კაპრიზი - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
კაპრიზი
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:06 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.

და რახანიავადაგასულ ვენებში, მეჩხერ,
თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,
ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,
რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე

და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",
რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,
რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,
მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,

გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,
დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),
ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,
ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს

და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...
ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,
ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებს
სკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,

ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,
წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-
ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,
და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!

და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულ
წესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,
რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებ
და რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...

და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადა
სამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგე
და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,
რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:07 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერით, უცნაურად არქაულის,
აღებენ კაფე ,,იოლანდას”,
ლოთი, ისე მაინც არ ჩაუვლის,
დალევს და ფერებს მიმოლანდავს...
. . .
ქარებმა ქვაფენილი მიმორთვილეს,
ვნებდები ნოემბრის კორიანტელს,
ცეცხლს ვაძლევ,
რაც დღემდე ვიცოდვილე
და სართად, - წაკითხულ ფოლიანტებს.
. . .
ისმის ,,ამონასრო...” - რაღამ ამოსვარა...
სახლის საყრდენები, - შემომპალი...
ასაკივით გრძელი მუნდშტუკით, - ვარა
ზის აივანზე... ჭორის დედოფალი...
დედალი ჩე გევარა...
. . .
მთის წვერზე, ადგილი სამონასტრო...
პირჯვარი მარცხნივ
და მარჯვნივ პირჯვარი...
ცოტაც და მომინელებს ,,ამონასრო” )
და წითელი სასტუმრო, - იჯარით...
ვინ მეტი მოასწრო...
. . .
ძველი მეძავი, - ,,ერთ დროს პიანისტი...”
თლილ თითებში, ზოგჯერ სიგარეტიც...
დაღლილი ფეხებით, - ელლა (ისე - პისტი...)
გაგიკვირდება და უყვარს ჯარეტი...
ვზივარ, არ ვეხები...
. . .
ტაქსის ,,შოფერი”, - მომხრე ყველა ,,იზმის...”
აზრის ხელყოფა...) უსმენს ,,აბუშას”,
ვაშა! - ,,ამონასრო” მაინც არ ისმის..!)
ერთსაც ჩაისვამს, უდავოდ ნაბუშარს...
კეფაზე ეტყობა...
. . .
გველივით სიტყვა, - ,,ინსინუაცია...”
ყველა, უიმედოდ ცოდვილია..
ყველაფრისმცოდნე, - ქალია, კაცია...
ნიკალა სევდაა... იცნობს მოდილიანს...
ცოტაც შესცოდე...

მახინჯმა ქალმა შვილს ნაზად შეხედა...
ფრთები აქარბუქდნენ და მიაბიჯებს
ღვთისმშობელივით ლამაზი დედა...
ხელში შემომრჩება სიმახინჯე...
ვთხზავდი რომელსაც...
. . .
ჯვარი სჭირთ, მეჩეთებს და სინაგოგებს...
ბიჭი, გოგოს, მზერას არ აცილებს,
წითელ ბუშტს, წარწერით, - ,,ირაბოგემ”
ჩუქნის, როგორც წმინდა სანაწილეს...
სხვა მხრიდან ვდგავარ...
. . .
თვალით, ყვითელ წარაფებს შევეძოვე...
და ,,იოლანდაში” რეკენ ბოთლები...
კვერთხით შემოდის მოსე, - მეეზოვე,
ზღვასავით გზას უთმობენ ფოთლები...
. . .
სიყვითლე...
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:07 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,
ფანჯრებს ავაკარი წყევლა გისოსებად,
როცა ჩემს სიცოცხლეს ხსოვნა აჩანაგებს,
სივრცე უნამუსო- ლოცვით იმოსება.

არ მსურს მონატრება ჩემზე ვაბატონო,
გვერდით ოთახიდან მისტვენს ამნეზია.
ზოგჯერ უმიზეზოდ მძულხარ ქალბატონო,
წუხელ მგლების ხროვა მთვარეს დაესია).

მე კი ახლაც ვზივარ , ვითმენ სიფიცხემდე,
რომ არ შევაჩვენო მთელი გალაქტიკა.
მინდა სიგიჟეზე ლექსებს მიფიცხებდე,
თუმცა უიღბლობამ ბედი ამატკია.

სივრცე უნამუსო ლოცვით იმოსება,
ახლა საგიჟეთში ვითვლი ამხანაგებს.
ფანჯრებს ავაკარი თვლემა გისოსებად,
რასაც განვაგებდი, იგი არ განმაგებს
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:08 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დგახარ ქუჩის განაპირას,
ვარდებს ჰყიდი...
- ჩემო კარგო,
არაბი ხარ?
- იეზიდი...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
- თქვი, შავთვალავ,
არაბი ხარ?
- იეზიდი.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:08 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ ქარია. დეკემბერი უკრავს ჭიანურს.
და თეთრ ქალწულებს გაუმართავთ მინდვრად ბალეტი.
ჩემს ოთახში კი ფავნი ლოშნის დამთვრალ დიანოსს.
და ეშმაკურად იყურება ლურჯ სათვალეთი.

მე ყაჩაღივით მაფრინდება მუხლებში დამბლა
და გახურებულ მარწუხებით ალურჯებს ძარღვებს.
უცნაურ ფიქრმა ხერხემალი სულ დამიდამპლა.
თავის ქალასაც ეს ფიქრები მალე გაარღვევს.

და მეშინია. მეშინია, ო, მეშინია.
ჩემი სახელი გუშინს აქეთ სულ მავიწყდება.
ცივდება ტვინი. სისხლის ჩქეფაც მალე მისწყდება.
მე კარგად ვიცი ეს რა არის, რისი ჟინია.

წუხელი ღამით ეს თითები ვერხვისფოთლობდნენ.
ღებავდა სისხლი მოღალული ტუჩების მარჯანს.
სუსტი თვალები შავ სტრიქონებს ვეღარა ფლობდენ
და მე ვფიქრობდი, რომ ეს კვირა არ გადამარჩენს.

ვუცდი და ველი - ბედი როცა დამაყირავებს
და ამ ქვეყნიდან გამისტუმრებს თქვენი არული,
როცა გამყვება პროცესია მე ბულვარული
და მელოტები მოიხსნიან გადამსკდარ თავებს.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:08 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბილიკები გუბეებმა გადათელეს
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით,
იქნებ ფიქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ,
მაპატიეთ ქალბატონო... შემიყვარდით.

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანითი სულ ვერაფერს მიგახვედრებთი
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთითი ღაწვებს ფერი დაჰკრავთ თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს,
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთი
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით, თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ რა საჩუქარს ელით ბოლოს,
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს
სიბერეც რომ შეგეპარათ ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ
სინანულიც გვიანია ქალბატონო.

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვს მაშინ, თვალს რომ ვეღარ გარიდებდით,
ახლა მაინც რა გატირებთ ქალბატონო.
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ,
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო!!!!
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:09 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უთრთოდა თბილისს ტკივილისგან ბებერი მუხლი,
მეტეხის ხიდზე მატიანეს წერდა ჯალალი,
ივერის მიწას დაუყენეს გლოვა და მწუხრი,
როს ასიათასს შეუჩერეს სუნთქვა ალალი.
ყოველი წუთი თითო წმინდანს ითვლიდა იმ დღეს,
სიონის გუმბათს ქერუბიმთა ეხვია დასი,
ვერდაჩოქება ასიათას სიცოცხლედ ღირდეს,
არავის,არსად არ სმენია გმირობა მსგავსი.
ააღრიალა უტყვი მტკვარი სხეულთა ბორგვამ,
ანგელოზები უჩვეულო კამარებს კრავდნენ;
და რა იცოდა ურჯულოთა ჯიშმა და მოდგმამ,
რომ სათითაოდ ყველა გმირში წმინდანებს ჰკლავდნენ.
იმ დღეს მეტეხთან მარტვილობდა ქართველი როცა,
იმ დღეს თეთრის და შავის ბრძოლა ხილულად შედგა,
ნაგვემ სხეულებს ეღვრებოდა მადლი და ლოცვა
და უამრავი ნათლის სვეტი იმედად ედგა
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:10 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე-
სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა",
მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ,
ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი
ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი
შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო,
შენი საყდარი, შენი მიწა და "აი-ია",
რომელსაც თითით მიჰყვებოდი და აი ქოხი,
რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა
დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა
რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი.
აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი
ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე
შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ...
პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს,
დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც,
რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ,
რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც!
მოვტყან - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს -
შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი
ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:10 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო.
შენი არგუმენტი
ტყვიაგამტარია
დღეს,
როგორც არასდროს,
სუსტი და ბეჩავი,
რომ რადგან აქამდე,
როგორღაც მოხვედი
და რადგან...
არც ღირდეს,
ვინ ისიც, ოცნებად!)
ჯერ კიდევ სადა ხარ?!
იმდენჯერ მოგხვდება
ცხოვრება ტუჩებში,
თვითონ გაოცდები...
გინდა ამოშალო
სული სხეულიდან,
როგორც მიცემული
თითქმის დავიწყებას,
"ისე რა" ლექსები
ძველი რვეულიდან,
სანამ გაზაფხულდა,
სანამ დაიწყება
ისევ იმედები,
ოცნების გორები,
ტკივილის მთები,
და ტანჯვის ტიანშანი...
მიდი, ამოშალე
და თვალგასწორებით
სული, ნაზამთრალი,
ზეცას მიაშავე!
ოცდამეთორმეტე
რიგში ზამთარია, -
ამინდი მლაშე და
ამინდი მომჟავო...
 
nukriaДата: ოთხ, 07.12.2016, 15:11 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა რასაც დავწერ არის ნაბოდვარი
- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,
მაგრამ როცა დგება ღამე ნაბოსვარი
მტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს!

მერე მთელი ღამე ვფიქრობ ვარსკვლავებზე,
ვფიქრობ ზეცაზე და ზოგჯერ საკურაზეც,
ვფიქრობ ლოთობაზეც – ნეტა ვანსხვავებდე,
ყურძენს საარყოს და ატამს სამურაბეს...

ვფიქრობ გაზაფხულმა როგორ ჩამიარა,
როგორ ვერ გავიგე მისი სურნელება,
და გონს რომ მოვიდე ალბათ წამი არა,
წელიც არ მეყოფა... გამასულელებდა

ღამე, რომ არ იყოს კიდევ ერთი ფიქრი –
ფიქრი ზეცას თავი როგორ დავაღწიო,
სადღაც, ვიღაც ალბათ რაღაც გრძნობით მიჰქრის
და მსურს ჩემი გულიც იმას დავაწიო...

მტანჯავს ნევროზები, ურცხვად ძილებს მიფრთხობს,
როცა ჩამოდგება ღამე ნაბოსვარი,
- ალბათ აღარც დავწერ – ზოგჯერ ასეც ვფიქრობ,
ახლა რაც დავწერე არის ნაბოდვარი...

გიო საჯაია
სასაცილო ხარ... ლაპარაკობ გაუთავებლად,
ყველ-არა-ფერზე, გაფუჭებულ რადიოსავით,
არაფერს ტოვებ უთქმელად და გაუტარებლად.
ვილაპარაკოთ - კეთილი და პატიოსანი.

რაზეც გენებოს, დაწყებული სტრატოსფეროდან,
დამთავრებული ნაწილაკით ელემენტარულ,
ბედი შენი, რომ მე დუმილის დიდოსტატი ვარ
და ვიფარგლები მხოლოდ ენით არავერბალურ...)

ვილაპარაკოთ, მაგრამ კრინტი არ დაძრა ღმერთზე! -
წინაშე შენი სათნოების, ერეტიკული,
მე ანგელოსი ვიქნებოდი, რომ არა ერთი
პატარა ნაკლი - პოეტი ვარ, გენეტიკურად

გიო საჯაია
 
ძებნა:

მოგესალმები Гость