ლექსები
|
|
nukria | Дата: სამ, 24.10.2017, 22:48 | Сообщение # 231 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იასამანი ყვაოდა თეთრად და სევდიანი ქონდა სითეთრე, ეს უცნაური უსიტყვო სევდა მე ჩემს ოთახში შემოვიკედლე... მესაიდუმლე მე შემხვდა ბედად ბევრისთვის ალბათ ვერ ასატანი, ჩემს ცივ ოთახში აღარ ვარ კენტად, მე ვარ, სევდა და იასამანი...
ბადრი სულაძე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.10.2017, 23:44 | Сообщение # 232 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მხოლოდ ტოლთან და სწორთან ღირს ქიშპი, ვინ ადრის ერთურთს ალმასს და გიშერს, მხოლოდ ამიტომ და არა შიშით, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ. არც დღეს არ მინდა გავტეხო ნავსი, მინდორს ტორებით მითქერავს კვიცი... მე ვიცი ჩემი ღირსების ფასი და მაგ სიმდაბლის საზომიც ვიცი. და თუმც რა ხნიდან ჩემთან ჯიბრს ლამობ, ვერ დავამდაბლებ ჩემს ფარს და შიმშერს, სწორედ ამიტომ და ამის გამო, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ.
/მანანა ჩიტიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.10.2017, 00:56 | Сообщение # 233 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ავდგები და წავალ, ფრთებად გამოვისხამ ნისლებს, ჯობდა, რომ მეცხოვრა წყნარად რომ არ გამოვიდა ისე.. მთვარეს მოვიკიდებ აბგად, ღამის უთვისტომო მგზავრი, ვეღარ აღვადგინე რადგან ასჯერ დარღვეული ზავი. დროც კი მემდურება, ალბათ დროსაც გასართობად ვკლავდი... ბევჯერ გაღებულა სხვასთან ჩემს წინ ჩაკეტილი კარი, ძვლივს რომ ვენათხოვრე ნისლებს, ტალღებს შევალეწე ფრთები მე რაც ვიმეორე ისევ, სულ არ აკეთებდნენ სხვები... ხო და თუ სიმართლე გინდა აღარც ვისახავდი მიზნებს, თუმცა ეს ცხოვრებაც ღირდა, მე რომ ვერ შევძელი ისე..
ლელა ლაჩაშვილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.10.2017, 01:09 | Сообщение # 234 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა სიყვარულით ააფრიალა, რა სიხარულით დაქროლა ქარმა! – მეცხრე სართულის თეთრ აივანზე კაბა გაფინა ლამაზმა ქალმა... და არხევს ქარი შმაგი ალერსით, ათრთოლებს კაბის საყელოს, ბოლოს, ეხვევა, ვნებით იხუტებს გულში, შეუჩნდა, მასთან ტრიალებს მხოლოდ... ხან გულისპირის ღილებს უსინჯავს, ხანაც მკლავებზე დაიწვენს უცებ, ის კაბის კალთებს ესათუთება, მე ქალის ტანის მიმოხრას ვუცქერ... ვუცქერ მოცლილი, ვფიქრობ და ვნატრობ, რომ მივდიოდეთ ახლა მარტონი გაზაფხულის ტყის მზიან ბილიკზე მე და იმ კაბის ნაზი პატრონი…
/გივი ჩიღვინაძე/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.10.2017, 01:09 | Сообщение # 235 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ცალ-ცალკე ყოფნის მცდელობამ, თვალებს წაართვა ძველი ელფერი, არა და როგორ გვიციმციმებდა, როცა ერთმანეთს ვეფერებოდით....
/ლელა ლაჩაშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.10.2017, 01:18 | Сообщение # 236 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩაში ერთმანეთს შევხვდით... წლები აგვითრთოლდა ხმაში, წარსულს ნაფლეთებად ვგლეჯდით, უცებ ამოვარდნილ ქარში. იქვე გაგვიწვიმდა თქეშით, სიტყვებს ვასველებდით, სათქმელს... მაინც ვერაფერი ვერ ვთქვით, ან კი,რას ვიტყოდით...რამდენს... შემთხვევით ერთმანეთს შევხვდით, წამით გაგვეყინა მზერა... რაც კი ამ ერთ წამში ვერ ვთქვით... მთელმა საუკნემ წერა...
/მარიკა ახალაია/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.10.2017, 01:30 | Сообщение # 237 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუკი ძლიერ, ძლიერ გიყვარს, ამოსუნთქვაც გიჭირს. გაგიმართლა,ყველას არ აქვს სიყვარულის ნიჭი.
ნათელა შაინიძე
ბებო
ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა ახლა ბავშვობანა ჩემო, შენი სახლის კიბე,გრძელი აივანი, თბილი მინდორი და ეზო. ყოველ გაზაფხულზე შენი ღობის გასწვრივ იასამნებია ბებო, ახლაც თვალებს ვხუჭავ, ისევ აყვავდნენ თუ- ეს მე მეჩვენება,ვერ ვგრძნობ... ...ვერ ვგრძნობ მერამდენედ, უკვე გაიდარა, როგორ გაგეზარდე,ვერ ვგრძნობ.- -თითქოს გუშინ იყო,შენს წინ წავიქეცი, შენ რომ მამშვიდებდი ბებო, თითქოს გუშინ იყო,შენი თავსაფარი კაბად მერგებოდა ჩემო, ნეტავ დამაბრუნა,ნეტავ ამატირა, შენს წინ წამაქცია ბებო... .....ახლაც გაზაფხული ისევ მზით ამოდის, მე კი გულთან მიჭერს ერთობ, ისე მენატრება შენი ეზოს სუნი, იასამნები და მდელო...
წუხელ დამესიზმრე- -ნეტავ როგორ მყავხარ, რამე ხომ არ გტკივა ვეჭვობ?! ვეჭვობ უჩვენობა ჩემზე მეტად გტკივა, ხშირად დამესიზმრე ბებო. მე კი მოგიყვები როგორ მცივა სულში ჩემი ბავშვიბა და ეზო, როგორ გავიზარდე რაც შენ აღარ მყავხარ, როგორ გავდიდდი და ვდედობ........ .................ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა ახლა ბავშვობანა ბებო, მოდი ჩემს სიზმრებში,იქ მე სულბავშვი ვარ, კალთას გიკოცნი და გჩემობ.....
დიკა სალაყაია
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.10.2017, 15:55 | Сообщение # 238 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ავაჰმე ეს რა მამდისა, ავენთე ცეცხლის ალადა, კახის დიაცის ღიმილი გულას მეძგერა ხმალადა. ხან მადიანად ვიცინი, ხან ცრემლი მამდის ღვარადა, ნდომით და ხიბლით გამევსო გულას ცარიელ კარადა. დინჯ ყმას ვეძახდი თავის თავს, გაუტეხელსა მარადა, ქარის პირისპირ ვდგევარ და ვსტვენ ლაღად- ჰაიჰარადა, გენაცვლე წუთისოფელო, საჩუქრებს მიძღვნი წამლადა, პოეტ დიაცის ღიმილი დამყვება საფიქრ- შარადა.
/საშა გველესიანი/
ან როდის გაუმიჯნურდი, თვალნაცემ კახის ქალასა?! თვალთაგან ისრებს გადმოგკრავს, გადაგხდის თავის ქალასა...
/დათო ქაფიაშვილი/
წუხელა ვნახე სიზმარში, ჩამძინებიყო მთვრალასა, თურმე მგელისებრ ვყმუოდი, ხან რას ვეძახდი, ხან რასა. ხან ნინო იყო, ხან კატო, ხან კი ვეძახდი თალასა, რა ვუყო, დიაც მამინდა, არც არრა დამიმალავსა.
/გიული ჩქარეული/
მთვრალს რაიც დაგსიზმრებია, ფხიზელს დაგყვება ჯავრადა, გაფრთხილდი, ე კახ ქალაი არ გადაგექცეს შარადა.
/მე/
ნუ ეხუმრები, ვაჟაო, შენ ამაყ კახის ქალასა, იქნება ფიქრობ, შეაცდენ მარტოხელას და ცალასა?! ტყუილად ირჯები, ის ქალი ვაჟს ეძებს იმისთანასა, ამოვა შენსავ კოშკებში, იქ დაგიყენებს თვალასა.
/დათო ქაფიაშვილი/
ის ვაჟი ისავ მენვე ვარ, ნურსად დაეძებ არ-რასა, თავითავს შავეპაიქრო? რას მოვესწარი ამასა?! გინდარის, თოფი დავიცე? დუელ მავიწყო თავასა? ქარაფით გადმაგიქროლო გაულეწელსა ყანასა, სულ არ ჩამამყვეს მიწასა, ცას მივახატო ლამაზსა, შენი სახელი დიაცო, მზეს მივაკაწრო მაღალსა, უფრორე გავაცისკროვნო ქვეყნიერების თამასა. მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ, შენ რად მილესამ დანასა? ხევსურ ორ! მენვე შაგაბამ, ბროლის ყელს ვერცხლის საბამსა, ჩემად ნაჭრელა საკინძეს მენვ გავსნი,მწველსა ღადარსა.
/გივი ჩიღვინაძე/
ეჰ, ნეტავი მაგ საღამოს, სად ვატარებდი ხანასა?.. ეს ქალი, ყველას რომ გვიყვარს, მიჰყავს ხევსურა ხარასა. ერთ კოშკს უთუოდ აუგებს - ეკუთვნის ამისთანასა და ვინაც მას ეს დაუთმეთ, ყველას დაგიყრით ჩალასა - არ იმსახურებთ არცერთი უკეთეს ვახშმის ჭამასა!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.10.2017, 16:15 | Сообщение # 239 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ ვხვეწებით ამინდს არ გადაიღოს წვიმამ ჩვენი გრძნობები დღეს მაინც აჯობებს წინას...ზ.შ
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.10.2017, 16:17 | Сообщение # 240 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვისმისგან ნათხოვარ იმ სევდის საბანში, გავახვევ სიყვარულს სიცივე შეპარულს, ფანჯარას მოვძებნი ოთახის კუთხეში გრძნობებს მოვიცილებ ცოტათი შელახულს..ზ.შ
|
|
|
|