კაპრიზი
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 22:43 | Сообщение # 161 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიხდები როგორ!... ფიქსირდება! დღეს არა მარტო, შენ კი ჩვეულად გამეზარდე, ამ ბოლოს უფრო, მსურხარ და მაინც დაშორება მოგვიწევს ვატყობ, თუ წლები, თუ თვე, თუ საათი, თუ წამი, თუ დრო -
დაგვაცლის, მერე სულ გატარებ და სახის იერს, არ დაეტყობა არაფერი სრულიად, ვიცი - მოვისმენთ ერთად პოეტისთვის განკუთვნილ პიარს და ქალაქები - ბარსელონა, პარიზი, ნიცა,
იქნება ახლო, ჩვენთან ახლო, მიზეზით მუზის, ეპოქის კართან გავრისკოთ და ყაიმზე დავიც, ვთქვათ, რადგან ახლა შენს სიცოცხლეს სარკეში უზის - მტერი, მიყვარხარ, მიხდები და გიპარსავ მაინც...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 22:54 | Сообщение # 162 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბოშის სტვენაში გაირკვა სამბა, ქალაქი ზღვაში შევიდა კუდად, საღამო იყო ვით ძველი სტამბა, მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.
გულს ტკივილები ლექსებად ეკრა, სრუტავდა გემი ტივტივა ბლინდაჟს, მქონდა გრძნობების ათასი შეკვრა და სურვილების მილიონ ტირაჟს -
შენდამი კოცნის, არ ჰქონდა ფასი, იყო ზამთარი, დეკემბრის შვიდი, ამაოდ უფრო და მაინც ასე, მე სიყვარულის ბესტსელერს ვქმნიდი.
ბოშის სტვენიდან ისმოდა სამბა, სიცივეს ყველგან ეპოვა ბუდე, საღამო იყო ვით ძველი სტამბა, მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:04 | Сообщение # 163 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამაზრზენია ღრიანცელი, ტაში, გნიასი, ალიონს ცოდვა შელეკია ბრმა იარებად, დილა ისეთი რთული არის ვენეციაში, როგორც კაცისთვის ქალის მგოსნად აღიარება...
მეც მექართულე არაქართულ ქროლვით ქარების, ფრთების ფერებით ფერმიხდილი, ფიცხი, ფეხდაფეხ ვარ მოციქული საჰაერო გზასაყარების, ვზივარ კონვერტში და გაუწყებთ დილის შესახებ -
დილის რომელიც დაიწყება წვიმით რამეთუ და ყველა ყლორტთან შემოდგომის საშვით იდავებს, ვენეციურად დატბორავს და თუ შნოც წაერთვა, მაშინ ქართულად აღარასდროს გამოიდარებს.
ეპილოგია დილა საქმის ცოდვა-მადლიან, თუმცა სინდისსაც უმეტყველო ბრბოში გარევენ, პოეტებს გიჟებს უფრო მეტად მაშინ ადრიან, როცა გიჟები თვითმკვლელობას აღიარებენ.
დილა ძალიან რთული არის ვენეციაში...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:04 | Сообщение # 164 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მათ პრეტენზია ჰქონდათ ფრენაზე ზეცნობიერად, უნიჭოებმა ანტიმუზის ძერწეს ბიუსტი, შენ კი ნამდვილი ფრთები გქონდა ფარსი კი არა, თუმც უკანონო და არ ჩანდა ნოტარიუსი... -
დასამტკიცებლად რომ იყავი პოეტი - შტატით, მახსოვს ზემოდან გიყურებდნენ, პლიუს ცინიზმი) მათ პრეტენზია როცა ჰქონდათ ფრენაზე მაშინ, შენ ,,ვეშოლკაზე" გქონდა ფრთები - გვერდით ცილინდრის.
უფრო ხანდახან მწვანე წიგნში გალაკტიონის მარცხენა ფრთას რომ იყენებდი სანიშნედ მახსოვს, ანგელოსებმა დაგიმალეს გილიოტინა, თვითმკვლელობა კი პოეტებში სხვაგვარად ფასობს!...
და სულში როცა გეწყებოდა მუზათა ჯვარცმა, იკლავდი ლექსებს უცრემლოდ, რაც გარდამეტია, როცა გიჭირდა, მოისურვე შენ ფრთების ჩაცმა და მახსოვს მაშინ მ ა რ ჯ ვ ე ნ ა ფრთა არ ჩაგეტია...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:05 | Сообщение # 165 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ უმზეოს, ამბორით მივადგი საცდელი ხარაჩო, შეგრცხვა და იდექი ისეთი უმწეო - ვით ტიალ მინდორში პირველი ყაყაჩო.
ჩვენ ზეცა გვხიბლავდა, ვხიბლავდით ზეცასაც, ღამით კი ვარსკვლავი წყდებოდა ყოველთვის, შემორჩა თმის სუნი ჩემს ლოგინს, ზეწარს და ადრე თუ მიყვარდი ახლა ვარ პოეტი.
ამინდი ნერვებში წაექცა ნოემბერს, წამები წამებმა ცრემლებში დაახრჩო, წვიმდა და დღეები უშენოდ მტოვებდნენ - ვით ტიალ მინდორში სულ ბოლო ყაყაჩოს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:35 | Сообщение # 166 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომაა ქალაქში ისევ, ქარი ნაწვიმარ ქუჩას მიაშრა, ხეები ფოთლებს იჭრიან ისე - როგორც თმას ქალი დეპრესიაში.
ახალ ამბებად ვიტრინებია, მტვერი გამვლელებს თვალში ეხლება, მძღოლები ისევ იკბინებიან და ლამპიონთან კრთიან პეპლები.
ქუჩის გადაღმა ბიჭმა და გოგომ, ნოემბერს ხისქვეშ ღამე უთია, დგას ფოთოლცვენა, სპექტაკლი როგორც, წყვილი კი თითქოს ატრიბუტია.
მე კი, მე, ქარი შეგრძნებებს მირევს, ვდგავარ და ფიქრმა ლამის დამახრჩოს, ვტირი და ისე მიყვარხარ (ტირე) - როგორც არასდროს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:47 | Сообщение # 167 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამეთა ჯარი ვადაგასულ სტროფებს მიათრევს, ამ ბოლოს უფრო ვითავისებთ მგონი ხეტიალს, დგას დილა როგორც პოეტური სიიშვიათე ზეცა კი თითქოს ცარიელი პერგამენტია.
ეპოქამ უკვე ეს ზამთარიც გადააფასა, მიჰყვება პროცესს დომინანტი დილის წამები, ჩვენი ფიქრებიც დაღლილან და ფანჯრის რაფაზე სხდებიან ისე ვით ქაღალდის თვითმფრინავები.
რაღაც არ მოგვწონს, რაღაც არ გვწამს - უფრო ამაღამ, ხალხი კვლავ ბრბოა… და ნერვებში ვძაბავ იოგებს, სამამდე ვითვლი, თვალს ვხუჭავ და ვყვირი ხმამაღლა
ჩვენ საქართველო დაგვიმალეს ჩემო გიორგი,
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.12.2016, 23:54 | Сообщение # 168 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანუ ბანალური არაამინდია, რადგან ვითავისებ იმიჯს უგუნებო, ჰოდა პოეტურიც შეწყდა არითმია, ვწერ და იშვიათად უკან მივუბრუნდე...
ასე მისრულდება ზამთრის პოეზია, შენი მონატრების აღარც ტავტოლოგი - მქვია და ეს გრძნობა უმანკოესია, ახლა მარტოობას ვირჩევ ეპილოგად.
მაგრამ ყველაფერი არც თუ იოლია, სუსხი ხეებს შორის ზამთარს ატრიალებს, სადღაც მატიანე გალაკტიონია, სადღაც ახალ მეფეს ითხოვს მატიანე)
ღამე დაემსგავსა ღამე განათენებს, ქარმა იდავა და თოვას მიაღწია, მე კი მერჩია რომ ჩვენთვის დაეთოვა, ისე შეამცირა ხეთა დისტანცია.
უკვე საუბარიც არამარტივია, ადრე ვახერხებდი უფრო მხიარულად, ახლა იანვარიც ისე დაღლილია, როგორც შვილის გამო ცოლის სიყვარული.
ბოლო შეჯამებით - უფრო არეულად მე შენ მიყვარხარ და გელი უგუნებო, მთვარე ბორიალობს როგორც მთვარეული...
ვწერ და იშვიათად უკან მივუბრუნდე!...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.12.2016, 00:27 | Сообщение # 169 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოთახი, კედელი, ფარდები საწოლი, წესრიგი ნაკლები, სინესტე_გვირისტი, წიგნებზე უმეტეს აბები საძილე და ასე უშენო დღეების პირისპირ.
ფიქრები მაჯებით, კარნახი მაჯებთა, შეგრძნება შიმშილის, ჩვეული სიცივე, ერთი და იგივეს ვიძახი ასჯერ და მტკივდება სახსრები, შედეგი - იწვიმებს
და ვითვლი ასამდე ძილისწინ როდესაც არ მინდა მიყვარდე, არ მინდა გიცქირო, ვიძინებ გახელილ თვალების პროტესტით, გამომდის ნაკლებად და უფრო იცი რა?
ვენებში მაწვება სისხლი და სიშორე, ოთახებს სიძველედ ობობა აუსხამთ, ვითვლი და ვრწმუნდები ციფრსა და ციფრს შორის შენზე ფიქრს ეთმობა ყოველი პაუზა -
იმდენად მახსოვხარ და მტკივა საწოლი და მტკივა ოთახი, წესრიგი ძილისწინ, დაგარქვი წარსული დღეების საცოლე და ვდგავარ უშენო დღეების პირისპირ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.12.2016, 00:31 | Сообщение # 170 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღეა ცისფერი და ცაა ცინიკოსი, გატყდა ოცდაორი მარტის გამთენია, სხივი ნაწნავივით წვება ალიონზე, ღრუბლის ფთილები კი თითქოს ბაფთებია.
ბაბას ნალიაში შეაქვს მტრედისფერი, ძმები საბალახოდ ლურჯას მიდენიან, მიკვირს სიცილამდე, ზოგჯერ მეტისმეტიც, ლურჯა რატომ ჰქვია თუკი წითელია.
ბავშვურ შეკითხვების პასუხს ველოდები, ფეთქავს გაზაფხულის თოთო მისტერია, ჩემი სურვილი და გოგო მეზობელის, ვხვდები ამ ბოლო ხანს ერთად იზრდებიან.
სიცხეც ბეჭით დამაქვს როგორც განაჩენი, ნენე დაწრიალებს დოქით ოწინართან, რაღა საჯანდაბედ წერა ავიჩემე, წლები გამირბიან... ახლა ოცის ვარ და -
უნდა დამიჯერო ცაა ცინიკოსი, გატყდა გამთენია, მარტის ოცდაორი, წვიმის ბრავისიმო კვდება ალიონზე, ჰოდა დავწერე და ანუ მომაგონდი........
|
|
|
|