კაპრიზი - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კაპრიზი
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:35 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლექსები შორენაზე

შორენა

გადმოფრინდება ქარაფიდან ანგელოზივით
და თავს მოიკლავს გადაღლილი უტას ლოდინით.

უტას ლოდინით, სიყვარულის უცნაურ ძალით,
მშვენიერებას კლდეს შეაკლავს ლამაზი ქალი.

ლამაზი ქალი, ერისთავის ლამაზი ქალი,
მსხვერპლი გახდება არსაკიძის მოჭრილი მკლავის...

მომკლავს შორენას ამდაგვარი გაწირვა სრული,
უტამ კი, უტამ შეყვარებულს ვერ მისცა სული...

თუმცა შორენა როა ჩემი ფიქრის მთოველი,
ამადაც მიყვარს არსაკიძის სვეტიცხოველი.

დავით ახლოური

შორენა

დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს
უმანკო, როგორც შველი ან კრავი...
და რადგან უტა მის გულში სახლობს,
ხელთ არსაკიძის უპყრია მკლავი.

დგას სვეტიცხოვლის ტაძართან ახლოს,
არ ანაცვალა თუმც ლაზმა თავი, -
ო, არ იქნება შორენა მარტო,
ვიდრე უპყრია ხელთ უტას მკლავი.

ოთარ რურუა

დარდიანია ამაღამ მცხეთა

თენგიზ არჩვაძეს

მყის დაგცვივდება თვალთაგან რულით
გადამტვრეული მორფევსის ალვა,
წამოვარდები, თითქოს წარსულით
კოლონკელიძის მოგძახა ქალმა.

გადაგიგლეჯავს სუნთქვა საკინძეს,
დაგენატრება ახლად გაჩენა,
რომ კიდევ ერთხელ, ვით არსაკიძეს,
ღმერთთან მებრძოლი მოგჭრან მარჯვენა!

სადაც მზედ დაშთა დიდება დღეთა
და აღტაცება მარადი ნერგის...
დარდიანია ამაღამ მცხეთა –
ხომ არ ვესტუმროთ, ბატონო თენგიზ...

ლევან ალავერდაშვილი

არსაკიძის მონოლოგი

სვეტიცხოველთან ვდგავარ და
თვალწინ ცოცხლდება წარსული!
ვერ ვამჯობინე ქმნილებას
კოლონკელიძის ასული!

თუმც გული დამრჩა კვლავ ღია,
მკლავი მიკურთხა გამჩენმა!
შორენა - ჩემი დარდია,
ტაძარი - ჩემი მარჯვენა!

ოთარ რურუა
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:36 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ე და შენ ახლა,სწორედ ამ ღამით,
ვიცეკვებთ ერთად,უჩუმრად ''ტანგოს'',
მოგვიანებით სიშორე წაგვშლის,
რომ ვიღაც მთვრალმა არ გამოგვლანძღოს.

ჭექა-ქუხილი წამოშლის ჩიტებს,
ღრმად გადაწოლილ დაბურულ ტყიდან,
მე მოგუგუნე ბინდბუნდში გკარგავ,
მხოლოდ ხელს გიქნევ მოქუფრულ ციდან.

აღელვებული ზღვა გადარეცხავს,
სანაპიროზე ფეხის ნაკვალევს,
წვიმის წვეთები წყდებიან ღრუბლებს,
ჩუმი ლოდინი ნერვებს აწვალებს.

მე და შენ ღამით,სანაპიროზე,
ისევ ვიცეკვებთ წვიმაში ''ტანგოს''.
ზღვის ტალღა წაგვშლის ორივეს ალბათ,
ვიღაცა მთვრალმა,რომ არ გაგვლანძღოს...

უცნობი ავტორი)
Фото Сикварулис Поезиа.
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:40 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა გულიდან ისე მინდა ჩემო,ამოგთქვა,
თითქოს აქამდე არაფერი მეთქვას ამგვარი,
ისე მომძლავრდი სათქმელებად,ისე გაბევრდი-
ყველგან შენახარ,ყველაფერში...ყველა აბზაცში...

ყველა ფერებით შემიძლია შენი დახატვა,
შენი მაჯებით შემიძლია დროის გამოთვლა,
საკმარისია გავიხსენო შენი თვალები,
რომ ყინვაც იწყებს ჩემო თბილო,შენით გადნობას.

სულის მიდინარეც ნაწვიმარზე წყნარდება შენით
და დეკემბრების სიცივეშიც მიდგას აპრილი,
როც ქვეყანა ემსგავსება უკუნეთ ღამეს
მე შენ გეძახი და ძახილით ქრება მანძილი.

ახლა გულიდან ისე მინდა ჩემო,ამოგთქვა,
თითქოს აქამდე არაფერი მეთქვას ამგვარი,
შენ რომ არ მყავდე,ან სხვა იყო..ან არ მენახე-
რა იქნებოდა ეს ცხოვრება ასე დაღლილი...

დიკა სალაყაია
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:40 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე უშენობას არვის ვაბრალებ,
თოვს და სითეთრე ზეიმობს გარეთ,
დარდი თოვლივით ავსებს ნაპრალებს
და ემსგავსება გაყინულ ხავერდს.

სევდამ შელეწა სუყველა კარი,
მეც ძველებურად ვერ გიწერ ლექსებს,
კვლავ გათოშილი დაღმუის ქარი
და არჭობს სივრცეს ყინულის ნემსებს.

რომ შეგამჩნიე, იმ წუთის მერე
ბრმა ვარ, მუნჯი ვარ, გიჟი ვარ, ყრუ ვარ
და ნუ მიმალავ საყვარელ ხელებს
ამ წუთისოფლის ხანმოკლე სტუმარს.

თორემ ხვალ ისევ იქროლებს ქარი,
მოიღრუბლება და კვლავაც მოთოვს,
მე კი არ მინდა, შენ ასე წყნარი,
დარჩე მარტო და ტირილი მორთო...

ვანო კორძაძე
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:41 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი, ყოველთვის ვიქნები ვალში,
ვერ გადავიხდი ვერასდროს ამაგს
და მეოცნებე, პატარა ბავშვის
თვალებით შენი ღიმილი დამაქვს.

შენ ჩემს გარშემო მთელ სივრცეს ავსებ,
როცა სათუთად მეძახი: ,, შვილო”,
და თუ ვმაღლდები საკუთარ თავზე,
შენ რომ არსებობ, ამიტომ ვცდილობ.

რაც უნდა გითხრა ახლა თუ მერე,
მაინც ათასჯერ ხარ უკეთესი
და მაპატიე, თუ ვერ დავწერე,
შენი ცრემლების სადარი ლექსი.

ალბათ იმედი ვერ გაგიმართლე,
ვერ აგარიდე თვალებში სევდა,
შენი ლოცვა კი მუდამ იმატებს,
ხიფათისგან რომ დამიხსნას, დედა…

ვანო კორძაძე
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:42 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,...მე ვერ შეგინდობ,
შეგინდოს ღმერთმა!
მაგის მოთხოვნას,მიკვირს,
რომ ბედავ!
მე ხომ ქალი ვარ,
ვნებებით სავსე,
მიწიერებას,
მე, როგორ გავცდე!
რაც კი მებადა,
ძლიერი ჩემზე,
რაც კი მებადა,
მე ცაზე წმინდა,
თუ ის წამართვი,
თუ აღარ მექნა,
ვერ მოგიტევებ,
ვერა,ვერ ვიზამ!
...მე ვერ შეგინდობ,
შეგინდოს ღმერთმა!
მაგის მოთხოვნას,მიკვირს,
რომ ბედავ!''–ლიკა
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:43 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეგონა სხვისი ვიყავი,
თურმე ვიყავი შენი...
არადა,წასვლა მერჩია,
ვერა და ვერ შევძელი!
ცხოვრება სიზმარს გავდა და,
ნაბიჯს ვერ ვდგამდი წინა,
მკერდით კლდეს ვეხეთქებოდი,
სისხლი მდიოდა წვიმად!
მე ბედისწერა მეგონე,
თურმე იყავი–წერა...
ცხოვრებამ ჩემი ტკივილი,
სულ ლექსად გადაწერა!
მეგონა სხვისი ვიყავი,
თურმე ვიყავი შენი...
არადა,წასვლა მერჩია,
ვერა და ვერ შევძელი!-ლიკა
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:44 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
..იცი,მავიწყდები უკვე!
უაზროდ,ქარის,ჰარდ–როკს ვუსმენ...
ხეები აიყოლა რიტმში,
მზერა გაინასკვა ფიქრში...
შენგან შეშინებულ გრძნობას,
არა,აღარ უნდა როკვა...
...იცი,მავიწყდები უკვე!
უაზროდ,ქარის,ჰარდ–როკს ვუსმენ...
Нравится
Комментарий
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:58 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რომ გაგანდოთ ჩემი ოცნება,
ყველა თქვენგანი ალბათ მოცდება
და გაოცდება:"ნუთუ ამ ნიკოს,
მხოლოდ ის სურს,რომ გულწრფელი იყოს?!"

ზოგი ოცნებობს,რომ ქონდეს ფრთები,
მე კი დავფრინავ,როდესაც ვთვრები.
ვთვრები,ქალს როცა მოვეფერები,
შავ-თეთრს როცა ცვლის მუქი ფერები.

როცა ვერევი საკუთარ ვნებებს,
როცა ნერვები თავს არ მანებებს.
თავს რომ დავცინი,მაშინაც ვთვრები
როცა ბავშვების ცრემლებით ვთბები.

რა არის ხმები,მუდამ რომ მესმის,
რატომ გამიჩნდა სურვილი გესლის?!
სულ ოცნებებით მომიწევს თრობა?
-რა ღმერთმა,კაცმა,რა ქალმა მშობა...

არ შეგაწუხებთ ჩემი ოცნებით,
თქვენ კი არა და მეც კი მოვცდები
 
nukriaДата: სამ, 13.12.2016, 23:59 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ, <3
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეთ!!!!! სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა დარდი და ცუდები!!!!!
დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ,
ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით,
რიჟ-რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და
წლებს მიღმა წასულმა თქვით-უკან
ვბრუნდები.
ხმამაღლა იმღერეთ როცა მოგინდებათ,
წვიმაშიც იარეთ მაღალი ქუსლებით,
არასდროს იფიქროთ - ვაიმე,რაღა ვქნა,
ვინმე გამჭორავსო,ან ცუდი ვიქნები.....
აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება,
აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით,
სანთლები დააწყვეთ რაფებზე,კიბეზე,
მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბურთები.
მისწერეთ! უთხარით თუ როგორ გიყვართ და
სიყვარულს უხდებით გიჟური ბუნებით,
აჯობეთ...აჯობეეეეთ!
სითბოთი აჯობეთ,
უფრო გალამაზდით თუ კი არ უხდებით.
ხშირათ ისეირნეთ უგზოდ,უმიზეზოდ,
ტაძარში წარმოსთქვით შენდობის ლოცვები,
ყველას მიუტევეთ თუ კი რამ გტკენიათ,
გაეცით ღიმილი,სითბო და ნუგეში.
არასდროს იფიქროთ,რომ ვეღარ აიტანთ,
რომ ვეღარ გადიხართ სავალს და ხუნდებით,
თვალებზე იფრქვიეთ მზისფერი სინათლე,
წასული თუ გნახეს უთხარით -
ვბრუნდებიიიი!
ქუჩაში იარეთ ისე მოხდენილად,
უკან მოიტოვეთ ბილწი და მრუშები,
გზა-გზა დაარიგეთ ღიმილი,ყვავილები,
არასდროს აიღოთ წყალობის ხურდები.....
ხშირად გაიღიმეთ,დარდები დამალეთ,
ფანჯრიდან აფრინეთ ბავშვივით ბუშტები,
მოიგეთ,
მოიგეთ!!!! სიკეთით მოიგეთ,
ამ ქვეყნის სულ ყველა ჭორი და ცუდები.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость