ნანა მეფარიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 45
  • 46
  • »
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 10:51 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ მათამამებ,
ვერ ვაკავებ ბავშვობას მერე,
ვეღარც სიხარულს ვაკავებ და
ველტვი აისებს,
შემოდი მზესთან,
სითბოსავით რომ აგიჩემე,
ღამითაც მოდი,
ვიდრე მთვარე ნატვრებს აივსებს. მოგყვები,
გზა–გზა გვიცინიან იასამნები,
(სადღაც შოპენი ეფერება
ნაცნობ კლავიშებს)
ქუჩაში ყველას ვეფერები
და ვესალმები
ბედნიერება მეძახის და
მოსვლას მანიშნებს. შენ მათმამაბ,
გებავშვები სწორედ ამისთვის.
ვგაზაფხულობ და
ვეღარ გმალავ გულში საერთოდ,
იცი? ერთხელაც არ მიკითხავს
ჩემი თავისთვის,
ნეტავი როგორ ვარსებობდით
უერთმანეთოდ?! /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 11:22 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი სიცოცხლე მომაბარეს
თითქოს დროებით,
ჩემი გულივით მიფართხალებ
უბეში ახლა,
როდესაც ქუჩას მივუყვები
განმარტოებით,
ფრთხილად დავდივარ,
რადგან უკვე სხეულში მყავხარ. აღარ მაღელვებს ქარი არის,
წვიმა თუ თქეში,
დღეს წამწამებზე სიხარულის
ცრემლი მკიდია,
შემსხმია ფრთები,
აქვე მყავხარ რადგან უბეში,
ეს სიხარული
სიხარულზე უფრო დიდია. მე შენი სუნთქვა მომაბარეს
თუმცა დროებით,
ჩემს გულისცემას აყოლილხარ
სულის ზიარო,
მივყვები ქუჩას შენით სავსე,
განმარტოებით,
ანათებ ჩემში
და არ მინდა გაგამზიანო.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 11:23 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სიზმრებს დღემდე
შენი ფერის ახურავს ცა და,
მაფხიზლებს ხმები,
სამებიდან რეკენ ზარები,
ვიკვირვებ დილით,
მზერა რატომ გამიხდა სადა,
და მახსენდება
შენთან დამრჩა ცხელი თვალები.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:36 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალიაქვეყნად სიცოცხლის და ტრფობის სათავე,
მოვალეობა ოჯახის და წინაშე ერის.
ვაჟკაცურად რომ ხელთ უპყრია ქვეყნის სადავე,
სიწმინდე დედის, თუ სიმტკიცე ფუძის და ჭერის. ქალია, ვინაც მხრებით ზიდა წმინდა მანდილი,
ქვრივიც ქალია, გმირი შვილის ჭირისუფალიც,
ნურვინიფიქრებს ქალად ყოფნა იყოს ადვილი,
რამეთუდედავერ იქნება თავისუფალი. ფარია იგი, მახვილია, თბილი ბუდეა,
სიყვარულიც და ერთგულებაც თვითონ ქალია
სუსტია,მაგრამთუ დასჭირდა კლდე-კარ-ზღუდეა!
მტერთან უდრეკი, უშიშარი ამორძალია. არა, ადვილად არ გაგიხსნის გულის იარებს,
დადისუთქმელი, სევდიანი მაინც მეტწილად,
ათ შვილს გააჩენს, ათ სიცოცხლეს აახმიანებს
მერეათივეს,სამშობლოსთვის უხმოდ შესწირავს. მზეა მხურვალე, მწყურვალისთვის წყალია წყაროს,
ერისბურჯიადა იმედით ნაჭედი ფარი,
იგიაძალა,იგი არის პულსი სამყაროს,
ჰოი,განგებავ! უფლის დედაც ქალია, ქალი!
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:36 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“არა, რაღაც სიცოცხლეზე მეტი მინდა"!
სიყვარულიც ამიწიეთ მზესთან ახლოს..
ვაი,დღესაცშენსძებნაში გამიწვიმდა,
მზისსხივსვუცდი,გავშრე,არვინდამინახოს. მეჩვენება თუ სამყარო გაიფიცა,
ქარებსვიხმობდა ფიქრებში ვმეორდები,
დეკემბერმა დღესაც ტყუილზე დამიფიცა,
ნუ სტირიო, მოვა, როცა ელოდები... წუთი–სოფელს ვერ ვაკმარებ ამდენ განცდას,
მსურდაშენთანმევლო,სადმეახლო–მახლოს,
მაპატიე საყვედური, მაინც დამცდა,
არ მსურს ნატვრა, უთქმელად რომ დამემარხოს. შორს მივილტვი, დამეღალა ახლოს მზერა,
ცრემლიანი ვინმემ, რომ არ დამინახოს,
ვიდრე,ისევმაიმედებს ბედისწერა,
სიყვარული ამიწიეთ მზესთან ახლოს.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:37 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვმარტოობ,
რადგანვერ ვისუნთქე ზერელე გზნებით,
სიცარიელე
გადაღლილი ფიქრებით მავსებს,
ხელ-გაშვებულმა
გადავთელე ცხოვრების გზები,
ვმარტოობ...
ალბათბედისწერას მოვწონვარ ასე.მთისქედზეშამამხვდი ამ დილით,
ხვაშიადს ვანიშნე იყუჩე!
ცა იყო სუფთა და ნამდვილი,
ვნებების მძალავდა სიურჩე. სურვილი ავარდა გულიდან
ალმურიეკიდაბალახებს,
დამფრთხალი ბეღურა ხნულიდან,
აფრინდა, გადევლო სანახებს. იებმაც თვალები დახარეს,
ლურჯკაბაუჩანდათ მინდვრიდან,
გვირილთა რიგებმაც მახარეს,
უყვარხარ..რომ გნახა იმ დღიდან. ბარიდან აბღავლდა ფური და,
მთისქედზედაისიშეთავდა,
და იქვე წაქცეულ სურიდან,
ალერსის წყურვილი წვეთავდა.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:37 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრეშენ მყავხარ, ეს მინდა რომ გითხრა მანამდე,
თორემრამდენმა სინანულმა წალეკა წლები,
გახსოვს, ბაფთიანს მაცილებდი დილით კარამდე,
და მერე დიდხანს მომყვებოდა ნაცნობი ხმები. ქუდს ნუ მოიხდი, აგტკივდება მერე ყურები,
ჩქარადაბრუნდი, არ იარო ქუჩაში მარტო,
და როს სკოლიდან დაბრუნებულს დამიგულებდი,
ჰოი,რარიგად გიხაროდა...(დღეს იმ დროს ვნატრობ..) მე ახლა ვხვდები, შენს თვალებში უფალი სახლობს,
მაგ ხელთა სითბო, უფლის ხელთა სითბოს ტოლია,
დღესმე ქალი ვარ, მაინც ლოცვით დამყვები ახლოს,
შენზეერთგული ქვეყნად თურმე არვინ მყოლია. ახლა მსურს გითხრა, დარდად რომ არ შემომრჩეს მერე,
დღეს,სულ ახალი შეგამჩნიე თვალთან ხაზები...
დედი,ერთხელაც შენი ტკბილი ნანა მიმღერე,
დამბერებიხარ, თუმც დღეს უფრო მელამაზები. გახსოვს, ჩემხელა რომ იყავი ორმოცდახუთის,
მრცხვენია ახლა და ამ სირცხლის ვერაფრით წავშლი,
ასეა,როცაშვილიმშობელს ასაკს დაუთვლის,
დიდიმეგონე,რა პატარა ყოფილხარ მაშინ. არა, დღეს უნდა მოგეფერო, ვინ იცის ხვალე,
თუ ხვალეც დადგა, კიდევ უფრო მოგეფერები,
მე შენი წლები, შენ კი ჩემი ტკივილი თვალე,
დე, ახლაც მტკივა, შემომხვიე თბილი ხელები.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:37 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარ, დღეს მარტმაც მიამბო
თავისი,
საკაბეს ვეძებო, ღიმილით
გამანდო...
მიყვარსო ძალიან სურნელა მაისი,
მითხრადა..მარჯვენა საგულეს
დაადო.
მიყვარხარ, რა მოხდა, თუკი მეც
გავამხელ,
დღესმარტისქარებში ჩემი ხმა
ვიცანი...
ნაცრისფერ სარკმელთან თვალებს
რომ ავახელ,
ოცნებად გიწყებ და ყველას შენ
გიგზავნი.
მიყვარხარ, მოვფინე ცასა და
ქვეყანას,
(მეც მინდა ის კაბა, მაისს რომ
უყიდეს..)
თუ მარტის გრძნობებმა სოფელი
შეჰყარა,
ეს, ჩემი სიგიჟე, ვის უნდა
უკვირდეს..
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:38 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამიყოლიებს ზოგჯერ დარდი
ნიავ–ქარივით,
გადივლის გულზე,
ამიწეწავს წარსულის ფურცლებს,
თითქოსძლიერი,
ავტირდები სუსტი ქალივით,
გადამაბიჯებს და ყველაფერს
დატოვებს უცვლელს. ჩაეხუთება უჰაერო
ოთახსკედლები,
პლიუსებს ვაწერ ძველი ცარცით,
უკვეზრდასრული,
დღესუფრომეტადვარ გულჩვილი,
ალბათვბერდები,
არ იტიროო მეუბნება
ჩემიწარსული, ვითვლი ღამეებს
მარტოობით თავზე დატეხილს,
დგანანმდუმარედ
უფერული ღამის ლანდები,
გულიდან ისევ გადავრეკავ
დარდისქარტეხილს,
და დილის მზეთან
კვალვამაყისახითავდგები.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:39 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მთხოვენ ღიმილს, როცა გულზე ცრემლები მცვივა,
მე მთხოვენ ვიდგე, როცა მუხლებს არა აქვთ ძალი,
მთხოვენ გავათბო, როცა ისე საშინლად მცივა,
მთლადგაყინული როცა დამაქვს ხორცი და ძვალი. მე მთხოვენ გავყვე ყველა წამსვლელს იმ გზების იქით,
სადაცსაჭიროთითქმის არც ვარ, წერტილად თქმული,
იმედებს მთხოვენ, უიმედოდ დაღლილი ფიქრით,
და ჯანსაღ მზერას, ავადმყოფი როცა მაქვს გული. მე მთხოვენ ქალის ჩვეულებრივ გრძნობიან თვალებს,
როდესაც გული სიყვარულმა გახეთქოს ლამის,
მთხოვენ მდინარე გადავცურო მეორე მხარეს,
როს ამ ნაპირზე მინდა დავრჩე მეწყვილე ღამის. ზოგჯერ სული გთხოვს, სიხარულით სავსემ იარო,
(გვეთამაშება ცხოვრებაც და დაგვცინის თითქოს)
როს თავად გინდა ვინმეს გული გაუმზიანო,
საოცარია,
აღარავინ არაფერს ითხოვს
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 45
  • 46
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость