აალეკო ჩინჩალაძე - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:01 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ცხოვრება ყოფილა
ერთი დიდი ქაოსი.
დაგავიწყებს ყველაფერს
სევდა სასაფლაოსი.
ავიარე აღმართი.
დავიღალე .
დავოსდი.
მიწა ტახტრევანია,
ზეცა - ლუჯი სამოსი.
აქ არც რეკლამებია,
არც რაიმეს ანონსი.
სულ ცოტა ხნით მაინც ვარ
განდეგილი.....
სალოსი.
ირგვლივ გამეფებულა
სევდა სასაფლაოსი.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:01 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამომავალი მზის ფერები მეც მომდებია.
მთის მწვერვალები თმაშიშველი მელოტებია .
სიცოცხლის მუხტით და ღვთიური მელოდიებით
მე ჩიტუნები ყოველ დილას მელოდებიან.-
სტვენა - ჭიკჭიკით ,
სიმღერაში მელოთებიან.
ჩამიქროლებენ.
მხოლოდ წამით შეყოვნდებიან.
ანებივრებენ ჟრიამულით ხეს ყლორტებიანს.
გახედავ ცაზე.-
სულ ჩიტების ესკორტებია.
მე რომ მაცოცხლებს , ეს ტყეები , ეს კორდებია .
ეს მზეც,
ჩიტებიც
ყოველ დილას მელოდებიან.
სიმღერის ჰანგით მათრობენ და მელოთებიან.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:01 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარი რამე !

ვთვალე ვარსკვლავი.-
ვერ დავთვალე.
წლები კი ვთვალე .
ეს , მერამდენედ ჩადის მზე და
ამოდის მთვარე .
ბედისმწერალი მოგვაკითხავს სიცოცხლით მთვრალებს.
მოვა დრო ჩენიც......
როგორც ყველა,
დავხუჭავთ თვალებს.
ყველამ ჩვენ- ჩვენი ქვაკუთხედი საჭრეთლით ვთალეთ.
აჩქარებულა დრო. რატომღაც
ღამდება მალე .
ვასწორებთ წარსულ შეცდომებს და ვასწორებთ ვალებს.
ჩვენი სულები უფლის ნებით ზეცაში ავლენ.
მე სურვილები ცისარტყელის ფერებში ვავლე .
დღეს მიწიერის სისუსტეს და თვისებებს ვავლენ.-
რომ ვერ დავმალე სიყვარული.-
ტკივილი ვმალე .
ყურში ჩამესმის განაჩენი-
- ყველანი წავლენ!
ტრიალებს ჯარა.
ჩადის მზე და ამოდის მთვარე.
წინ გვიდგას სინით მორთმეული ტკბილი და მწარეც.
ნუთუ , დრო მოვა , შენც დახუჭავ მაგ ლამაზ თვალებს?!
მანამდე , მოდი , სანუგეშო მითხარი რამე !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:01 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვთვალე ვარსკვლავი.-
ვერ დავთვალე.
წლები კი ვთვალე .
ეს , მერამდენედ ჩადის მზე და
ამოდის მთვარე .
ბედისმწერალი მოგვაკითხავს სიცოცხლით მთვრალებს.
მოვა დრო ჩენიც......
როგორც ყველა,
დავხუჭავთ თვალებს.
ყველამ ჩვენ- ჩვენი ქვაკუთხედი საჭრეთლით ვთალეთ.
აჩქარებულა დრო. რატომღაც
ღამდება მალე .
ვასწორებთ წარსულ შეცდომებს და ვასწორებთ ვალებს.
ჩვენი სულები უფლის ნებით ზეცაში ავლენ.
მე სურვილები ცისარტყელის ფერებში ვავლე .
დღეს მიწიერის სისუსტეს და თვისებებს ვავლენ.-
რომ ვერ დავმალე სიყვარული.-
ტკივილი ვმალე .
ყურში ჩამესმის განაჩენი-
- ყველანი წავლენ!
ტრიალებს ჯარა.
ჩადის მზე და ამოდის მთვარე.
წინ გვიდგას სინით მორთმეული ტკბილი და მწარეც.
ნუთუ , დრო მოვა , შენც დახუჭავ მაგ ლამაზ თვალებს?!
მანამდე , მოდი , სანუგეშო მითხარი რამე !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:02 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მატკბობს შენი სტყვა ყურთან ნაზად თქმული-
-მოდის გაზაფხული!
-მოდის გაზაფხული!
მათრობს სურნელება მიწის - გადახნულის.
როგორ განაბულა გული დანაღმული,
თითქოს უკვდავების მირონგადასხმული.
ისე მახალისებთ შენ და გაზაფხული.
როგორც საოცრება თვალით დანახული-
ესეც გაზაფხული! - შენ წინ განართხული!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:02 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული ბობოქრობს . სიტყვა არ მყოფნის!
ვარ სიმართლესთან ფიცხი მიდგომით.
ვერ მოინელა მტერმა მარტყოფი!
ვერ მოინელა მტერმა დიდგორი!

წამოიზლაზნა ისევ ურჯულო.
მადააშლილი აქეთ მობღავის.
ლამის მიწამაც დაიჩურჩულოს,
რომ მივასრისო მატლი მბობღავი!

ჩემ გულისწყრომას ყველას ვანიშნებ.
არწივის თვალით ლაშქარს დავითვლი.
თორემ მტერს ისიც კი შეაშინებს ,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - "დავითი!"

დღეები დღეებს ბრძოლით მიჰყვება .
მტრის ლეში მინდვრად ჯიჯგნოს ყორნება!
რომ არ დაკარგოს მადლი სიტყვებმა -
"ფეხი დამადგით გულზე ყოველმან!"

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:03 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამება

მე ღმერთის გარდა არას ვაღმერთებ.
დავყოფ ცხოვრებას წლებად, წამებად.
სულ სამჯერ ნახე ჩემი აღმართი.
სამგზის მომეცი ძალა ,სამებავ!
გამიადვილე შენკენ სავალი
და სიცოცხლესთან გამოსალმება .
ბევრს როდი ვითხოვ....
ენა დამება.-
უფლის ნებით ვარ ქვეყნად მოსული.
ჩემიც იხილე ჯვარცმა - წამება.
მადლი ზეციდან აქ გადმოსული.
სანამ დადგება დღე აღსასრულის,
შენზე ვლოცულობ.
ცოტა მადროვე!
შენთან არს ჩემი
ცოდვილი სული.
შეამსუბუქე და უპატრონე !

როცა დავბერდები

როცა დავბერდები,
მზეს მივეფიცხები.
ალბათ, ამერევა
თვეები, რიცხვები.
ტოტს ჯოხით მოვიწევ,
თუ ვეღარ მივწვდები.
ამაოდ გგონია,
რომ დამავიწყდები .
რაღაც ამერევა
მე ,
ერთდ დროს გონიანს.
ეჰ !-
გულმავიწყობა,
ვის აღარ ჰქონია!
ვარ შერკინებული
ცხოვრებას გოლიათს.
არ დამავიწყდები!
-ამაოდ გგონია.
როცა დავბერდები,
წავალ დაფერდებით.
ღვინოს მომაწვდიან. -
ცოტას დავჯერდები.
შენი მონატრებით,
ისე გავჯერდები,
სადმე შორიახლო
შენთან გავჩერდები .
როცა დავბერდები,
მზეს მივეფიცხები,
სიცოცხლით , სითბოთი
გული რომ ვიჯერო.
ამაოდ გგონია,
რომ დამავიწყდები.
ჭორიც თუ გაიგე ,
არც ეგ დაიჯერო!

ჯვარცმა

წვიმს....
წვეთები ჩემ ფანჯარას ასველებენ.
"ჯვარს აცვითო!"- ბრძანება და დასტურია.
ცად ღრუბლები - ეს კეთილი მაშველები
და წვეთები უფლის გვემას დასტირიან.
ხომ ვიცოდი , მაინც სიმწრის ელდა მეცა
... და ბრძანება ყურს ჩამესმის- "ჯვარს აცვითო!"
ტირის წვიმა.
ტირის ქარი .
ტირის ზეცა.
გავალ ქარში , რომ გოლგოთის გზა გავცითო!

* * *
გამომეღვიძა. ჩაწიხლული სული ჩამძახის,
შეციებული გაზაფხული უხმობს იებსო!
გული კი მიგრძნობს , ვერ ავცდები სეირს საძრახისს
და გოლგოთისკენ გზად მივყვები უხმოდ იესოს.
ჭამე სირცხვილი ადამის ძევ ! - ეშმამ გიკმია.
აკი , ნატრობდი და იხილე მხსნელი - მესია.
ეჰ ! შერცხვენილო! უმადურო ! ეს რა გიქნია?!-
ვერ დააფასე . ტალახს ესვრი , ეს რა წესია.
გვიან მიხვდები შენს შეძახილს : "ჯვარს აცვით ეგე!"
ეს დედამიწა სამყაროში ცოდვის ბირთვია.
ვით რომაელი ჯარისკაცი , შენც მიხვდე , ეგებ
უფლის ჯვარი და ცრემლი მისი - მძიმე ტვირთია !
..................................
ანათებს რაღაც.- არც მთვარე . არც მზე.
ღრუბლიდან ცრემლი ეცემა მიწას.
ტრიალებს ცოდვა გოლგოთის მთაზე
და .... პარასკევი გულ- მუცელს მიწვავს !

განაჩენისკენ

"შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით"
პაოლო იაშვილი

გულზე ცისფერი ჩვარი შემისკვენ!
შენ უნდა გახდე ახლის დამწყები!
მიაბიჯებენ დვიწყებისკენ
დღეები რუხი და მოსაწყენი.
ქვეყნად სიცოცხლე გვაქვს საზიარო.
უნდა მარიდო მარცხებს , ფიასკოს .
შენ შეგიძლია , რომ მაზიარო
დღეებს , რომელთაც ფერები ამკობს.
გამაბედვინე , ( გულს მომეკარი! )
სიტყვა , რომელსაც აღარ მიწყენენ.
და ,მერე , ფართოდ გაუღე კარი
დღეებს , რომელთაც არ ივიწყებენ.
გულზე ცისფერი ჩვარი შემისკვენ!
არაფერს გეტყვი დითირამბებით.
მიდიან ახლა განაჩენისკენ
დღეები - რუხი და ფერადებიც.

შენთან ამისროლე

რამეს თუ მიწუნებ ,
დარდი დამიწუნე .
შენი სიყვარული
გულზე დამიწურე!
ლექსი თუ არა.. და
რამე მომიწონე!
მითხარ , უკვდავების
რომ ხარ საპირწონე.
შენი თბილი მზერა
გულში ჩამიცურე.
მარტის ავი ქარი
გააჩამიჩუმე!
რაღაც ჩავიფიქრე.
ნატვრა ამისრულე!-
მაგ შენ სამყოფელთან
ერთხელ ამისროლე!

აწი აღარ მოთოვს

აწი აღარ მოთოვს.
ხე მოისხავს ფოთოლს.
გამოივლის ვინმე.
გადაუღებს ფოტოს .
ხე კი მწვანე ფოთლით
მზის სიხრულს მოთლის.
და სიცხეში ვინმე
მოვა ლუდის ბოთლით.
ველოდები ფოთოლს-
ხე სიმწვანით მორთოს.
ღვთაებრივი ჰანგით
ჩიტმა სტვენა მორთოს .
ვენაცვალე ფოთოლს!-
ამ სიცოცხლის ფოტონს.
გაზაფხულდა უკვე .
აწი აღარ მოთოვს!

შენი გულიდან შემივსე სითბო!

შენი სითბოთი მე გული ვმუხტე,
და , როგორც მზეზე , ეს შუბლი ვითბე.
როგორ არ მინდა , გტკიოდეს. .. წუხდე.
დღეს უშენობის სიცივეს ვითმენ.
ახლა რიგითი ღამეა ზანტი.
სითეთრე თოვლის , სუსხი და თოში.
მოდი!- ჩვენც ვიყოთ მეტოქე ზამთრის,
როგორც იები თებერვლის თოვლში.
ვაცილებთ დღეებს კეთილს თუ ნავსებს.
სიცოცხლე მარაგს ნელ- ნელა მაცლის.
დრო მოთმინების ფიალას ავსებს.
ამივსებს.- დავცლი.
ამივსებს . - დავცლი .
ვიტვირთე , შენზე ლექსები ვრითმო,
სანამ უფალი ინებებს , მაცლის.
შენი გულიდან შემივსე სითბო,
რომელსაც არსად , არასდროს დავცლი!

ა. ჩინჩალაძე
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:03 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არც პაროლით,
კოდით,
არც იეროგლიფით
საიდუმლოს გავცემ
საიდუმლო გრიფით.-
რა ჯობია ღამე
მკრთალი შუქის ლიფლიფს.
უნებლიედ მკერდზე
გადახსნილი ლიფი.....
და ბორძიკით თქმული
- იფ-იფ !
იფ - იფ!
იფ- იფ !

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:04 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეკლესიაც აქვეა.
ხატი წმინდა გიორგის.
ციყვი კიპარისებზე
ისე მარდად მიმორბის,
თითქოს იყოს ჯამბაზი,
განსწავლული იოგი.
წვანან გარდაცვლილები
მოთმინებით იობის.
მიწას ერწყმის ფოთლები
ძველი,
ფერით იოდის.
ციყვზე არც მიფიქრია,
როცა აქ მოვდიოდი..

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: სამ, 19.09.2017, 17:04 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცთა ცოდვა თავად იღო.
და სანაცვლოდ გვემა , ჯვარცმა.
სული ჩემი სიბიწისგან,
სენისაგან განიძარცვა.

თვით სიკვდილის დამთრგუნველმა
მადლი მაცხო.
ჭირს მარიდა.
- ქრისტე აღსდგა ! - გიხაროდენ !
-ქრისტე აღსდგა !
- ჭეშმარიტად !

ალეკო ჩინჩალაძე
 
ძებნა:

მოგესალმები Гость