კაპრიზი
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 20:00 | Сообщение # 141 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შუაღამე იდგა როგორც თამადა, კედელზე ქსელებს თხზავდა ობობა, სიმთვრალეს ისევ შეეკამათა, მუზა ქცეული ავადმყოფობად.
ოთახში ძველი ბჟუტავდა ლამპა, მთვარე ქვაფენილს უქსოვდა ყავარს, ქუჩიდან შორით ისმოდა სამბა და სიგარეტთან დასრულდა ყავა... . მიყვარხარ, მაგრამ ვერ გიმუღამებ, ოთახში ქსელებს წინდავს ობობა, როგორც თამადა იდგა შუაღამე და მუზა როგორც ავადმყოფობა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 20:09 | Сообщение # 142 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შუაღამე იდგა როგორც თამადა, კედელზე ქსელებს თხზავდა ობობა, სიმთვრალეს ისევ შეეკამათა, მუზა ქცეული ავადმყოფობად.
ოთახში ძველი ბჟუტავდა ლამპა, მთვარე ქვაფენილს უქსოვდა ყავარს, ქუჩიდან შორით ისმოდა სამბა და სიგარეტთან დასრულდა ყავა... . მიყვარხარ, მაგრამ ვერ გიმუღამებ, ოთახში ქსელებს წინდავს ობობა, როგორც თამადა იდგა შუაღამე და მუზა როგორც ავადმყოფობა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 21:41 | Сообщение # 143 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბრავისიმო დაწყებულა - წვიმით, ზეცამ წამით დაახველა მეხი და სექტემბრის ოცდაერთში, დილით - შემოდგომამ წამოიკრა ფეხი.
ერთი სიტყვით ყველაფერი ითქვა, ფოთოლცვენა უკვე აღარ იყო, და ისეთი შემოდგომა იდგა, რომ ცა მართლა ფეხად ჩამოიღო...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:01 | Сообщение # 144 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს დაღლილ სიცილს მოერია უკვე მთქნარება, მინდორში ვწევართ, მემართება გული ბოდლერის, თურმე თმებს ძალუძთ ყვავილების გაპიარება, ტყემ გამოზოგა ბოჰემა და ფლასი ფოთლების.
სველი ალერსი კერტებიდან ისევ აორთქლდა, ახერხებ ჩემი სურვილები თავად განაგო, გიცქერ მძინარეს და მისკდება ლამის აორტა, მიყვარხარ! სხვებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ.
სოკონაგროვებ პარკში ვკონავ გრძნობების რაზას, ისე ლექსებს ვწერ, ხოლო შენი მქვია პოეტი, და რა აზრი აქვს ამ სულელურ, მოგონილ ასაკს, მთავარია რომ გიპოვნე და გრძნობით მოვედი.
ტუჩებმოკვნეტილ ვნებებს მიაქვს კოცნის დიდება, ხუჭუჭი თმები ყვავილების ჯარით აივსო, ჩვენი დღეები სიყვარულის ბანგით ირთვება, ჩემს სურვილებში ნებივრობ და დიასახლისობ.
შენს დაღლილ სიცილს მოერია ახლა მთქნარება, ახერხებ ჩემი სურვილები თავად განაგო, წარბაწეული, ქალური და ჩემფერთვალება - მიყვარხარ! სხვებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:02 | Сообщение # 145 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიყვარულივით სდუმს სექტემბერი ნარიყალაზე... იცი ძალიან შემიყვარდა სიტყვა მე და შენ, მსურს ამ საღამოს პოეზიას წითელი კაბა ჩავაცვა, მერე ობიექტივს ფონად მივაკრა მთელი თბილისი... .
ახლა წამები უსასრულო გრძნობით ივსება, მაჯები ჩემი ერთი კოცნის ჟინთან კამათობს, ნარიყალადან მგონია რომ ღმერთი იწყება, და ძალუძს ჩემი სიყვარული შენში დაბადოს. .
იცი მე შემიძლია შენი კაბა, წითელი კაბა - ჩემს პოეზიას მუზად ჩავაცვა, ობიექტივს კი ფონად მივაკრა მთელი თბილისი...
სიყვარულივით სდუმს სექტემბერი ნარიყალაზე...
მიყვარხარ!...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:20 | Сообщение # 146 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კვლავ ქუჩებს მივყვებით მე და შენ თბილისის, მიღიმი ისე რომ ვნებდები სიმთვრალეს, მივდივართ ერთად და გვაცილებს ივლისი, მზე შენი დეკოლტით სველ სხივებს იმშრალებს.
ლუდი კი მეოთხე ბოთლია რაც უკვე, დავცალე და ოფლით დასველდა ხელკავი, სულ ცოტაც და მერე მთელ ქალაქს გაჩუქებ, მთვრალი ვარ ახლა თუ პოეტი ნეტავი?...
და სადარბაზოსთან ვჩერდებით, მიყურებ, ბინდდება, მინდები, ივლისის ოცია, შიშობ და გამშვიდებ - ვერ გვხედავს ვერავინ, დღეებიც ერთმანეთს ხომ ღამით კოცნიან.
აშკარად მთვრალი ვარ და ლუდსაც შეპარვით შენს თხელ და ვარდისფერ ბაგეებს ვაყოლებ, იწყება მთვარე და ბებერი მთაწმინდა მსუბუქი ნაფაზით მკრთალ ნისლებს აბოლებს.
ვიგონებ გარდასულს და ისევ სიმთვრალეს, ვნებდები, ღამდება, ოცია ივლისის, ვეწევი, ვახველებ ფილტვების სიმყრალეს და ასე მიყვარს და არ მიყვარს თბილისი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:31 | Сообщение # 147 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს, ქალაქს დაეტყო აციება, მზის აღარ მოსჩანს ნატამალი, ცრის. ალკოჰოლიც გაცილებით, მღლის, უნიჭობის გადამალვით...
ჩუ!.. ღამით როგორ უთოვია! გულს მოწყვეტილი შეხამებით - თუ ვერ დავასრულე უტოპია, მძულს, მაგრამ ისევ მეყვარები!...
კვლავ ღამეების შეჯამებით, ვკლავ მხოლოდ მაშინ თუკი მნებავს, მზრდად სიგარეტით მოჯარებულ, ღრმად აჩქარებულ "მუზისცემას"...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:35 | Сообщение # 148 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს თვალებს სათვალე გიმალავს შავი, ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს, შორს შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.
ვეწევი, მიცქერ, არ ვიმჩნევ თითქოს. ზღვამ დაახველა ვეება ტალღა, ლოყაზე უცებ ვიგრძენი სითბო, და კოცნის ექო გაიბნა სადღაც.
ზურგზე კენჭების გატყვია ზოლი, ვისვრით მუღამებს, უფრო ვხურდებით, ქვებმა გაფანტა ტალღებში რგოლი და იზეიმა ბაყაყურებით...
ასე ბავშვური მოგაქვს სიანცე, ასეთ ლაღსა და ასეთ ნებიერს, ზღვიდან ოცნების ზღვაში მიტაცებ, და პოეტობას მაფიქრებინებ.
მზე სექტემბერის, - ჰორიზონტს ბინდავს, მკერდზე კი შენი მეკვრება თავი, ნაპირზე ვწევართ, გავსცქერით ბლინდაჟს და შეუმჩნევლად ქანაობს ნავი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:45 | Сообщение # 149 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ამ ცხოვრებას დავეკარგე, არ ვიცი სად ვარ... რაც გამივლია ავდგები და ცარცივით წავშლი, სხვა გზა არ არის! - შენთან ახლოს ვიყო და მზად ვარ, რომ ისევ ვჭამო აკრძალული სამოთხის ვაშლი.
*
ვხედავ მოხუცი ბავშს ქუჩაზე გადაჰყავს, ერთობ - სასიამოვნო სანახავია ვყოვნდები ქარში, მადლი? რა მადლი? აი თურმე სად ცდები ღმერთო, ხალხს ჰგონია, რომ პირიქით, - მოხუცს გადაჰყავს ბავშვი...
*
შენს სიყვარულში გავუცვალე სული სატანას, აშკარაა რომ ძველებურად არ მეწერება, წელს ცამ სხვაგვარი იანვარი ჩამოატანა, წევს ოთახებში ხელოვნური ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.12.2016, 22:52 | Сообщение # 150 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოთახს ალკოჰოლის სუნი აუკრიფავს, ხეებს დასწვდომია ქართა ბატალია, მსგავსი ნოემბერი ჩვენი განშორების, პოეზიისა და ზამთრის ბადალია.
იყო შემოდგომა... - რაღაც უსაშველო, მაშინ დაგკარგე და რაღა დროისაა, წასვლაც არაფერი, თუნდაც უსახელოდ, ვშიშობ პოეზიაც შემოდგომისაა...
ალბათ გათოვდება, გარეთ ხმაურია, ზუსტად არ ვიცი და ვგრძნობ რომ მღალატობენ, ლექსი? (მეცინება) – ლექსის ტრაურია, იქნებ გიჟი ვარ და შენს თავს არ მანდობენ...
დაე ბედი იყოს, უკვე მერამდენედ - ისმის საშინელი ქარის მისტერია, მინდა სიყვარულსაც ლექსით შევაბერდე. ჩემი პოეზიაც - შენთვის მიწერია!...
|
|
|
|