პოეზი - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
პოეზი
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 16:22 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მალე დაიწყება წვიმები ძვირფასო,
მე ისევ მთაზე და სულ შენზე ვიფიქრებ,
ბუხარი...წიგნები და ჩაი ჟოლოთი,
შენი სითბო და მთის დილის სიცივე...
მერე?
მერე სათიბავში უკან გამოგყვები,
გზადაგზა ვიპოვნი დარჩენილ გვირილებს,
შენ დაწნავ გვირგვინს და მზეს სახეს მივანდობ,
(მთის რუჯი მიყვარსთქო-გეტყვი და ვიცინებ)...
მხარდამხარ ვივლით და სულ ერთად ვიქნებით-
მთელი შემოდგომა ვეღარ მომიცილებ,
შინ მოსულს დავანთებთ ცეცხლს ხმელი ფიჩხებით,
დილამდე ლექსებზე შენს თავს დავიფიცებ...
მერე შემამცივნებს,ჭრელ პლედს მოვიხურავ,
რამხელა დარდი აქვთ მთებს მეთქი - ვიტირებ,
შენ ხელებს მომხვევ და თვალებში ჩამხედავ,
მზე ჩავა...
წავიდა...
უბრალოდ იწვიმებს...

(დიკა სალაყაია)
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 15:50 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავალ
არაყ,
ღვინო,
ყავა...
ამ ცხოვრებას ტ...ში ვყავარ,
ვზივარ ფარღალალა ქოხში,
ვერ ვეღირსე თავზე ყავარს,
იქეთ წლებმა გამქურდეს და
აქეთ ბანკმა გამატყავა...
დავალ
არაყ,
ღვინო,
ყავა...
 
nukriaДата: სამ, 24.10.2017, 15:51 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სცენა...
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი,უაზროდ ვიწყებ ბორიალს...
არა,ბატონო,არა და არა..!
ეგ ჩემთვის მეტად დიდი როლია.
ცოტა ხმამღლა,არ ისმის,რა სთქვი?!
ეს გრიგალებიც ზღვებს არყევს ძლიერ
და მაინც ჰფიქრობ-გვირგვინი დაფნის
შუბლს მომილბობს და შემიცვლის იერს.
არც მოლოდინი ცით რისხვის მზარავს
და არც მსოფლიო შიში მაქვს წარღვნის,
არა,ბატონო,არა და არა,
მაგ როლზე ჩემი მოცდენა არ ღირს.
ვაცხადებ უარს, დღეებს მოავდრეთ
კვალში ვუდგევარ, ზათქით მივგვრგვინავ.
თქვენ ვისაც გინდათ იმას მოარგეთ
ეგ სისხლიანი დაფნის გვირგვინი...
და სისხლიანი ეგ ველი ბრძოლის
მეც ბევრჯერ ვლოკე,არ ვამბობ უარს...
მაგრამ,ო,არა ეგ დიდი როლი
თქვენ ითამაშეთ, იოლი თუა.
ამ თამაშიდან გავიდე უნდა,
სიმართლე გითხრათ, კიდეც ვიღლები...
მე დამიბრუნეთ ეგ ჩემი გუდა
თქვენ დაიბრუნეთ თქვენი ნიღბები...
სცენა -
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი,უაზროდ ვიწყებ ბორიალს.
არა, ბატონო!არა და არა!
ეგ ჩემთვის მეტად მძიმე როლია.

ტარიელ ხარხელაურ
 
nukriaДата: პარ, 03.11.2017, 15:32 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერც ნოემბემა მოგვცა იმედი
თუ დეკემბერიში როგორ იქნება,
მოდი უბრალოდ კვლავ დავმეგობრდეთ
და ყველაფერი კარგად იქნება..ზ.შ
 
nukriaДата: პარ, 03.11.2017, 15:32 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დამსხვრეული გულის
კვლავ გამთელება ვცადე,
შენდამი ჩემი გრძნობა
მანძილს ვადარე ცამდე ..ზ.შ
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 15:06 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწუხვარ აღარ გჯერა შენ ჩემი
მეც ჟამი მნაქრავს და ვცივდები,
ერთმანეთს რა ძნელად ვეჩვევით,
მაგრამ რა იოლად ვცილდებით.
მივყვები დანისლულ ბილიკებს,
სისხლშია გამჯდარი სისველე
ერთმანეთს რამალე ვივიწყებთ
და უმტკივნეულოდ ვიხსენებთ...
მიხმობდა მდინარე ვერ ჩაველ,
დამაფრთხო ყაყაჩოს ნაგრილმა,
რა ძნელად ვპოულობთ ერთმანეთს
და ვკარგავთ თურმე რა ადვილად.
გავხედე, ცა უკვე მღვრივეა
მიზეზს ცის გამღვრევის ვერ ვხდები,
იმედი საკმაოდ მცირეა
ჩვენი მიღმიერში შეხვედრის.
გავდივარ თოვლიან ქედებით,
აქ უკვე საკმაოდ ვიგლოვე
თურმე რა ტყუილად გეძებდი,
თურმე რა ტყუილად გიპოვე.
ნიავი მოივლის მოლიანს,
და ფოთლებს ჩამოყრის გვიმრიდან,
მე ვფიქრობ საშინლად სწორია,
ჯავრი, რომ ამიძღვა დილიდან.
სდუმხარ აღარ გჯერა შენ ჩემი
მე ჟამი მნაქრავს და ვცივდები,
ერთმანეთს რა ძნელად ვეჩვევით,
რა უმტკივნეულოდ ვცილდებით
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 16:18 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი ტრფობით, როგორც
ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ვემსგავსები
ზღაპარს.
არ ვიცვლები მხოლოდ შენზე
ფიქრში,
მე შენნაირ სხვას ვერავის
ვნახავ.
ხვალაც ისევ დაუბერავს
დარდი
და ვიქნები ხვალაც ისევ
მთვრალი.
მოდი, სანამ გათენდება სხვა
დღე,
რომ გინდა რომ არ მიხილო
მკვდარი.
საშინელი გაზაფხული
მოგყავს,
საოცარი იყო ზამთრის სუსხი.
მენატრება ყინვა მაგ
თვალების
გათოვება და ზარები
მწუხრის.
ყველაფერი, როგორც
ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ემსგავსება
ზღაპარს.
კიდევ ერთხელ მიყვარხართქო
გეტყვი
და ვამთავრებ ამ უგულო
თამაშს
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 17:23 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმც ვარდებს ჩემთვის
აღარ სცალიათ
და კოჯრის გზებიც დანისლულია,
გიგონებ მაინც,
ისე ძალიან
რომ მაისს შენი ტანის სუნი აქვს...

და მოლოდინით თუ არ ცახცახებს
შენი გულმკერდის ორი გვირილა ,
ეს მონატრება იქნებ არცა ღირს
არც გაჩუმებად,
აღარც ყვირილად...

არც იმ სიცოცხლით
ღირს აღტაცება
რასაც სიცოცხლის ფასად ვეცადე.
რადგან შორსაა -
მუხლზე დაცემას
ამაღლება რომ ერქვა ზეცამდე.

და აბურდული ბედის დავთრები
უფლის განგებით დანისლულია...
...მე ისე ვკვდები
და მენატრები -
სიკვდილსაც შენი ტანის სუნი აქვს ..
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 17:32 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო, გიგლიუს, რა ტყუილად დაგაპატიმრეს,
ცალი ხელ-ჯოხი, ცალი ფეხი, ცალი პროთეზი
შეაჯლაყუნე ცივ საკანში. არ გაპატიეს
ერთი გინება სიმთვრალეში და ჰიპოთეზის

მარტივი აზრი, რომ ტყუილი უყვარს დახლიდარს,
ფულში ტყუილი და ძაღლივით კუდის ქიცინი,
რომ ახლა ღმერთი ყოველივეს ხედავას მაღლიდან,
ათეისტურად და ბრიყვულად, როცა იცინით.

ძლივს ჩაგიყვანეს პირგაცვეთილ, ბინძურ კიბეზე.
როგორც გვიამბე, მიგათრევდა ვინმე ფეშვანგი,
რა მშობლიურად თბილი იყო თურმე"კაპეზე",
თვალჟანგიანი. უჟანგესი, ანუ ზეჟანგი.

ჩამოაღწია ცამ მზერაში. რა მიმქრალია...
ზურგსუკან შიში, შიშისაგან უნდა გახევდე,
ზოგიერთები, ძვირფასები, ხომ იქ არიან,
ცა ჩაიგუბე თვალებში და მერე ახედე

წარმოდგენაში და შენ მიხვდი, ვერ აგასხიპეს
იმედი, რითაც არსებობდი, რითაც იწყები,
თუ კი დაგჭირდა მზეს თვითონვე ამოასხივებ
და შენივე მზის მცხუნვარებას მიეფიცხები.

რეაგირება ამ საკითხზე, ალბათ, დროზეა
საჭირო, რადგან შეგიყვარდა შენი ტყუილი,
იხსენებ გალას, როგორ მოწყდა ალბატროსივით
და საუკუნეს ჩაუქროლა ფრთების შხუილით.

არ არსებულა, ვერ იხსენებ ფიქრის ჩამრაზავს
და შენს ცინიკურ გაღიმებას რა შეედრება,
მაგრამ ცხადია, ვერ შეხედავ ხიფათს ამრეზით,
მეტადრე მაშინ, შორი-ახლოს თუ კი ეთრევა.

იხსენებ საფოს, ხან ეზოპეს, ხანაც ალკეოსს,
გოგოზე ფიქრობ მშვენიერზე და მის კაბაზე,
ქარი რომ არწევს, თითქოს ცდილობს გააცალკეოს...
და მშვენიერი მასპინძელი არის "კაპეზე".

მწყობრი ხმაური - საბჭოური გახსოვს მარშები,
ვარდების სუნთქვა და სიგრილე ძველი ხეივნის?!
უცნობის თვალი თუ თვალთვალი, ჩვენი ჩამშვები,
შენი სიცილი სარკასტული და არხეინი.

ახდა ოცნება. ვართ უზომოდ თავისუფლები
და მახსენდება ის ლექსები ლესბოსელების,
რომ გვიკითხავდი და გისმენდით ლამის უბრები
და ღამეები უპოვართა შემმოსველები

მოგვაზომებენ ხამის ქსოვილს, მოგვალამბავენ
ახალ ბლუზებს და ახალ შარვლებს და სიკაპასე
გაუვლის დობილს, რომ გაიგო შენი ამბავი
და გადაბმულად ექაჩება ნაპასს ნაპასზე.

პონტო. ტყეები სახომალდე. ვკითხავ კატულუსს:
ტყე მასალაა ხომალდების, ლექსი იმედის,
ხომ შეიძლება კაცმა თავი მოიკატუნოს
და ბედნიერი იყოს ახალ ექსპერიმენტით?!

ჯდება სიზმარი ტრამვაიში, ადის ვერისკენ,
უნივერსიტეტს მიადგება სავსე ვაგონი,
უმჯობესია მღვიძებოდა, არ გამერისკა,
არ ავყოლოდი ყურმოკრულ და სადღაც გაგონილ

სიტყვას, ასე რომ მაღელვებს და მაფორიაქებს,
ფორიაქია ეს ფუსფუსი, ეს მსახურება,
რომ თვალებს ჩემსას, ამოჭყეტილ ამ ორ იაქეს,
მოენატრება დახუჭვა და შენსკენ ყურება.

საბურთალოზე განისვენებთ შენ და იურა,
სოსოც იქვეა, დარჩენილა სოფლად თევდორე,
გიგზავნით წერილს, და ცხადია, ვერ ვიუარებ,
ვარ თქვენი დროის და ამ დღეთა თანამედროვე.

გუშინ შევსრულდი, ჰო, რატომღაც, სამოცდასამის,
გთხოვ პატიებას სიბრაზისთვის, დილანდელისთვის,
რაღაც ვიგრძენი, გულზე ხავსის ამოსვლასავით,
როცა იბანდა ხელს და სინდისს პილატელისტი.

ვარ ამ ვარდებით, იდილიით, დილით, დილემით
და რა თქმა უნდა, ჩემი ლექსით კმაყოფილ ვორდით,
ვათავისუფლებ ამ სტრიქონებს, ვაჭერ delete-ს
და ბედნიერად ვიღიმები, როგორც ბილბორდი.

გივი ალხაზიშვილი
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 17:59 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარმა ფოთლები ხეებს დაწყვიტა,
ღრუბლებმა შავი თმები გაშალეს
და უცებ ისე ძლიერ გაწვიმდა,
ვერ მოიხურეს მთებმა თავშალი.

აცივდა, შორ გზებს გაჰყვა მერცხალი,
თბილ ქვეყნებისკენ ზეცა გაკვესა,
მაგრამ ბეღურა, ვით უმეცარი,
შიშველი დარჩა ზამთრის სარკესთან.

დარჩა და ყინვამ დასწვა მზესავით
და როცა თოვლიც გადაეხურა,
სხვაგან გაზაფხულს შეხვდა მერცხალი
აქ კი ყინვაში მოკვდა ბეღურა...

და მიკვირს, როცა თეთრ სუდარაში,
ვეებ მთებიც ჩანს ფერმიხდილი,
რატომ სწადია ამ პატარა ჩიტს
თბილ ქვეყნის ნაცვლად ჩვენთან სიკვდილი!

ოთარ მამფორია
 
ძებნა:

მოგესალმები Гость