ნანა მეფარიშვილი - Page 39 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:41 | Сообщение # 381
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა სასწაული აჯობებს
წყაროსთან ერთად ლხენასა
ან-ფრინველების მხარდამხარ
თავდავიწყებით ფრენასა
ან-შორეული ნათების
გულიდან გულში დენასა
ან-მონატრებულ ეზოში
რომ გაშლი ნაბდისძველასა
და გრძნობის მეათასედსაც
ვერ ათქმევინებ ენასა.

რა სასწაული აჯობებს
მზის საკრავების ჟღერასა
ან-მწვერვალების სიხარულს-
კრიალა ცაზე ელვასა
ან-უდაბნოში ღრუბლიდან
მარგალიტების ცვენასა
ან-სიცოცხლესთან კამათსა
(პასუხებს ამბობს ჭრელასა)
ან-დარდის არდაბერებას
და ასე გადარჩენასა...

რა სასწაული აჯობებს
გზას-არცა რისა ფერასა
და ქვესკნელიდან ამომყვან
ღმერთის ხმასა და მზერასა.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:41 | Сообщение # 382
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ხან წვიმაა, ხან ნისლი,
ხანაც ნაკადულია,
გირჩევნია ყველაფერს
როცა ძლიერ გწყურია.
//
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:41 | Сообщение # 383
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ერთი სიცოცხლე არ მყოფნის
ვხვდები,
ვერაფერს ვასწრებ, წარსულს ვბარდები.
მე, ყოველ დილით მუზებთან ვკვდები
და შუაღამისას კვლავ ვიბადები.

წინ მიდევს ვიწრო სავალი გზები,
ბურუსიანი,
სხვა რომ ვერ ხედავს,
ყოველ აისზე მე ლექსში ვკვდები
და მუზებიდან დავსტირი ცხედარს.

უჰაერობა საშინლად მღლიდა,
ხშირად მოვჰგავდი ზღაპრიდან მოსულს,
მე ვცოცხლობ,
როცა სიკვდილი მინდა,
და ვკვდები მაშინ
სიცოცხლე რომ მსურს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 14:24 | Сообщение # 384
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი კვნესაც არ წამოგცდეს ქალო,
რა მოხდა რომ სიყვარული გემშია,
გული მაინც უნდა გაიხარო,
ცხოვრებაში ერთხელ ვის არ შეშლია.

ცრემლიც გშვენის, თუმც ღიმილი უფრო,
შორს ნუ ეძებ, ყველა სითბო შენშია,
ფიქრი უნდა გაათავისუფლო,
ბოროტისგან, რაიც ყველაფერშია.

სული უნდა განიწმინდო, სული,
რას დაეძებ, ხორცი მხოლოდ ლეშია,
სიცოცხლეს ხომ არ აქვს დასასრული,
უფალია, ვისაც არც რა შეშლია.

ქალო, ყველას არ დაუგდო ყური,
სიყვარული ნახე მხოლოდ მზეშია,
არ მოგბეზრდეს მარტო სიარული,
სთქვი,
ამაშიც სხვანაირი ეშხია.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:14 | Сообщение # 385
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიცოცხლე ჩალის ფასია,
სახსენებელად ნეტავი თუ ღირს,
გული სამშობლოს დარდით სავსეა
ძალზედ მძიმეა ტარება უღლის.

ისეთ წყალობას ვინ მარგებს ბეჩავს,
განა მტერს ნატვრას გავუხარებდი,
ჩამოვიხსნილი დიაცის ლეჩაქს,
სულს წამითაც არ დავუხანებდი.

მწამს ზვარაკობა ღირსთა ხვედრია,
წუთში ეტევა სოფელი ერთი,
იქნებ სიცოცხლე მართლა ბედია,
როს სამშობლოსთვის იწირავს ღმერთი.

(შენც დაიბადე ქუხილით თოფის,
და მუდმივად გჭრის ბედი თავხედი,
მთავარი განა წუთია ყოფნის,
მთავარი არის, როგორ წახვედი.)

მარცვალი მინდა წყალობის მსგავსი,
სული ხომ მუდამ იმედით მენთო,
ჩემი სიცოცხლეც კაპიკის ფასი,
დაგჭირდებოდეს ნეტავი ღმერთო.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:15 | Сообщение # 386
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეც ღვთის გლახა ვარ,
გულგაწვდილი წყალობას ველი,
ნამცეცი სითბო მომიტეხეთ
ქრისტესმიერი,
თავს არ იშუშებს ჭრილობები
ესოდენ ძველი,
გულ და გულ დამაქვს სიყვარული,
დარდით ხნიერი.

შემომეძონძა სამოსივით
ნატვრა, ის ერთი,
მახსოვს ვიხდენდი კაბას ოდნავ
მუხლს რომ ფარავდა,
გამომშრალ ღაწვებს სადარდელი
შერჩათ ისეთი,
დღეს ჩემი კაბით თავს
იწონებს ძველი კარადა.

ბოლო იმედი
შეფარული დამაქვს უბეში,
სველ წამწამებზე შევაკიდებ
სირცხვილის რიდეს,
მეც ღვთის გლახა ვარ,
ვზივარ ქუჩის ნაცნობ კუთხეში,
წინ ჩემი გული
გაცვეთილი ქუდივით მიდევს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:15 | Сообщение # 387
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმდენ სიმღერას დაგიწერ,
იმდენჯერ აგიმღერდები,
ჩვილიან აკვნებს დაგირწევ,
არასდროს დაგიბერდები.
იმდენ ალიონს მოგირთავ,
წამით არ ამოვიკვნესებ,
გულს ამოვიღებ, მოგიტან,
გიღიმილებ და გილექსებ.
სულ მისხალ–მისხალ მოვითხოვ,
დაჭრილი მიწის მტკაველებს,
ხელს შემოგხვევ და მოგითბობ,
ცრემლებით დამბალ მთა–ველებს.
იმდენ სიყვარულს აგიხსნი,
ღმერთიც კი გაკვირდებოდეს,
სულს განაცვალებ, დაგიხსნი,
რამე არ აგტკივდებოდეს.
იმდენჯერ აგიმღერდები,
ყელს ძარღვებს დავაჭიმინებ,
არც ოდეს დაგიბერდები,
სამშობლოვ, შენი ჭირიმე.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:16 | Сообщение # 388
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი - ზღვა...
ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი - ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა. /ვახუშტი კოტეტიშვილი/
აჰყვება ქედებს
ნაგვალავი მიწიდან ბზარი,
ამოიგმინებს მთა
მზის გულთან მყოფი სულ ახლოს,
თეძოს აითრევს დედამიწა
უწყლო და მშრალი,
რომ სნეულ ფილტვებს
ბოლო სუნთქვა შემოუნახოს.

ცა მოიფარებს
ნისლიანი ფერის საწვამარს,
თავსხმისას როგორც ვიტყვით ხოლმე,
ზეცა პირს გახსნის,
მომაკვდავ მიწას მადლს აპკურებს,
მას ვერ გასწირავს,
ალავერდივით მიაწოდებს
წვიმიან სასმისს.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:16 | Сообщение # 389
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენჯერ ავენთე

რამდენი ღიმილი შემაკვდა ბაგეზე,
რამდენი იმედი,
და კიდევ რამდენის აღარ მსურს ამოყრა
წარსულის სკივრიდან,
საშინლად ვეწამე, ვიდრე დღეს
სიმართლის თვალებთან მივედი,
იმ მწარე სიმართლის
ფეხდაფეხ რომ მსდევდა,
ძვალში რომ მივლიდა.

რამდენჯერ წავედი, თან უკან მრჩებოდა
ფეხები…
და გული,
ჩემივე ორეულს რა აღარ ვაკადრე
ცრემლიან სარკეში,
მოვჭერი, რამდენი ნატვრის ხე
საკუთარ ხელებით დარგული,
მტკიოდი, და მაინც ძალა არ მყოფნიდა
გრძნობიდან გამეშვი.

რამდენი ვილოცე, სანთლიან ხელებზე
შემახმა ღვენთები,
რამდენი ვიტირე,
ყელი და ღაწვები ცრემლით დავიმლაშე,
დღეს თითქოს ჩამაქვრეს,
დამტოვა იმედმა, ვერაფრით ვენთები,
უღონოდ ვაგდივარ ჩემივე სხეულის
და სულის წინაშე.

რამდენჯერ მოწყვეტილ ვარსკვლავთან
ჩაგითქვი ოცნებად...და კიდევ,
ნაპირთან გითიე... (თუმც ზღვა სულ მაშინებს,
მე მაინც ვგმირობდი)
ფუმფულა ღრუბლებზე რამდენი ნატვრა
და ზმანება დავკიდე,
ღიმილს და სიხარულს შენთვის ვინახავდი,
ჩემთვის კი ვტიროდი.

მუზების ქარია,
მოდის რომ უგულო სამყარო დამეხოს,
გადაყრის ფოთლებს და
ხელებში დამრჩება ოცნების ნაშალი,
ცოტა ხნით თუ მაინც სიცოცხლეს შემოვრჩი
რად მინდა, ხვალე ხომ...
დამახრჩობს სიცივე,
ვით აისედორას წითელი თავშალი.

რამდენი ღიმილი შეაკვდა ბაგეს და
ლამაზი იმედი,
წლებით რომ აშენებ ნატვრების სასახლეს,
გენგრევა წამებში,
რამდენი ვეწამე, სიმართლის თვალებთან
სანამდე მივედი,
მტკიოდი,
და მაინც ო, როგორ არ მსურდა
გულიდან გამეშვი.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:17 | Сообщение # 390
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ცრემლებით მორწყულია მიწა ქართული,
რამდენ ტკივილად გაგიხდია მხარე წილხვედრი,
ჩვენ სხვა მისია გვაკისრია, მძიმე და რთული,
ჩანს ქართველობა შემთხვევითი არ არის ბედი.
ჰოი, დედაო, ესე ძალა სამყაროს მართავს,
შენ საქართველო შეარჩიე შენებრ მწუხარე,
მისთვის ნასროლი ყველა ტყვია გიჭრიდა კალთას
და სისხლის ნაცვლად გეღვრებოდა ცრემლი მდუღარე.
არ გვაპატიებს ალბათ ღმერთი ამ გულისტკენას,
ადამის მოდგმის შენ ხომ იცი ცოდვა და სევდა,
განსაცდელებმა აგვაცილა სხვა ბედისწერას,
როს საქართველოს დედაც გახდი, იესოს დედავ.
ნუ სტირ დედაო, ეგ ცრემლები გვიხსნის იარებს,
ქართველი კაცი უგულოა, ვინ იტყვის ამას...
და მაინც ვგავართ სინანულში დანაგვიანებს,
ამდენ წყალობას ვერ ვაფასებთ, ცოდვები გვძალავს.
შენს გარდა სხვა ვინ გვიმფარველებს, სინდისი გვეწვის,
დადიხარ ცრემლით, წმიდა ცრემლით მადლის მმოსავით,
შვილის წამება არ გაკმარეთ, ახლა კი შენს წინ,
დგას საქართველო ჯვარს გაკრული იესოსავით.
/ნანა მეფარიშვილი/
 
ძებნა:

მოგესალმები Гость