პოეტი პოეტიშვილი - Page 68 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 68 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 66
  • 67
  • 68
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 19.11.2017, 18:52 | Сообщение # 671
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეფიცები ცხენისწყლის და რაჩხის ტალღებს,
ჩვენს სიყვარულს ეს უაზრო დროც ვერ წაშლის,
ლაჯანურის რიყეებში შევშლი ღამეს,
ამ ძარღვებში ლეჩხუმური სისხლი დაქრის...

თეთრი ნისლით სტუმრად მივალ დიად ხვამლთან,
კლდის ბილიკებს გადავივლით მე და მთვარე,
გიწილადებთ იმ ოცნებებს რაც კი დამრჩა,
მერე წყარო წკრიალა ხმით მეტყვის რამეს...

კვლავ ვაკოცებ, ცეკურის მთის ლამაზ ასულს,
გადავხედავ ბილიკებზე არჩვის ჯოგებს, ხო...
ვიხსენებ წარსულ დღეებს ცრემლით ნაკურთხს,
ეკლესიის სამრეკლოსთან ვიღაც გოდებს...

გეფიცები ცხენისწყლის და რაჩხის ტალღებს,
გადავივლი ჯონოულს და ჩუმ ნამკაშურს,
დაქანცული გადმოვხედავ დეხვირს...
თაკვერს, მის თვალებში სიყვარულის ვიგრძნობ ალმურს...

თმას ვუსწორებ...ვეფერები...ვკოცნი ხოლმე,
თავმომწონე...თავმომწონე ცოლიკაურს,
სადღაც ფიქრი გადაიფრენს აშლის ფოთლებს,
ცას მიყვება უძიროს და რაღაც ზღაპრულს...

ქარი ცაზე ღრუბლის ფარდას ისევ შლიდა,
ეხუტება მოწკრიალე ზეცის თვალებს,
ჩემს ფიქრებში ვეფერები ახლაც ლეჩხუმს,
გეფიცები ცხენისწყლის და რაჩხის ტალღებს...
 
nukriaДата: კვ, 19.11.2017, 18:58 | Сообщение # 672
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამოვიარე ლასხანას,
ქალები კრეფდნენ შავმსხალას.
-ქალო, რატო კრეფთ შავმსხალას?
-ასე იციან ლასხანას!
ვაი, ამ საწყალ აღველებს
რავა დღედაღამ ახველებთ!
ეს რა სცოდნიათ მახაშში
კაი ქალს ცვლიან გლახაში!
აქით იქით სოფლები
სანორჩია და კენაში.
ჩერო-გან-გან გამდგარი,
გამოშლილი ყველაში.
ზედა-ქვედა ღვირიშიო
განთქმულია ყვირილშიო.
ამ ღვირიშის ვაკესაო
ღორს წველიან მაკესაო.
უცხერლების ხილიაო,
მაყვალი და თხილიაო.
ისიც რომ გამოელევათ,
დაერევათ ჭირიაო.
ალპანაში ქორწილია
ნაწვეწვია ზოგიშიო.
ხიდი რიონს წოუღია
ვერ მოვდივართ, ბოდიშიო!
ჰაი ტვიშია, ტვიშია,
ტვიშს იქით ქორენიშია...
მთელი ლეჩხუმი რომ გაძღა,
ქორენიშს მაინც ქე შია!
რა ლამაზია ნასპერი,
კალოს პირას დგას საბძელი.
აქეთ-იქით წისქვილები,
შუაში დგას ეკლესია,
გოგო და ბიჭი ლამაზი
ყველაზე უკეთესია.
(ხალხური)
 
nukriaДата: კვ, 19.11.2017, 23:14 | Сообщение # 673
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკოლო...

ერთ დღესაც,
სიკვდილს რომ გადავწყვეტ
— იყოს ვივალდი
და თებერვალი მარტს უცვლიდეს
ყინვის ტიარებს,
რატომაც არა, გავიხსენებ
ძილად მივარდნილ
სიმშვიდეს, როგორც ტკივილების
მემატიანეს.
ვივალდი ღამით და ბავშვივით
ქერა ლილია,
შენი ჩრდილი რომ შემოჭირხლულ
სარკმელში ატანს
და ვიდრე მინა ერთი სუნთქვით
დაორთქლილია,
მეც, ერთი თითით, ერთი სახის
ვისწავლი ხატვას.
ვარ დაგესლილი ვიოლინო,
ქარის თარეშით,
ჩემი ნერვები ვერ უძლებენ
პიჩიკატოებს,
წყდებიან, ისევ, ისევ, ისევ
სიტყვის გარეშე
და ვიდრე სულ არ გაჩუმდები
ვინ მიგატოვებს.
ვარ ჩემი თავის ბედისწერა
და განაჩენი,
უცოდვილესი მათხოვარი
და ღვთისმოსავიც,
ვიდრეღა შევძლებ, შეშლილივით
ვუკრავ დარჩენილ
ერთადერთ ნერვზე — პაგანინი
ნიკოლოსავით...
და ვუკრავ, როგორც ტკივილების
მარტიროლოგი,
იყოს ვივალდი, სიკვდილამდე
იყოს გალეშვით,
თებერვლის კვნესა, მარტის სცენა
და მონოლოგი,
ერთადერთ სახით, ერთი ნერვით,
სიტყვის გარეშე...

საშა გველესიანი
 
  • გვერდი 68 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 66
  • 67
  • 68
ძებნა:

მოგესალმები Гость