კაპრიზი - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კაპრიზი
nukriaДата: ხუთ, 08.12.2016, 22:56 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ არც მაქვს ხებერი და
იქნებ კიდეც ვაჭარბებ,
ლამაზ ციცას რომ დევნახავ,
მაინც წევიაჭარლებ.

წყალი ნაფოტს ჩამოიტანს,
ალვის ხის ჩამონათალს,
ზვინში თივას გავაფენ და
ყარდაშ! ციცას მოთაფლვას -

ვერ მასწავლი, დიმიყურე,
გეტყვი ლამაზ ფანცქვალას,
თუ რა მოსწონს, რა უნდა და
ეს გულიც ენაცვალა.

ლამაზ გოგოს რომ დევნახავ,
წამსვე გულში გამიარს,
ჩემი ზვინი მირჩევნია,
"ჰოტელს" - ხუთვარსკვლავიანს.

ზამთარ-ზაფხულ ვიწიწინებ,
ვიარ ყანებს, მდელოებს,
ციცას ვნახავ? - აჭარულად -
წავი ალენ დელონებ.

მერე სოფლის ბორჯგი ბიჭებს,
მუშტში გევეჯიბრები,
გავლახავ თუ გამლახავენ,
კვლავ ამფერი ვიქნები.

ციცა, ციცა, ისვენ ციცა,
ფიქრით ვეღარ ვიძინებ,
ისევ ისე ვაჭარლობ და...
ვწიწინებ და ვწიწინებ!...
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 06:44 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
ყველაზე სულის ნაწილებს, ყველაზე ღრმას და მიუღწევს, ერთი
სული აქვს გასცილდეს ტანს და ვარსკვლავებს მიუწვეს. ყველაზე
ცოდვის ატანას,ყველაზე უხმოდ ტარებას, მე დავამარცხებ სატანას
ძილში კოშმარულ ზმანებას. ყველაზე უთქმელ ტრფობას და ყველაზე
ფარულ ამბორებს, შევხვდები ტყემლის თოვასთან ჩემი ლექსების გამ
გონეს. ყველაზე თეთრი ფანტელის ყველაზე ცივი შეხებით წელში გამ
ტყდარი სანთელის ცოდვილ ვედრებას შევხვდები. ყველაზე სევდის გა
ძლება, ყველაზე ტანჯვის ლახვარი, ცისფერ ვენებში დაძვრება სისხლი,
უგულოდ ნახმარი. ყველაზე დედის ლოცვებმა, ყველაზე იავნანინა, დღეს
მიმატოვა ოცნებამ ყველაზე ჩემიანიდან. ყველაზე ტრაგიკომედის ყველაზე
ამტან ჰისტრიონს სჭირდება ძალა კომეტის, რომ თქვენს სურვილებს მისდიოს
ყველაზე დიდი ბიძგიდან, ყველაზე გულის ნაწილი მჭირდება დედამიწიდან ცას
გასაფრენი მანძილი.
//
ქართველობამ დამამარცხა, დამმორცხვა... ჭუჭულები ისევ გაგვითამამდნენ...
ვის შევჩივლოთ?! _ რუსთაველი გაცოცხლდა! მიღება აქვს 11-დან 3-მდე.
განაჩენი სწორი გინდათ, თუ გიყოთ _ შეეცადეთ, რომ მიხვიდეთ უნიღბოდ.
სადღაც მწვერვალებს აუტეხავთ დავა ერთ-ურთში სადღაც სისველით დანაბინდებ
ნისლებს ელიან და რომ შევცურო თარაშივით ახლა ენგურში ნეტავ ღმერთები ჩემს
სიგიჟეს რას უშველიან სადღაც სასმისებს გადადიან ხელიდან ხელში სადღაც ირაო
შემოხაზა არწივმა ცაზე მოსწყდნენ ზვავები მყინვარიდან დაეშვნენ ხევში სვანური
ეშხით დანაჭექებ ლილეოს ხმაზე სადღაც ვაჟკაცი ისე უცქერს თითქოს ემდურის
ქალიშვილს ვინმეს მზეთუნახავს ბროლის ყელიანს სადღაც დაჭრილი ცხოველივით
ბღავის ენგური მთებში ტყეები საუცხოო ჰანგებს მღერიან და ვდგავარ ასე მოზღვავებულ
გრძნობებით გულში მთელი სვანეთის სათქმელს ვეტყვი ლექსს მეშველიანს და რომ შევცურო
თარაშივით ახლა ენგურში აბა ღმერთები მე უბედურს რას მიშველიან თოფს და ისარს ხელს
ნუ ახლებთ, ჭალაში რომ ძაღლი მოჰყეფს, ძველ თბილისში აფრენს სახლებს - გორგასალის
მამალ ხოხბებს...
//
დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს, სიონში შევიდა და... შეკრთა სანთელი...
გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა, როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!
სიონში რა გინდა, წილი ნაყარია! ღვინო სვი, თუ სუსხი გაგიჯდა იანვრის; ვაგლახ!
სიყვარული სულ სხვა ლახვარია, _ ვაჰთუ, გააწბილოს თვით ორბელიანიც!.. ნუ შეემს
ჭვალები ქალსა ბანოვანსა, გულის დამტყვევნელსა ნუ ეტყვი გულის ჭირს; გრიგოლ!
ჩოქვით ისმენ დასთა გალობასა, გრიგოლ! არ გქონია ბედი სიძულვილშიც!.. როგორ
დაგიჯერონ, თვალებს რომ გინამავს ცრემლი და... ჩუმჩუმად ილევი ვაჟკაცი, როცა
დაღესტანში დაღესტნელ იმამებს დაღესტანს ავიწყებს შენი ხმლის კაშკაში!.. შენ ერთმან,
მრავალგზის სიკვდილს ჩაუარე, თუმცაღა სიყვარულს ერთი გზა ჰქონია! აწი _ რას მოელი
ამაზე უარესს?! აწი _ ბედისწერას დაუხვდი ღონივრად! დაჯექ და მიენდე გულის ხმას რიხიანს,
ლექსებში ნურასდროს იქნები გულგრილი. რადგან სიყვარული ისეთი ბრიყვია, _ ფეხზე დაიკიდა
ღენერლის მუნდირიც!.. დარდი დასტყობია ყაბახის ფალავანს, სიონში შევიდა და... შეკრთა სან
თელი... გრიგოლ! სიყვარული რა დარდუბალაა, როგორ წაგახდინა ამხელა ქართველი?!
//
ვუმზერ საყვარლად მოსაუბრე ცისფერ ჩაიდანს სოლოლაკის ხედს ორთაჭალას ბებერ მაიდანს
ზარმაცების ხაშს მივაკითხო ახლა იქნება ნაბახუსევზე კაცმა რომ თქვას არის მისწრება სახლში
არ მინდა ჟინი მიტანს სადღაც გავლაზე დამირეკავდეს ნეტა ახლა თემურ შავლაძე ირევა ქუჩა
აზელილი მტვერში ხმაურში ფული რომ მქონდეს გავიგიჟებ თავს გუდაურში რუსთველზე გავალ
ქუჩა ვნებით ნამთვრალევია, რა ქედნის წელი რა თვალები რა ქალებია თუ არაფერი გამოვიდა
ნახე სიბრაზე, წავალ ერთს მაგრად გამოვთვრები მაგათ ჯინაზე
//
პოლიტიკამ ლექსები სულ ჭიტლაყით გააგდო მთავარ ავანსცენიდან, თითქოს ქელეხს ვესწრებიდა
ამაზე არა სწუხს მოზეიმე თემიდა. ადგა ლიუციფერი, მიღებაზე ხელმწიფის კაბინეტში შევიდა. ჰოდა
ფრენის სანაცვლოდ მხოლოდ ხოხვას ვისწავლით, თურმე ამიერიდან! და სუფრიდან მორჩენილ
სამათხოვრო ძვალსა ხრავს სანაქებო ელიტა.
//
მიწიერი ვნებანი უკვალოდ გაქრა, ვისღა ახსოვს მაშინდელი თავსახალი, ზღაპარ-ქალაქი აგრაც დაი
ჩაგრა, მაგრამ ვით სიყვარულის ქვადქცეული სული მაღალი დგას ტაჯ-მაჰალი.
//
ვიცი სიკვდილი ახლა შვებაა... მიწის თუ ცისკენ სწრაფვა სულერთი. სულ ყველა ცნება,უფრო რჩევაა
მღვდელის, ბრძენის,თუ ვიღაც სულელის. ვიცი სიკვდილი ახლა შვებაა... მის მოსასვლელად დიდხანს
ვილოცე, უკვე თენდება დილამ კი მამცნო: „თქვენ სამწუხაროდ მოგესაჯათ მაინც... ს ი ც ო ც ხ ლ ე !
//
"სვეცკობა" თბილისში, ატარებ აიფონს შპაკლივით დაიდებ ტონალურს სახეზე, იცი რომ ძერსკი ხარ,მთ
ელს თბილის დაიპყრობ სასტუმროს ოთახი გგონია კაპეზე... "სვეცკობა"თბილისში,ბოტასი ქუსლებზე სტ
ატუსი "აუ დღეს რა მაგრად გავერთე" დამალვით ბიბერსაც ხომ უნდა უსმენდე "რეფლეი"ექნება ვიდეოს
ღამემდე... "სვეცკობა" თბილისში,სიშტერის მოდაა იძახი ერთი ვარ, და გინდა გაბევრდე... ამბობ რომ
ვინც მოგწონს, ძალიან ცოტაა ქუჩაში გამოსვლა დღე როგორ გაბედე... უცნობის მანქანით მთელი დღე
"კატაობ" დაქალი გირჩევს რომ, შენ უნდა გაჩერდე პასუხი გექნება, რა გინდა ღადაობ? და ისევ ხოდზე
ხარ, არასდროს დანებდე. "სვეცკობა" თბილისში, ბავშვები ჩნდებიან "საიმში" არა ხარ გუშინ სად გაერთე,
დრო და დრო, თან და თან, ყველანი ქრებიან რა არის "ტიპობა" ? ჯობია გაერკვე შენ მხოლოდ " სასტავში"
ეწევი მალბოროს დამწვარი თუთუნის ბოლს გინდა გაექცე, მე მინდა ქალაქი რომ აღარ ამდოროთ "სვეცკობა"
თბილისში არ არის " მთლა ესე".
გესმის, არ მოვკვდები არა, არც შენ განაცვალებ თავს, გადავალ ქსანსა და არაგვს, სანთლით ამოვირჩევ ქმარს
. მთელს ფშავ-ხევსურეთში ცნობილს, სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს, დავტოვებ ქალაქელ დბილთ და დავესა
ხლები არხოტს... ისე გავაკვირვებ სოფელს საჩვენო ქალ არსო-თქვას, გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს ვისწავლი
ქსოვას და რთვას... დილაბნელს არაგვზე ჩავალ, მოვიტან წყვილ კოკა წყალს. ქმარს გზას დავულოცავ სავალს,
საძოვრას გავრეკავ ცხვარს... ძროხებს გავაყოლებ ნახირს, გავიგებ უმი რძის სუნს. ჭრელ წინდებს დავუქსოვ
ბალღებს, არც ერთს არ დავწყვეტ გულს. საღამოს სახინკლეს მოვზელ, მოვწველ ძროხას და ცხვარს, მერე
სათიბიდან მოსულს, სასთუმალს დავუგებ ქმარს, ბუხარში მოვხარშავ ხინკალს, ის მომთხოვს შინაურ ლუდს,
მივშლი იქვე ცეცხლის პირას, ბავშვების სასთუმალს ხუთს... ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას და არ დავნებდებით
ძილს, ის მეტყვის ორიოდ სიტყვას, ძალინ ნაზსა და თბილს... მე ის მეყვარება ვიცი, არ დავემდურები ბედს, ჩემი შეშურდება ყველას, ყველას-შენი ცოლის მეტს... ისე ვუერთგულებ ქმარ-შვილს, გულს არ გავაკარებ იჭვე და შენს მოსახელედ გავზრდი, პირველ თვალხატულა ბიჭს!
//
ლეთეს რად მიხვალ, ქალო?... რომში ჩამოწვა ნისლი?... ვესტა ცოდვებით წვალობს...გსჯის ვისთან ახლოს მისვლით?... შორს მიურბისო თვალი, ვესტალიას ცა დასჯის. ლეთეს მიდისო ქალი, მიაცილებსო ქაჯი... ვესტას მაქცია ქალო, მზე ფეხქვეშ დარდებს გიფენს. როდემდე გინდა, მალო ეგ მონატრება მწიფე? ვიცი, დაგღალე, ჩემო, მეტასტაზივით გერჩი. შენსას ვიფიცებ გემოს, მოხვალ დაგხდები ლენჩი... გულებს თავს კელტურ ვესხმი, სტიქიად მომაქვს თავი, მიხმობ, არარა მესმის, ხასიათი მაქვს ავი... არადა, შენგნით ვბორგავ, შენთან დრო ჩქარა გარბის... თმას რომ აიკრავ ოდნავ, გაგეზიდება წარბი. შენი სურვილით ვმზეობ, შენით ბევრ სიკვდილს ავცდი. შენ ცამ დაგლოცა, მზეო, ტიტანებისთვის გაჩნდი... კელტური სისხლი ჭარბობს. მტრისას ვისხლიტავ მახეს. ვესტა თავისას ამბობს! გუშინ სიზმარში გნახე, ისევ გითვლიდი ხალებს..ვასვასა თმების გროვას... ლეთეს რა უნდათ ქალებს?! ახლა ვნებების დროა! ლეთეს ნუ მიხვალ, ქალო, უშენობაა მძიმე და მონატრებით წვალობს ჩემი ცოდვების მღვიმე...

დილამ კამარა მოიქამარა ექურუმება აისის ტოტემს აათოთინებს ქარი ქანარა მზით ნათამამებ ალუბლის ტოტებს აპრილს შეუკრავს ფერთა კოლაჟი მირამორაში ჯეჯიმად მოჰფენს და გაზაფხულის ქართაქროლაში რუბინშტეინი მოიხმობს შოპენს
88
როცა ავითვისებთ ცასა და ქვესკნელს, მიწას შეაჯამებს შედეგი თალხი - გახსოვდეთ: 1916 წელს გაქრა პეტროგრადში ლამაზი ხალხი. Когда все расселятся в раю и в аду, земля итогами подведена будет - помните: в 1916 году из Петрограда исчезли красивые люди
99
- რამდენი ხართ? შემაჩერეს კარებთან - გაიწმინდეთ, შემოდითო სუფთად... გამიმართლა, დიდ დარბაზში ადგილი ერთი კაცის დარჩენოდათ - ზუსტად... შუა ფაზაში შესულიყო ღრეობა, გამომტყვრალა კაციცა და ქალიც - გაშრა ყელი, გვითხარ რამე თამადავ! თავჩახრილი ხუმრობს ერთი მთვრალი... იქეთ გოგლას ლექსს კითხულობს ვიღაცა... გვერდით მჯდომ ქალს შეეფაკლა ღაწვი... აქეთ მელოტს დორბლი მოსდის პირიდან მამა-პაპის სულს ახსენებს ყანწით... გრძელ სუფრასთან ბოზს უხდიან დღეობას, ,,ბაკლებს" სვამენ, აყოლებენ სარდელს... მაკიაჟი ახლოს იწევს ტორტისკენ, სულს უბერავს ოცდათხუთმეტ სანთელს... დირექტორი ანთებული თვალებით შიგადაშიგ დაგვხედავს და წავა... წინ მაგიდას შემოასკდა ხარხარი.. მთვრალმა გივიმ გადაისხა ყავა... შუა ,,კუპიდან" გამოვარდა მუტრუკი... მუსიკოსებს სტყორცნა ლარის გუნდა... აჭარული ახლავეო!!! - იბღავლა- ჩემი ლონდა ვაცეკვოო უნდა... მოთმინების ძაფი კბილით გავწყვიტე... (მათხოვარი იდგა ფანჯრის უკან) მომეჩვენა ეს ორგიის დარბაზი წააგავდა საქართველოს რუკას... ოფიციანტ!!! - ბოლო ხმაზე ვიყვირე... (გადავყლაპე ყელს მომდგარი ხველა) მიდი დაჰკალ სამშობლო და მოხარშე! დაარიგე, მე ვპატიჟებ, ყველას!!!
88
იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი ვინ იცის როცა მთვარე ქართლის მთაველს ქარგავდა რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი რა ყოფილა ბედი ოხერტიალი არ აღირსა სამშობლოში საფლავი იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ როცა თვალი გასაქცევად ეჭირა, რად უყვარდა საქართველო ესოდენ გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა და მამულის შეკრთა მიწა მტკივანი მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს საქართველო და მთაწმინდის ნიავი დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს
88
აქ ისტორია კედლებიდან ტირის და გოდებს, ცოდვილთ ეგვიპტე ენატრებათ, ასე მგონია... გთხოვ, გაგვიძეხი
რძის ქვეყნისკენ, აღსდექი მოსევ!!! მდევარი ისევ სისხლიანი ფარაონია... ღელავს და დრტვინავს ფარაონის
ციხე ტიალი, გვწყურია, გვშია,
//
გავიფინე შენი თმები და ავუყევი ბილიკს ოცნების. ხევსურეთის კუშტი მთებიდან_ მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_ მოგწვდები. მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი. ნისლგამატეული მთა მიყვარს, ცას რომ გადუმალავს არწივებს, წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ! წაგიყვან. წამოდი, რად გვინდა იაბო, მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ, სანამ დაგვამუნჯებს არდოტი... რა მოგდის?! წავიდეთ, ოცნების ბილიკი მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია. პირიქით წავიდეთ! პირიქით... ღრუბლებიც სულ იქით მიდიან. წამოდი!
//
დღე რა უცბად გამეპარა სამზადში და მარანშია ვახშმის დროა ჩემო ყველავ ადე ნუთუ არა გშია ზურგიელი სუკი ყველი იქაც მსუყე ბოზბაშია არც ვინ არი შენი დარი ჯამში პურის მოსმაშია ვიყოჩაღე ჩემი ვაცი რაზედ უნდა დამემშია გენაცვალოს დარეჯანი მაგ ნამგალა წარბებშია სიყვარულით მაძღარი ვარ არც მწყურია არცა მშია ლუარსაბი გეხუტუნოს მაგ ბუთქუჩა ღაბაბშია ღმერთის გარდა ვინ მამცემდა ქალსა მე შენსნაირასა კვანწი ჰქენი დარეჯანო მე შამოვკრავ დაირასა პაწპაწინა ნიგვზის ტოტო ნუ დამლიე ყოყმანითა მოდი გული გამიხარე მაგ ნარნარი გოგმანითა მემრე აქვე კოტრიელა მე კი გეტყვი ნანასაო ჩუპრი ჩუპარ ჩუპრი ჩუპარ ჩუპრი დარეჯანასაო

პირამიდაში სძინავს ფარაონს, გარეთ პალმების უხმობს მარაო, მაგრამ არ მოსწონს სააშკარაო: მუმიამ უკეთ დამიფარაო... - რამდენ წელიწადს გაძლებს მუმია? - ასი ათასი - მინიმუმია!
//
რაც არუნდა დიდი იყოს საქართველოს მსხვერპლი,სიყრუე და გულქვაობა გადამთიელ ხეპრის,–იმ ფერფლს,შავ ფერფლს,სიძულვილის აუწონელ ზღვა ფერფლსაბოს ფერფლი გადასწონის, ერთი მუჭა ფერფლი...
//
თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი. თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ. გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე, ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ. მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა, ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?! თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა? თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ. თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება, და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს... თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას, მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს. ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ. ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!
//
ევრი გადიდგვარიანდა,მე ვერ გავდიდგვარიანდი,მე ვარ ჩემი პაპისპაპისუარესი ვარიანტი.ჯავახეთის ეხო მესმისვარაზთან და ვარიანთან,ვიცი, უნდა გამიმართლოსრომელიმე ვარიანტმა.იწურება დეკემბერი,ჭაღებს იანვარიანათებს,ახარისხებსშემოდგომის უარყოფილ ვარიანტებს.მოემზადე, იქნებ დროა,სათქმელს სატკივარი ანდო,იქნებ შენი ჯერი დგება,შვილო ანი ვარიანტო!ყველაფერი შეიცვალა,
//
ბთუ ყველაფერი არის სიზმარი, თუ ბინდის ფერი არის ყოველი, მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი? რატომ ელვარებს უძველეს ქვაში სამთავროს სვეტი მცირე და დიდი ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?
//
ჩემი იქნები,სხვა გზას მაინც არ დაგიტოვებ,დეკემბრის ღამეს,შეშლილივით როცა ითოვებსმოვალ შენთან დასაპატარძლო კაბას მოგიტან,იებს გაჩუქებ ქრისტეშობისპირველ თოვლიდან...მოგეფერები,დაგავიწყებ,,მართალს და მტყუანს''ხომ ოცნებობდი თეთრ კაბაზე?ვერ მეტყვი უარს.
საიდუმლო სერობას არ ესწრება იუდა,მაგრამ ჩვენი თამადა მაინც განერვიულდა,იცის ჭეშმარიტება დღეთა ამქვეყნიურთა:სადაც ქრისტე არ არის, იქ არ მივა იუდა.
00
სტვენს გაზაფხულის შიკრიკი,და ღვივის, როგორც კრამიტი,გარეთ - ატლასი, შიგნით კი -999.
//
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ, დასაწყისშივე გეტყვი რომ ო, რა მაგარი ქალი ხარ… შავი ღგვინის გაქვს ტუჩები მაშინ როდესაც ლოთი ვარ და როცა თრობა მინდება მე შენთან სტუმრად მოვდივარ აი მაშინ კი დავთვრები, ჩავიძირები სასმელში, იმას ალერსით გადმოგცემ, რასაც არ გეტყვი სათქმელში. ცხოვრებას რისკით შევხედავ, სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად, თუ მთასვლელობა შევძელი მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად. ღრუბლებს კი ნუ ემალები, გიხდება მათგან გამოსვლა, და როცა მწვერვალს დავიპყრობ, შენ მზის იქნები ამოსვლა. ვარდების ზღვაში გიხილე, ლექსი გიძღვენი უთქმელი, ვარდებს სურნელი აღარ აქვთ, ვარდებს აქვს შენი სურნელი. ხედავ რა ქალი ყოფილხარ? შენკენ ლტოლვა რომ დიდია, შენზე მაგარი კაიფი, მე სულ ფეხებზე მკიდია. ეს ვარდები კი სუყველა, გრძნობებით მოქარგულია, არცერთი არ მიყიდია, სუყველა მოპარულია!
88
გოგლა-ლოთუა დემნა-შფოთუა ლევან-გოთუა ცნობილია ქვეყნად: ლეონიძის-კვეხნა, კაჭახიძის-კვატი, ქიაჩელის-გვადი, პაიჭაძის-ბუცი, დემნას ფაცი-ფუცი. გაჩენილი კატის კნუტად, კანტს კითხულობს კანტი-კუნტად. ახლა კი დროს სოლომონ, რომა, თავი ანებო რუსთავზე რომანს- მშვიდობა ნახოს საქართველომა. თუ გსურს, მისდიო საშას სისქეში, ხშირად იარე სასასისკეში.
//
ცრემლისგულა დარდებია ეულ, როცა სტრიქონს ცას უტოვებ ვალში, შენი გული მენანება გვემულ ქუჩა-ქუჩა მოწანწალე ქარში. არ ისვენებს ეგ ბოჰემა ტვინი, მარნის თავთან ჩოქვით გაირინდე, ამოხეთქა ლექსმა მთვრალი ჯინი, დაითალხა ღამემ ბინდის რიდე. გზა სველია, სადარდელი ბევრი, სიყვარული მაინც უფრო მეტი, დაცლილია ასი ფუთი ქვევრი, ფშავის ნისლით რომ დაგვესხა რეტი. დარდისდარი დრო დაგვიდგა ბრუნდი, ცრემლ-წვიმებით ამოვილბეთ თვალი, იმ ფრთა ქალებს მოვუხადოთ ქუდი, ჩვენი ლექსით რომ უთრთოდათ ხალი. ხევში ჩარგეს თავი ალმასებმა, გადიდგულდა გუდაფშუტა ბრბოში, ღამეებმა, ელდით ანავსებმა, ცას მიგვაბეს ამ სევდიან დროში. შუადღის მზის რეკვიემი მოთქვამს. გულმა ერთხელ ვერ ამოთქვა ოხი, სოლოლაკის ჩემს ღარიბულ ოთახს, ―ვარანცოვის‖ ეძმო შენი ქოხი...
//
მამლებმა დილა აკურთხეს.ცოცხები მორჩნენ საქმეს.ალვები ანიავებდნენათას ქუჩას და სარკმელს.დაწყვილებულმა ბოძებმატყუპი ჩრდილები შობეს.„ჟიგული― მიაქროლებდაშოფრის ცოლსა და შოფერს.მიაცილებდნენბავშვებისკოლებისაკენ დედებს.მიაჩქარებდა საათიპატარებსა და დიდებს.გადასასვლელზეგოგონამიაქანებდა მამას.მიაბრძანებდაბულდოგიასაკში შესულ დამას.ზვიადი ავტობუსებიმისდევდნენ დამფრთხალ ჩრდილებს.აჯანყებული რადიოვერ აწყნარებდა ჩილეს.იფანტებოდამეტროშიწყვდიადი უმძიმესი,მიხეილ მესხი ჩარბოდა,როგორც მიხეილ მესხი.საფეხურებზე ეძინათგადამწიფებულ ფიქრებს,ცნობილი იქსივერ სცნობდააღიარებულ იგრეკს.იდგა საკუთარ გამზირზე,მწვანე სკვერთან თუ ბაღთან,ვაჟა დაემსგავსებოდათავის ვაჟიშვილ ვახტანგს.მოსწონდავახტანგ გორგასალსამაშუკელის ძეგლი.მტკვარს თბილისიდან გაჰქონდათბილისის ანარეკლი.გალაკტიონი ყვებოდაგალატკიონის ამბავს,პატარა ბიჭი უსმენდა,სახელად ერქვა: საბა.სხვებიც მოვიდნენ,მხარდამხარდაუდგნენ მამაკაცებს -ერეკლე ოძელაშვილიდა ცოტნე სააკაძე.
//
ნასესხები დაიწყო, ნასესხები წლები, ძირითადი დამთავრდა: მიწები და ცები. არ არსებობს ნაკლები, არის მხოლოდ მეტი, რასაც გამოიმეტებს დიდი ქველმოქმედი. ნაჩუქარი დაარქვი, გინდა - ნაგერალი, რაკი გაგვიხანგრძლივდა დოღი ანუ რალი. კეთილ დემონივით დამეპატრონება - ერთუცნობიანი წლების განტოლება: ერთადერთი დადგება ნაცნობების რიგში: სამოცდაათ წელიწადს მივუმატოთ იქსი...
//
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
==
შემომაბერდნენ ლექსები, ჩარითმეს წიგნის არშია: ეჰ, ჩემი უმრავლესობაუკეთეს ქვეყანაშია. თავისუფალთა ზონიდან მივდივარ ნაცნობ ნაძვებთან, გამიწყრა ტელეფონი და სალამი გამინაწყენდა. ასაკმა დამისურათა ოთხივე აღმოსავლეთი: ვარსკვლავთა დიქტატურა და გაქვავებული სალუტი. ვარამი შემომეყარა, გრძელია მისი არსება, უარესების ქვეყანა ვარსკვლავებს ეთამაშება.
//
-გამარჯობათ, მე თქვენ გიცნობთ? - მგონი არა! -კიბეს ავყვეთ, სადღაც ახლოს კარებია. -ხედავთ როგორ უცნაურად გაგვიავდრდა?! ცა ტილოა, გზა ფერმკრთალი აკვარელი. -ლუდს ხომ დალევთ? - არა, მხოლოდ ჭიქა ჩაი. -გული გტკივათ, თუ სიცივემ დაგიარათ? -მე? ორივე, ხედავთ როგორ დავიჩაგრე? -გადაგივლით, მომწონხართ და ვაღიარებ
396
ასე ითქმის, თავმდაბლურად, მაგრამ ახლა თქვენს ბაგეებს გემრიელად მივირთმევდი. -მაპატიეთ, შემოდგომის ხუთი დადგა... -მე კი ლექსი გადავჭერი სამართებლით. -ახლა, წავალ, გაგაწვალოთ იქნებ მუზამ, ისე, ქუდი გიხდებათ ან თქვენ უხდებით... -გამაწითლეთ, ასე ძლიერ ნუ შემზღუდავთ, ერთსაც დავლევ. ლექსებადაც დავხურდავდი... - რატომ გსურდათ ამ საღამოს ჩემი ნახვა? საქართველოს მზე ნანაობს მაგ თვალებში? მე ღარიბი პოეტი ვარ სხვების კართან, რა ლამაზად ჩანს ქვეყანა სათვალიდან... თქვენ კი ცდილობთ თავმდაბლური გაღიმებით მაგრძნობინოთ , ახლა ფიქრი გვიანია! და იცით კი, ლექსის ტაშით აღებული ემოციით ვერ გიყიდეთ გვირილები... -მივდივარ და ვერ მივდივარ,ჩაიჩოჩეთ. სითბოს ვეძებ, იმედი მაქვს გაყინული. კიდევ ერთხელ მომიტანეთ ჭიქა ჩაი, ვატყობ ჩვენში სიყვარული დაყიალობს... -მაპატიეთ , ვერ გიყიდეთ გვირილები, და კოცნასაც პოეტურად ვაგვიანებ, მაგრამ სულში სიყვარულის გვალვებია, ავღელდი და...გარეთ წვიმა გვარიანი.
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 06:46 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
//
სულები სანთლებად ანთია, ციალებს აღსავლის კარი, დიდების შემმოსველ
განთიადს გვაუწყებს სიონის ზარი. მეუფევ, ეგ საკურთხეველი სულეთის
კარია ზენა იესო ცად დაუტევნელი სამოთხის სხივთა ფენა. ომფორი ღამეთა
მთეველი, ალთა აალება მზარდი,
//
იესო - ცხოვნეთის მკმეველი, მარიამ - სამოთხის ვარდი, შვიდთა ანგელოსთა
კრებული სხივ-შარავანდედთა მფენი სულთა ცისარტყელა ქებული მეუფევ,
ფიქრია შენი. სვეტი ხარ, ცით ჩამოშვებული, ვარკვლავთა გვირგვინით მშვენი,
წმინდა ხე გაბაონს ხებული, მეუფევ, ჯვარია შენი.
**
მზე ისევ გაათბობს თბილისს და აღარ იწვიმებს ცა მეტს რა დამავიწყება ივნისს
რა დამავიწყებს 13 ს
//
ის აქ იყო როდესაც ქალაქს თოვლი ებურა ყველა ჩიტი გაფრინდა დარჩა მხოლოდ
ბეღურა აქ ჩვენს გვერდით დარჩენა თითქოს მათი ვალია არ აშინებთ ზამთარი
თოვლის დიდი გალია ტოტზე აბუზულები სხედან ყინვის ურჩები რომ არასდროს
ვიხილოთ უჩიტებო ქუჩები და თუ მათ ერთგულებას ვიწონებთ და ვაფასებთ ყოველ
დილით საკენკი დავუყაროთ რაფაზე
//
რის ოსმალო არაბები რის მონღოლი რის რუსები გიჟებივით შემოცვივდნენ კარგმ...ი
ვირუსები ხან მუდარა გავუგზავნე ხან ოქრო და ფირუზები ხან ქალები ვუდესპანე თაკოს
ებრი ცირუსებრი მაინც არა გვშორდებიან დარდისაგან ვილურსმნები. ყველგან ყოველ ნაბ
იჯზეა სახიფათო მინუსები.წარმომავლობით ძველ-ბერძენია. სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი
რა! ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია -მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
//
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი და მკერდზე ამბორის
ცხელ მიკარებაზე სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი. მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით, დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება ჩურჩულზე
დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით. დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,ჟინოწყურებული ამბორის
ამალით. აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით, უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით. დაწექით იმდენად
პატარა ლოგინზე, გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს. საყვარელს უთხარიტ"მე ეხლა რომ გიმზერ
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს". იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს, შეკრთეს და მოუნდე
დააწყდეს ნერვები, ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ, რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები. იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თQვენ აჩენთ. შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი
მოქაჩო, ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე. შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი, მიუშვით ვნებეი
თავიანთ ნებაზე, გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი, საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!
//
ყავა უშაქრო ან ჩაი ლიმნიანი, KENT ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი ისე ჯინიანი შენც
კი არ მინდიხარ არაპოეტური წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა თუნდაც ერთი იყოს,მხოლოდ შენთვის მინდა მიჭირს ვუყურებდე
დილას გათენებულს სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას მოდი დაენახე წამებს გაჩერებულს მოდი გეხვეწები
კოცნით დამღალე და გამოვიჯახუნოთ კარი გამეტები ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე
შეშლილს პლანეტები რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან
//

ცეცხლი გამოსტაცა თითქოს პრომეთესა.- დილაადრიანად ლექსად მოეთესა. სხვას ვის გამუვა უფრო უკეთესად?- ფანტასტიურია ჩემი პოეტესა! მუდამ მომხიბლავი და ელეგანტური. მკერდის პოზირება -ექსტრავაგანტური. ხოლო
პოეზია ატომურ- კვანტური, ზოგჯერ - ლიკანტური , ვიდრე პიკანტური. ალეკო ჩინჩალაძე
P.S. შენი პოეზია არის ლიკანტური. ლექსპრომტიც ასეა , ამისი დასტური. იქ ჩემი ადგილი- დღემდე ვაკანტური
და თავი, ამაოდ , ხომ არ ვაკანტურე?
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 07:11 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვეტყვი ვინმეს: "ჩემს სონეტებს რად არ აფასებ",
მერე უეცრად: "თამარ იყო ჩემი დობილი"...
ვსთხოვ საწყალივით, შესვას ჩემი შესანდობელი,
და თავს დავიხრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს მოიწვევს სადმე დარბაზი,
ჩემს თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი...
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე...

მაგრამ მე დავსწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს,

რომ მე მიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა.
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 08:31 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამოვიღე მკერდიდან და უკან არ ჩამეტია...
მოვატარე ზეცა, ანუ ქვეცის ზედა სართული....
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს:
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
შემოღამდა... ღრუბელივით გადავაფენ სატკივარს,
ღამეს ვარსკვლავმთვარიანს, თუ ღამეს ვარსკვლავმტვერიანს.
გული აბედ კვესია და მისი მეხის ზათქი ვარ.
გული ჩემი ძმა არის და გული ჩემი მტერია –
ჩემი თანამოტკივილე, ჩემი თანამოაზრე.
ჩემი თანა, ჩემისთანა, ჩემი დანა ---- ნარცხები...
არ დანებდე, იამბოხე გულო, სანამ მოასწრებ...
სანამ ფეთქვას შეიძლებ და სანამ სისხლით გაძღები...
უკანასკნელ დაკვნესებას შენვე ფონი დაადე,
ისევ ბაგა ბუგითა და არა ფოე-ფოეთი...
დაიწყება მალე ერთი ბედნიერი საათი,
დამთავრდება როცა ერთი უბედური პოეტი...
შევცოდე და მაინც უფალს, მაინც უფალს ვუგალობ
ახლა სადღაც დავმთავრდი და სადაც ვიწყებ თავიდან...
გევედრები მხოლოდ ეს “ქა” მომირჩინე უფალო
“რთული?” ამიტანია და ალბათ აწიც ავიტან!...
ამოვიღე საგულედან - უკან არ ჩამეტია -
უნებართვოდ მეამბოხე, ფეთქვა-ნებადართული
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ტრაგიკული ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით ვაჟკაცური ბედი აქვს,
ჩემს გულს ჩემზე გაცილებით საამაყო ბედი აქვს
ჩემი ბედი რთულია და მისი უფრო ქა-რთული.
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 08:50 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა რეალობა მეტი ვიდრე არი,
სივრცე მოკალათდა გულზე კატასავით,
ზეცას მოვარიდე ბედი-იდეალი,
სანამ ორბიტაზე მთვარის გადასვამდი.

ღმერთო ლოცვასავით ლექსებს გიმეორებ,
ვეძებ სულს კიარა სულის მონახევრეს,
გუშინ მოვიშორე შიში მტკივნეულად,
როგორც კალენდარზე ფურცელს მოახევენ.

სანამ ვარსკვლავები ზღაპარს მიამბობენ,
ძილის სამეფოში შემაქვს ილუზია,
დილით ჯოჯოხეთის ვგავარ მეამბოხეს,
ვინაც დემონები ეშმაკს მიუსია.

ზეცა უსასრულო ცივი ტრამალია,
სადაც ყვავილების სუნთქვა იღუპება,
თვალებს გამოზომილ ღიმილს ამადლიან,
გულს კი თუ უშველის - გულთან მიხუტება.

მაგრამ რეალობაც ახლა მეტი არი,
სივრცეს შევატოვე თვალი მადლიერი,
მიზრდის მონატრებას სახლის, ხეტიალი,
ყველა დამარცხება მხოლოდ მაძლიერებ
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 08:50 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა რეალობა მეტი ვიდრე არი,
სივრცე მოკალათდა გულზე კატასავით,
ზეცას მოვარიდე ბედი-იდეალი,
სანამ ორბიტაზე მთვარის გადასვამდი.

ღმერთო ლოცვასავით ლექსებს გიმეორებ,
ვეძებ სულს კიარა სულის მონახევრეს,
გუშინ მოვიშორე შიში მტკივნეულად,
როგორც კალენდარზე ფურცელს მოახევენ.

სანამ ვარსკვლავები ზღაპარს მიამბობენ,
ძილის სამეფოში შემაქვს ილუზია,
დილით ჯოჯოხეთის ვგავარ მეამბოხეს,
ვინაც დემონები ეშმაკს მიუსია.

ზეცა უსასრულო ცივი ტრამალია,
სადაც ყვავილების სუნთქვა იღუპება,
თვალებს გამოზომილ ღიმილს ამადლიან,
გულს კი თუ უშველის - გულთან მიხუტება.

მაგრამ რეალობაც ახლა მეტი არი,
სივრცეს შევატოვე თვალი მადლიერი,
მიზრდის მონატრებას სახლის, ხეტიალი,
ყველა დამარცხება მხოლოდ მაძლიერებ
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 09:10 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვზივარ ოთახში – მიყურებს ბინა,
ისე მყუდრო აქვს ბინას თვალები,
რომ თითქოს ღია კარებით სძინავთ,
ოთახებს სძინავთ და ეზმანებათ:

მამა არეულ წიგნებს ალაგებს,
დედა კი ნერვებს – თმასავით აშლილს,
ძმას ეცოტავა წვიმის ქალაქი,
უნდა თბილისში იყიდოს სახლი.

მე ვზივარ, სურვილს ვუმზერ მარტივად,
მყუდროა ბინა – თავიც გამივლის,
ზაჰესში ახლა ხეივნებს სცივათ,
და ფოთოლცვენა ეწყება თბილისს.

და მახსენდება არც ისე მარტო,
სიფხიზლე ღამის და დილის ნისლი,
მოხევემ ღუმელს ფიჩხი მიანთო
და ნარდის ქალაქს სიცილით მიშლის.

გორდება ერთი, ორი, კამათლებს
მოაქვთ მუსიკა და ვკბეჩ შოკოლადს,
სხვისი კარიდან სხვა რა გამათრევს
აგერ დუშაშიც ჩემსკენ მოგორავს...
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 21:22 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტრედებით სავსე ქვაფენილზე დავაბიჯებ და
მტრედი მშვიდობას, ჩემი სისხლი ბრძოლას მაუწყებს,
დღეს მატიანე ისტორიას ამახინჯებდა,
ვაითუ შუბლზე შერჩენილი ძარღვიც გაუწყდეს.
ვაითუ დღესაც ორმაგია მლიქვნელთა რიცხვი,
ვაითუ დროშა მავანთათვის მხოლოდ ნოხია,
უფლისგან ვიცი, ნება არ მაქვს მათი განკიცხვის,
უსიტყვოდ ვუცქერ საქართველო როგორ მოხია
თავისი გულის კალენდრიდან, მიართვა ბუხარს,
იმისი ალით უსირცხვილოდ გაითბო ხელი,
ხალხი ტაშს უკრავს ამ ნიღბოსან მოღვაწეს მქუხარს,
დრამა გრძელდება... კულისებში მეფისტოფელი
მის მსგავს არსებას ნიღაბს წებავს საშენ მასალით
და მერე ქვეყნის სადრეგრძელოს ყანწით დაცლიან,
კეთილ კაცს სტუმრად უმასპინძლებს მოტკბო სამსალით,
ბრბოს გაბრიყვებას მერე ერთურთს აღარ აცლიან
და მიდის დრამა უსასრულოდ, გაუთავებლად,
ფესვებს აჭრიან შემორჩენილ მეფის ტოლ თელებს,
გრძელდება დღემდე ისტორიის დაუთოვებაც,
შეწყდა სპექტაკლი, გეშინოდეთ მეფისტოფელებს!!!
 
nukriaДата: ორ, 12.12.2016, 22:43 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ქალაქების შემცირებულ
ტერიტორიას
უკვე კოცნამდე,
სურვილები მოაქვს
შვილების,
სხეულში ნერვიც აღარ დამრჩა
დაუტბორავი,
შენი ნდომებით,
განცდითა და
ფერმიხდილებით.

ვგავარ ჩრდილში მდგარ შეყვარებულ
პოეტ-ოფიცერს,
ვანხორციელებ მოძრაობას პარალიზებულ,
დიაგნოზში კი უმეტესად
ჰემოგლობინზე,
შენს მონატრებას აჩვენებენ
ანალიზები...

ჩვენ რომ ვჩერდებით მერე ქუჩა დადის
ხმაურით,
მშიერი მზერით გვიცქერიან
იეზიდები,
მატარებელი დაიძრა და
მე შენს აურას,
დღეს თბილისადან ბათუმისკენ
მივეზიდები.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость