კაპრიზი
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.11.2016, 01:07 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბატონიშვილო აქ ციცაბოა, ჩორთით იარ ეთ,სიფრთხილე გმართებთ ყმაო! მამულში განა მარტო ვარ, განა არწივი გაუშვ ებს მართვეს?! ღამით მე შენთვის ვიყავი გზნება, ღამით დამტოვეს თვით მონაზვ ნებმა,იქნება დილამ აგკიდა ბნედა ან,იქ ნებ მე ვარ ასე თავნება?! ასეთი ურჩი, რო გორც იორღა ჩემს ნაკვალევზე ბელტბს რომ გესვრის, ეს შენი ცხენი რატომ მოღ ოღავს ჩემთვის უარი ესოდენ გიჭირს?? შემო გეპარა სხეულში შიში? წამოდი! ერ თად ჩავუსწროთ არაგვს,წამოდი,თორ ემცხოვრება მიდის, შავი არაგვის გზაგასაყ ართან. თეთრი კენჭები ვუსინჯ ოთ ჭალ ებს, და ცას,სახეს რომ ვუალი აკრავს მე მივენდობი,როგორც მაგ თვალებს, ლავ აშივით,რომ თონეს ჩამაკრავს. ამღამ ვიქ ნები მხოლოდ მხ ევალი, არაგვს გავატან ამ მზერას გოროზს, ხვალ ეს ნაწნავი, შე ნი მძევალი ცვრიანი დაშნით მოგიღებს ბოლოს.
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 19.11.2016, 02:45 |
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.11.2016, 02:37 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შეეშვი დღეებზე საუბარს დღეები დღეებად რჩებიან შენ გინდა ღმერთს მხარი აუბა და უკან დაბრუნდე გზებიდან სხეულით ხმელი და საქარე მიდიხარ სამხრეთის ნიშამდე შეხედე იესო აქაა ძლიერ სურს რომ არა გიშავდეს ჰო ქრისტეს ატარებ მხრებით და ხეებს წვავგარშემო საძელეს დილაა და მაინც შებინდდადიხარ იღლები აგრძელებ გზას – მერე სულ შენში ბრუნდები, დრო არ ჩანს სახ ლიდან გავიდა ცხოვრებას მიეცი ხურდები და ყველაფერი თავიდან
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 19.11.2016, 02:44 |
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.11.2016, 16:10 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ახლა შენში ვარ და სადღაც ლიანებს, დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს.. მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე, რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს. შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს, მზიანი აისით ვინთებასარეცელს, თავნებ სიყვარულს ვერ ვუკლავწყურვილებს და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს. სად მიდის ეს გზები, მოხედ ვაც არ მინდა, ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა, დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე.მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა,დავადე საკეტი უშენო აპრილებს, მითხარი ლოდინი შენშირომ ათევდა,რომ ჩემი ბავშვური სიცელქეგაკვირვებს. შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ, ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს, და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ, დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის.
Сообщение отредактировал nukria - ორ, 21.11.2016, 16:13 |
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.11.2016, 16:27 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიეფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანსწამები საათები მეც ასე შევალიე შენს ტუჩებს დაღალული მზერა რომ დამიკოცნა და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკ ანებს წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებეერთი კი ცხადად მახსოვს თავი ვერ შევიკავეგაკოცე მინდო და და მომენტით ვისარგებლემახსოვდა ის სხეულიც რომელზეც სილუეტებსვხატავდი თითებით და მკერდა მდე მივიტანეშენ კიდევ სიყვარულით დამსაჯე მითუმეტესდა სამჯერ უარმყავი და მამლის ყივილამდესულ მცირე წამებია შერწყმამდე ქართა ხეთა ელვის ხმას დაუფრთხია ჩიტები სადენებზე დამჩემდა სიყვარულში ასაკით გარდატეხასწორედ ის შემიყვარდა თვალს რომ არ ვადევნებდიწამები საათები მეც ასე შევალიე შენს ტუჩებს დაღალული მზერა რომ დამიკოც ნასაგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიეფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.11.2016, 16:32 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებს ისე დაეღალა მინორი, ყველა ფიქრი უმოწყალოდ ცრის, შენი ცოლი ახლა არის ღინონი, ტკბება ლექსით - წაკითხულით ქმრის.
ალიონმა ზღვაზე მთვარე დაბადა, თებერვალი მერყეობს და ხტის, შვილებს ქვია პირველს უკვე საბა და დანარჩენებს დაერქმევათ მყის...
სტროფი მხოლოდ სამიოდე გკადრეთ და სადღაც ახლოს წერტილ-მძიმეს ვსამ, ლექსებს ისევ დაგილაგებთ კადრებად, ახლა ამას, მომოვალში სხვას...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 14:00 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეორდება ეპოქა ქვეყნად როგორც რეფრენი, ვხედავ მთელი პლანეტა შეაწუხა ნამუსმა, იცვლებიან დრონი და შიშვლდებიან მეფენი, ბედი ვისაც ჰქონია ყველა ქვაზე დაუსვამთ.
ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო, მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა. . განცდები კი სტრიქონებს შენს თვალებში რითმავენ, გჯეროდეს რომ საკაბედ მეტაფორებს შეიძენ, ჰოდა რა გენაღვლება, დაჯექი და ითვალე, თუ რამდენ ლექსს მოგიძღვნის როინ აბუსელიძე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.12.2016, 14:02 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ყველაფერს ვაპატიებ ევას, აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი, ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ, რასაც ვეღარ ვუარყოფ და წავშლი -
წარსულიდან და ვპატიობ კაენს, იმას დღეს რომ პატიობენ აღარ და ლოცვისას თიხას ვკოცნი მაინც, ღვთისმშობელიც თიხის იყო რახან.
ჩემთვის სულ სხვა შენდობის დღე დადგა, მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე და ვპატიობ პილატესაც რადგან მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს...
მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს, ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე და მართალი თუ ვიქნები ცამდე, მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე -
განურჩევლად სქესისა თუ ფენის, ყველაფერი ვაპატიო ყველას და ცოდვები გავიყოლო შენი, სადაც ცხელა და იმაზე მეტად -
ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ, ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგით, მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო, ან გადმოდი აქეთ ანდაც იქით -
მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი და ყველაფერს ვაპატიებ ევას, აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი, ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.12.2016, 06:06 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ ასსა და ათასს. დაე, ესმოდეთ: ერთმანეთის გატანა ვიცით. შეხედეთ ამ თასს, მეგობრებო, შეხედეთ ამ თასს, იგი სავსეა არა ღვინით, არამედ ფიცით. ქართველის ფიცით, ვისიც ახლა ისმენთ გულისთქმას, მარად ერთგულის გრდემლის, კალმის, ხმლისა და გუთნის, მებრძოლის ფიცით, რომ არასდროს არ ჩავაგებთ ხმალს - მის დასაცავად, ვის სიცოცხლე ჩვენი ეკუთვნის. უსამშობლოოდ, დე, ის ღვინო გადმექცეს შხამად და სასიკვდილო გაზმორებად მოედოს ძარღვებს, როგორც ეკუთვნის, როგორც უნდა განსაცდელ ჟამად, ვინაც ფიცსა სტეხს, ვინაც ძმობის სიმტკიცეს არღვევს. სამშობლოს ჩვენსას ბევრი ომი გადუტანია, მრავალ ქარიშხალს გვიხატავდა ცხოვრება ქართლის, ის თავდადების და გმირობის მატიანეა, ეხმაურება იმ ხმალს ჩვენი ხმალი სიმართლის. თასს უკანასკნელს ვცლი, დავცალე, გადავდივარ მას, დაე, დაიმსხვრეს მტერი ჩვენი მძლავრი სიმტკიცით! ახსოვდეს ყველას, ვინც აიღებს ამ მშობლიურ თასს, რომ ის სავსეა არა ღვინით - არამედ ფიცით.
გალაკტიონ ტაბიძე --
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 13:38 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისი... ღამე... წვიმა... გალაკტიონის ხიდი... კისერი... თოკი... ლოდი - რაც შეიძლება დიდი... ახლა რაც უნდა გითხრა, ალბათ შენც კარგად ხვდები - ვიცხოვრე... დავიღალე... კარგად იყავი... ვხტები!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.12.2016, 15:05 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბედთან ამბოხების მქვია ექსტრემისტი - რა ვქნა, თავის დახრას არ ვარ მიჩვეული. არრა მაბადია გარდა ლექსების და გარდა სიამაყის - რაღაც უჩვეულო.
ხელში გადავითვლი ხურდებს კარამბოლით - ერთ ღერ კესანესაც ამით ვერ მივწვდები... შენი ფანჯრებიდან ისმის "ამაპოლა", გვერდი ავუარო - გულიც გამისკდება!
მინდა შემოგძახო, მაგრამ რანაირი განცდა მეუფლება: მტრული გაციებით, ისე გამიცივდი... ადრე სხვანაირად იყო - გიხაროდი მეტად, გაცილებით.
და მეც გილოცავდი, შენთვის მოგონილებს, დღეებს - სასწაულებს, ისე უცნაურად... ახლა შენს სარკმელთან ვდგავარ უქონელი, როგორც შემოდგომის ბოლო აზნაური.
აღარც სიგელი მაქვს, აღარც ჰერალდიკა - წყალსაც წაუღია! ახლა მთავარია, კეთილ მეყვავილეს ერთობ ეგზოტიკურ, ლექსში გავუცვალო ივან და მარია.
ღია ფანჯარაში გესვრი ყოჩივარდებს, მინდვრის ყვავილებით დაგხვრეტ... გამექეცი! ბედთან უიმედო ჯანყის ყოჩი ვარ და შენი სიყვარულის მქვია კამიკაძე.
|
|
|
|