ნანა მეფარიშვილი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.02.2015, 14:43 | Сообщение # 371 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ** ჩემი ასაკი გასცდა ასეულს, საუკუნეებს ვითვლი წამებად, დროში თუ შევქმნი რამეს ფასეულს, ჩავთვლი კეთილის ახმოვანებად.
გამოვიარე ცხოვრების ომი, ვიყავ წმიდანიც, ვიყავ სატანაც, ზოგჯერ მიზანი დამირჩა შორი და გამიჭირდა თავის გატანაც.
ვცელავდი მუდამ ნაღმიან მინდორს, ხელებით ვკვალე სუყველაფერი, ჰოი უფალო, ნეტავი იმ დროს, როს სუფთა მქონდა პატარა ხელი.
მზე მიყვარს, მაინც სიბნელეს ვეტრფი, თვალებს მიჩრდილავს შავი მანტია, ვიყავი უტყვიც, ვიყავი კენტიც, დრომ კი არცერთი არ მაპატია.
იმდენ სხეულში დავიდე ბინა, ყველას ტკივილმა გულამდე გამცრა, ნეტავი ღმერთო გამაგებინა, რისთვის ვგოდებდი, შემეძლო არც რა.
ჩემს უმწეობას ვაგლოვე ყველა, შვილდაკარგული დედა თუ დები, დუმილმა ხორცი ამომისერა მე დღესაც ათას სხეულში ვკვდები.
ობლად გავზარდე მებრძოლი გმირი, მერე რომ მიწას გადაეკონა, დღეს მის საფლავზე ქალი რომ სტირის, ის ქალიც ჩემი თავი მეგონა.
ვიყავი მეფეც და დედოფალიც, ჩემი მშობელი მიწის ზვარაკი, ვიყავი კაციც, ვიყავი ქალიც, ათას ენაზე ვილაპარაკე.
გულში ნასროლი ტყვიაც ვერ მკლავდა, მაინც ვიარე კარგად თუ ავად, ზოგჯერ მძულდა და ზოგჯერ მიყვარდა, ვიყავ სატანაც და ღმერთიც თავად.
ხან ავედევნე ვნებიან ქარებს, წავგლიჯე საზრდო ჩვილს ძუძუმწოვარს, ახლა რომ ქუჩის კუთხე იფარებს, უდედოდ გაზრდილს, მწირს და მათხოვარს.
სულში იმდენის ტკივილი კვნესის, დავალ დამყვება ბოროტის ჩრდილი, რად მინდა ღმერთო ასეთი ლექსი, ვიცი რომ ვცოდავ, ვცოდავ და ვსტირი.
რამდენი ლოცვა კვნესად წამომცდა, ხშირად მონაზვნის სამოსსაც ვირგებ და ჩემს სიცოცხლეს, როგორც გამოცდა, ვით ჩავაბარებ, ბოლოს გავიგებ.
მადლიან პურზე შევაკლავ შიმშილს, ტაძრის კარებთან მიმყვება ფიქრი, წის სატანაა და წასვლას მიშლის, ცრემლით მილბება ნაკურხთი იფქლი.
ხან თუ დაღმართზე მიჭირდა ხედვა, ხან ვერ წამართვა ძალი აღმართმა, ეს მე ვიყავი ცხრა ვაჟის დედა, ცხრაჯერ რომ ბრძოლის დროშა აღმართა.
ნეტავი ღმერთო გჭირდები რაში, სუნთქვა მეკვრება, მიწაზეც ვერ ვძლებ, დავდივარ ახლა და სატანაში, უფლისგან დასჯილ ანგელოზს ვეძებ.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.02.2015, 14:43 | Сообщение # 372 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სამთავროს ეზოს მოსდებია მირონის მადლი და სისხლძარღვებად დაქსაქსული ადუღებს მიწას, სადაც საძვალე წმინდაა და ისეთი ნაღდი, რომ სინანული შეხორცებულ ჭრილობებს გიწვავს.
სამთავროს ეზოს ნატერფალი უფეთქავს ბერის, შეხება მათი გამოუთქმელს განიჭებს სითბოს, აქ ანგელოზი გამუდმებით ოსანას მღერის თავად უფალი დააბიჯებს და და ლოცვას ითხოვს.
ამეტყველებულ ბერის საფლავს შეახეთ ხელი, მოყვასო უფლის,მოწყალება ცოდვილთ გვარგუნე, სამთავროს ეზოს მოსდებია სინათლე მწველი, ალბათ აქა აქვს საქართველოს ცხელი საგულე.
წმიდა ალაგებს საფლავამდე მიჰყვება რიგი და კვნესის ცოდვა თავდახრილი, ცრემლიან ქვაზე. მოედინება უსასრულოდ აურა მშვიდი, შეიგრძნობ თითქოს,თავად ბერმა გამთხვია ჯვარზე.
მოვდივათ შიშით, ავადმყოფი სხეული მოგვაქვს, გოდებით შევთხოვთ განკურნებას სულის და ხორცის, არავინ უწყის გარდასვლამდე რამდენი დრო გვაქვს, წმიდა ბერისგან ველოდებით წყალობას ლოცვის.
შემინდე ცოდვილს,დამეცვარა კალამი ოფლით, უმწეო რითმებს საკადრისი არა აქვს პეწი, შემინდე მამა გაბრიელო ამაოდ ყოფნით. რომ სიცოცხლეში ვერ დავდექი მუხლებზე შენს წინ.
ახლაც კი ღმერთო,არ ცივდება არც ერთი წამით, წმიდა მეფეთა ნაფეხურზე მირონი წვეთავს, ქერუბიმები დაჰგალობენ დღითა და ღამით, წმინდანთა სულზე შემოხვეულ უძველეს მცხეთას.
გუგუნებს კვლავაც სამთავროში დედა ზარები, სათნო დედები საგალობელს უფლისას მღერის, გადაუხსნია ძირძველ ალაგს მძიმე კარები და წმინდა ბერი აღსარების სათქმელად გველის.
/ნანა მეფარიშვილი /
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.02.2015, 14:54 | Сообщение # 373 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთო, ქართველებით ამივსე საქართველო, რომ დილა ხვალისა მშვიდობით გაგვითენო, მიწა დამილოცე ტკივილთან წილნაყარი, ღმერთო, შენ მიცხონე წმინდანი წინაპარი. გოდება დაღლილი დედები დაგვიწყნარე, შვილები ბედნიერი ყოფნით გაგვიხარე. ღმერთო, გვაკმარე ტკივილ_განსაცდელი, ცოდვა_მორეულებს დაგვცდა დასაცდენი. ლოცვად ანთებულა ბერთა კელიები, ღმერთო, გაგვიღვივე სახლის კერიები. ხედავ, უფსკრულზეა ერი დაკიდული, ჭერი ჩამოშლილი, მიწა გაყიდული… კაცნი მოგვივლინე, კაცნი ღირსეულნი, არა ოქროზე და ვერცხლზე მისეულნი. ირგვლივ უჩინოთა მწარე ღალატია, ღმერთო, გევედრები ყველას გვაპატიე. თავი გვაპოვნინე, თავი დაკარგული, ენა აღგვიდგინე ქვაში ჩაქარგული, მიზნად დაგვისახე რწმენა და სიმართლე, ღმერთო, საქართველო წელში გაგვიმართე!
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 01:57 | Сообщение # 374 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ემს სიყვარულს სურნელი აქვს ნუშის, ახლოს მოხვალ, აგერევა გონი, ჩემს ოცნებას ხელს ვერავინ უშლის, როგორც იქნა დაგაჯერე მგონი.
წევს სარკმელთან ქანც-გაცლილი ღამე, გაზაფხულის შემომდგარა პირი, ნუ გგონია ნატვრით გადამღალე, ნუ გგონია, ისევ ისე ვსტირი.
ახლა კვირტებს გავიშლი და ნახე, რა სურნელად წაგეკიდო გულში, ატმისფერად შემეცვლება სახე, როცა სუნთქვას აგაყოლებს ნუში.
ჩემს სიყვარულს აპრილობა მორთავს, მკერდზე ახლად ამიყვავებს კვირტებს, გაგიჟდაო, ხვალე ვინმემ რომ სთქვას, იცოდე, რომ აღარ გაგიკვირდეს.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:29 | Сообщение # 375 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარულს ეძებ? ჩემს თვალებთან მოდი და ნახავ, შენივ თავს ნახავ, ჩემს მზერას რომ ნისლივით ბურავს... როდესაც ღამით კვლავ უსიტყვოდ, ჩრდილივით წახვალ, თან გაიყოლებ ჩემი დარდის ფერებს და ურვას.
სითბოს თუ ეძებ, ჩემს თვალებთან ახლოს მოიწი, ყველა დაფარულს ამჟღავნებენ ადრე თუ გვიან, თვალები გეტყვის როგორ გნატრობ და როგორ ვიწვი, თვალები მუდამ ყველა კითხვის პასუხს გეტყვიან.
თუ სხვა შუქს ეძებ, ან ვარსკვლავთა სხვაგვარ სინათლეს, იქნებ და ეს მზეც დაკარგული მთვარის ნეკნია, ჩემი თვალები უსათუოდ გეტყვის სიმართლეს, რამეთუ მათში შენი მზერის ანარეკლია.
ვის ჰყვარებია, სევდისა და გარეშე ურვის, ქალის თვალები ან უცრემლოდ უნახავ ვისა, შენში იმდენი მზე დავცალე, ნუღარ სთხოვ ნურვის, მე ჩემს სიყვარულს გავინათებ სანაცვლოდ მზისა.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:39 | Сообщение # 376 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ გიტირია ზეცავ, დილით მიწა გქონდა სველი, მთებსაც ნამის კაბა ეცვათ, ჰქონდათ მოღერილი ყელი.
ცას, მზე უბნევია მხარზე, ცრემლი რომ გაუშროს მიწას, დილაც შემომდგარი კარზე, რძისფერ სამოსელში იწვა.
წუხელ გიტირია ისევ, დილით დაღვრემილი გნახე, ცაო შეტრიალდი მზისკენ, უნდა შეგიმშრალოს სახე.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:39 | Сообщение # 377 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვთამშობდი დედობანას სულ ცოტა ხნის წინ, მყავდა თოჯინაც, ვითომ ჩემი რომ ერქვა შვილი... და ამ თოჯინას ჰყავდა მამაც, მეზობლის ბიჭი, გაცინებისას რომ უჩანდა მოცვლილი კბილი.
ჩვენ ვთამშობდით სახლობანას, როგორც დიდები, მებლანდებოდა ფეხზე დედის კაბის არშია, გავიზარდეთ და დღეს ერთმანეთს არ ვერიდებით, რადგან ბინძურად არასოდეს გვითამაშია.
/ნანა მეფარიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:39 | Сообщение # 378 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულ მინდა გულში კოცონად მენთო, შენთან სიმშვიდის ფერებს ვბარდები, ჩემში რაც მეტად იზრდები ღმერთო, მე კიდევ უფრო ვპატარავდები.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:40 | Сообщение # 379 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თოვლი ზღვაზე
წავედი ზღვაზე, მინდა რომ ვნახო გაბაბთულ ზეცის ზღვასთან ანცობა, თეთრ თოლიების ზღვასთან წრიალი
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:41 | Сообщение # 380 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი ცრემლებით მორწყულია მიწა ქართული, რამდენ ტკივილად გაგიხდია მხარე წილხვედრი, ჩვენ სხვა მისია გვაკისრია, მძიმე და რთული, ჩანს ქართველობა შემთხვევითი არ არის ბედი.
ჰოი, დედაო, ესე ძალა სამყაროს მართავს, შენ საქართველო შეარჩიე შენებრ მწუხარე, მისთვის ნასროლი ყველა ტყვია გიჭრიდა კალთას და სისხლის ნაცვლად გეღვრებოდა ცრემლი მდუღარე.
არ გვაპატიებს ალბათ ღმერთი ამ გულისტკენას, ადამის მოდგმის შენ ხომ იცი ცოდვა და სევდა, განსაცდელებმა აგვაცილა სხვა ბედისწერას, როს საქართველოს დედაც გახდი, იესოს დედავ.
ნუ სტირ დედაო, ეგ ცრემლები გვიხსნის იარებს, ქართველი კაცი უგულოა, ვინ იტყვის ამას... და მაინც ვგავართ სინანულში დანაგვიანებს, ამდენ წყალობას ვერ ვაფასებთ, ცოდვები გვძალავს.
შენს გარდა სხვა ვინ გვიმფარველებს, სინდისი გვეწვის, დადიხარ ცრემლით, წმიდა ცრემლით მადლის მმოსავით, შვილის წამება არ გაკმარეთ, ახლა კი შენს წინ, დგას საქართველო ჯვარს გაკრული იესოსავით.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|