ნანა მეფარიშვილი
|
|
nukria | Дата: კვ, 01.03.2015, 23:01 | Сообщение # 401 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა რა ვქნა, გაზაფხული შემომდგარა, შენგან ნაწყენს როცა მტკივა სიღრმე გულის, როგორ ვუთხრა ამ დალოცვილს ახლა არა, არვარმეთქი ხასიათზე გაზაფხულის.
ხომ გესმოდა კარს გვინგრევდა წუხელ მარტი, გულში გრძნობის სუბსარქისიც აღარ მიწყდა, ღმერთო ჩემო, ისე როგორ შემიყვარდი, რომ შენს გამო გაზაფხული დამავიწყდა.
მე ხომ ვიცი, როგორ უცდის ყველა ქალი, ნელ-თბილ წვიმას ახვედრებენ ფერმკრთალ პეშვებს, ამ გაზახულს ნეტავ რა აქვს შენი ვალი, შენგან ნაწყენს მუდამ ის რომ მანუგეშებს.
რა ვქნა, უნდა მოვიბრუნო მისკენ გული და ღიმილი მოვიქარგო ნება-ნება, ვერ გავუმხელ შენზე რომ ვარ გაბუტული, ვუყვარვარ და ვიცი ძლიერ ეწყინება.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 01:40 | Сообщение # 402 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აქ, ღამ-ღამობით აჩრდილი დადის, გარინდებული კედლების იქით, აქ, ღამ-ღამობით პოეტის ლანდი, ნესტიან წარსულს დაჰყვება ფიქრით.
აბრუნებს ბედი ცხოვრების ბორბალს, პოეტი ლექსით თუ კვდება ბოლოს, აქ, ღამ-ღამობით აჩრდილი ბორგავს და უჰაერო სივრცესთან ომობს.
აქ, მაღალ ჭერზე აბლა-ბუდებში, ჩაქსოვილია ძველი ღირსება, ისე ვით ლექსი გულის ბუდეში, ცისფერი ყანწი სისხლით ივსება.
ყოველ ბინდისას სხვაგვარი ფორმით, მიჰყვება ძველ გზას, დარდი ატყვია, ნაცნობი ქუჩა ცამეტი ნომრით, ვით მეცამეტე ვაზნაში ტყვია.
გასასვლელს ეძებს პოეტის ლანდი, სიმართლე ბოლო სავალს ანათებს, აქ, ღამ-ღამობით პაოლო დადის და სულის ადგილს ამისამართებს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 13:43 | Сообщение # 403 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებს აგინთებს და ისე გაგაბავშვებს, ნებით საკუთარით ტყვედაც დაურჩები, ისე გაცეკვებს და ისე გათამაშებს, შენზე ჭორაობდნენ ბაღში ალუჩები.
დარდზე მოგერევა, ისე აგამღერებს, მზერა ყველას ღიმილს მისად დაიგულებს, ძილსაც გაგიკრთობს და მერე ათასფერებს, ყოველ ცისმარეზე გიძღვნის თაიგულებს.
კვალზე გაოცებულ ქუჩას წამოგკიდებს, ირგვლივ სხვანაირი ფერთა გამებია, გინდა გააგონო ქვეყნის კიდით კიდეს, ასე არასოდეს რომ არ გყვარებია.
ჭექა-ქუხილისაც აღარ გეშინია, ჭორი არ გადარდებს ბევრჯერ ყურმოკრული, ალბათ იტყვიან რომ ვიღაც შეშლილია, როცა გზას მოჰყვები წვიმით გალუმპული.
ზამთარს გაზაფხულად გადაგისხვაფერებს, ისე დაგიმონებს ტყვედაც დაურჩები, ტკივილს დაგავიწყებს, ისე აგამღებებს, შენზე იცინოდნენ ბაღში ალუჩები.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 13:57 | Сообщение # 404 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დადის და დაჰყვება იების სურნელი, სხვაგვარი კდემა და ღირსება სხვაგვარი, ტკივილი ყოველთვის აქვს განუკურნელი, თვალები მაინც აქვს გრძნობებით დამთბარი.
ნაზიც და ძლიერიც, ეს მისი კვალია, ყვავილის ენაზე სამყაროს უმღერის, დედაა, ღმერთივით ნაქები ქალია, ამაყად გამწევი ოჯახის უღელის.
დადის და სურნელი დაჰყვება მაისის, გულს გახებს, განკურნავს სნეულის იარებს, თუ სადმე იმედის, სიცოცხლის ხმა ისმის, ქალია, დაჰქრის და ნუშივით შრიალებს.
აკვნებთან გატეხილ ღამეებს იფერებს, ეშხით აქვს აღსავსე უძილო თვალები, ამაყად დადის და ყელს ისე იღერებს, დედობას სხვაგვარად იხდენენ ქალები.
ცისკართან დგება და ლოცვებით ნამდვილით, სამშობლოს ავედრებს ზეციურ გამრიგეს, რამდენჯერ მხრებიდან შეხსნილი მანდილით, ხმალს ჩააგენინებს, მოშურნეს არიგებს.
დადის და სურნელი დაჰყვება მაისის, გულს გახებს, განკურნავს სნეულის იარებს, თუ სადმე იმედის, სიცოცხლის ხმა ისმის, ქალია, დაჰქრის და ნუშივით შრიალებს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 13:58 | Сообщение # 405 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხოვრება მიდის წლები გამოხდა, უწყვეტად ბორგავს ბედის ბორბალი, დავბერდი ცოტა, მაგრამ რა მოხდა, წლებს არ ვნებდები, გინდა მომკალი.
თავხედი სარკე მიმატებს ხაზებს, ურცხვად მატყუებს, არც კი სცხვენია, ნაოჭს მითვლის და ისე მაბრაზებს, სურს დამაჯეროს თითქოს ჩემია.
ცოტა დავქალდი, თუმც წლების მერე, მაინც ხომ მჯერა ზღაპარ–არაკის, დავდივარ ისევ და ყელს ვიღერებ, "ცოტათი" გავსცდი "ასაკს ბალზაკის".
ღამით თუ ოდნავ გამიკრთა ძილი, რა მოხდა, ვის არ აწუხებს სევდა, თუ მოსაცველელი არ შემრჩა კბილი და უსათვალოდ გაძნელდა ხედვა.
ხანდახან ძაფზეც ამიცდა ნემსი, განა დრო მუდამ გაგაღიმილებს, გამოებერა საფეთქლებს მყესი, ხელებშიც ვეღარ ვიჭერ გვირილებს.
სულ ტყუილია სახის იერი, გრძნობების წყაროს წლები ვერ აშრობს, გული არასდროს არის ხნიერი, ბავშვად მოდის და ბოლომდე ბავშვობს.
ცხოვრება მიდის, წლებიც გამოხდა, რად მითვლი ნაოჭს, ხომ არ გაგიჟდი, ცოტა დავბერდი, მერე რა მოხდა, არ იქნა მაინც ვეღარ დავდინჯდი.
დღეს მოკრძალებით მეძახი _"მადამ" ჩემში ის გოგო არ გეგულება, ქალის ასკიც იცოდე ადამ, მოგონილია როგორც ცდუნება.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 13:59 | Сообщение # 406 |

nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:00 | Сообщение # 407 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სუნთქვა მიჭირდა, შემომხვდი და აჩქარდა ფეთქვა, გული მტკიოდა, მოხვედი და მერგუნე წამლად, ვკაფავდი ნისლებს, დარდმა გული ამომიხეთქა, შენ გამოჩნდი და მივხვდი, მოსვლა მიღირდა ამად.
წყალი მწყუროდა, შენ მარგუნე სიცოცხლის წყარო, ზოგჯერ მციოდა, მოხვედი და გულიდან გავთბი, როცა მითხარი, ერთადერთო შენ მიყვარხარო, მივხვდი, ის ნატვრა ამისულდა, რომელიც არ ვთქვი.
გზა დამებნა და შენ შემომხვდი, გაკაფე სევდა, სიბნელის შიშმა ამირია ნაბიჯი ქალის, იცი, მანამდე ბარათებსაც არავინ მწერდა, ისეთ ბარათებს, ჩრდილები რომ ეყარა მთვარის.
ვეძებდი სიტყვებს, მოხვედი და ლექსებად ვგალობ, მზარავდა ბნელი და ტკივილი რომელზეც არ ვთქვი, მტირალი ვიყავ, შენ შემხვდი და სიცოცხლედ ვხარობ, მციოდა ზოგჯერ, მოხვედი და გულამდე გავთბი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:02 | Сообщение # 408 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტს ხელდახელ გაზაფხული მოჰყავს, უხარია, სწორედ იმად ანცობს, ლამაზ მკერდზე მიაფარებს ლოყას და სამყაროს ყვავილობას ამცნობს.
გაიღვიძეთ!_ ვერ იკავებს სიცილს, ამ მთებიდან გადასძახებს იმ მთებს, გაზაფხული ყველას უყვარს იცის, ამიტომაც დაჰქრის, ვეღარ ითმენს.
გიჟიაო მარტზე ვამბობთ წყენით, მაგრამ აბა მიდი, თავად სცადე, გაზაფხული რომ მოგყავდეს ხელით, თუ სიგიჟე არ აგაფრენს ცამდე.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:03 | Сообщение # 409 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამობიბინდა მოხასხასე მოლი ბარხატის, დედამიწაზე გაფენილი მწვანე ტატამი, კვირტებ– შეხსნილი სილამაზე მსგავსი ნახატის, ვარდისფერება სამოსელში მდგარი ატამი.
ყველა სულდგმული იოცნებებს ალბათ იმ წამზე, როდესაც ნატვრა აგიხდება ათი– ათიდან, როცა აპრილი დაგიხვდება დილით მიწაზე, გადმოვარდნილი ზეცის ლურჯი კაბის კალთიდან.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:37 | Сообщение # 410 |