აალეკო ჩინჩალაძე - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
აალეკო ჩინჩალაძე
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:45 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"შენ გაჭირვებას არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა"
ტერენტი გრანელი

@ @ @
ცის თაღზე ღრუბელი ნარნარად დაცურავს .
ღამეა.მთვარე კი , ვით ქალი , ელამი .
ეს ღამე , როგორც სხვა,
იმგვარად გამწურავს .
...და , თითქოს , ვარსკვლავნი,
აქ არის ყველანი .
მთვარე კი დამყურებს იმგვარად , მაცდურად,
ჭკუაზე შემშალოს საბრალო , მე ლამის .
რაც ვწერე , ლირიკის სტროფებად აცმულა .
სიტყვებად დაშრება ქაღალდზე მელანი.
ეს ლექსიც - გულისთქმა ,
გათავდა.
დასრულდა .
ეს ღამის სიბნელეც - მტარვალი , ვერანი .
თავს ვიგრძნობ პოეტად- პატარა ჯვარცმულად,
რომელსაც შენს გარდა გაიგებს ვერავინ .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:47 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სისხლისფერი ყვავილის ხიბლით,
ტიტების გამო , ვნატრობდი აპრილს .
და უცნაური ბედით და იღბლით
ვგავდი ტარიელს ველ-მინდვრად გაჭრილს .
... და პოეზიით შეშლილი თითქმის ,
ორეულს შენსას დავდევდი აჩრდილს .
სათქმელი ლექსით ხატოვნად ითქმის -
ჩემ გულს , ვით დამღა , ტკივილად აჩნდი .
სიხარულს ვტოვებ . ტკივილებს ვითლი
და შენს ძებნაში სამყაროს გავცდი .
წლებს და თარიღებს ვითვლი და ვითვლი
და მიყვარს ის დღე , როცა შენ გაჩნდი .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:48 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბევრმა მიმიღო.
ზოგმა , გამწია .
ზოგი ჩემშია .
ზოგი , განზეა .
ბევრი - ბაჯაღლო ,
ოქრო , განძია .
უკაცრავად , და
ზოგი- ბანძია .
რა გაეწყობა-
კვიცი გვარზეა.
ზოგი ნებივრობს .
ზოგი ჯვარზეა.

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:50 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"გაგიჟება სჯობს , თუ გათავდა სიტყვის მადანი",
გული სითბოსგან სამუდამოდ თუ დაიცალა.
გამოგვაძევეს სამოთხიდან , როგორც ადამი.
შუბლი , ვით მდელო , სიმწრისაგან გადაიცვარა .
....ვინც კაცი იყო და პოეტად გარდაიცვალა ,
მფარველობს მის სულს ლექსის მუზა -
ღმერთის ბადალი .
და მიყვარს ყველა , ვინც თავისთან გადაიცალა
პოეზიიდან მოჩუხჩუხე ლექსის ბადაგი.
სიცელქისაგან ,
სიგიჟისგან ვნებადაცლილი
მოედინება მთის მდინარე ბარში აწ, დუნედ.
და ბიბლიური შეცოდება ხომ გვაქვს დაცდილი!-
მას ვერ აცდები , შენ , პოეტო!-
ვინმე გაცდუნებს .
არ დამავიწყდეს მე სათქმელი,- თემას დავცილდი.
თუმცა ყოველი ამ სტროფებში როგორ დავტიო?
ვიტყვი:
-სიცოცხლეს ჩემსას, ვით ფიალას , ლექსში დავცლიდი,
რადგან პოეტებს შეცოდებას არვინ გვპატიობს!

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:54 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსიხარულოდ მიდიან წლები ...
თავში - კუჭი გვაქვს და გულში - ჯიბე;
ვფიქრობ: რათა ვწერ, რას ვეწვალები.
მე პოეტი ვარ თუ მეჯინიბე!

უსიხარულოდ გავაფართოვე
ჩემი კაეშნის სიგრძე და განი,
ადამიანი ვერსად ვიპოვე,
ადამიანი, ადამიანი.

ვარდი გავცვითეთ ... მზე - იაფდება ...
ვეღარ გარდავქმენ ლექსი რკინებად!
ოცნება ფულით ხასიათდება
და სიყვარული - დედის გინებად.

მე კი არვინ მყავს! დავდივარ მარტო,
შევცქერი ტფილისს ცრემლებით ნამულს
და არვინ იცის, თუ როგორ ვნატრობ:
თავისუფლებას, ლექსსა და მამულს.

იოსებ გრიშაშვილი, 1929 წლის 28 მარტი
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 22:58 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის ყურადღება რომ არ მოგექცია,
სხვისი მექნებოდა ფოტოკოლექცია.

შენი ხასიათის დღეს მაქვს კოლექცია.-
სულზე მომისწრო და სულზე მომეწია .

....... ჩემთვის ყურადღება რომ არ მოგექცია ,
არ დამჭირდებოდა ლექსის კორექცია .

p. s .

ვისთვის ეს ცხოვრება არის კომერცია .
ჩემთვის - დაგვისა და წლების კოლექცია .

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 23:01 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავახატვინებდი შენ სახეს ბოტიჩელს.-
მე კი ვერ შევძლებდი და მოვიბოდიშე.
მე ლექსით დაგხვდები,ოღონდაც
მოდი შენ!
სულ ახლოს მოგიშვებ
და ლოყას მოგიშვერ.
უფრო კორექტულად?-
გულწრფელი ბოდიში .
წვიმა და ქარები ყველაფერს როდი შლის .
ამ გულში , ვით სახლში,
თამამად მოდი შინ.
დრო დნება თოვლივით...
ნატვრაში.....
ლოდინში....
ზის ვიღაც თავისთვის.
წყალს ნაყავს როდინში.

ალეკო ჩინჩალაძე .
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 23:03 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენებულა , გულო მბორგავო!
გავიდეთ მინდვრად.-
ლექსით მაჭენე.
რად გემართლება ყველა ბოგანო?
შენზე ვინ ზრუნავს , ერთი მაჩვენე!
შენ პოეტები რას გადრიან
და სათუთი ხარ , როგორც ორგანო.
ვით მეეზოვემ , დილაადრიან,
ვითომ ფოთლები-
წლები მოვგავოთ.
არ ვიცი , რა ვთქვა,
რას მივაწერო?-
მკერდს ეხეთქები, ისე გოგმანობ.
ალბათ , შენ გინდა ლექსი დავწერო.
წინ გამიძეხი , მე თუ ვყოყმანობ!

ალეკო ჩინჩალაძე . 16 . 09 . 17 .
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 23:06 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რიგია სკამზე , ჩემო ბატონო.
წინა წავა და უკანა მოვა .
თქვენ არ ჩათვალოთ , ხართ უპატრონოდ .
თუ გაგიჭირდათ , გუგავა მოვა.
გუგავა მოვა)))

უნდა გადავცე . ხელთ მაქვს სია მე.
ბედი არ წყალობს- უგანა მონას.
სხვის მონობაში რაა სიამე?
დაგიხსნით ყველას- გუგავა მოვა !
გუგავა მოვა.))))

ალეკო ჩინჩალაძე
 
nukriaДата: ხუთ, 05.10.2017, 23:09 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემთვის არიან მატლი ,
კურკები,
რუსეთია , თუ აქვე თურქები,
მიწა , რომელიც მათ არ ეკუთვნით ,
ყელზე დაადგეს ყველას ურგები.
თურქებისათვის ჩვენ ვართ გურჯები.
"გრუზინები" ვართ- რუსის ურჩები.
გავანიავოთ ტვინის უჯრები,
თორემ განსაცდელს ვერ გადვურჩებით!

ალეკო ჩინჩალაძე
 
ძებნა:

მოგესალმები Гость