პოეტი პოეტიშვილი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:39 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ რას დაგიტევდა გალა ვანი, ბეჭზე დასვი ყველა ფალავანი. ციხეს მედგრად გიცავ გალავანი, ჰოეც შენა ხარ და გალავ ანიც. წერდი არცერთ სტრიქონს გალა ფულით, წერდი ღმერთის ხელით ტალანტურად. ვაი პოეტებით გალაფული- ვრეცხოთ პოეზია გალანტურად. ჩანან პოეტები გალაგაგად, ისმის პოეზია ალაგ-ალაგ. ღმერთმა აგირჩია გალა-გალად, სხვები შენზე ქვევით განალაგა. მერი გაგვიცოცხლე გალათეად... სარტყელს მეც ვერ ავცდი ქალ არქტიკის. და რქა ჯადოსნური ამალთეას- სურვილს ზურგს ვერ აქცევს გალაქტიკის. ფეთქვა წუთში ასჯერ ხალასია, გიძღვნი მხოლოდ ერთ ქალს ამ ასივეს. ლექსის სალოცავი გალასია, რომ დღეს უგალობით გამასივეს. ვერლიბრს პოეზიად გვასაღებენ, უნდათ პოეზიის გალაჩრება. და გულს სიყვარულით რას აღებენ, თუ სურთ ბოლოს მასზე გალაშქრება. რომ დღეს მომდებიხარ ქალავ ალად, გთხოვ ნუ დამაბრალებ ხვალ ავობას. მკვდრეთით ჩემში აღდგა გალა-გალად, სულაც არ ვიბრალებ გალავობას. დედამ სიყვარულით მწეროსანმა, შვილი პოეზიის მიანდე რძეს. დედამ,ღმერთმა და დიდ წვეროსანმა, წერა გაჩენამდე მიანდერძეს. სულო უფალივით გალამაზდი, ლექსებს რომ ავკინძავ დია-დ-ემად. გალა ლაჟვარდოვან კალამად მზრდის, მადგამს პოეზიის დიადემას.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:39 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცისფერი ლექსი
ცისფერი ლექსით ბარათგაშლილი, მთასთან მივყავარ მერანებიანს. დიდი გალა და ბარათაშვილი, მაბოდებენ და მელანდებიან. მათ ანაღვლებდათ მთაწმინდის მთვარე, ბედი სტკიოდათ დიდი ქართლისა. ცისფერი ღრუბლით ნაწვიმი მხარე, ღმერთან ფართოა ხიდი მართლისა. მტკვართან ჩამოწვა ცისფერი ნისლი და გაიხიზნა მთაწმინდის მთისკენ. არ მაქვს ფეხები იმ მთასთან მისვლის, მაგრამ ხელები მიმიყვანს მისკენ. როცა ზეცისკენ არ ვიყურები, უფლის ხმას ვისმენ გარნიტურებით. შენთვის არაფერს დავიშურებდი, პოლუსები გაქვს მაგნიტურები. ლექსებს მიფეთქებ ქალი ატომით, კაპიტანია გალა არგოსი. მძირავს ტატოსფრად პალიასტომი, ხან კუნძული ვარ გალაპაგოსის.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:40 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გულში ტრფობა რომ ვერ დაეტია თვალი სიყვარულის მყოფელია. ჩემს წინ დაშნით მდგარი ლაერტია, ჰამლეტს გიწამლავენ ოფელია. ვნებას ვერ იოკებს რომ ეოსი, ხორცი მძულს და მიყვარს სული მეტად. ბედი დამანათლეს რომეოსი და შენ დაგინახე ჯულიეტად. ლაჟვარდს შეგიდარებ სალი იერს, ლექსტაკლს წაიკითხავს თეატრი ჩემ, სულით ჰყვარებია ალიგიერს, სული დაუტოვა ბეატრიჩემ. მერი ქალღმერთია ტაბიძეთი და ფრთებს პოეზია პოეთი შლის. მზრდიდა პოეზიის საბიძეთი, უფრო დიდ მტრფობელად პოეტიშვილს. მუზა რუსთაველის თამარია, უნდა დაითანხმოს ჰომ ეროსი. ალბათ შეიყვარებ ამ არიას და მზეს დაინახავს ჰომეროსი. მოცარტს იძულებდა სალიერი, ახალ პოეტებმა შემიძულეს. კოცნით რომ გიწითლო სალ იერი, ჩემი ბოლო თხოვნა შემისრულე.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:40 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალმა სხვა ქალები მიატია, გულში ვეღარ ვუძლებ ბაგიბუგებს. ბულბულს მემღერება ტია-ტია, სტვენით მოგილოცავ დაბიდუბებს. ვუკრავ მწყემსი ბიჭი სალამურით, ფარის ხმიანობა მიუბი ლარს. ქორწილს გადაგვიხდის სალ ამური, ნაბდით მოგიტაცებ იუბილარს. მათბობს უშენობა ანტი კვარი და წელს უდიდესი ზამთარია. წიგნი შეინახე ანტიკვარი, დიდი სიყვარულით გამთბარია. სერზე თვალთახედვა დანისლულა და ვერ გადმოვლახე ყორღანები. გულზე მომიშვირე ან ის ლულა, ანდა მომიკალი ყორანები. ენას მითხარ როგორ მიტლიკინებ.... ანდა ამ დროს როგორ ამორძალობ? პოეტს შენზე მეტად მირიკინებს, მინდა ყველა კოცნა გამოგძალო. ამას აიტაცებს კი მედია, ღმერთი როცა ჩემზე გაგათხოვებს. მოდის ზამთარი და იმედია, ღმერთი თეთრ კაბასაც დაგათოვებს. გულის ხმიანობა მიუბი ლარს, ვუკრავ მწყემსი ბიჭი სალამურით... ნაბდით მოგიტაცებ იუბილარს, ქორწილს გადაგვიხდის სალ ამური.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:40 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღარ მომისიო სალ ჰუნები, ერთხელ დაამარცხეს რომიც ოდეს. უფალს შეგავედრე ფსალმუნებით, ჩემი სიცოცხლე ხარ, რომ იცოდე. მკერდში ღრმად ჩამეცი სატევარი, შიგნით სიყვარული რომ არ იდოს. მთვარეს დღე-ღამე მაქვს ნათევარი და მზემ სხივები არ მომარიდო. ალბათ ჯერ არ უნდა მომკვდარიყავ, რადგან ერთხელ მაინც შეგხებოდი. ჩემთან ასე ახლოს რომ არ იყავ, ნეტავ შენ პირველად შემხვედროდი. უნდათ სიყვარულზეც იჭორაონ, ჭორი გატლეკილა ენით ავი. მართლა აღარ მითხრა ბიჭო რაო... ჩემთვის მემეტება შენი თავი. რითმებდახატული პოეტი ვარ, მითხარ რას მოიგებ გაურჩებით.... წამწმებს ცრემლით ვეღარ მოეტივა, და ცრემლს სიყვარულად დაურჩები. აღარ მომისიო სალ ჰუნები, ერთხელ დაამარცხეს რომიც ოდეს. უფალს შეგავედრე ფსალმუნებით, ჩემი სიცოცხლე ხარ, რომ იცოდე.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 01:41 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთმა რომ შექმნა ადამი, ადამმა შექმნა რობოტი. ღმერთმა გვითმინოს სადამდის, ექიმმა შობა აბორტი. ღმერთმა იცის და არვინ ის რამდენს გვაბრუნებს ორბიტა. გორილს გვწინაპრობს დარვინი და ტვინს ვერ ვუქებ ორ ბიტად. გენიოსობდა დავინჩი, ჩვენთვის კოდებიც მოქონდა. არ ვიცით ინჩი და ბინჩი ვინ არის ნეტა ჯოკონდა? თავხედობაა ნასაში, ღმერთს რომ ებრძვიან კოსმოსში. უღმერთობააა მასაში, ღმერთს რომ ხედავენ კრონოსში. სულს ახვეული სურო გაქვს, ადამო გონზე მოდი და... შვილს აჩენინებ სუროგატს, უფლის მგმობელი მოდიდან. და უფრო მეტიც იკადრეთ ღმერთები თავი გგონიათ, ღმერთს ახლოს რომ არ იკარებთ, სატანის ბევრი კლონია. გუშინ რომ იყო ჰომოსი, დღეს უკვე წკაპდა ლესბოსი. მოწამლულია კოსმოსი, წყვდიადი ხდება დღეს ბოსი. გუშინ რომ მოლა ხვდებოდა, დღეს უკვე მღვდლობას აპირებს. ვიღაც უფულოდ კვდებოდა და ფულით ცვლიან ნაპირებს- ანუ უფულოს აჭრიან, ნებით თუ ძალით ორგანოს- მკვდრებსაც ძარცვავენ აცლიან, რომ სხვამ დრო გაიორგანოს. ნამუსზე ტატუს ქარგავენ, სინდისს გაეხსნა კვირტები. ქალიშვილობას კარგავენ, სკაიპებიტ და ვირტებით. რძალი ატირებს მამამთილს, სიძე სიდედრთან გელინობს. სანამ სულს ეშმა აგვაცლის, სჯობს მანამ უფალს ვევლინოთ. ჯარის ფორმაზე იფსავენ, იყიდეს გმირის მედლები. რომ თავს მამლები იკლავენ, ყივილს იწყებენ დედლები. მივალ ზეცაში კომეტით, მომწყინდა უღვრთო კომპლექსი. ეშმაკს ამარცხებთ პოეტით, დაგეხმარებათ კომპ-ლექსი. /პაატა სურმანიძე/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 02:18 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზები სიყვარულის დონა ბელა რომში მაშინ მოვა,რომ არ ელი. მწამლავს უშენობით ბელადონა, სპარტაკს შემიყვარებ რომაელი? ბრუნოს კუპიდონმა ეისაროს, მე კი ცოცხლად დამწვავს რუ ბიკონით. ვდუმვარ გალიაში ვკეისარობ, ჩემს წინ თბილისია-რუბიკონი. გახსენ წარბებს შუა ჯერ ეს კოპი, მერე ჩემი გული გალილეო. ახლა გაკვირდები ტელესკოპით, როგორც ცის მნათობებს გალილეო. ზურგზე მობანავე მზე ხარ პოში. მთვარე ვარსკვლავებს ვერ ვეგუები. გული ჩამომიყვანს ნეაპოლში, ერთად ამოვხეთქოთ ვეზუვები. წერა ჩემი გულის აფიონი, სხეულს ვმარხავ,ვახრჩობ,ვატრიტონებ. ცისფრად დამანახე დაფიონი, ცისფერ თითებით ვწერ ამ სტრიქონებს. ცისფერ ლექსებს იღებ ადრესატი, რომ მზეს მთვარის გულზე გერონინა. შენთვის გაიმეტეს ადრე სატი. მე კი შემიყვარდი ვერონიდან.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 03:05 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უსაფრდებოდა მზე ხან თულიდან- ფერდობს აღირსეს არდავაკება. და ორჯერ ორი ზესართულიდან, სარკმელს გაეღო გარდაცვალება. როცა თვალების ნამია სანთი, სიკვდილს აქვს ზომა ცამმეტი მეტრი. სანთლებად იქცნენ სამი ასანთი, სული წაიღო ცამ მეტი ეტლით. იას უვლიდა ღერი წ-რე-კორდის, ღამეს გაუწყდა შუბლის წინ ნაკი. გალას ეკუთვნის წერის რეკორდი, ლაჟვარდოვანი უბის წიგნაკით.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 03:31 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზეცის თვალები გაწვიმს ამალით, რომ დრო დაჩრდილე ინის აწ ოლით. არ გაძინებდა მარტის მამალი, არ გასვენებდა რკინის საწოლი. ლიხსიქეთობას ლიხი მიფიტებს და უშენობას ასტრით ვგონებდი. თიხის ხელებით თიხის ფირფიტებს, ოქროს ასოებს ასტრიქონებდი. შვილი ლექსები, მამა ოთარი. მარტმა გვაჩუქე ია გულღია. შენ არ გჭერია ამაო თარი, არც სხვა ქვეყნისთვის გიაშუღია. გადმომაყარე თავზე ფაფარი, სიმბა რითმების დასით ვაღურობ. მომეც შენს გვერდით თავშესაფარი და სიყვარული ვასიღნაღუროთ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.09.2017, 04:24 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საბათუმო (ბათუმი წვიმა არაა მარტო)
დგება სიზმარი მძინარე მთიდან, ლექსი გაარღვევს ხვალიდან სინორს. გუმბათს ვუყურებ მინარეთიდან, შავ ზღვას ვალურჯებთ ალი და ნინო. ზღვამ მიმასპინძლა სტუმართმოყვარემ, ვფიქრობ მედეას რა ვუკურკურო. ჩამოგიტანეთ უმამო მთვარე და ცამ მომექეც რა უკულტუროდ ვდგები ღუზაზე ღამის შუქურა. მძარცვავს მეკობრე, აბრაგი, ლოთი... ზღვამ მომავალი არ მიმუქურა, არგო ჩამომყავს საბაგიროთი.
|
|
|
|