აალეკო ჩინჩალაძე
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 17:05 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულწარწყმენდილი და მომსყიდველი ვერცხლის მონეტებს ქრთამად მიუტანს...... - ოხრად დაგრჩება მაინც ყოველი. ეგებ დაფიქრდე , წამით , იუდავ !
გული გქონია , მოწაფევ , ქვისა! თავზე დაგყურებს ზეცა თაბორის . მაინც უბისკენ წაიღე ქისა. ნიშნად გაცემის - ..მაინც ამბორი !
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 19.09.2017, 17:05 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულწარწყმენდილი და მომსყიდველი ვერცხლის მონეტებს ქრთამად მიუტანს...... - ოხრად დაგრჩება მაინც ყოველი. ეგებ დაფიქრდე , წამით , იუდავ !
გული გქონია , მოწაფევ , ქვისა! თავზე დაგყურებს ზეცა თაბორის . მაინც უბისკენ წაიღე ქისა. ნიშნად გაცემის - ..მაინც ამბორი !
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:24 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აქ ჩრდილები დევებისას გვანან თავებს. მზის სხივები დღე კარნავალს გამართავენ. დნება გული. დნება ღამე . დნება მთვარე . შენ სიყვარულს , ვით ჩირაღდანს , დავატარებ. მე გისურვებ ღვთის კურთხევას , მზიაან დარებს . სიხარულის ნაპერწკალი მაგ შენ თვალებს ! თბება გული . დნება ღამე . დნება მთვარე . მეც სიცოცხლეს სიყვარულში გავათავებ
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:25 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზეს ჩემი შუბლი უცხელებია. მზით მაჯილდოებს აღმოსავლეთი. ჩემი ფიქრები ჩურჩხელებია და ბადაგშია ამოსავლები.
ისევ სუფთაა ჩემი აზრები, ოქროს წყალი აქვს გადასავლები. უსასრულოა ჩემი საზღვრები , აღმოსავლეთით და დასავლეთით.
მე პოეზიის ხნულში ჩავდექი. გუთნისდედა ვარ, ხელში სახრეთი. დავეძებ ყველას - სულით განდეგილთ, ხან ჩრდილოეთით და ხან სამხრეთით.
ვთქვა აღსარება - როდი მრცხვენია. სიკვდილ- სიცოცხლის ვიცან ტანდემი. მზით ნაფერები შუბლი ცხელია და , როგორც ვიწვი , ისე ვთავდები!
ალეკო ჩინჩალაძე . 03 . 10 . 17 .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:28 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხანჯალს ვლესავ. სიტყვას ვლესავ. მეჯავრება კაცი ქლესა. სიმართლეა იარაღი.- ამითა მაქვს ქვეყნად მე სვლა . .. უკვდავების წყალი გვესვას. ძალა მისცეს ჩვენსა გენსა . ვერ მივართვი კრავი მგელსა . მადლი მადლთან. გესლი - მგესლავს! p.s . მას მოიმკი, რასაც თესავ.
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:31 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეწამულისფრად დილამ იალა. მე ახალ სტროფებს ისევ წვით ველი . და ღვინით სავსეს შევსავ ფიალას, "გინდ თეთრი იყოს , გინდა წითელი".
დღეა სამოთხის ფერთან ნაჯვარი. ღვინობისთვეა ცის შემნისვლელი. ძარღვში სისხლი დუღს , ქვევრში მაჭარი. "ღვინოვ კახურო , ვარ შენი მსმელი!"
მამაპაპურად რთველი ვართველოთ !- ესეც ხმამაღლა როგორ არა ვთქვა . მშვიდობის დილა , შენ , საქართველოვ და მოწეულის მოგცეს ბარაქა!
ალეკო ჩინჩალაძე .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:34 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გული ცხოვრებით ვერ მოვიჯერე . ახლა ვარიგებ თინეიჯერებს- თქვენ აღარ გევხართ ძირძველ იბერებს! ვარიგებ , მაგრამ , ვინმე მიჯერებბს!?
ალეკო 29 . 09 . 17 .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:35 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შურზე , ბოღმაზე ჯავრი ვიყარე- რაც ჩემ გულამდე დღემდე არ დადის . და გავამართლებ მეც ამ სიყვრულს, თუ მოვიპოვე ნდობის მანდატი .
მრუდე ხელია ყველგან სატანის, დღეს თუ ერთმანეთს ძნელად ვენდობით. მე მოგენდობი- სიტყვის გამტანი. ამოიარე ჩემი ფერდობი .
არ ვუცვლი აზრებს მე მისამართებს. ნდობის დავაგე შენთვის ფარდაგი. დღემდე ერთგულად ასე ვამართლებ მოპოვებული ნდობის მანდატით.
ალეკო ჩინჩალაძე . 28 . 09 . 17 .
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:38 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს , სანატრელო, წვიმს! ეშველა გამხმარ ველებს. მოხვალ. სველსა ცივს მხრებზე დამაწყობ ხელებს..
იმედი ჯახუა
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 05.10.2017, 22:39 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სანთელი დნება... მომეცით ნება , ვიკითხო მცნება.. მოვთოკო ვნება. ყველას გილოცავთ ჯვართამაღლებას!
ალეკო ჩინჩალაძე
|
|
|
|