდე...
–მასე,იყოს!–დამთანხმდი და...
ფრთხილად დაწვდი
მკერდზე,ღილებს!
–აღარ გინდა?
არა?
არა?
–მითხარი და...
გაიღიმე!
რაფაზე კი ნარცისები,
ირწეოდნენ,ისე...ისე...
მგონი,მიხვდნენ,მიყვარხარო!
ტყუილა რომ დაიფიცე!–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:35 | Сообщение # 446
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Murgulia Gia


საღამოს ლექსი ("სახე") რა გენიალური უბრალოებაა - ვდგავარ და გიყურებ. სულსა და თვალებს სხვა არაფერი სურთ. შენი სახე ავსებს ყველაფერს და ეს ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას. რა არის მარცხნივ? რა არის მარჯვნივ? რა არის ზემოთ? რა არის ქვემოთ? - კითხვებიც კარგავენ მნიშვნელობას. მე შენ გიყურებ - სიცოცხლისათვის ეს სავსებით საკმარისია. ქვას აღარს სურს, ქვა იყოს, მზეს კი მზეობა მოსწყინდა. ფოთოლს აღარ უნდა შრიალი. სიმღერას ეზედმეტება თავისი მელოდია და რიტმი. ბავშვებიც გაირინდნენ. ყველაფერი ერთ სახეშია და მე მას ვუყურებ. შენ კი დგახარ და იღიმები. სრულად იცი, ჩემთვის ამ ღიმილში რომ ნეტარებს სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი - სხვა აღარაფერი. ცოტა ხანში ისევ გაბრაზდები, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლის. ქვამ, მზემ, ფოთოლმა, სიმღერამ და ბავშვებმა შენს არსებაში იპოვეს სიმშვიდე. ვდგავარ და გიყურებ - რა გენიალური უბრალოებაა.
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:36 | Сообщение # 447
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველი არ არის და ალბათ არც ბოლო,
ტკივილი, რომელიც მკვლელი და ბასრია...
ათასჯერ ასწევენ მზესავით, შენს სახელს
და მერე ათასჯერ ტალახში გასვრიან.
ყრმობიდან გაჩვევდა იღბალი წამებას,
შენს გზაზე არა და არ გაუდარია...
გაძელი სულ ცოტაც და მერე უფალი
თბილ გულში ალერსით ჩაგიკრავს, მარიამ.
7.06.15
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:38 | Сообщение # 448
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სახელი
სიყვარულით დაწერე მაშინ,
თოლიებს გავდნენ ასოები,
ფურცლის თეთრ ზღვაში...
მერე მე დიდხანს დავყურებდი
შენს თითთა სითბოს,
როგორ მიყვარდი,როგორ მაშინ...
მგონი,არც მითქვამს...
მახეტიალა ამ ფურცელმა
მერე თეთრ ზღვაში...
მერე,როდესაც შემეპარა
სითეთრე თმაშიც...
დრომ ვერ წაშალა
მოფარფატე ზღვაში ასონი...
როგორ მიყვარდი...
მსურდი...ვთრთოდი...
რატომ დაგშორდი?!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:39 | Сообщение # 449
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ერთმანეთის სიგიჟე ვიცით,

ჩვენ ერთმანეთის სიგიჟე გვიყვარს

და როცა რისხვას ვანთხევთ ერთმანეთს,

კვლავ ერთმანეთის სიგიჟე გვიცავს
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:51 | Сообщение # 450
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი,
და რეალობა წარმოსახვაზე
ბევრად მეტი და ბევრად ცბიერი,
წვიმის სირმებად ნაშალი კაბის
აბლაბუდაში იხლართებოდა...
და დასასრული ქონდა ასეთი–
წვიმას ჩანქერად უნდოდა ყოფნა...
ასეთი იყო წვიმა იმ ღამეს,
თავაშვებული და ბედნიერი...
რა მოხდა,მერე,თუკი წახვედი...
მე უკვე მედო წვიმის იერი!–ლიკა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость