კაპრიზი
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 14:37 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ... ისევ შორიდან გელიცლიცები, ისევ შორიდან გკლავ. ვაი, რა ტყულად დაგიქადნია: "მე მოგიკლავო ქმარს!' შენი სიფიცხე, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს. ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას, სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი საფქვავით ვფქვავ... ისევ ცისფერი დამაქვს თვალები..."
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 17:33 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანდუყაფარო, ლიპარიტო, – დარნო მთათანო, ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო, ბიჭო სესეო, თოთიკაანთ ქალო მელანო, ვაჟას არწივო, შოთას ვეფხვო, ტატოს მერანო; ბზიფო, ენგურო, ალაზანო, მტკვარო, იორო, აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო; ქინძმარაულო, ტიბაანო, – ღვინოვ კახურო; გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო, დიდო კოლხეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო, – ვერ დამადუმონ, ვერ დამძალონ – თუნდა ჩამქოლონ…
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს – ფრთები მასხია თქვენგნით… მხოლოდ თქვენგნით რამეთუ. / მუხრან მაჭავარიანი/
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 09.06.2016, 20:58 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მთა- თავისუფლება, ზღვა - ჩემი სიმშვიდე და დარდი თუ კვდება, მეც შენი შიშიშვლე, თუ ისე შემშლიდა, რომ მე ამ ბუნებას ვერ ვეტყვი გამშორდეს და გულიც თუ კვდება და ბალახს იზომავს, ეს ლექსიც მაცოცხლებს, თუ სიცხე არ მომკლავს და წყალსაც მომაწვდის ვინ-მე გამიხარდება!..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.06.2016, 00:01 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაღუპარომი ფუფუნებამ, გაიხრწნარომი, დაემორჩილა ბრძენთანებაც მამონასსურვილს... გაოცებულიიუდეა უმზერდამახვილს, რომელმაცხორცზე აღაზევა მარადისული!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.06.2016, 19:49 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ დამკარგე მე, მე კი არ დაგკარგვივარ. ადამიანს, რაც არ აქვს, ის არც ეკარგება
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 00:12 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომაა, შეჰყვები აღმართს. ფოთლების ნაცვლად, ხეებს თითქოს სცვივათ ცოდვები. თითქოს ვენაში იჩხერდე ზამთარს და წერილს სწერდე გაზაფხულს.. "ნუ დამეელოდები"..
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 13:10 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პარიზი.საღამო. კაფე მოდებილო - "Au Lapin Agile". გარეთ მონმარტრია,ქუჩა ტირიფების... მღერის ვოდევილებს ოლივ ბესსელენის) დასი - "Normandie". საღამო. პარიზი. პოეტთაკაბარე - კედლებსანრეჟილის ამშვენებსგუაში. და კარგად აღზრდილი გარსონიმაბარებს ანგარიშს, რომერთ დროს... რომთურმე... დაა. შ. დათურმე მალარმეს, უყვარდა "Élisée" (კერძიაერთგვარი) დაშანდონ მოეტი. სულაცარ ანაღვლებს, დღეს, სადღაცთბილისში, რომიქნებ ძალიან, მწერლებსდა პოეტებს შიათან წყურიათ - ჰკიდიაცალ ფეხზე... პარიზი. საღამო. 13 მარტია. - Café, s il vous plaît... - Seulement? - Oui... Merci! ვზივარ კაფეში და გარეთმონმარტრია.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.08.2016, 13:13 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გუშინ -ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან...
დღეს - რომ ვერ "გვიხმარეს", შემოგვდგნენ წიხლებით...
ხვალ - ალბათ გამოვალთ როდესმე კომიდან...
ზეგ - ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით...
რა გვახსოვს? - ტვინების ღვრა თავის ქალიდან...
და ნატყვიარები ხერხემლის მალებში...
ვერა, ვერ ამოხვალ, შენ, ჩვენი ვალიდან,
ღმერთო... და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 09.08.2016, 14:27 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მითებში, სიზმრებში დავეძებ ფესვებს: ვინა ვარ, საიდან მოვდივარ? გენეალოგიის ბიბლიურ ხეზე რომელი, რომელი ტოტი ვარ? ტოტი ვარ!-გაფოთლილი სტრიქონი- ბუნების ძღვენი თუ ტარიგი. ბუდედ ჩანს ქორონიკონი- ჩემი დაბადების თარიღი. კურთხეულ იყავ, კურთხეულ, სულ დევის პეშვივით იზრდები, შენ, გამიმრავლე, ბუდეო, ჩემი სიმღერები- ჩიტები... ... ვინ იყო პირველი მომწვნელი ფაცხების, გვარის წინამძღოლი თუ გვარის დამწყები. ვინ იყო, სად იყო ან როდის სახლობდა, რომელ მდინარესთან ან რომელ მაღლობთან...
ვხედავ ურარტუდან მოდენის თქმულებებს... და გზებს ხარებივით მტკვარზე არწყულებენ...
ნატავი შენს ტოტებს რა მოდგმა მოსავდა მხედართა, მჭედელთა, ბერთა თუ მგოსანთა? ვაიმე, ფოთლებო, თქვენს გვარს და სახელებს მატიანეები ვერაფრით ამხელენ.
ცვიოდა ფოთოლი... ცვიოდა...ცვიოდა... ყველგან:საქართველოს ციხე-ბასტიონთან.
აქ ლომი სპარსეთის, იქ მთვარე თურქისა გტორავდა, გსხეპავდა, გიმტვრევდა ზურგის ძვალს.
კურთხევა იმ ფოთლებს! კურთხევა, კურთხევა! ვკოცნი მამულისთვის გადამტყდარ შუბს. აი მაგ ფოთლების გვირგვინი უხდება ძველი საქართველოს წამებულ შუბლს.
ხეო უფლისაო, მიმრავლე მოდგმა, მოისხი ვარსკვლავეთი ბრიალა. მე კი დამიგულე იმ მკურნალ ფოთლად, რომელიც დაეცემა მამულის იარას.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 09.08.2016, 16:08 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ მამაკაცთა საწამებლად მოსულხარ ქვეყნად სიყვარული კი მათ გულებში სანამ იდება პატიოსნება შეგეძლებათ სიშიშვლით შერყვნათ და საკუთარი დაიმკვიდროთ ამით დიდება ვნებიანობა რადგან მუდამ თქვენი როლია გულებში ისე შეგიძლიათ ანთოთ ხანძარი რომ მერე მათი დამონება მეტად იოლია და ვერ ნაყრდება თქვენი ვნება გაუმაძღარი მერე კი ისევ სულ სხვა ვინმე მოგეწონებათ იმასაც ისევ მოატყუებთ ცივი გონებით რადგან კაცები გეჩვენებათ ყველა მონებად თავადაც უკვე აღარავის არ ემონებით და არასოდეს გშინებიათ კაცთა სიბევრის თქვენ გეშინიათ ერთადერთის, მხოლოდ სიბერის.
|
|
|
|