პოეტი პოეტიშვილი - Page 67 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 15.11.2017, 19:07 | Сообщение # 661
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენი შეჯიბრება, როგორ დავწერო და
ვქიშპობდით, - მიყვარდი, გიყვარდი,
მე რომ არ მწყენოდა, შენ რომ არ გწყენოდა,
საფიქრალს გულებში ვიკლავდით.
ზოგჯერ მონატრებით უღვთოდ დაღლილები,
დავკეცდით ბილიკებს - ნათელებს,
მე თუ ჩამომქონდა მთიდან ყვავილები,
შენ ბოკვრებს მახვედრებდი ჯანმრთელებს.
ვდუღდით, შორი ჩანდა ტრფობის დაღვინება,
ვხარობდით ჩემთან- შენ, შენთან- მე,
თბილად მოფერებას, თბილად გაღიმებას,
ყოველთვის ვასწრებდით ერთმანეთს.
ნეტავ, მორჩენის გზა, ვდარდობ, საით არის,
კეთილო, იების დობილავ,
რატომ დამიმალე ? რატომ არ მითხარი ?
სიკვდილიც დასწრებაზე ყოფილა... ..
 
nukriaДата: ოთხ, 15.11.2017, 19:38 | Сообщение # 662
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ეს მონატრება თვალებს დასტყობია,
თითქოს იდუმალი, მოსჩანს სანაპირო,
ვიცი დამღლელია, დღეს ეს მდუმარება,
მაგრამ იქნებ მოსვლა, ისევ დააპირო..
 
nukriaДата: ოთხ, 15.11.2017, 19:59 | Сообщение # 663
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიღაცა
სიზმრებს წყალს ვაყოლებ და ვითვლი
რამდენი დროს წაჰყვა თავისით,
ვიღაცა ჩვეული ქარიზმით,
ვიღაცა ალღოთი ქარიშხლის.
ვიღაცა ქურდულად, გაპარვით,
ვიღაცა სიჩუმეს არ იშლის,
ვიღაცა მწკრივს აჰყვა ქარავნის
ნაკვალევს... მისდევს და ქარი შლის.
ვიღაცა ჩემთან ვერ ჩერდება,
თემას ვერ ვათანხმებთ საუბრის,
იციან ძალიან ჩემებმა:
დამცდება არც ერთზე აუგი.
მინახავს ლამაზად წასულიც,
გული რომ არაფრით ივიწყებს
და მესმის ანაზდად ხმა, სუნი
მიმარცვლავს ხსოვნაში გვირილებს.
ვიღაც ემზადება წასვლისთვის
სულ ერთი ნაბიჯი სჭირდება,
წარსულად იქცევა წამებში
ვითმენ და ვფიქრობ, რომ ჭირს თმენა.
მზე დაცხრა, სიზმრებად იქცა ცა
შევყურებ სულ ბოლო წამამდის,
და მტკივა ყოველი ვიღაცა
ვინც მართლა ვიღაცა არ არის.
(ნინო მოდრეკილაძე)
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 20:04 | Сообщение # 664
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია - წამია თუ წელიწადია;
ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება
და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.

შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,
არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;
ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,
როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.

არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,
არ გითვალთვალებ - სად იყავ და ვისთან იარე -
და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის - ნეტავი იმას,
ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.

ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 20:05 | Сообщение # 665
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს...
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე...
როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს...
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს...
და მეც გავგიჟდი... ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს...
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.....

[ანა კალანდაძე]
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 20:30 | Сообщение # 666
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ არის რაიმე, თუ არის...
თუ არის რაიმე, - გფარავდეს..
გათავდა... გათავდა... გათავდა...
მარადის... მარადის... მარადის...
იწყება სანთლების ციმციმი...
და ბოლოს... ისინიც ქრებიან...
ხეები ეძებენ ერთმანეთს
და ღამეს მარტო არ ხვდებიან...
მზის დისკო ნაზია, მკრთალია,
უღონო, ვერცა რის მშველელი...
და მხოლოდ ერთია ნუგეში –
ლამაზი ბაკმი აქვს ვენერას...
იწყება სანთლების ბრიალი...
თუ არის რაიმე, გვფარავდეს!
 
nukriaДата: ხუთ, 16.11.2017, 20:32 | Сообщение # 667
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა,
რომ ამოვა ენძელა და ია,
საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ,
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს.
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ,
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს,
ციხისძირთან შემეყრება გველი,
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.

მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი,
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას,
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.
 
nukriaДата: პარ, 17.11.2017, 13:36 | Сообщение # 668
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამიყვან სადმე?
ნოემბერი მოგვიხმობს ოდეს...
გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის,
ძვირფასო, მინდა პაემანი ფოთლებთან გვქონდეს,
ვიხილოთ ფერთა აგონია, ამ დროს რომ იცის.

წავიდეთ!
უკვე ქარვისფერი დაადნა ტევრებს
და თითქოს ჯიბრით, არ მკრთალდება ცა - ლურჯად მდგარი,
წავიდეთ, სანამ ერთადყოფნას მზე მოგვიტევებს,
დაგვედევნება გზაარეულ ღრუბელთა ჯარი.

მეწამულ ქორწილს გადაგვიხდის ფოთოლთა ცვენა,
ნეკერჩხლის ხეებს შეაკვდება ჩურჩული ფიცის,
ძვირფასო, ჩვენთვის ნოემბერი გამართავს სცენას,
გომბორზე ახლა შემოდგომა ხეებში იწვის.

/ნინო ალადაშვილი/
17 ნოემბერი, 2017 წ.
 
nukriaДата: პარ, 17.11.2017, 14:48 | Сообщение # 669
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...და ბაგეები?!-ველურ ვარდთა ცეცხლად ანთება!
...ანცი თითები?!-ცხელ ბაგეებს თრთოლვით ადნება...
...ენის ლაციცი?!-ბაგეთა და თითთა თამაში...
...ნამის ნაზავი?!-ბრილიანტი,ბრწყინვა მარმაშის...
...თქორი ნისლების?!-ორი,ბორცვის ამოზიდება...
...და გვირილები?!-იხორკლება ფურცელთ კიდესთან...
...და ეს წრიალი?!-სტიქიათა აბობოქრება!
იწვის სხეული ...ძნელი არის ახლა მოთმენა!
...და ეს ზრიალი?!-ქანდაკების არის ნაშალი!
რა?!არ გსმენია,ვნებას როგორ ცვივა ბათქაში?
როგორ გუგუნებს სურვილი და როგორ იმსხვრევა?
მარტოობის ხმა,არ გსმენია,როგორ ხალისობს?
...ენა?!-გველია,რომ დაგესლა ვარდთა ფურცლები!
...კანი?!-ცვარ-ნამით არის უკვე დანაწყლულები...
...მკერდი?!-ლავაა,ვულკანმა რომ ცეცხლად იფეთქა...
...ქალი?!-დაღლას და საკუთარ ცხელ ორთქვლას მინებდა...-ლიკა,10 საათის წინ!
 
nukriaДата: კვ, 19.11.2017, 18:22 | Сообщение # 670
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს
თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,
სამი ციხე დგას; ციხე- “დაუხვდი”, ციხე - “დაჰკარი’ და “ არ გაუშვა”.
თავს რომ იწყვეტდა ომის ქარბუქი
და მთებს დაჰყეფდა შავი ფრინველი,
ციხე” დაუხვდი”- ფიცხი ჭაბუკი
მკერდით ხვდებოდა მომხდურს პირველი.
როცა ტყდებოდა მტრების ალყაში
ციხე “დაუხვდის” ზღუდე მაგარი,
ომის ქარცეცხლში - დინჯი ვაჟკაცი
გადეშვებოდა - ციხე “დაჰკარი”.
როცა მზლავრობდა მტერი გულშავი
ციხე “დაჰკარის” მხრების დრეკაში,
“არ გაუშვაო”, “ არ გაუშვაო”-
მტრისწინ დგებოდა ციხე ბერკაცი.
და ნანგრევების მტვრიან ჰაერში
წითლად ელავდა ხმალი ქართული:
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “ არ გაუშვა”-
იდგა გუგუნი გოლიათური,
ციხე მისდევდა ციხის მაგალითს,
მოძეს გვერდს ედგა მოძმე ხნიერი
და ციხეც ციხით იყო მაგარი,
ვით კაცი კაცით იყო ძლიერი
შენ, მოგზაურო! ვისაც გეღირსა
ქვეყნად მშვიდობის დღესასწაული
შესდექ! შეჩერდი მურის ძველ ხიდთან
ამ სამ გოლიათს როცა ჩაუვლი,
ყური მიუგდე ქედებს, მთა-გორებს,
ჩუმად მთვლემარებს კიდით-კიდეში,
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “არ გაუშვა”
იქნებ მოგესმას ამ სიმშვიდეში.
იქნებ მოგესმას მამებს, წინააპრებს
ქვეყნდა მშვიდობა რად არ ჰქონიათ,
შესდექ ლომ-გმირთა ხსოვნის წინაშე,
ყური მიუგდე ამ სამ გოლიათს.
ყური მიუგდე: - როგორ გადურჩა
მტრის ხმალს ქვეყანა ცრემლდანამული...
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “ არ გაუშვა”
აი, რა არის ჩვენი მამული.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость