ნანა მეფარიშვილი - Page 35 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: ორ, 09.02.2015, 01:26 | Сообщение # 341
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლევ შამიცოტავდი,
ვხედავ მოგღლია მუხლიო,
წუხელის ისევ ბორგავდი,
გულზე მამედო მწუხრიო,
მაინც რარიგად ტკბილი ხარ,
არ დამიღონდე ყველაო,
გულზე ასხმული მძივი ხარ,
ჯერ არ შამწყდები მჯერაო..
შიშმა შეგიპყრო ნამდვილად,
იმად მაუკელ ძგერასა,
ნუ დანებდები ადვილად
უიღბლო ბედის–წერასა,
იცოდე ერთი მაგდენი
კიდევ გიპყრია ხელასა.
 
nukriaДата: ორ, 09.02.2015, 01:28 | Сообщение # 342
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაღალ–ფარდოვანს არა ვცნობ სიტყვას,
ბრჭყვიალა ნივთებს კაპიკად არ ვთვლი,
უბრალო იყო, რაც დღემდე მითქვამს,
უფრო უბრალო, ისიც, რაც არ ვთქვი.

არ ვიშველიებ სხვის ნათქვამ ფრაზებს,
ვაღმერთებ სიტყვას უბრალოდ მართალს,
თითს არ ვაყოლებ გავლებულ ხაზებს,
არ ვიმეორებ, ვიღაცის ნათქვამს.

არც დიადემა არ მომიხდება,
ერთი გვირილა დამატყობს ღიმილს,
ხშირად ნატვრებიც თუ არ მიხდება,
უბრალო ლექსით ვიყუჩებ ტკივილს.

ოქრო და ვერცხლი სათქმელად არ ღის,
მდიდარს ვარამი სხვაგვარიც ახლავს,
გაასვენებენ დოვლათით დაღლილს
და სასუფეველს ვერასდროს ნახავს.

ძვირფასი თვლებით რად მინდა კაბა,
როცა უბრალო ემოსა უფალს...
მე კი ცოდვილმა, რაღა ვთქვა აბა,
იმაზე მეტი, რაც არვის უთქვამს.

თვალისმომჭრელი მიყვარს სინათლე,
სინათლე , მხოლოდ სანთლების ცეცხლის,
უბრალო სიტყვით თქმული სიმართლე,
ხმა საკუთარი, სხვა რომ ვერ შესცვლის.

რამდენჯერ მიწას მოვსწყვიტე მზერა,
დავეცი...და ჩემს თავზე ვბრაზდები.
არ მინდა ლექსის ამაყად წერა,
არც მოფენილი ფიანდაზები.

ფიქრშიც კი, როცა გავივლე ავი,
ვინანე, ესეც ცოდვად გამყვება,
ზეაწეული, რად მინდა თავი,
როცა უფალი გვერდით დამყვება.

მართალი მზერით მინდა ვიარო,
ერთი გვირილა თმებში მშვენოდეს,
უფალო, ჩემში შენ იხმიანო,
და ამ უბრალო სიტყვის გჯეროდეს.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 01:03 | Сообщение # 343
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო იყო,
როცა სახლში სადილს ექვს კაცზე ვშლიდით,
ხშირად ისმოდა აჟღერება ფანდურის სიმთა,
იყო ხმაური, მაგრამ მაინც სამყარო მშვიდი,
ღიმილიც იყო და ლამაზად დათმენა ჭირთა.

ვერ ვეტეოდით ბუხრის პირას გაფენილ ნოხზე,
სხვა სიტკბო გვქონდა,
სხვა ღირსება, სხვაგვარი ვალი,
ფერ-ხვავრიელად ქანაობდა სარეცხის თოკზე,
ოთხი კაბა და, ორიც კიდევ კაცის შარვალი.

დრო იყო,
როცა გაღებული ვტოვებდით კარებს,
სოფლის ბავშვებით სავსე იყო ეზო და ოდა,
სულ სხვანაირი სითბო ჰქონდა ბებიას თვალებს,
მშობლების ღიმილს სხვანაირი ელფერი ჰქონდა.

ტკვილის კვალზე სიხარული ქცეულა ნაცრად
და ძველი სახლის კედლებს ბზარი უჩენს იარებს,
გარეთ კი, თოკზე ჭრელა-ჭრულა ტანსაცმლის ნაცვლად,
დღეს მხოლოდ ქალის ერთი შავი კაბა ფრიალებს.

აპრილობისას ჩვენი ბაღი ჰყვავოდა შვინდით,
ღამით მთვარესთან ვმთვარეობდით,
მზესთან ვმზეობდით,
დრო იყო, როცა სახლში სადილს ექვს კაცზე ვშლიდით
და ბუხრის პირას გაშლილ ნოხზე ვერ ვეტეოდით.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:32 | Сообщение # 344
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავხედი ქარი მოვარდა კვლავ და,
დავარცხნილ ნუშებს უწეწავს აპრილს,
მოგიტანს სათქმელს გულში რომ კლავდა
და შენს ფეხებთან ლექსებად დაყრის.

ნუ გერიდება, დაადგი ფეხი,
გათელე ყველა რითმა და სტროფი,
ნაწვიმარ მუზებს შეარყევს მეხი
და ავტირდები ულექსოდ მყოფი.

ღმერთო ეს ქარი რა თავხედია,
აუფრიალა კაბა გვირილებს,
ბოლო ფოთოლიც ალბათ ბედია,
როს ორგულობა გახსნის ტკივილებს.

ნუ განუძრცვავთ აპრილებს ნდობას,
თუ ცივი ბაგე ღამეს ლოშნიდეს,
საგზლად გაგატან გარითმულ გრძნობას,
იქნებ გზადაგზა სითბო მოგშივდეს.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:34 | Сообщение # 345
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხით გადათელე ღამე ნათენები,
სიტყვის თამაშია რადგან დაპირება.
თმებზე ჩაირეცხე ყველა ნაფერები,
სულ არ გაუჭირდათ შენი ატირება.

ალბათ ორგულობას ფასი გაუძვირეს,
გრძნობა დასაყრდენი სადღა გვეგულება,
ნამდვილ სიყვარულს კი გული გაუმძიმეს
რადგან ჩალის ფასი გახდა ერთგულება.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:35 | Сообщение # 346
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ერთხელაც მინდა დამასველოს მაისის წვიმამ,
საკინძე გახსნილს შემეფეთოს სახება შენი.
მერე ამ წვიმით დასველებულ თმებზე შემეხო,
ჩემს ბავშვურ გრძნობებს შენი თბილი ხელები შველის.

ერთხელაც ისევ მთელი ძალით მომენატრება,
მაისი, წვიმა, სიყვარულის ნაზი ფერები
და ავტირდები თუკი აღარ მომეფერება,
შენი სათნო და სიყვარულით სავსე ხელები
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:36 | Сообщение # 347
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს გულში მხოლოდ სიყვარულია,
სიძულვილისთვის არ მაქვს ადგილი,
მჯერა ცხოვრება შურის გარეშე –
ყოველთვის არის უფრო ადვილი.

თავისებურად ავკაციც მიყვარს,
იგი მსხვერპლია წარმართულ ჟამის,
სიცივეს სითბოს ვახვედრებ რადგან,
სიყვარულია წამალი შხამის.

თუკი მოსულხარ ამ ქვეყანაზე,
სიყვარულისგან უნდა იწვოდე,
შენი ცხოვრება შენ არ გეკუთვნის,
მოყვასისათვის უნდა იღწვოდე.

ავტორი გიული ჩქარეული
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:38 | Сообщение # 348
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალმა მითხრა, დაგყვებიო ფეხდაფეხ ახლოს,
როცა ეცემი,დარდიანი ვდგავარო შენს წინ.
არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს,
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვის.

მე გაგიკვალე გზა–სავალი, რას ეძებ კიდევ?!
სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი,
განსაცდელისთვის, თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე,
ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.

მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს,
მომენდე შვილო ,განაგდეო ავი და ბნელი
და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაყოფს,
მანამ მომყევი, თორემ მერე ვეღარ გიშველი.

უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,
დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე,
მე ვარო, ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას,
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე.

მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული,
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
სნეულებასა შინა მყოფებს მე თავად ვუვლი
და განსაცდელში ჩავარდნილებს წყალობით ვლოცავ.

მითხრა, რამდენჯერ არ მესმოდა ძახილი მისი,
განწმენდილ გზიდან მერამდენედ ვიბრუნე პირი,
თუმცა იყავი, ჩემი ხელის გაშვების ღირსი,
რომ მალამაზებს, მონანული როდესაც ვტირი.

ის იდგა ახლოს, ისე ახლოს.. და ცრემლის ზღვაში,
ვახრჩობდი წარსულს, დამქანცვოდა ყველა იმედი,
გასაცოდავდა მეტყველება და უფლის ხმაში,
გადაიშალა ყველა მადლი, თუნდაც მცირედი.

გადაეყვლიფა მუხლის თავებს ბინძური ცოდვა,
რად გინდა ყოფნა, თუ ამაო დღეებით ჰკლავდე,
ავკინძე ერთად უსარგებლო ცხოვრება ჰოდა,
უფლის ფეხებთან ცრემლიანი ხელებით დავდე.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:39 | Сообщение # 349
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკვე არ ვგლოვობ განშორებას, ვიშუშებ ტკივილს,
ვხედავდი,როგორ მიგატოვეს ჩემზე ფიქრებმა.
შენ არ იდარდო,არ ვაპირებ გლოვას და ჩივილს,
ვგრძნობ,უჩემოდაც ყველაფერი კარგად იქნება.

იქნებ,არ ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია..
თუ უსაშველო სიყვარულმა დაგაფრთხო რატომ?!
ალბათ წასვლაში დამნაშავე მაინც ქალია,
თუმცა აქ შენი გულცივობის კვალია მარტო.

და როცა ისევ წარსულისკენ გამირბის ფიქრი,
გულიც გამითბე და ცრემლებიც შენ მაფრქვევინე,
თურმე შენ გსურდა განშორება და გვიან მივხვდი,
მოხერხებულად ყველაფერი მე მათქმევინე.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 21:41 | Сообщение # 350
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავლიე ცოტა,რა მოხდა მერე,
სისხლს შევურიე შავი ზედაშე,
ყველა სათქმელი ლექსებად გწერე,
რარიგ გვიყვარდა ლექსი მე და შენ...
ვიმღერე ცოტა,რა მოხდა ასე,
ღვინოსთან ერთად გავტეხე დარდი
და ფიალაში პირამდე სავსე,
ტკბილ მოგონებად ბაგესთან მყავდი.
მოვირგე კარგად თამადის როლი,
თუმცა სხვა როლი ,მქონოდა მსურდა,
ვერ ვითამაშე ამაყი ცოლი,
რადგან სიყალბე საშინლად მძულდა.
ვიარე მთვრალმა,არვისთვის მითქვამს,
ცხელი ცრემლების სამოსი მეცვა,
დაკეტილ კართან ვიდექი დიდხანს
და მაშინ მგონი პირველად შემრჩხვა.
დაღლილ თვალებში ჩავხედე ბახუსს,
თუმც აისამდე ვეღარ ვიარე,
ბანცალ-ბანცალით ვტკეპნიდი წარსულს
და მივხვდი დროში დავაგვიანე.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость