ნანა მეფარიშვილი
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:55 | Сообщение # 411 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როდესაც განსაცდელს გიგზავნის ღმერთი და სავალზე ბინდია, როდესაც გგონია არსაით არ არის იმედის მარცვალი, როდესაც ფიქრობ, რომ შენი ცა დაიქცა, სხვისი კი მშვიდია, დასტირი შენივ თავს, გოდებ და არ გახსოვს არც ლოცვა, არც ვალი.
როდესაც გგონია, მთავრდები, გადიხარ ცხოვრების როლიდან, ცისფერებს, მზისფერებს, ვერ ხედავ, გგონია უკუნში დაგმარხეს, იმედად არ გიჩანს სინათლის წერტილი, რომ მოსჩანს შორიდან, ვერ ვხდები იმ ციცქნა შუქიდან ღმერთი რომ სამყაროს განახებს.
შენს სხეულს ცოდვების ბუდედ რომ ძერწავენ სული აქვს იცოდე, გამოდი ლეშიდან, შენივ თავს იხილავ ნამდვილს და საშინელს, გრიგალი რომ იყოს, ან სულის გამოცდის კოცონში იწვოდე, მაშინ რას შესძლებდი, როდესაც პატარა ნიავი გაშინებს.
როდესაც გგონია, მორჩაო, დამთავრდა დაეშვა ფარდები, თვალების გახელა არ გინდა რადგანაც გვირაბი ბნელია, სიცოცხლით გადაღლილს, როდესაც გგონია სიკვდილთან ბარდები, ამ დროს რომ გაფხიზლებს და ფეხზე გაყენებს იესოს ხელია.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.03.2015, 14:01 | Сообщение # 412 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დადის და დაჰყვება იების სურნელი, სხვაგვარი კდემა და ღირსება სხვაგვარი, ტკივილი ყოველთვის აქვს განუკურნელი, თვალები მაინც აქვს გრძნობებით დამთბარი.
ნაზიც და ძლიერიც, ეს მისი კვალია, ყვავილის ენაზე სამყაროს უმღერის, დედაა, ღმერთივით ნაქები ქალია, ამაყად გამწევი ოჯახის უღელის.
დადის და სურნელი დაჰყვება მაისის, გულს გახებს, განკურნავს სნეულის იარებს, თუ სადმე იმედის, სიცოცხლის ხმა ისმის, ქალია, დაჰქრის და ნუშივით შრიალებს.
აკვნებთან გატეხილ ღამეებს იფერებს, ეშხით აქვს აღსავსე უძილო თვალები, ამაყად დადის და ყელს ისე იღერებს, დედობას სხვაგვარად იხდენენ ქალები.
ცისკართან დგება და ლოცვებით ნამდვილით, სამშობლოს ავედრებს ზეციურ გამრიგეს, რამდენჯერ მხრებიდან შეხსნილი მანდილით, ხმალს ჩააგენინებს, მოშურნეს არიგებს.
დადის და სურნელი დაჰყვება მაისის, გულს გახებს, განკურნავს სნეულის იარებს, თუ სადმე იმედის, სიცოცხლის ხმა ისმის, ქალია, დაჰქრის და ნუშივით შრიალე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 14:06 | Сообщение # 413 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე გჩუქნი გაზაფხულს ცინცხალი ფერებით, გულამდე იებით ბილიკებს გაგიშლი, და ვიდრე აპრილი მატარებს ხელებით, არაფერს, არაფერს, არაფერს დაგიშლი!
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 14:07 | Сообщение # 414 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ** კვლავ გაისმა ნაბიჯის ხმა მედიდური, სადღაც მთაზე თოვლის გროვას გაჰყვა ბზარი. მოაბიჯებს დედოფალა გაზაფხული, დედამიწის შეუცვლელი პატარაძალი.
მერამდენედ შემოვიხსნი ზამთარს მხრებზე, მერამდენედ გულს ვაოკებ,როგორც ბავშვი, დაღლილ თვალებს შევაგებებ ნაცნობ გზებზე და გაყინულ მოლოდინებს შვებით წავშლი.
მოხმაურობს, მოქარიშხლობს მუზის ღმერთი, წამებს ვუთვლი ამ ხმასა და ამ ნაბიჯებს, მე თუ რამე მომერევა მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი, გაზაფხული გამაგიჟებს.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 14:13 | Сообщение # 415 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარ მილხინს დარდიმანდს, ავადა ვარ, ეჭვი მხრავს და სიგრილე ამღერღავს დანის, ავად ნაქონის, მიეძალა გული დარდს, მოვიღეღავ ბიბა კვართს, დავიმართებ დასამართს, ამბავს, ჯერარგაგონილს. ჰკითხეთ მენესტრელს თუ სკალდს, მგოსანს, ტრუბადურს და ბარდს, რა ძალა აქვს წითელ ვარდს, გიშრის დალალს ჩაკონილს, ანდა როკვად ქცეულ ქალს, როგორც მოფარფატე ალს, ოდეს მიულულავს თვალს გრძნეულ ჰანგებს ჩაკონის.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 14:19 | Сообщение # 416 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გახსოვს, ჩვენი გვირილებით, თეთრად მოფენილი მდელო, საცალფეხო ბილიკები, შენი ფართე მკერდის ჩერო. გახსოვს, ჩვენი გულის ძგერა, სიო_ ნარევ ყვავილებში, ყვითელ_გულა და თეთრ_ფერა, გვირილები გაშლილ თმებში. შენი მზერა სითბოს მჩენი, ეშმაკური გაღიმება, სიყვარული გახსოვს ჩვენი, მოვარდნილი როგორც ვნება. ვჩურჩულებდით გახსოვს როგორ, მზემაც სხივი მოგვაფარა, მე ვიყავი ციცქნა გოგო, გვირილების დედოფალა. მოდიოდა გაზაფხული, თითქოს ჩვენთვის მოდიოდა, გრძნობით გვქონდა სავსე გული, თვალებს სულ სხვა ეშხი ჰქონდა. ჩვენი სახლი მთების კალთა, ნისლი თეთრი სარეცელი, აჩქარებულ გულის კართან, სავსე მთვარე, როგორც მცველი. ცეცხლისფერი სხივის ფუნჯი, ამბორს ჰგავდა მთიდან ნასროლს, გვირილები და ცა ლურჯი, ყველაფერი ცხადად მახსოვს.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.03.2015, 10:26 | Сообщение # 417 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აჟღურტულებულან გარეთ ჩიტუნები, იებს მოურთია თარო, შენ რა ცრემლიანი სახით იყურები, გარეთ აპრილია ქალო!
კვირტებს დაჰბერვია მკერდი ვნებიანი, მალე შეაწყდება ღილი, გარეთ აპრილია, ნაირ–ხმებიანი, შენ კი დამდგარხარ და სტირი.
გარეთ ნარცისების სიცილ– კეკლუცია, ხომ გსურს გვირილები თვალო, აპრილს შენი სახე ცრემლით ვერ უცვნია, გადი, გაუღიმე ქალო!
/ნანა მეფარიშვილი/
Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 11.03.2015, 20:39 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.03.2015, 10:27 | Сообщение # 418 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გარდავიცვალე, იყო თოვლი და მიძინებული სუნთქვა ვარდების, მზე მოდიოდა სადღაც შორიდან, დაღლილი წელთა მილიარდებით... მოჰქონდათ კუბო ზამბახისფერი, არარა ჩანდა მიღმა არეთა, და დღე ნისლივით სუსტი და თხელი - გარდამავალი ფერი ღამეთა... და იდგა ლანდი, - ფერმკრთალი ქალი, ლანდები ხშირი ყორნის ბოლოთა, ცა შრიალებდა, ვით იალქანი, შრიალებდა და ნიამორობდა. ზღვის სიმსუბუქით ზეცად ავედი და დავუტოვე შიში ნაპრალეს, ქართ ჩამოშალეს კუბოს ხავერდი და თოვლიან მთებს გადააფარეს.
ტარიელ ხარხელაური
Не предавайте верную Вам Женщину, Не допускайте мелочных обид... Любая, даже маленькая трещина - Разлом в душе, что жгёт внутри, свербит.
Молчать не стоит. Ваше равнодушие В ней убивает веру на корню. Веревкой к шее тянется удушливой. Не обижайте Женщину свою.
Не пожалейте слова на прощание, Когда покинете предел орбит. Оно согреет душу в час отчаянья, Поддержит и возможно исцелит.
Вам нежное создание завещано, Которое, очаг Любви хранит. Позвольте БЫТЬ ей, а не зваться Женщиной, Она за всё Вас отБлагоДарит!...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.03.2015, 20:40 | Сообщение # 419 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უფალო მომეცი ძალა და მადლი ლოცვისა, შენით გულის ავსებისა, სამშობლოს ერთგულებისა, სულიერი თვალების ახელისა, ნამდვილების შეცნობისა, ადამიანების სიყვარულისა, შენდობისა, მტერზე ლოცვისა, გაჭირვებულის დახმარებისა, მშიერისათვის ლუკმის გაყოფისა, პატიმრის მოკითხვისა, მიცვალებულთა მოხსენებისა, წინაპრის დაფასებისა, ქართველობის ღირსეულად ტარებისა, დუმილისა, სიმშვიდისა, ადამიანების სიყვარულის დაფასებისა, მადლიერებისა, მოყვასის გულის გათბობისა, ატირებულთან ერთად ტირილისა, მომღიმართან ერთად ღიმილისა, გლახის თვალებში ჩახედვისა, შეციებულის გათბობისა, სიკვდილის შიშის დაძლევისა, შვილების და ჩვენი მომავალისათვის ქრისტიანობის მაგალითის მიცემისა, დედის დაფასებისა, ემიგრანტების გულის გათბობისა, ალალი ცრემლით ტირილისა, ერთგულებისა, სიმართლის დაცვისა, ღირსეულის ღირსეულად აღიარებისა, მოყვასის სიხარულით გახარებისა, მტრის დარდის გაზიარებისა, ნაღდქართველობისა, სამშობლოში დაბრუნებისა... და კიდევ ბევრი, ბევრი სიყვარულისა...
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.03.2015, 20:40 | Сообщение # 420 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წამებით გამცდა ცარიელი მუზების ეტლი, შენც მოსვლა-წასვლის ნაკვალევით შემორჩი საგნებს, თუ სადმე შემხვდი სიყვარულზე ყველაფერს გეტყვი, იმ სიყვარულზე, გულის ყველა კუნჭულს რომ აგნებს.
დუმილი მაინც სხვა ძალაა, გახსენებს ვინ ხარ, უთქმელ ფორიაქს ვერასოდეს დავუშლი ამ სულს, შემორჩი ხელებს, როგორც ლექსად ნაძერწი თიხა, და თითქოს უკვე აღარ მშვენი უიღბლო ასულს.
ხასიათივით ამირია ეს ამინდები, როცა შენ იყავ, ქარიშხალიც ვერ მაშინებდა, ისევ დაგეძებ ძველებურად, ისევ მინდები, გრძნობების ცეცხლიც არ იქნა და აღარ მინელდა.
ჩემი სარკმელი სულ არ მოჰგავს პოეტის სარკმელს, დაჯღაბნილ ფურცლებს პულსაცია არც კი ემჩნევა, უბრალოდ ლექსებს მივეჩვიე, სურნელებს მაკმევს, სჩანს გრძნობასავით ყველაფერმა იცის შეჩვევა.
არ დასცხრე ჩემში სიყვარულო, არ დამიწყნარდე, იდუღე მიდი, ამოხეთქე გრძნობების ლავა, თუ გულში ცეცხლად ანთებულხარ, ბოლომდე მწვავდე, ის გრძნობა რაა, თუ კი უცებ მოვა და წავა.
|
|
|
|