ნანა მეფარიშვილი - Page 44 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 01:18 | Сообщение # 431
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენს აპრილს შარშან უხდებოდა
სხვაგვარი ფარჩა,
შარშან, მეც ალბათ მზის-სადარი
იმედით გწერდი,
სუყველაფერი
მოგონების შრეებში დარჩა,
წელს ჩვენს აივნებს
სულ სხვაგვარი გაუხდა ხედი.

შარშან რაც იყო, ჟინი ერქვა,
სიგიჟე ანდა,
ჩვენი შემყურე გარეთ
ნუშიც ბავშვივით კრთოდა,
ირგვლივ ყველა და ყველაფერი
ლამაზი ჩანდა,
შარშანდელ აპრილს
სხვანაირი ფერები ჰქონდა.

გასაოცარი სუნი ჰქონდათ
ნამიან ბაღებს,
იმდენ სიხარულს ვეზიარეთ
წვიმის პეშვიდან,
გაზაფხულს პლიუს სიყვარული
უდრის ცის თაღებს,
ორივე ერთად სიგიჟეა
მართლა შეგვშლიდა.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 01:24 | Сообщение # 432
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩემს შაშვისფერ
ღამეს გაჩუქებ,
შენ ხოხბისფერი
მიბოძე დილა.
მე ჩემს ღარიბულ
კოშკში მოგიწვევ,
შენ უმდიდრესი
მაჩვენე ვილა.
მე შენ მზით სავსე
ლექსებს მოგიძღვნი,
შენ ერთი თეთრი
სონეტი დათმე,
მერე ჩამკიდე
ეგ თბილი ხელი
და წამიყვანე
ცოტა ხნით სადმე.
მე ჩემს ციცაბო
გზაწვრილზე დაგღლი,
შენ დამთვარული
ბილიკი მანდე,
თმა მომიქარგე
ოქროს სხივებით,
რომ უფრო მშვიდი
და თბილი ვჩანდე.
მე ჩემს შაშვისფერ
ღამეს დაგითმობ.
შენ ხორბლისფერი
მაჩუქე დილა...
მერე ჩამკიდე
ეგ თბილი ხელი
და ზეცის ბილიკს
ავუყვეთ წყვილად.
/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:46 | Сообщение # 433
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს ვსტირი უფალს, ჯვარცმულ მესიას,
დღეს სხვანაირად ვსტირი და მოვთქვამ,
ჩემთვის რამდენი დაუკვნესია,
არ ძალმიძს დარდი სიტყვებით რომ ვთქვა.

დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა წავიდე ვეახლო ტაძარს,
ახლა გლოვაა, კვირაა ვნების.

გარდამოხსნამდე წუთია ერთი,
უნდა მოვასწრო ვიპოვო თავი,
ვიდრე კრეტსაბმელს ჩახევდეს ღმერთი,
და ვიდრე ზეცაც გახდება შავი.

დღეს ვსტირი ცოდვამ დამაგვიანა
დღეს ის ნამსჭვალი სხვაგავარდ მტკივა,
სხეულზე მეწვის ყველა იარა,
სინდისზე მქენჯნის ვნებულის კვირა.

სულ ერთი წუთი და ვასწრებთ რამდენს,
ფხიზლდები, როცა ვერაფერს შესცვლი,
ათას უზნეო საქმეთა ჩამდენს,
მაინც გჭრის მზერას ბინძური ვერცხლი.

დღეს სულს ვაფარებ ცრემლსა და ძაძას,
შორით ექოა ჯალათთა ხმების,
უნდა მოვასწრო ვეახლო ტაძარს,
სულში გლოვა მაქვს, კვირაა ვნების.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:06 | Сообщение # 434
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეხედე, ამ სკივრში სულ ოქრო ფულია,
შეიძენ უამრავ სამოსს,
არ გინდა!_ მთავარი ხომ სიყვარულია,
ცრემლები სდიოდა სალოსს.

დალიე! ნურავის ნუ უყოფ მაგ ლუკმას,
ჯამში არ ჩატოვო წვეთი;
არ დათვრე, იცოდე ლოთობა დაგღუპავს,
ამბობდა მჭმუნვარე ღმერთი.

ასე გლახასავით რად უნდა იარო,
მე მოგცემ ატლასს და ფარჩებს,
სულზე ზრუნვისათვის არ დააგვანო,
ცრემლები სწდებოდა გამჩენს.

ჩემთან ყველაფერი ისე იოლია,
სხვა ცრუობს, მერწმუნე მეთქი,
ამდენმა საცდურმა თუ აგიყოლია,
დაგღუპავს_ ამბობდა ღმერთი.

სიმდიდრეს ჩემსავით ვერავინ ვერ ჩემობს,
გაგიშლი სანაყრო სუფრას.
ილოცე, ლოცვამ რომ სწორი გზა გიჩვენოს,
თავი დაეხარა უფალს.

რად უნდა იტანჯო, ადვილ გზებს გთავაზობ,
ჩემს ირგვლივ სულ ვერცხლი ჰყრია,
მომყევი, გარდასვლა რომ გაილამაზო,
ხვალ უკვე იქნება გვიან.

მუხლებზე დამიდექ, ღმერთიც მე მიწოდე,
ხელს დაგწვავს სანთლების ღვენთი,
გულის ხმას მიენდე, დაფიქრდი იცოდე,
ადექი! ამბობდა ღმერთი.

შეხედე, ამ სკივრში სულ ოქრო ფულია,
შეიძენ უამრავ სამოსს,
არ გინდა, მთავარი ხომ სიყვარულია,
ცრემლები სდიოდა სალოსს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:06 | Сообщение # 435
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ხეტიალით ჩემი სავალი
მოვითარეშე,
ბორგვნით მოვლიე...
უგურწფელესი ჩემი სალამი
ქედებს თოვლიანს.
ამ ბებერ მუხებს, განზე გასულებს,
საფლავებს, უმკვდროს და უპატრონოს...
მე ახლა ლექსის წერას ვასრულებ,
მზეო,ბატონო.
ახლა კი ფარდა...
ბატონებო, შევდივარ მზეში!
ჰო, ვღვარე სისხლი და
სამყარო ცრემლად დავადნე,
მეისტორიევ,
შენ ჩემს პროფილს დახატავ შეშლილს,
აუგს ვერ გკადრებ,
სხვანაირად როგორ წარმადგენ...
სიფრთხილე გვმართებს,
აქ სიტყვების თამაშის დროსაც,
კარგს იზამ,
თუკი ვიდრე იტყვი,
ასჯერ ასწონი,
არ მიგანიშნებს?! -
ჩემს ბრტყელ შუბლზე მეორედ მოსვლას
დაპირქვქვებით
დაგდებული მთვარის ნაწოლი...

დილით მზე იყო,
შუადღის
მერე მოვიდა წვიმაო,
დაღონდა ჩიტი
ნიბლია,
ძალიან მოიწყინაო,
დასამთავრები დაურჩა
ახლად ნაშენი ბინაო
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:07 | Сообщение # 436
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მაინც იყო სამყარო მკაცრი,
ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს...
და მიდიოდა უბრალო კაცი,
კაცი რომელიც ჰგავდა თავისთავს...
და ჩაჰკიოდა ხეობას ელამს,
გადარეული გრიგალი ავი...
ჩამოიკაწრა გულ-მკერდი კლდემა
და მთვარის სხივზე დაიხრჩო თავი...
 
nukriaДата: სამ, 12.05.2015, 07:40 | Сообщение # 437
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ჯვარსნაცვამი, ნაგვემი,
მზისფერ ღვაწლს ადგენდა მადლიანს,
იესომ სანთლით და საკმევლით,
პირველად მოუხმო ანდრიას...

მანამდეც, ფესვმაგარ ხისაგან,
ალბათ სხვაც, ბევრი რამ გათლილა,
მაგრამ კვლავ დიდ რწმენას ინახავს
ის რაც, ჯვრად აღმართა ანდრიამ...

შეძლო, დაეთმინა მადლობით,
უსჯულო კაცთაგან შერისხვა,
ღირსუქმნა წარმართებს ნაბოძი, -
ღვთისმშობლის ლოცვა და ღმერთის ხმა...

და როგორც ცოდვილთა ბნელეთი,
შუქმა რომ თანდათან წალეკოს,
სწორედ იმ მადლით და ფერებით,
მზესავით განათდა საკერპოც...

სანაცვლოდ მიიღო გოლგოთა,
მზაკვრებმაც ვერაფრით მოწამლეს...
და იყო წმინდანის ბოლოთქმა, -
ჯვარს ეცვას იესოს მოწაფედ!...

ახლა კი, ფიქრები ერთთავად,
თავსაც თუ ხან ქვაზე ახლიან,
ვავედროთ სულიც და ქვეყანაც,
ჩვენს შემწე და მფარველ ანდრიას!..
 
nukriaДата: შაბ, 16.05.2015, 02:32 | Сообщение # 438
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს ღმერთი, საქართველო, მზე და აისი,
მიყვარს ყოველი, რაც ფეთქავს და რაიც სულდგმულობს,
მიყვარს თვეები: აპრილი და სველი მაისი,
კაცი ალალი, ახოვანი, უშნო, უგულო.

მე მიყვარს ჩვილის საოცარი ყელის სურნელი,
მადლით მოსილი, ღვთისნიერი, კეთილი ბერი,
მიყვარს ჭკვიანი, გონიერი, მიყვარს სულელი,
მიყვარს მოყვასი, უცნობი თუ ნაცნობი მტერი.

მე მიყვარს დედა, დაკოჟრილი გლეხის ხელები,
მიყვარს შვილები, მონათება მათი თვალების,
შემოდგომაზე აღრეული ათასი ფერი,
და მზერა მიყვარს, სიყვარულით სავსე ქალების.

მიყვარს და ვეტრფი მამა–პაპის განვლილ ნაბიჯებს,
მიყვარს მთის ქედზე ავარდნილი ბღავილი ხარის,
ღმერთმა შეუნდოს, ვინც გადახსნილ გულზე მაბიჯებს..
მიყვარს დილის მზე, და საღამოს ავსება მთვარის.

მიყვარს სიცოცხლე, სიყვარულით გულის ფანცქალი,
მიყვარს თითებში შენახული ნაცნობი სითბო,
მიყვარს ხილული, უხილავი, მადლი რაც არი,
ვინც კეთილ საქმეს აკეთებს და არაფერს ითხოვს.

მიყვარს რითმებით სიყვარულის ახსნა და მღერა,
მონანულ კაცთა გადმოღვრილი მიყვარს ცრემლები,
მიყვარს უძილო ღამეებში ლექსების წერა,
მხრებზე იმედად მოხვეული მძიმე ხელები.

მიყვარს ტაძრებში დანთებული სანთლების ალი,
და ის ბილიკი, ცოდვილი რომ კარებთან მიყავს,
მიყვარს გრძონებით დამთბარი და ერთგული ქალი,
კაცის თვალები, ნამდვილი და მართალი მიყვარს.

ერი და ბერი, დიდ–პატარა, ქალი თუ ბავშვი,
მიყვარს ყოველი რაც სულდგმულობს და რაც ხმიანობს,
მიყვარს და ვიცი, ამ სიყვარულს ვერავინ წაშლის,
ღმერთის ხატებავ, შენ მიყვარხარ ადამ–იანო.
 
nukriaДата: შაბ, 06.06.2015, 15:23 | Сообщение # 439
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ხანდახან ლექსიც არ არის შვება,
სინათლის სხივიც არ ჩანს შორეთის,
ზოგჯერ იმედი მალევე ქრება,
ნატვრასაც არ აქვს ფერი ყოველთვის.
ცაც სევდასავით ნაცრისფერია,
ზოგჯერ და, დილაც არაფერს ამბობს,
რადგანაც ხვდები არსად გელიან,
არც აღარავინ გიგზავნის ამბორს.
გულს დარდი ადევს საფლავის ლოდად,
სუნთქავ და მაინც დაგარქვეს ლეში
და იწერები ბოლო აკორდად,
გაუსაძლისი წვიმების თქეშში.
ზოგჯერ სახელსაც ვერ არქმევ მერმისს,
(მზე თეთრ ფურცელზე დახატულს მოჰგავს)
გულმა ძახილი ასმინა ვერვის,
უყვარს და მაინც ტკივილში ბორგავს.
ხან აწმყოს უმზერ გაუბედავად,
უიმედობის უფლებაც არ გაქვს,
რადგანაც ზამთრის მიუხედავად,
მოდის აპრილი და იმედს ქარგავს.
_____________________________
/ავტ.ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 07.07.2015, 19:26 | Сообщение # 440
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარიამობის თვე იდგა და
საღამოს ბინდი,
ვარსვლავებიან ცაზე მთვარე
იშლიდა ლოგინს,
იფერებოდა ხილის ბაღში
ნამყენი შვინდი
და ჩემს სარკმელთნ
უშენობა იწყებდა ბოგინს.

მშვიდობით, გითხრა ერთმა მემ და
იქვე მეორე,
დახრილ წამწამებს იმშრალებდა,
ისიც მდუმარი,
ჰოი, შეცდომავ,
მერამდენედ გაგიმეორე,
რამდენჯერ გახდი
უიმედო გრძნობის სტუმარი.

გავცდები წარსულს,
ვიცი წლები მაინც წამიღებს,
მემახსოვრება ეს საღამო
სავსემთვარობის,
როგორც ყოველთვის,
აქაც ვაწერ ბოლო თარიღებს,
საღამოს ბინდი
და თვე იდგა მარიამობის.

/ნანა მეფარიშვილი/
 
ძებნა:

მოგესალმები Гость