გიო (ზედვაკელი) აბესაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 00:51 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაწვიმდა. დადგა ტბორი და ღელე. ქუჩაში მოდის მტკვარი და სენა. ვიღაცა ფიქრით გადაიღალა, ვიღაცამ ფიქრზე ჩამოისვენა. აფუნდა გუბე. წამართვა სმენა ამ ბაყაყების ხმამ და გნიასმა. თეთრმა ბროლიამ გზა გადასერა და წყალგადაღმა გვიმრებს მიაფსა. ხვალაც ასეთი იქნება დილა. ბჭობა არ უნდა. გასაგებია. ფანჯრის რაფაზე წუწუნებს წვიმა, გუბეში მწვანე ვასაკებია...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 00:52 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წერილი, ლექსად მი-წერილი
ბებო,ალბათ,მანდ მთვარეა,არა? მე რომ მიყვარს- ოქროსფერი მთვარე. ახლა სევდა სულში შემეპარა, ძველი ოდა ენატრება თვალებს. ბებერ ხარებს მოაქვთ, ალბათ, შეშა უდაბური და ნოტიო ტყიდან. დამასველოს შემოდგომის თქეშმა, შემოდგომით მთვრალი ვიყო, მინდა. ალბათ,დიდი ქეიფი აქვთ ფუტკრებს, ეხვევიან დახვავებულ ყურძენს. მოხუცებმა ჩემზე რამე თუ თქვეს, უთხარი, რომ არ ვივიწყებ ფუძეს. უთხარი, რომ მე მანდა ვარ ახლა, რომ ლექსებით ვეფერები მთა-ველს, მილიონიც რომ გაძლიოს კაცმა, არვის მისცე, არ დავუთმობ მტკაველს. მომიარე ორშიმოს და ქვევრებს სანამ მოვალ, სანამ მოვალ ბებო. მე ვიცოდე, მე ვიცოდე მერე, ფოთლებისგან გაძარცვულო მთებო...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 15:44 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პატარა ყანწით დავლიეთ ჭაჭის არაყი. *კინოს სახლის* ფოიე. არ გვქონდა თავი ხალხთან გაპრანჭვის, მათთან დელია-ოჰოჰოია.
და როგორც ყინვა,გვამტვრევდა ლექსი, შეგრძნება ახლაც სულზე მაცვია: რომ ზედვაკელი და რობერტ მესხი სოხუმმა ერთად გამოგვაცილა.
გულის მკვლელია თბილისი, როცა ზამთრის დღეები იჟამებიან . კი გახდნენ უკვე ხმელეთზე ოცის შენს ოთახში რომ ნიჟარებია.
თებერვლის ღამე ძაღლივით ამყვა, რამე რომ გკითხო,სულ ვერიდები. მიყვება შენზე ყანწი და ჯაყვა, და ზღვისპირელი სუვენირები.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 15:52 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიტყვები ბურდებზე კენკრაა, მერე მიდიან აშვებით პოეტები და კენკავენ, როგორც ნოემბრის შაშვები. ლამბავენ, ქსოვენ ან კერავენ ფრაზებს და აღწევენ სხვა პიკებს. თავისუფლებას ვერავინ ვერ იღებს მათსავით... კაპიკებს არასდროს თვლიან და თვლიან ,რომ სიკვდილი მდიდრებსაც გათელავს. ლექსებით უნდა იარონ: დღის მოკვლა... ღამის გათევა... კოცონი შიგნითაც,თუ გცივა, აანთე,გაკარი კვესივით ძმობა- ათასი უნცია ოქრო და მეტი ლექსები... გული სავსე და ხან ისე, გული სისავსით ხალასი. მახსოვს და გავითავისე, ჩემმა ძმაკაცმა თქვა ასე-
რომ ერთი გოგო ყავს პატარა, თითებით გაუთბო ხმელეთი. ასეა: ჩიტები გვხატავენ სუყველას პატარა ხელებით.
თბილი და პატარა ხელებით გვხატავენ პოეტებს ჩიტები.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 15:56 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოლო დროს რაღაც სასაცილოდ ვღელავ და არც კი ვინტერესდები ამ მიზეზით, სახელად -„ღელვა“. ნუ მეფერები,ომი მოვა და მერე მარცხი ჯერ ის იქნება: დამივიწყონ ხელებმა შენმა და მერე: ჰაერს-შენგან ნაჩვევ სახეზე თათუნს თბილი თითების-ვერ ვისუნთქებ: პირველი ტყია! იტყვიან ჩვენზე,სიყვარული მესმოდა მათი, მე ახლა ვდგევარ აივანზე,აგვისტოს თვეა და ხვალ ომია,ანუ სახლის კედლებში ვხვდებით კაცნაკლულები (როგორც ვიცით,ისეთი ზათქით) რუსეთის ნაკრებს.(დაღლილი და ბორჯღალო მხრებით) და სანამ დილა ინათებდეს, მანამდე დავთქვათ შეხვედრა სადმე,თორე ხვალე საზღვართან ახლო ვიწვები,თავზე დამაყრიან კასეტურ ბომბებს. თუნდაც იმიტომ ვერ ამყრიან ტანიდან ფარხმალს, ხელებში რომ არ შეგატოვო ასეთი გოგო ჩრდილო მთებიდან მოხეტებულ უსახურ ურდოს, გზა ჯანდაბისკენ უნდა მივცე,ვუქციო გვერდი. ვერ ვეგუები მიწისა და ჰაერის ქურდებს, მე მეშინია ცრემლიანი ქართველი დედის. ... ცა რუხი იყო,ქარი ყეფდა,მიღრნიდა მუხლებს მერე აყეფდნენ გოშიები გადაღმა შარის. მე მეშიანია,იმნაირად მეზისმრე წუხელ, მუცლით დაგყავდა ჩემი შვილი და გეცვა შავი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 16:29 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უბატონო (უპატრონო) სამშობლო
რაზე ვწერო ახლა მე, ჩემი ძველმოდურობა, რომ რამეთი დავმალო? თემა მინდა ახალი. ჯანდაბას თუ ბარდღალა მთვარე მომემდურება, სახეშეცვლილ ზედვაკელს ვარსკვლავები ნახავენ. უნებურად მოხდა, რომ სული ავაკიაფე, ჩემი მეგობარივით მომდის გასხივოსნება. რა ვქვნათ -გაგორებისას, ჯდება მარტო იაქე- ზოგმა ცრუპოეტებმა, ზოგმა დიდმა მგოსნებმა? მე ვარ ნაცარქექია,იმ დევს მე მოვერიე, ისე მიყვარს მზერით რომ დავანაცრო ღადარი, ვხმარობ რკინა-საკეცეს და მეტ ალეგორიებს, ამ ლექსისთვის ღორივით კისერს გამომღადრავენ. საწყალი საქართველო გადამფრენი წეროა... საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა, კაცმა აღარ იცის, თუ როდის მოიწველება, აიეტის ხარები ყანას როდის მოხნავენ... მზეზე მიჭირს დაწოლა...ცხელა..გადავირიე... დღემ ყურები დაიხშო და ცამ პირი მოკუმა. მზიან საქართველოში (ცოტა გასკვირია) ყველა გლეხის ბაბუას ბატონი ყავს მოკლული.
ასე დამრჩა ხელებში უბატონო სამშობლო... უპატრონო სამშობლო...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 16:36 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უკიდურესად თუ არ მიჭირს, აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს, არც- ნოველებს, საერთოდ- აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა! უკიდურესად თუ არ მიჭირს,არ მახსოვს ლოცვა, არც- წნევიანი დედაჩემი, არც- მამა, ძმაც- არ, ჩაძინებულზე ჩემი თეთრი ბებიის კოცნა, აღარც- მამული, აღარც- სახლი! და ვფიქრობ, რაც ვარ, რაც ვიარსებე, საკმარისი ეს იყო ნუთუ? თუ აწი რამეს ახალს ველი და ისევ "თუ" და... სოფელში მალე გემრიელად დაათოვს თუთებს, იქ არ ვიქნებით ბავშვები და არც თოვლის გუნდას ისვრიან, არც გზას ჩაამკლევენ სკოლამდე ფეხით, არც ღამის მგზავრებს დაუწყებენ ძაღლები ყეფას. ქალაქში:მყრალი არაყით და გამხმარი ძეხვით ერთ-ორ ძმაკაცთან თუ მოაწყობ საღამოს კრებას. თემებით- "უცებ აცივდება აგვისტოს ბოლოს" "თეთრებით (ოდნავ) გაძვირდება პური და ხორცი" ''არაყი ისევ ის ფასია,ჯანდაბას,თოვოს!'' ჭადრის ქვეშ, რკინის მაგიდასთან რა დალევს მოცლილს. ............................................................................. უკიდურესად თუ არ მიჭირს,აღარ ვწერ ლექსებს, აღარც- ესეებს,არც- ნოველებს,საერთოდ -აღარ! ვწერ მხოლოდ მაშინ,როცა დაღლით ვერ ვდგავარ ფეხზე, და უფრო ხშირად მახსენდება-ღმერთია მაღლა!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 16:37 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემ მეგობარს უნდა ალფრედ ნობელის პრემია და მეტიც-მილიონერის ჯიბე, იქვე ყველა სხვა მეზობელის, ყველა ნათესავის და ახლობელის გაოცების თუ რაღაც სხვის შედეგად აწეული ცხვირზე "რეიბანები", აივანზე კედლის ამოშენება, ზედ მეტალოპლასტიკური კარები. ჩემ მეგობარს პოეტობა მობეზრდა, ინტერნეტიც...კაფე...მიწერ-მოწერა. პოეზია ძროხა არის ღობესთან, ბებიამ რო გომურს მიღმა მოწველა. სიტყვა უნდა მოდიოდეს რძესავით ჩხურუუ,ჩხურუუ..ჩადიოდეს ვედროში. სილაღე და სიმარტივეც ეს არი, პოეტებიც ჩვენა ვართ და მედროშე ყველა საქმის დამითმია ლენინურ ეპოქისთვის. ამხანაგო,ნუ ღელავ! შენ დარჩები-ფედერიკო ფელინი კადრით-როგორ შეგაწუხა უღელმა!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 20:20 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალები უნდა დავხუჭო, გიყურო,მჩვევია ასე და წარმოვიდგინო სხვა ქუჩა, სხვა სხვენი, სხვა სახლის ფასადი. ქარია დილიდან ისეთი, მომინდა (რატომღაც) გათოვდეს. ბუხართან იწვე და მისმენდე, მეც, რავი-რაღაცით გართობდე. ასე ვთქვათ,მე ვიყო ლეკვი ან შენ -ფისო,თუ გაწყობს,რავიცი... მე გამშვიდებდე: ,,გეტკინა?" ,,შეგცივდა?" ,,ადექი", ,,ჩაიცვი". სულ მინდა გკოცნიდე თმახუჭუჭ თავზე, სურნელი მაბრუებს... და ისევ თვალები დავხუჭე. მოვიდე?.. ღამეა?.. რა დროა?.. მამძიმებს თუ რამე,ესაა: სიშორე ისევ და მანძილი. თავს ამ პატარა ლექსებით და მოლოდინით ვაძინებ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 20.05.2016, 20:22 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაც გაქვთ საერთო და აღსანიშნი შენ და ჩვენ ბანზე მცხოვრებ ფისოებს- მზეზე წოლას და კრუტუნს არ იშლით, ეს ზოგჯერ ისე სახალისოა, ვიღებ ნაჩუქარ ფოტო-აპარატს, ვტკბები ახალი ფოტო-მასალით. გიჟი პოეტი ,ხოტორათავა, ადრე დაწერილ ლექსებს გასწავლი. ეზოში... ხეებს შორის ჰამაკი, ჰამაკში- ლურჯი წიგნი გრანელის. გთხოვ, სიცოცხლეზე მელაპარაკე, თავს დავაჯეროთ მტკიცედ ბარემ ის, რომ სიკვდილს ჩევნთან ხელი არა აქვს, არც მოუხდება პოეტს გოდება. დღეს ჩემი ფიქრი თეთრი ფარაა, რომელიც მწვერვალს უახლოვდება.
|
|
|
|